ტარტი | შეფი ლუკა ნაჭყებია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 14 жов 2024
  • ყველასათვის გემრიელი და ტკბილი დესერტი ტარტი უკვე ჩვენი მაყურებლისთვის აღარაა რთული მოსამზადებელი.
    გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი !
    #ტარტი #ნუში #ჟელატინი
    გამოგვყევი:
    instagram: / ​​
    facebook: / chef.cave​​
    tiktok: www.tiktok.com...
    -----------------------------------------------------------------------
    ქვაბში წამოვადუღოთ წყალი და ადუღების შემდეგ ჩავყაროთ ნუში. ვადუღოთ 90 წამი. ამის შემდეგ გადმოვწუროთ , ცივი წყალი გავავლოთ და გავაცალოთ კანი.
    440 გრამი საცხობი ფქვილი გადავცრათ, დავუმატოთ 100 გრამი შაქრის პუდრა, 2.5 გრამი მარილი.
    ამის შემდეგ ავიღოთ 200 გრამი კარაქი და დავჭრათ 1 სმ-იან კუბებად.
    300 გრამი არაჟანს დავუმატოთ დაახლოებით 400 გრამი კაკლის მურაბა (მხოლოდ ნაყოფებს). დავიწყოთ მასის დაბლენდერება იქამდე სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. გადმოვიტანოთ ჯამში და დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
    ავიღოთ 150 გრამი შედედებული რძე. დავუმატოთ 20 მლ ლიმონის წვენს. ეს იქნება მეორე სართავი ტარტოსთვის.
    ჩოპერში მოვათავსოთ გამომშრალი ნუში და დავაჩოპეროთ წვრილად. დავუკატოთ ფქვილის მასას ჯამში 60 გრამი ნუში. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და დავიწყოთ ერთმანეთში შერევა იქამდე სანამ მასა არ გახდება ფხვიერი. დავუმატოთ 2 ცალი კვერცხი და გავაგრძელოთ მოზელვა . გადმოვიტანოთ სიბრტყეზე, კარგად შევკრათ. შემდეგ გადავახვიოთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.
    კაკლის კურაბის ნაყოფები დავჭრათ თხელ ნაჭრებად და გავავლოთ წყალი და გადავიდეთ ცომის გაბრტყელებაზე დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრ სისქეზე. გადავიტანოთ ტარტის ფორმაში და დავხვრიტოთ რომ ცომი არ ამოიბეროს. ამასობაში გავაცხელოთ ღუმელი ტარტის ცომის გამოსაცხობად 180 გრადუსზე და ვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში. ტარტის ცომზე გადავაკრათ პერგამენტის ქაღალდი და დავამძიმოთ ბრინჯით.
    15 წუთის შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან მოვაშოროთ პერგამენტი და ბრინჯი და შევაბრუნოთ ღუმელში 10 წუთით.
    ამასობაში ავიღოთ 8 ფირფიტა ოქროს ჟელატინი და დავარბილოთ ცივ წყალში.
    ამასობაში ტარტის ცომი გამოცხვა და გავაგრილოთ. პარალელურად ჟელატინი დავუმატოთ კაკლის გულსართს და მოვათავსოთ გაზქურაზე. პროცესი უნდა მოხდეს ნელ-ნელა რათა მოხდეს ჟელატინის შეჩვევა გულსართთან .
    3 ფირფიტა ჟელატინი ასევე გავხსნათ 150 გრამ შედედებულ რძეში.
    დავიწყოთ ტარტის აწყობა. გამომცხვარ ცომზე მოვათავსოთ კაკლის ნაყოფის მასა ზემოდან მოვასხათ შედედებული რძის და ლიმნის მასა. მოვაყაროთკაკლის მურაბის თხელი ნაჭრები და შევდგათ მაცივარში, რომ მასა შედედდეს, დაახლოებით 40 წუთით.
    40 წუთის შემდეგ ტარტი გამოვიღოთ მაცივრიდან.
    ამასობაში 12 გრამი ჟელატინი გავხსნათ წყალში კაკლის სიროპისთვის . დავუმატოთ მურაბას და დავიწყოთ გაზქურაზე შეთბობა, ოღონდ იმ ტემპერატურამდე რომ არ წამოდუღდეს და უბრალოდ გათბეს.
    ამის შემდეგ გამთბარი მასა დავასხათ ტარტს რომ ბოლომდე შეივსოს ტარტი.
    და ისევ შევაბრუნოთ მაცივარში სანამ გულსართი არ გამყარდება.
    ტარტი მზადაა. გემრიელად მიირთვით !!!

