ნაღების კრემი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 14 тра 2021
  • ნაღების კრემი
    ყველაზე მეტად ამ კრემს ელოდებოდით, მაგიტომაც დასაწყისშივე გთხოვთ, დამილაიქეთ ან დამიგულეთ ვიდეო რეცეპტი, ეს მინიმალური რამ არის რითაც თქვენ შეძლებთ ჩემს გახარებას ♥️🥰
    მაშ დავიწყოთ, კრემი არის ნაღების, არის ფაფუკი არის სტაბილური, არის უადვილესი.
    მაგრამ რა თქმა უნდა თავისი ნიუანსებით.
    თუ გინდათ რომ ეს კრემი გამოგივიდეთ, მაშ წაიკითხეთ ყველა პუნქტი, დაიცავით მიმდევრობა და აუცილებლად გამოგივათ 🥰
    1. ნაღები უნდა იყოს 33% მაღლა.
    2. არის ნაღები რომელიც არის გათვალისწინებული მხოლოდ დესერტებისთვის და აქვს სტაბილიზატორი შემადგენლობაში. Parmelat-ის ნაღები სწორედ ასეთი ნაღებია, ცხიმიანობა აქვს 35% და თქვეფისთვის იდეალურია
    3. სანამ ათქვიფავთ მასას ჩადგით პროდუქტი საყინულეში 15 წუთით. რომც გაიყინოს ოდნავ ეს გარკიც არის, ყინულიანი მასა კარგად ითქვეფება.
    4. ჭურჭელი რომელშიც თქვიფავთ უნდა იყოს მშრალი და სუფთა, ჩემი კულინარიული გზის დასაწყისში ჭურჭელს და მიქსერის ფეხებს ვაჩერებდი მაცივარში, შეგიძლიათ ეს ხრიკიც გამოიყენოთ.
    5. ყველა დეტალი გავითვალისწინეთ ეხლა ვიწყებთ თქვეფას, თავიდან მიქსერს ვრთავთ დაბალ ბრუნვაზე, მერე ნელ ნელა ავდივართ მაქსიმალურზე, მაგალითად 2 წუთი ათქვიფეთ ერთ სიჩქარეზე, მერე თითო წუთი მომდევნოზე და ასე ავალთ ბოლომდე.
    6. როგორ არ გადავთქვიფოთ?
    ეს ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ ვიზუალურად სანამ არ ნახავთ ვერ მიგახვედრებთ სიტყვებით, მაგრამ ვიტყვი ერთს, იგრძნობთ რომ მასა დამძიმდა და მიქსერი უკვე ტოვებს "ნახატს" კრემზე.
    7. მაგრამ სიტკბოს გარეშე ნაღების კრემი რათ მინდა?
    შემეკითხებით, მართალი ხართ, ორიგინალში უნდა დავუმატოთ შაქრის პუდრა, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მქონდა და დავუმატე შაქარი, შაქრის დამატება დავიწყე ნელ ნელა უკვე მე-4 წუთზე დაახლოებით, როდესაც სტრუქტურა შეიცვალა და გასქელდა, მაგრამ მე მაქვს ძლიერი მიქსერი, ესეც უნდა ავღნიშნო
    8. შაქარს ვამატებ ნელ ნელა, 5-6 გ (ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია)
    9. პუდრის დამატების შემთხვევაში, თითო თითო კოვზი სუფრის რომ დაუმატოთ ნაღებს არაფერი მოუვა
    10. ასეთ კრემს ვიყენებ ტორტის გასალესად, გასაფორმებლად, და შიგნით წასასმელადაც.
    11.ამ კრემის შეღებვა შეიძლება ცხიმში გასახსნელი საღებავებით
    12. თუ თქვენი ნაღები არის მზად და თქვენ იწყებთ მუშაობას ტორტზე, ჩადეთ ნაღები მაცივარში იქამდე სანამ დაგჭირდებათ, ან ყინულიან ამანოში.
    13. თუ დატოვებთ ნაღებს ასე მაცივრის გარეშე სტრუქტურა დაეკარგება კრემს, ამ სიტუაციის გასწორება შეუძლებელია, მიქსერით ახლიდან თქვეფა ფატალურია, გაწყაოდება და აღარ ივარგებს, მაგიტომ გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ ეს ფაქტი
    14. ასევე ბევრი კითხვა მოვიდა ნაჯებზე, რომელიც ფხვნილის სახით იყიდება, ის არის ქიმიური დანამატებით
    თუ დაგრჩათ კითხვები, ველოდები კომენტარებში აუცილებლად გიპასუხებთ ♥️
    #ნაღებიანიკრემი
    #როგორავთქვიფოთნაღები
    #ნაღებისტორტი

