მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 58. დავით აღმაშენებლის გამეფება

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 21 лип 2022
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    ------------------------------------------------------------------------------
    შუა საუკუნეების საქართველოს უდიდესი მეფის, დავით IV აღმაშენებლის გამეფება და მმართველობის პირველი ათწლეული, ნაკლებად შესწავლილი, მაგრამ ძალიან საინტერესო და კომპლექსური საკითხია.
    რას წარმოადგებდა „დიდი თურქობა"; რატომ იკლო საქართველოზე მომთაბარეთა თავდასხმებმა 1080-იანი წლების ბოლოსთვის, ჰქონდა თუ არა ძალა მალიქ შაჰისა და გიორგი II-ს საზავო ხელშეკრულებას, რა როლი შეასრულა 1088 წლის მიწისძვრამ ტახტზე ახალი მეფის ასვლაში, რა თვალსაზრისით იყო დავითი მზად ადრეულ ასაკში მეფობისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლია შუა საუკუნეების მემატიანეთა თხზულებების გააზრებისთვის, რატომ უკავშირებდა შუა საუკუნოვანი საზოგადოება მტრის თავდასხმებს, ბუნებრივ კატაკლიზმებსა თუ ეპიდემიებს ზებუნებრივ ძალებს და რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ამას ისტორიაზე - ეს საინტერესო საკითხები, ისტორიკოს ნიკა შონიასთან ერთად განვიხილეთ.
    ------------------------------------------------
    მოიწონეთ და გამოიწერეთ (like and subscribe) „მწარე პოდკასტი", რათა დაეხმაროთ გვერდს განვითარებაში
    ვიდეო ეპიზოდების ჩაწერის შესაძლებლობისთვის, მადლობა Radio GIPA FM 94.3

КОМЕНТАРІ • 56

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  8 місяців тому

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @LordLevan
    @LordLevan 9 місяців тому +5

    ესე ვიზუალურადაც რომ ჩანხართ, ბევრად უფრო დინამიურია და კარგი მოსასმენიც, ვიდრე ფოტო რომ ჰაქვთ ქავერად. წარმატებები.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  9 місяців тому +1

      რამდენჯერმე მოგვეცა სტუდიის საშუალება. კი კარგია, მაგრამ საიდან მოვიტანო სტუდია და აპარატურა, არ არის მაგის შესაძლებლობა ასე რომ, როგორც ვიწერთ, ვიწერთ. თუ იქნება შესაძლებლობა, იქნება ვიდეოები აუცილებლად.

  • @mixeillejava4304
    @mixeillejava4304 Рік тому +7

    ძალიან კარგი ეპიზოდი გამოვიდა ❤❤ მეტად საინტერესო იქნებოდა მე-12 საუკუნის საქართველოს სამეფოს დინასტიური ქორწინებების და მათი მნიშვნელობის განხილვა და გააზრება.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +1

      მადლობა, ჩაუყევით ეპიზოდებს, ორი გვაქვს მაგ თემაზე ✌️

  • @alexandrebokuchava4391
    @alexandrebokuchava4391 Рік тому +2

    ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსხურებით.მადლობა

  • @tamuna.bolkvadze
    @tamuna.bolkvadze Рік тому +1

    ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო. დიდი მადლობა!

  • @football_lovers_11
    @football_lovers_11 2 місяці тому

    მადლობა!

  • @Oskara77
    @Oskara77 Рік тому +2

    საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, ისე ეხლა რომ გახშირებულია პატარ-პატარა მიწისვძრები ეს რისი ნიშანია? :))) ნეტა ვინ უნდა წავიდეს სათავედან, ეს ხუმრობით :))))

  • @user-es5mq8qk6d
    @user-es5mq8qk6d 6 місяців тому

    ძალიან საინტერესო ანალიზია . კარგი გადაცემაა , წარმატებები.