КОМЕНТАРІ • 51

  • @teonadavitashvili2563
    @teonadavitashvili2563 2 роки тому +8

    ლუკას ნაირი კვების ტექნოლოგი საქართველოს არ ყავსს... 😍😍 სკოლა უნდა გახსნასს აუცილებლადდ 👌👌

    • @laitsilosani6471
      @laitsilosani6471 2 роки тому

      ბენდუქიძის უნივერსიტეტში კულინარიული აკადემიაში არის ლექტორი.

    • @isaharebava4249
      @isaharebava4249 2 роки тому

      სახელი შეცვალე რა სინინიმით, "ტარტლეტი", თორემ ქართულად კონფლიქტშია "ტორტთან". სხვა ენაზე ქვია "tart"-ი მაგრამ იქ ტორტს არ ხმარობენ

  • @ketevanbabukhadia4346
    @ketevanbabukhadia4346 2 роки тому +8

    ცრემლები მე მომდის 🙈🙈🙈 ჯერ ხო კაკლის მურაბა მენატრება სასწაულად და მაგ ტარტის გემოები რო წამოვიდგინე, ლამისაა ვიქვითინო 🤦‍♀️🤦‍♀️ ბრავო, ლუკა ✌️👏🤩🧡

  • @amiko479
    @amiko479 2 роки тому +8

    ჟელატინზე რო ბაზრობდა ავიჭერი 😄

  • @ialortkipanidze1416
    @ialortkipanidze1416 2 роки тому

    რა ლამაზი სუფთა მუშაობა იცით! ბრავო!

  • @mickeygaba7126
    @mickeygaba7126 2 роки тому +1

    ჟელატინის ფორმულებზე ტვინმა გაჭედა )

  • @lukaesakia711
    @lukaesakia711 2 роки тому +1

    საახალწლოდ beef wellington ის ვიდეო გვინდა 😁

  • @nanodashniani602
    @nanodashniani602 2 роки тому

    საინტერესო და დახვეწილი

  • @irinaguntsadze8087
    @irinaguntsadze8087 2 роки тому +2

    ლუკა გასუქდებით 😊

  • @canyonmoon1699
    @canyonmoon1699 2 роки тому +5

    კიკალაა სადაა
    ყველაზე ემოციურად აგემოვნებს ხოლმე
    ლუკას ვიდეო კიკალას გარეშე მიუღებელია

  • @anastaciagogoladze
    @anastaciagogoladze 2 роки тому +1

    cinnamon roll-ები გვინდა 😙

  • @nikonikoladze2005
    @nikonikoladze2005 2 роки тому +13

    ვითხოვ პონჩიკის გაკეთების ვიდეოს დღე 1

  • @davitgamer4615
    @davitgamer4615 2 роки тому +2

    Ძალიან მაგარი არხია 👏👏👍😇😊

  • @soslowwolsow1703
    @soslowwolsow1703 2 роки тому +14

    არავინ :
    საერთოდ არავინ :
    ლუკა : გოლდ ხარისხის ჟელატინი 10 გრამი ვერცხლის ჟელატინი თუ ვერცხლია 5 გრამი თუ ბრინჯაოა მაშინ ოქრო არ არის რაც ვერცხლია ის 10 გრამი ბრინჯაოა.

  • @k.k.s4536
    @k.k.s4536 2 роки тому +3

    კარგი იქნება თუ მთლიანი ინდაურის მომზადებას გვასწავლით ამოვიდა ეს საცივი ყელში :)))

  • @sesiliaznarashvili821
    @sesiliaznarashvili821 2 роки тому

    მართალია, პიცა ძალიან კაი იქნებოდა😋😋🍕🍕

  • @ЮрийЮськов-э4п
    @ЮрийЮськов-э4п 2 роки тому

    👍

  • @takotam5737
    @takotam5737 2 роки тому +1

    ლუკა, ძალიან ქართული და ორიგინალური ტარტია, გთხოვ ფელამუშის ტარტიც მოგვიმზადე რაა

  • @gvantsagvantsa9613
    @gvantsagvantsa9613 2 роки тому

    მგონი ეგ მისაჭმელი აღარ უნდა... ისედაც უგემრიელესი იქნება

  • @ratidiasamidze3580
    @ratidiasamidze3580 2 роки тому

    პროფესორ👍👍🔥🔥

  • @mariamandronikashvil
    @mariamandronikashvil 2 роки тому

    niaaaaaaaaam

  • @anakobaidze3724
    @anakobaidze3724 2 роки тому +3

    Ლუკას შემხედვარე ჩემი თავი გამახსენდა. Მეც ასეთი კოლოსალური რაოდენობის ჭურჭელს ვხმარობ და მერე ორი იმდენი დრო მჭირდება რომ გავრეცხო😔😔

  • @ketevanbabukhadia4346
    @ketevanbabukhadia4346 2 роки тому

    სპეციალური საცხობი კერამიკის ბურთულები, მე მაქვს 🙈🤩

  • @ninoshubladze6098
    @ninoshubladze6098 2 роки тому

    გამარჯობათ კითხვა მაქვს 4 ს/კ ჟელატინი რამდენი ფირფიტაა?