КОМЕНТАРІ • 45

  • @guda41
    @guda41 3 роки тому +1

    მადლობა 💗

  • @ninokatsitadze6137
    @ninokatsitadze6137 6 місяців тому +2

    ასეᲗი რეცეპტის დადებას რა აზრი აქვს, დოზები არ უნდა?

  • @liakabulashvili7977
    @liakabulashvili7977 Рік тому

    💖

  • @k.5784
    @k.5784 2 роки тому +3

    სანამ ამ ვიდეოს ვნახავდი ათქვებილ ნაღებს დავუმატე შაქარი და მაშინვე აიჭრაა ,გამოვიდა ტკბილი კარაქი😂😂😂ეხლა ვცდი შაქრის პუდრით იმედია აღარ ამეჭრება🥰❤️

    • @NatiaBzhalava
      @NatiaBzhalava 9 місяців тому +2

      20 წუთი შედგით საყინულეში იმ ჯამით რომელ ჯამშიც უნდა გათქვიფოთ ნაღები და გამოგივათ კარგი

  • @user-pv4jv7gf1e
    @user-pv4jv7gf1e Місяць тому

    რაფაელოს კრემისთვის თუ გამოდგება

  • @Shalva-Natelashvili22
    @Shalva-Natelashvili22 Рік тому

    amoyvanil nagebshi shaqris nacvlad shesqelebuli rze rom davumato ivargebs?

  • @ingaapakidze3671
    @ingaapakidze3671 10 днів тому

    გემოვნებით რომ დაუმატოთ შაქარი არ შეგიძლიათ?ხალხო რად უნდა ყველაფერს კითხვა

  • @iametreveli1094
    @iametreveli1094 Рік тому

    ტორტის გასაფორმებლად გამოდგება?

  • @teonadakhundaridze9222
    @teonadakhundaridze9222 2 роки тому

    ან რამდენი ხანი სჭირდება თქვეფა დაახლოებით??

  • @nonakopaliani6356
    @nonakopaliani6356 2 роки тому

    შაქარს რამდენ უმატებთ?

  • @sallykupatadze985
    @sallykupatadze985 10 місяців тому

    ნაღების კრემის შეღებვა ფერის მიცემა შეიძლება?

  • @user-cv6pm2mf9o
    @user-cv6pm2mf9o Рік тому

    ბაღებს რო შეურიოთ შესქელებული რძე შაქრის ნაცვლად ხო არაიჭრება?

  • @ninotodadze6366
    @ninotodadze6366 3 роки тому +1

    გამარჯობა, მოხარშულ კრემს რომ შევურიო ამოყვანილი ნაღები, შაქარი აღარ უნდა ხომ ამ შემთხვევაში? და რომელი ნამცხვრისთვის იქნება ასეთი კრემი ყველაზე კარგი?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  3 роки тому +3

      კი შაქარი აღარ იქნება საჭირო, ეს კრემი სასწაულად უხდება ნაპოლეონს, ტრუბოჩკას, უბრალო ტორტშიც წავა და სასწაულად მოუხდება, თაფლიანი ბისკვიტსაც მოუხდება ♥️ ვარიანტები ბევრია

    • @ninotodadze6366
      @ninotodadze6366 3 роки тому

      @@kates.dinner4088 დიდი მადლობა, ხვალ გავაკეთებ ❤️

  • @marimari-ty3dx
    @marimari-ty3dx Рік тому

    შაქრის პუდრა რამდენი უნდააა

  • @user-pv4jv7gf1e
    @user-pv4jv7gf1e 3 місяці тому

    რამდენი ხანი უნდა ვთქვიფით ნაღები რომ შესქელდეს და როგორ უნდა მივხვდეთ რომ რომელ პროცენტიანია კარგი ნაღები?

