ლევან ბერძენიშვილი: სიკვდილი ვენეციაში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 7 чер 2021
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ორი გენიოსის შემოქმედებით კონტრაპუნქტზე, თომას მანისა და ლუკინო ვისკონტის შედევრებზე, რომელთაც ერთი სათაური, „სიკვდილი ვენეციაში“, აერთიანებს. თომას მანის გენიალური ნოველა მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწერა, ვისკონტის ფილმი კი სამოცი წლის შემდეგ, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში შეიქმნა. დროითი მანძილი დიდია, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ემოციური მანძილი ამ ორ შედევრს შორის. შეიძლება ითქვას, ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს არ უპირისპირდება, პირიქით, ერთმანეთს ავსებს სწორედ იმით, რომ მათ შორის განსხვავება უფრო არსებითია, ვიდრე მსგავსება. ვთქვათ პირდაპირ, ეს არ არის ეკრანიზაცია, ესაა თავისუფალი ვარიაცია თემაზე, რაღაც ისეთი, რასაც მუსიკაში აკეთებდა ფერენც ლისტი. უპირველეს ყოვლისა, თოას მანის გმირი მწერალია, ხოლო ლუკინო ვისკონტისა - კომპოზიტორი. მწერლის გმირი ანტიკური მასალის სიუხვით ახვევს თავბრუს მკითხველს, ხოლო კომპოზიტორი - მალერის მეხუთე და მესამე სიმფონიით ატყვევებს მაყურებელს…

КОМЕНТАРІ • 16

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  11 місяців тому

    თომას მანი, ბუდენბროკები ნახეთ ბმულზე 👉🏻 ua-cam.com/video/yM55J910QOA/v-deo.html

  • @maaskharuldze1941
    @maaskharuldze1941 Рік тому +1

    დიდი მადლობა ბატონო ლევან.
    გუსტავ მალერი იყო ავსტრიელი კომპოზიტორი. ებრაული წარმოშვების. ვენის ფილარმონიის დირექტორი,დირიჟორი და კომპოზიტორი. ის ასევე გახლდათ ზიგმუნდ ფროიდის პაციენტი. მე მაქვს დაკრული მალერის ყველა სიმფონია...უდიდესი მუსიკა...მალერი იყო ძალიან შეძლებული ადამიანი...მან თავის სიმფონიებში გამოიყენა 8!! ვალტორნა.... რაც დღესაც გვიკვირს ჩვენ მუსიკოსებს....❤❤❤❤❤❤

  • @iraklikhardziani7692
    @iraklikhardziani7692 Рік тому

    იტალიური კინოს დიდი მოყვარული და გულშემატკივარი ვარ ... ძალიან მიყვარს ფედერიკო ფელინი , დე სიკა , როსელინი , ტორნატორე და ბოლოს .. პაოლო სორენტინო !!! რატომღაც ყოველთვის გვერდს ვუვლიდი ლუკინო ვისკონტის ამ მართლაც შედევრს !!! მადლობა ბატონო ლევან !!! ვუყურე და ... გავვოცდი !!! შედევრია !!! მართლაც რა საოცრად შეურჩევნია ტაძიო ....

  • @user-yk5hj4ub9l
    @user-yk5hj4ub9l Рік тому

    ბრწყინვალე ლექცია, დიდი მადლობა! პატარა კომენტარი, ის პარლამენტარები თქვენ რომ გაგინებენ, როგორც დოჩანაშვილს აქვს კარცერი-ლუქსი, ისე უნდა გამოკეტო და თქვენი ლექციები მოასმენინონ და მერწმუნეთ უკლებლივ ყველა თქვენი თაყვანისმცემლებად გადაიქცევიან.მიყვარხართ!

  • @likazondler5075
    @likazondler5075 2 роки тому +1

    უდიდესია თქვენი ყველა გადაცემა/ გამოსვლა 🙏

  • @sofinn3216
    @sofinn3216 3 роки тому +3

    თეოდორ დრაიზერზეც გააკეთეთ გადაცემა რა ❤❤

  • @belachekurishvilu5897
    @belachekurishvilu5897 Рік тому

    💖🙏

  • @giorgigogichashvili5548
    @giorgigogichashvili5548 3 роки тому +1

    Რემარკზე მიაწვდინეთ ხმა ბატონ ლევანს გთხოვთ 😊

  • @shakmera6701
    @shakmera6701 2 роки тому +11

    მოვა დრო როცა ვინანებთ რომ ამ ძალზე განათლებულ და ნაკითხ კაცს მეტი არ მოუსმინეთ.

    • @beqacugesha
      @beqacugesha 2 роки тому

      უუუგანათლებულესია ;დ ;დ ;დ

    • @cyberfairy7529
      @cyberfairy7529 Рік тому

      @@beqacugesha და ბეიბ შენ ლა ქალ?

  • @mariamebralidze713
    @mariamebralidze713 3 роки тому

    😍

  • @ketevanberdzenishvili2515
    @ketevanberdzenishvili2515 3 роки тому

    😊👏👏👏🧡🧡🧡🧡🧡

  • @badgeologist
    @badgeologist 3 роки тому +2

    ამ ფილმმა შემაყვარა გუსტავ მალერი)))

  • @user-dd9sl7nw8s
    @user-dd9sl7nw8s 2 роки тому

    ერთსქესიანი მიდრეკილება არის უმძიმესი ცოდვა ანომალია და ავდმყოფობა

  • @ninuca21
    @ninuca21 6 місяців тому

    სანამ დაამთავრებ ტვინი მეტყვნება შენ წრეებზე სიარულზე