  • @YourCookingShow
    @YourCookingShow 2 роки тому

    👍👍👍👍👍👍👍👍👍👍

  • @mirandakapanadze5146
    @mirandakapanadze5146 2 роки тому +2

    Pizza pizza pizza pizza please 😋😋😋

    • @isaharebava4249
      @isaharebava4249 2 роки тому

      პიცა ძალიან ძნელია, თან ეგ იმდენი სახეობაა ხაჭაპურივით.
      მე მარტო 'მარგარიტა" და თეთრი ( მაცარელა და რიგოტა ყველი და ცომი) მიყვარს ნივრის გარეშე, მოვასხამ თაფლს და შავ ჩაისთან ლიმნით დახატულია

  • @liaevgenidze2569
    @liaevgenidze2569 2 роки тому

    👍❤️🌹🌟

  • @lelameladze
    @lelameladze 2 роки тому +1

    იმდენი იჩალიჩა ყურებით დავიღალე))

  • @livelearnlove4594
    @livelearnlove4594 2 роки тому

    Yuuuum💙

  • @etoinashvili3583
    @etoinashvili3583 2 роки тому +2

    ლევან კობიაშვილი უდაოდ მეფეა ქართული კულინარიის და რა თქმა უნდა, მისი ნიჭიერი მოწაფე ლუკა ნაჭყებია, ერთერთი ფავორიტია ბატონ ლევანის მოწაფეებიდან.

  • @Sandro.Nikolaishvili
    @Sandro.Nikolaishvili 2 роки тому

    გავაკეთე თვითონ ტარტის ფირმა იდეალური გამოვიდა. რაც შეეხება დანარჩენს დიდად კაკლის მურაბის მოყვარული არ ვარ და მეორედ არ გავაკეთებ მაგრამ ნამდვილად კარგი იყო

  • @nata8303
    @nata8303 2 роки тому

    კვერცხი რატო უნდა გავრეცხო? 🧐

  • @tamo_tak_tamo
    @tamo_tak_tamo 2 роки тому

    რამდენუ ჩალიჩი უნდა 😜

  • @თეოაბულაძე-ნ1ზ

    შეფ ლუკა.ნამდვილი კასაროლე როგორ კეთდება,იქნება მაგ კერძზეც ჩაწეროთ ვიდეო,უ შეიძლება

  • @starlord3287
    @starlord3287 2 роки тому

    გთხოვთ მარიკას გუშნდელი საოცარი კერძი გააკეთოთ, ქათმის ფილე და სოუსიც რომ არ იყოს

  • @amari7119
    @amari7119 2 роки тому

    zalian mindaaa saocrad

  • @sandromikautadze4677
    @sandromikautadze4677 2 роки тому

    1

  • @nanatediashvili7630
    @nanatediashvili7630 2 роки тому +2

    ძვირფასო, უამრავი ინგრედიანტის და ბევრი ძალისხმევის შემდეგ ,შეიძლება უგემრიელესია , მაგრამ ვიზუალურად არაფერია.უკეთესს მოველოდი.კაკლის მურაბა და სხვას, ტარტისთვს ნამდვილად არ გავიმეტებდი....წარმატებები...

  • @ТамикБаяндурян
    @ТамикБаяндурян 2 роки тому

    რამდენი ჩალიჩი უნდა!

  • @tat9014
    @tat9014 2 роки тому

    2

  • @mariamandronikashvil
    @mariamandronikashvil 2 роки тому

    დავიბრიდეთ

  • @ninoshubladze6098
    @ninoshubladze6098 2 роки тому

    რეცეპტი რომ დადოთ

  • @qetibolotashvili9783
    @qetibolotashvili9783 2 роки тому

    რეები აკეთა 🤦‍♀️😇😀

  • @vagster
    @vagster 2 роки тому +12

    პიცა გააკეთეთ რა ძაან მაგარი იქნება

  • @irinaguntsadze8087
    @irinaguntsadze8087 2 роки тому

    👍

  • @sandromikautadze4677
    @sandromikautadze4677 2 роки тому

    1