  • @kristinatutovani5349
    @kristinatutovani5349 3 роки тому +1

    ამ მასას რამდენი კოვზი შაქარი ან შაქრის პუდრა უქენით?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  3 роки тому +1

      500 მლ ნაღებს უნდა 6 ს/კ, მაგრამ შეგიძლიათ 7 დაუმატოთ

  • @user-qp5nz6rr5o
    @user-qp5nz6rr5o 2 роки тому

    რომელ ნაღებს გაუწევთ რეკომენდაციას და ცივი უნდა იყოს ნაღები თუ ოთახის ტემპერატურის?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      რეცეპტის აღწერისას ვწერ ხოლმე ინფორმაციას, საკონდიტრო ნაღები არის პარმელატი, ცივი უნდთ იყოს რათქმა უნდა ❤️

  • @ekaloria824
    @ekaloria824 3 роки тому +4

    შაქარი რამდენი ჭირდება და ნაღებიც, ვერ ბიპოვე, სად წერია😔

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  3 роки тому +5

      500 მლ ნაღებს უნდა 100 გ შაქრის პუდრა

    • @ekaloria824
      @ekaloria824 3 роки тому

      @@kates.dinner4088 🌹

    • @ekaloria824
      @ekaloria824 3 роки тому

      მადლობა

  • @teonadakhundaridze9222
    @teonadakhundaridze9222 2 роки тому

    35%-იანი ნაღები მქონდა ნაყიდი და ვერ ამოვიყვანე მაინც.არ სქელდება.ცოტა გასქელდება მერე ისევ წყალდება და რა უნდა ვუქნა?საყინულეში ვაჩერებ რო ცივი იყოს.ჭურჭელსაც ვაცივებ.მაღალი ჭურჭელი აიცილებელია???

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      რომელ ნაღებს იყენებთ?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      ნაღების ათქვეფა ძნელია ძალიან

  • @kesariafartenaze3859
    @kesariafartenaze3859 9 місяців тому

    რატო დოზებს არ წერ😊თ???????

  • @iamujirishvili3298
    @iamujirishvili3298 2 роки тому

    შემთხვევით 20 პროცენტიანი ნაღებით გავაკეთე და თხელია ხომ არ იცით როგორ გავასქელო?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      20 % ნაღები ვერაფრით გამყარდება, ეს ნაღები საკვებად ვარგა

  • @nonakopaliani6356
    @nonakopaliani6356 2 роки тому

    რაოდენებო რამდენია საჭირო შაქარი ან შაქრის პუდრა

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      გემოვნებით არის მაგიტომაც არ მივუთითე

  • @mari197811
    @mari197811 Рік тому

    თუ არი ისეთი ტკბილი ნაღები რომელსაც არ სჯირდება შაქ პუდრის დამატება

  • @avtandiliseurovision9067
    @avtandiliseurovision9067 2 роки тому

    გამარჯობათ 20% იანი ნაღებისგან ამოვა?

  • @ninasi19998
    @ninasi19998 2 роки тому

    ეს კრემი ჩინურ ტორტს უხდება გოგოებო?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      კი უხდება ❤️

    • @qristiananidze9838
      @qristiananidze9838 Рік тому

      გამარჯობა, 30% ნაღები შეიძლება? და ერთი დღით ადრე რომ გავაკეთო კრემი და მაცივარში შევინახო, მეორე დღეს რომ წავუსვატორტა შეიძლება?

  • @irinekvetenadze4208
    @irinekvetenadze4208 2 роки тому

    ვერაფერი გავიგე. ეს ნაღები რაღაა, მაღაზიაში არსად არ იყიდება. მის მაგივრად რძის გამოყენება არ შეიძლება?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      რძეს როგორ ათბვტფავთ? იყიდეე დიდ მაღაზიებში როგორ არ იყიდება, გუშინ შევიძინე ❤️

  • @takotatunashvili9710
    @takotatunashvili9710 3 роки тому

    ანუ ნაგები და შაქრის პუდრს ერთად ყრით

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  3 роки тому +2

      ჯერ ნაღები ამომყავს, შემდეგ კი შაქრის პუდრას ვაყრი