  • @user-te7br4ng4o
    @user-te7br4ng4o 10 місяців тому +1

    ვახ, ძმებო, რა მაგრები ხართ♥️

  • @user-eb3gw9xq9u
    @user-eb3gw9xq9u 4 місяці тому +1

    ერთსაათიანი გაწელილი საუბარი, ბევრი ბლა ბლა ბლა და ბევრი არაფერი იმ თემაზე, რაც პოდკასტის სათაურშია, სამწუხაროდ

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  4 місяці тому

      ეგ არის ისტორია, ინტერპრეტაცია და ძიება იქ, საცა ცოტა დეტალია. ის ხომ კარგია, პირდაპირ როყიოდ ნასროლი რიცხვების ზუსტად გასაღება და თარიღების, როცა სადავოა ხოლმე ბევრი რამ რეალურად :))

  • @giorgiwownava5088
    @giorgiwownava5088 Рік тому +2

    ძალიან კარგი და საინტერესო ვიდეო იყო. ბევრი რამ შევიტყვე.

  • @YouMatterGe
    @YouMatterGe Рік тому +4

    მნიშვნელოვანი ადამიანების შექმნილი, მნიშვნელოვანი არხი - წარმატებები! არ გაჩერდეთ, წარმატება ამ საქმეში, შეუპოვრობაშია.

  • @user-ekaterinef
    @user-ekaterinef 4 місяці тому +1

    ახლაც კი მიაჩნია ბევრს მიწისძვრა და წყალდიდობა ცოდვის სასჯელად,შუა საუკუნეებში რომ გონებოდათ რა გასაკვირია 😊

  • @musicwold5779
    @musicwold5779 4 місяці тому

    მადლობა საინტერესო ეპიზოდისათვის! თუ არის შესაძლებელი რუმის სასულთნოს შესახებ რომ ჩაწეროთ პოდკასტი? ასევე პოლონეთ-ლიეტუვას გაერთიანებაც ძალიან საინტერესოა
    წარმატებებს გისურვებთ!

  • @aaade8063
    @aaade8063 Рік тому +1

    👍♥️

  • @levanitkemaladze1891
    @levanitkemaladze1891 Рік тому +1

    Kargia saintereso saubaria

  • @Blackandblue787
    @Blackandblue787 Рік тому +3

    მაგალითად არაბების შემოსევა ლეონ III-მ დააბრალ იმას რომ ქრისტეს სწავლებას გადავუხვიეთ, ხატებად რომ გამოვსახავთო და მაგიტომ დაიწყო ხატმებრძოლეობა.

  • @levanitkemaladze1891
    @levanitkemaladze1891 Рік тому +1

    მონღოლები მაგარი იქნება საერთოდ რუსები იძახიან ნუ მათი მეცნიერთა ნაწილი რომ მონღოლთა დაპყრობები მითია და ისინი ვერ დაიპყრობდნენ მსოფლიოსო ამაზე თქვენი აზრი კარგი იქნებოდა

    • @Billiethekid8
      @Billiethekid8 7 місяців тому

      რუსები რატომ იძახიან მგონი ამას ხვდება ყველა ნორმალურად მოაზროვნე
      მონღოლთა ხელში რომ იყო რუსები საუკუნეები მიჩქმალვა უნდათ დაუმარცხებელი რუსეთის მითს ხელს უშლის და არ მოსწონთ

    • @giorgidiakonidze3659
      @giorgidiakonidze3659 4 місяці тому

      რუსებმა ჯერ მის ქალებს ჩააცვან ტრუსები და მერე გააკეთონ მონღოლებზე ანალიზი.

  • @bax3ona
    @bax3ona 6 місяців тому +1

    ეს ილიაუნის ნაშიერთა მოდგმა არის?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  6 місяців тому +1

      დიახ, მაგ ლუციფერის უნივერსიტეტის ჯოჯოხეთური კედლებიდან გადმოღვრილი ღვარძლის განსხეულებაა

  • @user-ye9cd1rz8v
    @user-ye9cd1rz8v 7 місяців тому

    ისტორიკოსი რო უღმერთო უნდა იყოს ნეტა ვინ გითხრათ.

