დოსტოევსკი 200 - „დანაშაული და სასჯელი“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 1 лис 2021
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „იუბილე“ იწყებს გადაცემათა ციკლს ფიოდორ დოსტოევსკიზე, მსოფლიო ლიტერატურის სიამაყეზე, რომელსაც 12 ნოემბერს ორასი წელი უსრულდება. უნიკალური ბიოგრაფია, უნიკალური ხასიათი, უნიკალური მწერალი; კაცი, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს; კაცი, რომელმაც ჯოჯოხეთი ნახა; კაცი, რომელიც ორჯერ დაიბადა, როგორც მწერალი და კაცი, რომლის ბოლო რომანებმა მთელი მსოფლიო შეძრა. დოსტოევსკების გვარი ოქროს ურდოდან მართლმადიდებლობაში გადასული ვინმე რტიშევიდან იწყება, ლიტვისა და პოლონეთის გზით იარა ამ გვარმა და ბოლოს რუსეთის ორივე დედაქალაქს დაუკავშირდა: დოსტოევსკი მოსკოვში დაიბადა და პეტერბურგში გარდაიცვალა. „დანაშაული და სასჯელი“ პირველია იმ ხუთწიგნეულიდან, რომლითაც მან დააგვირგვინა თავისი შემოქმედება. ყველაფერი დაიწყო თითქმის დასრულებული რომანით, რომელსაც „ლოთები“ (Пяненькие) ერქვა (მარმელადოვის ამბავი) და დამთავრდა ლიტერატურული აფეთქებით, პოლიფონიური ზერომანით, რომლის წაკითხვა, ერთი ინგლისელი ღვთისმეტყველის სიტყვით, სასჯელია და არწაკითხვა - დანაშაული. როგორ იპოვა რუს სტუდენტში დოსტოევსკიმ ხელმოცარული ნაპოლეონი; შეიძლება თუ არა კაცობრიობის დაყოფა ადამიანებად და მატლებად; როგორ უნდა გააცოცხლოს მორალურად მკვდარი პერსონაჟი საზოგადოების ნალექიდან ამოსულმა მეძავმა და წმინდანმა, რუსმა მარია მაგდალინელმა, - ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 13

  • @tbilisicss929
    @tbilisicss929 2 роки тому +1

    როგორ მეშინია მაგ ნაწარმოების ისევ წაკითხვა,სხვა მწერალზე ასე არ მემართება.თქვენი მოსმენა ერთ რამედ ღირს,გმადლობთ!

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 2 роки тому +14

    ვის შეუძლია თქვენისთანა თხრობა ბ,ნო ლევან?!,გაიხარეთ.💙👏👏

    • @badgeologist
      @badgeologist 2 роки тому

      @@beqachlaidze3216 ))))

    • @gaachhhontheroad2791
      @gaachhhontheroad2791 2 роки тому +1

      @@beqachlaidze3216 სიტყვა ფსევდო რომ ადამიანი იყოს ეგ იქნებოდა

  • @user-vi7sv8pj1v
    @user-vi7sv8pj1v Рік тому

  • @davitgolodze1076
    @davitgolodze1076 9 місяців тому

    კარგი ლექსია დაწერილი დაწერილი ანნა გრიგორევნა სნიტკინაზე:
    Нравными, вздорными, прыткими
    Были они испокон -
    Анна Григорьевна Сниткина
    Горлица среди ворон.
    Кротость - взамен своенравия,
    Ангел - никак не жена,
    Словно сама Стенография,
    Вся под диктовку жила.
    Смирная в славе и в горести,
    Ровно, убого светя,
    Сниткина, Анна Григорьевна
    Как при иконе - свеча.
    Этой отваги и верности
    Не привилось ремесло -
    Больше российской словесности
    Так никогда не везло.

  • @user-mw6wb3mx6t
    @user-mw6wb3mx6t 2 роки тому +1

    💚

  • @temurlamandzia3125
    @temurlamandzia3125 Рік тому +1

    ძალიან საინტერესოთ საუბრობთ და ხსნით, თუმცა ამ კონკრეტულ რომანზე უფრო ღრმა განხილვა კარგი იქნებოდა )

  • @user-fs6dr5hj1i
    @user-fs6dr5hj1i 2 роки тому

    სადმე მარტო აუდიო არ დევს?

    • @konseigu
      @konseigu 2 роки тому +1

      "Saba Reader"-ზე დევს

  • @zviadchaladze5553
    @zviadchaladze5553 2 роки тому

    Turinis cxeni filmic aris. Milanshi ara Turin-shi

  • @xenycx
    @xenycx 2 місяці тому

    egrea

  • @iraklikhardziani7692
    @iraklikhardziani7692 2 роки тому +3

    დოსტოევსკი - ლიტერატურის ღმერთი !!!! მის ირგვლივ ყველა მწერალი ჯუჯაა ... რამოდენიმე გამონაკლისის - სერვანტესის , ტოლსტოის და ერთი ორის გარდა !!! გენიოსი