ლევან ბერძენიშვილი - პერსონაჟი: თავადი მიშკინი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 5 жов 2021
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის შედევრის, ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტის“ მთავარ პერსონაჟზე, თავად ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინზე, რომელსაც ხელნაწერში ავტორი „თავად ქრისტედ“ მოიხსენიებს ხოლმე. მიშკინის სახე შექმნილია ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი სახის - ესაა სახარებების მაცხოვარი და სერვანტესის დონ კიხოტე (ესპანურის სპეციალისტები ამ ფორმის ხმარებას გვთხოვენ) შერწყმით. დოსტოევსკიმ განიზრახა, დაეხატა აბსოლუტურად დადებითი პერსონაჟი, რაც ლიტერტურაში ურთულესი ამოცანაა. საბოლოო ჯამში, მან ეს შეძლო, ოღონდ მისმა აბსოლუტურად დადებითმა გმირმა სიცოცხლე შვეიცარიის კლინიკაში დაასრულა, როგორც უკურნებელმა ავადმყოფმა, იდიოტმა სამედიცინო გაგებით. დონ კიხოტეზე ყველა იცინოდა, მიშკინზეც ყველა იცინის. რატომ იყო „იდიოტი“ დოსტოევსკის საყვარელი რომანი; რატომ უსვამენ ხაზს, რომ იგი ევროპაში დაიწერა; როგორ აუდიოდა თავადი მიშკინი ორ სამკუთხედში მონაწილეობას (ერთის მხრივ, ნასტასია ფილიპოვნასა და აგლაიასთან, მეორე მხრივ, ნასტასია ფილიპოვნასთან და რაგოჟინთან); როგორ შეიძლებოდა, ადამიანს მკვლელისთვის ბოლომდე გაეგო, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 10

  • @davitramishvili3505
    @davitramishvili3505 2 роки тому +11

    მადლობა ბატონო ლევან.თქვენს ყველა გადაცემას ვუსმენ დაწყებული დან. ალბათ გადამეტებული ნათქვამი არ გამომივა და ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ბიბლიოთეკა ბრძანდებით.გულთბილი მოკითხვა თქვენი მშობლიური ზღვისპირა ქალაქიდან. მადლობა რადიო თავისუფლებას.

  • @eva4116
    @eva4116 2 роки тому +7

    ბატონო ლევან ,მადლობა !💖

  • @jsduwiuhgj
    @jsduwiuhgj 2 роки тому +7

    საუკეთესო ლექციების მკითხველი ხართ💖საინტერესო განხილვა,დახასიათება,გაცნობა პერსონაჟების....მათი არსებობის აზრი ნაწარმოებში....მადლობა ბატონო ლევან.

    • @Torgva963
      @Torgva963 2 роки тому +1

      Армен и Федор. ლიტერატურული არხია, ცოტა მეტი, რაღაც საოცარი კონტენტია.
      ერთი მხრივ მენანება სხვისთვის გამხელა, მეორე - გაუზიარებლობაც დანაშაულია.

  • @teklasakura
    @teklasakura 2 роки тому +2

    როგორ მიყვარს თქვენი ლექციები!❤️

  • @romangelashvili9277
    @romangelashvili9277 2 роки тому +2

    ძალიან საინტერესო იყო ბატონო ლევან თქვენი ლექციის მოსმენა. საინტერესო იქნება იშკინის მსგავს პერსონაჟებზეც თუ ისაუბრებდით ან იმაზე თუ ვისზე იქონია გავლენა ამ პერსონაჟმა და რაში ან ვისში გამოიხატა ეს სხვა ნაწარმოებებში.

  • @davitkikvadze6833
    @davitkikvadze6833 5 місяців тому

    მადლობა ბატონო ლევან❤

  • @Dante-sl9lr
    @Dante-sl9lr 2 роки тому +2

    მადლობა

  • @ketevanberdzenishvili2515
    @ketevanberdzenishvili2515 2 роки тому +1

    💜💜💜💜💜