  • @user-ye9cd1rz8v
    @user-ye9cd1rz8v 7 місяців тому

    ერთიდაიგივეს 1 საათი იმეორა ტიპმა. ძალათ ისტორიკოსი ათეისტი

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  7 місяців тому +2

      მაგრა მოგისმენია ეგ აზრი თუ გამოიტანე და +ნიკა არ არის ათეისტი (თუმცა ამ კონტექსტში რა შუაშია, მმკ-ს სხდომა კი არაა)

    • @ekaterinagorbunova7135
      @ekaterinagorbunova7135 2 місяці тому

      მგონი ერთი საათი რომ უსმინეთ ლაპარაკს და აზრი ვერ გამოიტანეთ ბევრს მეტყველებს თქვენს ლოგიკაზე და ზოგადად შეგნებაზე ... ან რომელ მონაკვეთში გადაწყვიტეთ რომ ნიკა ( პოდკასტის სტუმარი) ათეისტია 🤦🏻‍♀️ აჰჰ მივხვდი ალბათ როდესაც ამბობს რომ მიწისძვრა ღვთის სასჯელი არ არის , ეტყობა თქვენ დღემდე ეგრე ფიქრობთ ,ასეთი უაზრო კომენტარის დაწერას ჯობდა საერთოდ არ დაგეწერათ არაფერი ...
      ბიჭებს კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შრომისთვის და ამ პოდკასტისთვის ძალიან საინტერესო იყო ❤🙏🏻

  • @giokv3500
    @giokv3500 Рік тому

    სხვადასხვა დროს ჩვენი მეფეები რა ხარკს იხდიდნენ?

    • @giokv3500
      @giokv3500 Рік тому

      ხარკის სახე და რაოდენობა მაინტერესებს

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +4

      @@giokv3500 სხვადასხვა დროისთვის განსხვავდება, ფულადი, ნატურალური, რაოდენობებიც სხვადასხვაა, უმეტესად არ გვაქვს ზუსტი ცნობები, თუმცა გამონაკლისებიც არის, მაგალითად, მონღოლთა დაწესებული გადასახადების შესახებ მეტი ინფორმაციაა, რადგან აღწერების შესახებაც დაგვრჩა ცნობები, არის სხვა გამონაკლისებიც. საინტერესო თემაა სხვათაშორის, სამეცნიერო სტატიისთვისაც, საერთო სახით წარმოდგენა.

    • @giorgiwownava5088
      @giorgiwownava5088 Рік тому

      @@giokv3500 ზოგჯერ ყოფილა შემთხვევები, საქართველოს ისტორიაში როცა, ადამიანებითაც გადახლილა ხარკი. მაგალითად.. კოლხები ვალდებულნი იყვნენ რომ აქემენიანთა სპარსეთისათვის, 100 ქალ ვაჟი უნდა გაეგზავნათ აქემენიანთა იმპერიაში.

    • @giorgiwownava5088
      @giorgiwownava5088 Рік тому +1

      @@giokv3500 5 წელიწადში ერთხელ

    • @giokv3500
      @giokv3500 Рік тому

      @@BitterPodcast თუ შეძლებთ დროის გამოყოფას ამ თემისთვის ლინკი რომ დადოთ მადლობა დიდი პასუხისთვის მაგარი ბლოგი გაქვთ და წარმატებები ბატონო ნიკა

  • @skiapareli231
    @skiapareli231 Рік тому +3

    გთხოვთ სიტყვა პოდკასტი განმარტეთ ქართული შესატყვისით დავიჯერო აუცილებელია უცხო ტერმინების შემოღება? და აქედან გამომდინარე ბევრი რამე გასარკვევი იქნება ალბათ ......

