ლევან ბერძენიშვილი: დოსტოევსკი 200 - „ძმები კარამაზოვები“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 17 лис 2021
  • ლიტერატურულმა „წახნაგებმა“ რუბრიკით „იუბილე“ დაიწყო გადაცემათა ციკლი ფიოდორ დოსტოევსკიზე, მსოფლიო ლიტერატურის სიამაყეზე, რომელსაც 11 ნოემბერს ორასი წელი შეუსრულდა. ამჟამად საუბარი გვაქვს მწერლის უკანასკნელ რომანზე, „ძმებ კარამაზოვებზე“. „ეშმაკნის“ მსგავსად, ამ რომანსაც უცნაური მთხრობელი ჰყავს, რომელმაც არ იცის, რას ფიქრობენ გმირები. რომანი იქმნება ცალკეული პერსონაჟების მიერ შექმნილი სამყაროების ჯამით, რის გამოც მან დაიმსახურა შეფასება „პოლიფონიური“. ესაა ათასხმიანი წიგნი, მასში ისმის როგორც ივან კარამაზოვის ეჭვიანი ხმა, ისე დიმიტრის ისტერიული ხმით გამოთქმული საყვედური უფლისადმი - „რატომ ცოცხლობს ასეთი ადამიანი!“, ლაქია სმერდიაკოვის ცინიკური სისინიც გვესმის - „მეზიზღება, მთელი რუსეთი მეზიზღება!“ და გულწრფელი ალიოშას აღტაცებაც: „ფიცი დავდოთ, ბავშვებო!“ უნდა ყოფილიყო მეორე წიგნი, რომელშიც პირველის ერთადერთი ნათელი წერტილისაგან, ალიოშა კარამაზოვისაგან შავბნელი ტერორისტი უნდა მიგვეღო, რომელსაც ზნეობრივი ჯოჯოხეთის გავლით მწერალი, ალბათ, არნახულ სულიერ აღდგომას უმზადებდა. არ ვიცით, კარგია თუ არა, რომ ეს მეორე წიგნი არ დაიწერა, ვერ დაიწერა, ათასი უბედურების გადამტანმა მწერალმა ცხოვრების ათასმეერთე დარტყმას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა, მთავარი სათქმელის თქმა კი მაინც მოასწრო, თითქოს წინასწარ იგრძნო, მისი დამწუნებელი ნაბოკოვი რომ იტყოდა, ხელოვნების არსი ისაა, მშვენიერება უნდა მოკვდესო; იუბილარმა დაასწრო და ბრძანა: „მშვენიერება გადაარჩენს მსოფლიოს“.

КОМЕНТАРІ • 33

  • @Unspoken-13
    @Unspoken-13 Рік тому +2

    სასწაული განხილვაა.უდიდესი მადლობა ბატონ ლევანს 🖤.ასეთი განხილვები წიგნის სიღრმისეული აღმიქსთვის მისწრებაა.თითოეული სიუჟეტის მონაკვეთი ოსტატურადაა განხილული.სასწაულია…👍

  • @TamiChitashvili
    @TamiChitashvili 2 роки тому +2

    მადლობა, ძალიან მიყვარს თქვენი მოსმენა

  • @nodoimerlishvili5945
    @nodoimerlishvili5945 2 роки тому +6

    გავგიჟდი საშინლად მაგარიიყო. სულ მბურძლავდა რომ ვუსმენდი

  • @zviadimalania9835
    @zviadimalania9835 2 роки тому +11

    ვიცი რომ ძალიან განათლებული ადამიანი ბრძანდებით ბატონო ლევან. ამიტომ მიჩნდება კითხვა თითქმის 1000 ფურცლიანი წიგნი, რომელიც ავტორმა სახარებაზე დაყრდნობით დაწერა და მთელი წიგნი: სიკეთეზე, მიტევებაზე, სიყვარულზე და ქრისტეზე ქადაგებს თქვენ აგატა კრისტის დეტექტივივით რატომ მოყევით?

