ლევან ბერძენიშვილი: იბსენის „ხალხის მტერი“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 чер 2021
  • ლიტერატურულ გადაცემა „წახნაგებს“ შემოაქვს ახალი რუბრიკა - „თავისუფლება“. პოლიტიკურ თავისუფლებას დასავლელმა ადამიანმა მეტ-ნაკლებად თითქოს მიაღწია, მაგრამ არსებობს სხვა, გაცილებით უფრო რთულად მისაღწევი ფენოიენი, უმრავლესობის დიქტატურისგან თავისუფლება. მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლები უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა ამ თემისათვის, ევროპის ორ განაპირას, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში თითქმის ერთდროულად იქმნება უმრავლესობასთან დაპირისპირებული ლიტერატურული გიგანტების სახეები, იბსენისეული ექიმი სტოკმანი ნორვეგიაში (1882 წ.) და ვაჟასეული ალუდა ქეთელაური (1886 წ.) საქართველოში. დიდმა ნორვეგიელმა, სკანდინავიის შექსპირად წოდებულმა ჰენრიკ იბსენმა მაყურებლის მიერ გენიალური პიესის, „მოჩვენებების“, არმიღების საპასუხოდ დაწერა „ხალხის მტერი“, თავისი ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი სოციალური დრამა, რომელშიც ერთი ადამიანი მთელ საზოგადოებას დაუპირისპირდა. ჩვენი ალუდასი არ იყოს, თავდაპირველად ექიმი სტოკმანი საყოველთაოდ აღიარებული და საყვარელი პიროვნება იყო სამხრეთნორვეგიული პატარა ქალაქისთვის, რომელშიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სწორედ ამ ექიმის დამსახურებით, სამკურნალო წყალი აღმოაჩინეს. ამან ქალაქი წინ წასწია, დამსვენებელთა რაოდენობა მკვეთრად იმატა, ცხოვრება გაუმჯობესდა, საკუთრების ფასი გაიზარდა; მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ექიმმა სტოკმანმა აღმოაჩინა, რომ სამკურნალო წყაროს კანალიზაციის ნარჩენები სასიკვდილოდ ხდიდა პაციენტებისთვის და სისტემის რეაბილიტაციის დიდი გეგმაც შეიმუშავა. ეს კი თურმე არავის არ უნდა. ექიმს ჯერ ნაწილი, შემდეგ კი მთელი საზოგადოება დაუპირისპირდება და ცამდე მართალ კაცს „ხალხის მტრად“ გამოაცხადებს. კაცმა რომ თქვას, ის მართლაც მტერია იმ ხალხისა, რომელმაც გამორჩენის გამო ადამიანური სახე დაკარგა...

КОМЕНТАРІ • 7

  • @makamaka157
    @makamaka157 2 роки тому +3

    Rogor mikvars es adamiani...didxans gvkavdes da ar daigalos chven ar daviglebit misi mosmenitttttt...

  • @davidchirakadze-hn7ul
    @davidchirakadze-hn7ul Рік тому

    ❤❤❤❤❤

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 3 роки тому +1

    💙👏👏

  • @elizbarbezhitashvili1027
    @elizbarbezhitashvili1027 2 роки тому +2

    💖💖💖💖

    • @kakhaberkhachidze2131
      @kakhaberkhachidze2131 10 місяців тому

      კარგი წიგნი დაიწერება ჩვილი ბავშვების საქმეზე რომელიც 2012 წლიდან დღემდე ძიებაშია.
      ა.ს.ო მომავლის იმედი უშვილო წყვილებს ვეხმარებით საკუთარი შვილის ყოლაში დონორების და სუროგაციის გამოყენებით .
      სხვა სუროგაციის სააგენტო "გეი" წყვილებს" ემსახურებოდა დიდი ფულის სანაცვლოდ ირღვევა ბავშვთა უფლებები . დამნაშავეები ახალ ახალ სქემებს ქმნიან და დანაშაულს ფარავენ. არაერთი ფილმი დავდეთ იუთუბზე დამნაშავეებზე და მათ მფარველებზე.
      2016 წელს თავად დაგვიჭირეს ცრუ ბრალდებით .
      2018 წ. დიდმა ბრიტანეთმა ოჯახი რეპრესირებულად გვცნო და პოლიტ დევნილის სტატუსი მოგვანიჭა.
      2024 წლიდან საერთოდ იკრძალება უცხო წყვილებისთის სუროგაცია.
      ახალი სქემით სუროგატებს საზღვარგარეთ გაიყვანენ სამშობიაროდ.

  • @kakhaberkhachidze2131
    @kakhaberkhachidze2131 10 місяців тому

    ანალოგიური ისტორია ; 1999 .წ