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +2

      არ აქვს ზუსტი შესატყვისი. პოდკასტი პოდკასტია. უამრავ უცხოურ სიტყვას იყენებთ მეტყველებაში გაცნობიერებით თუ გაუცნობიერებლად და პოდკასტში დაინახეთ პრობლემა?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  8 місяців тому

      @@nugzargamkrelidze6830 1. მალიქ შაჰი1092 წელს მოკვდა და 1104 წლამდე რომ არ ჰქონდათ თავი სამოქალაქო ომში გართულ სელჩუკებს პასუხის თავი და დრო, ეგ კი არა, ხარკის შეწყვეტიდან 5 წლის მერე მოვიდნენ ეგ არაფერს ნიშნავს? მუჰამედ ტაპარის გასულთნებამდე, ერთიანობა არ ჰქონდათ არც ერთ ნაწილში და თურქმანი ამირები თავიანთი ინიციატივით მოქმედებდნენ უმეტეს შემთხვევაში. რეალურად, მალიქ შაჰით დასრულდა სელჩუკთა იმპერია. ფორმალურად დარჩა სულთნის წოდება, მაგრამ, ზურგს ვერ უმაგრებდა ის ძალა, რაც ალფ არსლანს, თოღრულ ბეგს და მალიქ შაჰს ჰქონდათ. ამით ისტორიული პირების დაკნინება კი არ ხდება, არამედ, არსებული ვითარების სწორად ჩვენება. სულ მცირე, გოჩა ჯაფარიძის „საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამურ სამყაროს" მაინც უნდა გადახედოთ. ესეც ჩვენ ვართ? ისტორიას გადააზრება და შესწავლა ჭირდება. ზედაპირიდან სხვანაირად აღიქმება და როცა წლებია იკვლევ, უმეტესად სხვა სურათამდე მიდიხარ. თქვენ იცნობთ ინგლისურ ისტორიოგრაფიას ალფრედზე და სკოლის წიგნში რაც წერია ალფრედზე იმას წერს მთელი ისტორიოგრაფია საუკუნეების მანძილზე ასე გგონიათ? კვლევასა და ანალიზში ვითარდება ისტორიოგრაფია, სხვა შემთხვევაში ის იქნება იმ ზღაპრების კრებული, რომელსაც საუკუნეა მოგართმევენ ლანგარზე, თავის დასამშვიდებლად და პატარა ერის სინდრომით გამოწვეული თავმოყვარეობის გასაძღობად. თქვენ ისტორიის დოქტორი ხართ და იცნობთ ამ საკითხის ვრცელ ისტორიოგრაფიას და ზოგადად, ისტორიკოსის კვლევით ინსტრუმენტებს?

    • @Billiethekid8
      @Billiethekid8 7 місяців тому

      ნუ გაატრაკეთ საქმე ვითომ ქართულის მცველებო
      არ აქვს ქართული შესატყვისი და უნდა დამვკიდრდეს პოდკასტი

  • @nikolozchapidze2366
    @nikolozchapidze2366 Рік тому

    იქ წერია რომ დავითს კიარ ეშინია ,,სანადიროდ წასვლა,, ,,გიორგი 2,,ეშინიაო გასვლა სანადიროდ და წინასწარ მზვერავებს უშვებსო, რადგან ,,გიორგი მეორეს ძალიან უყვარდა ნადირობაო,, აი ასე წერს ყველა ისტორიკოსი და ,,შენ სად წაიკითხე მეგობარო რომ ,,დავითი ვერ გადიოდა სანადიროდ და წინასწარ მზვერავებს უშვებდაო? ,,თუ ეს მართლა მწარე პოდკასტია ამ ,,პოტკასტის ავტორს ამ ფრაზებთან დაკავშირებით უნდა ქონდეს შენიშვნა,,..

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      პირველ რიგში, მოგესალმებით და მადლობა რომ გვისმენთ. რაც შეეხება კომენტარს. გიორგიზეა საუბარი მანდაც, დავითის გამეფების წინა ვითარებაზე, თუმცა, ლოგიკურად, 1088 წელს რომ გიორგის ემუქრებოდა საფრთხე ქართლში სანადიროდ გადასვლის დროს თურქმანებისგან, 1089 წელს გამეფებული დავითის დროს უკვე მოწესრიგებული იქნებოდა მდგომარეობა და უპრობლემოდ გადაისვლებოდა? აქ საუბარია დავითამდე და დავითის გამეფების წლებში არსებულ ვითარების სიმძიმეზე.