    • @ketevankalaijishvili5592
      @ketevankalaijishvili5592 Рік тому

      100%

    • @utashelia
      @utashelia 7 місяців тому

      იმიტომ,ძმა,რომ მედროვე ნაბიჭვარია ! პრო კომუნისტიც იყო და მათ დაკრულზეც ცეკვავდა,მერე შევარდნაძისტიც იყო,მერე მიშისტობაც "დიდებულად" ჩააბარა და ახლა მედასავლეთე,პრო ამერიკელი და პრო ევროპელი ყურმოჭრილი მონაა,მათ ნარატივებს აღასრულებს ზედმიწევნით,ორივე ფეხზე ცხვარგამობმული,მაგრამ მონანიების არც ერთი ელემენტი არ შეინიშნება მასში,პირიქით,დიად გააზრებულად,ჩაძაღლებამდეც მთელ მრუდ ბოროტებას თესავს და უტოვებს თავის დიდ (სამწუხაროდ) აუდიტორიას... ეს ის ბერძენიშვილია,რომელიც საკუთარ თავს ყველა იმ დიდ,ძლიერ განათლებულ ადამიანებთა სიაში მოიხსენიებს,რომლებმაც,მისივე თქმით, იციან რომ ღმერთი არ არსებობს ❤️‍🩹
      პ.ს.- რადიო თავისუფლებას შევეცი,აქვე.

    • @giobuta
      @giobuta 5 місяців тому +1

      იმიტო რო ბატონი ლევანი მასე ხედავს..

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 2 роки тому +1

    💙👏👏

  • @zuzujoto
    @zuzujoto 2 роки тому +1

    👍

  • @pn9274
    @pn9274 7 місяців тому

    ❤️

  • @levanakhalaia8884
    @levanakhalaia8884 2 роки тому +5

    ეს რომანის მოყოლა რას ნიშნავს მოკლე შინაარსია?

    • @VeritasForYou
      @VeritasForYou 2 роки тому +3

      ეგ ნიშნავს ცუდ რევიუს.

    • @levanakhalaia8884
      @levanakhalaia8884 2 роки тому

      @@VeritasForYou გეთანხმები

    • @VeritasForYou
      @VeritasForYou 2 роки тому

      ჩემს არხს ეწვიეთ, არ ინანებთ

  • @beqachlaidze3216
    @beqachlaidze3216 2 роки тому +1

    თქვენ რომელი ხართ, ბატონო ლევან?

  • @annaarghvliani
    @annaarghvliani 23 дні тому

    ganxilva tu mokle shinaarsi😀

  • @dachikanashvili8991
    @dachikanashvili8991 Рік тому +2

    მოკლე შინაარსს რატომ ყვება?😀

  • @karatekyokushinkai7290
    @karatekyokushinkai7290 Рік тому

    ივანე კარამაზოვი კი არა ივანე ჯავახიშვილი კიდე არ გინდა?

  • @zurabsabulua3890
    @zurabsabulua3890 2 роки тому

    რა გაუნათლებელი ხარ ბერძენიშვილო! პარადოქსია, მაგრამ თითქოს ქართველებს უფრო ადვილად უნდა გაეგოთ დოსტოევსკის პროზის სიდამპლე და იდიოტიზმის შესახებ, მაგრამ ასეთი დაბალი ცოდნის მქონე ინტელექტუალების გადამკიდე არ მიკვირს, რომ ვერ გაიგეთ დოსტოევსკის ბუნება და მისი ამორალურობა. დოსტოევსკი რა ნაგავიც იყო ისეთი გმირებიც ყავდა... გადაიკითხეთ კარგათ მისი რომანები და შეიძლება მიხვდეთ, თუ ვინ იყო ეს რუსი დერჟიმორდა, ველიკიდერჟავნიკი, შავრაზმელი.

    • @MoNiKa-eh6ln
      @MoNiKa-eh6ln 2 роки тому +2

      რას ბოდავ ადამიანო?

    • @zurabsabulua3890
      @zurabsabulua3890 2 роки тому

      @@MoNiKa-eh6ln რასკოლნიკოვი მოგწონს ესეიგი - ადამიანი რომელიც განძრახ მიდის მკვლელობაზე, და ამართლებს ამას რაღაც სხვა აუცილებლობიდან და თავის გადმოსახედიდან რაციონალური აუცილებლობიდან გამომდინარე?! ესაა ყველაფერი დამპალის და ირაციონალურის საძირკველი - რასაც მერე მოყვება გულაგები და საკონცენტრაციო ბანაკები... თუ ძმები კარამაზოვების იდიოტიზმი მოგწონს - გადახლართული ფანატიზმნთან და სიშლეგესთან... დოსტოევსკის მორალი და სულიერება დღევანდელი რუსი შოვინისტი დერჟიმორდა, ვატნიკი ბიდლოს ზნეობაა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, რამეთუ გყავს ბერძენიშვილის მზგავსი დაბალი ინტელექტის, კარგად დაკიდებული ენის მქონე მასწავლებელი.

    • @MoNiKa-eh6ln
      @MoNiKa-eh6ln 2 роки тому +2

      @@zurabsabulua3890 შენ გცოდნია მეტი ასე რომ ველოდებით ვიდეოს შენგან უკეთესი განმარტებით

    • @nona8066
      @nona8066 2 роки тому +1

      შენ ვერ მიმხვდარხარ ვერაფერს მართლაც გაუნათლებელო.

    • @zurabsabulua3890
      @zurabsabulua3890 2 роки тому

      @@nona8066 ბერძენიშვილზე უფრო მეტად უტვინოვ! დოსტოევსკი არის "რუსკი მირის ბაზა" )) და ესაა ნიანგი, რომელიც ყოველთვის მოგაჭამს ხელს როგორადაც არ უნდა ებყრობოდე მას და სადაც არ უნდა აკოცო ყველგან კბილები დაგხვდება... რუსკი მირი გუშინ არ დაბადებულა... და რუსკი ბარბაროსული მირის ერთერთი ფუძემდებელია დისტოევსკიც. მას განსაკუთრებით დასავლეთის "ლევაკები" კითხულობდნენ და დღემდეც კითხულობენ. ეგრეთწოდებული ველიკი რუსკი ლიტერატურა არის მონობის, ტირანიის და სისასტიკის ლიტერატურა. "რა ვაკეთოთ" განთქმული შეკითხვა რუსული ლიტერატურის ))) - დავამციროთ, მოვკლათ, თავი გავუპოთ ნაჯახით, დავიპყროთ, გავანადგუროთ... თუმცა აზრი არა აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებ - შენ თავში ორპირი ქარის ქროლვას არ მინდა ხელი შევუშალო... უსმინე გამოთაყვანებული უწიგნური ბერძენიშვილის ბოდვებს! ))

  • @anridvalishvili5908
    @anridvalishvili5908 Місяць тому

    Eseti ararealisturi yleoba kacobriobas ar gaachnia 😂 rogorc Nabokovma dawera “cheap sensationalist”

  • @annaarghvliani
    @annaarghvliani 23 дні тому

    ganxilva tu mokle shinaarsi😀

  • @zurabsabulua3890
    @zurabsabulua3890 2 роки тому

    რა გაუნათლებელი ხარ ბერძენიშვილო! პარადოქსია, მაგრამ თითქოს ქართველებს უფრო ადვილად უნდა გაეგოთ დოსტოევსკის პროზის სიდამპლე და იდიოტიზმის შესახებ, მაგრამ ასეთი დაბალი ცოდნის მქონე ინტელექტუალების გადამკიდე არ მიკვირს, რომ ვერ გაიგეთ დოსტოევსკის ბუნება და მისი ამორალურობა. დოსტოევსკი რა ნაგავიც იყო ისეთი გმირებიც ყავდა... გადაიკითხეთ კარგათ მისი რომანები და შეიძლება მიხვდეთ, თუ ვინ იყო ეს რუსი დერჟიმორდა, ველიკიდერჟავნიკი, შავრაზმელი.

    • @datogegechkori
      @datogegechkori Рік тому +2

      კარგათ გადაიკითხეთ :დ

    • @mirandavekua2162
      @mirandavekua2162 11 місяців тому +2

      უი, უი საიდან დაუბერა

  • @annaarghvliani
    @annaarghvliani 23 дні тому

    ganxilva tu mokle shinaarsi😀