    • @nikolozchapidze2366
      @nikolozchapidze2366 Рік тому

      @@BitterPodcast მადლობა პასუხისთვის გეთანხმები რათქმა უნდა ,,არც დავითის გამეფების მერე შეიცვლებოდა მასეთი მძიმე მდგომარეობა უბრალოდ იმიტომ დავწერე ეგ კომენტარი რომ ,,შეიძლება უსმენს ადამიანი ამ პოტკასტს პირველად და ამ მონაკვეთში ,,რომ დავითი ვერ გადიოდა კონკრეტული ტერიტორიის იქით წინასწარი შემოწმების და დაზვერვის გარეშე შეცდომაში შედის ,,არადა როცა გიორგი მეორეზეა ლაპარაკი., ,,შემდეგში არსადარაა საუბარი ,,დავითზე რომ ვერ გადიოდა ,,კონკრეტული სადაზვერვო ღონისძიებების გარეშე,, პირიქით ,,ყველა ისტორიკოსი საუბრობს იმაზე რომ ,,დავითის გამეფების შემდეგ დაიწყო ,,მოთარეშების შევიწროვება და ,,ქართველებისგან თავდასხმები,. ,,რაც გიორგი მეორის დროს არ ხდებოდა და საერთოდ არც აინტერესებდა ასეა გადმოცემული,, ,,

    • @nikolozshonia875
      @nikolozshonia875 Рік тому +2

      @@nikolozchapidze2366 სად წერია რომ გიორგი მეორეზეა საუბარი? დავითის ისტორიკოსი გიორგიზე საუბარს დავითის გამეფების შემდეგ წყვეტს. შემდეგ საუბრობს რა დღეშია ქვეყანა დავითის გამეფებისას და შემდეგაა აბზაცი, რომ " იყო მაშინ საზღვარი სამეფოსი მთაი ლიხთა და სადგომი სამეფოსი წაღულის-თავი. და ოდესცა ნადირობაი უნდის ქართლისა ჭალაკთა ანუ ნაჭარმაგევს რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, არა პირველ შთავიდიან, ვიდრემდის ცხენ-კეთილთა მხედართა მიერ მოინახიან, მაშინღა შთავიდიან ნადირობად. ამა ვითარებასა შინა გარდახდა წელიწადი ოთხი და მოკუდა სულტანი მალიქ-შაჰ (1089 - 1092). აი ამ წყაროდან რატო ჩანს რომ გიორგიზეა საუბარი? ზუსტად დავითის გამეფების შემდეგი წლების ვითარებაა მაგ ნადირობის ამბებით აღწერილი, როცა მეფე უკვე დავითია და არა გიორგი. მე არ ვიცი შენ ვისთან წაიკითხე რომ გიორგი იგულისხმმება, მაგრამ წყარო ამის თქმის არანაირ საშუალებას არ იძლევა.

  • @shalvakobakhidze4464
    @shalvakobakhidze4464 Рік тому +2

    უძლიერესია,დიდი მადლობა.
    მაინტერესებს თუ გეგმავთ ან თუ არ გეგმავთ იქნებ გაითვალისწინოთ....თხოვნა.
    ძალიან მაინტერესებს პროფესიონალური და მეცნიერული ანალიზი ქართულ სამეფო დინასტიასთან დაკავშირებით.მთელ რიგ ქვეყნებში სახეზე გვაქვს რამდენიმე მმართველი დინასტია რასაც ვერ. ვიტყვით საქართველოზე.
    რადგანაც თქვენი და თქვენი სტუმრების ობიექტურობაშუ უკვე ეჭვი აღარ მეპარება,სასიამოვნო იქნება თქვენს გადავემაში ჩვენი ისტორიის ამ ფაქტის ძირეული გაშლა და ანალიზი.დიდი მადლობა