მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 48. ვიკინგები საქართველოში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 25 кві 2022
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    -----------------------------------------------------------------
    „მწარე პოდკასტის" 48-ე ეპიზოდში, ვიკინგების თემა გრძელდება. ამჯერად, შუა საუკუნეების საქართველოში, მეფე ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშის შინაომის მონაწილე ვიკინგ (ვარანგ) მოქირავნეებზე ვისაუბრე. პოდკასტში განხილულია ისლანდიური საგების სახელგანთქმული გმირი ინგვარის ვინაობა; თუ როდის იმოგზაურა მან კავკასიაში; რა მოსაზრებები აქვთ ინგვარის საგისა და კავკასიაში ვარანგთა მოგზაურობის კავშირზე ვიკინგთა ეპოქის თანამედროვე მკვლევარებს; როგორ დასრულდა მისი ექსპედიცია; რამდენად დასაშვებია ქრონოლოგიურად ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ ბაღვაშის ომში ინგვარის რაზმის მონაწილეობა; რა შედეგი მოჰყვა 1043 წელს „რუსთა" ლაშქრობას კონსტანტინოპოლზე; როდის შეიქმნა და ბიზანტიის რომელ ომებში მონაწილეობდა ვარანგთა გვარდია XI საუკუნეში; ვინ იყო ნორვეგიის მომავალი მეფე, რომელიც მანამდე ვარანგთა გვარდიაში მსახურობდა; ვის მხარეს იბრძოდნენ ვარანგები ქართულ სამოქალაქო ომში; რამდენად შეესაბამება რეალობას ისტორიულ წყაროში მოცემული რიცხვი; როგორ ითვლიან ვიკინგთა ლაშქრების რიცხოვნობას ისტორიკოსები; რა მნიშვნელობა აქვს ამისთვის ვიკინგთა ხომალდების ტევადობას; საიდან შემოვიდა საქართველოში ტერმინი „ვარანგი" და ვარანგების გარდა, სადაური მეომრების დაქირავების ტრადიცია არსებობდა XI-XII საუკუნეების საქართველოში.

КОМЕНТАРІ • 19

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  8 місяців тому

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @mirianimiriani1899
    @mirianimiriani1899 2 роки тому

    აუ როგორ ველოდები პოდკასტს ამ თემაზე ჯიგრები ხართ❤💚

  • @Giorgius18
    @Giorgius18 2 роки тому

    ♥️♥️

  • @shalishali4461
    @shalishali4461 2 роки тому

    მაგარი ხარ 🤝

  • @solomonioramashvili2931
    @solomonioramashvili2931 9 місяців тому

    დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის. თუმცა, სასირეთის ბრძოლის ეპიზოდში თქვენ პოზიციას ვერ დავეთანხმები. საინტერესოა, რის საფუძველზე თვლით, რომ ვიკინგები ბაგრატის მხარეს იბრძოდნენ?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  9 місяців тому

      მატიანე ქართლისას და ზოგადად ამ ომის გეოგრაფიის საფუძველზე. ასევე, რაც დაწერილა ქართულ ისტორიოგრაფიაში. თუმცა, საკმაოდ ბუნდოვანია მაინც გეთანხმებით და არის ვერსიები რომ ლიპარიტის მხარეს იყვნენ. მაგრამ, აქ უფრო ვიკინგების ვინაობა/სადაურობაზე გვქონდა აქცენტი.

    • @solomonioramashvili2931
      @solomonioramashvili2931 9 місяців тому

      @@BitterPodcastსწორედ მატიანეს (და ბიზანტიური წყაროს) საფუძველზე ვიკინგები ლიპარიტის მხარეს უნდა იბრძოდნენ. უამრავი არგუმენტია მატიანეში ამის სასარგებლოდ და თითქმის არცერთი მყარი - საპირისპიროდ.
      ისტორიოგრაფიაში (სხვადასხვაგვარი არგუმენტაციით) ამ აზრის მხარდამჭერებად გამოდიოდნენ ვ.გ. ვასილევსკი, ნიკო მარი, ნიკო ბერძენიშვილი...
      მატიანეს ტექსტის კრიტიკული ანალიზი ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა.
      გეთანხმებით, რომ არა მატიანეს გადამწერის (რამდენადაც მახსოვს ანასეული ნუსხის) ლაფსუსი, ვახუშტი ბატონიშვილისეული ინტერპრეტაცია და ი.ცინცაძეს განსხვავებული მოსაზრებანი, ეს საკითხი სრულიადაც არ იქნებოდა ასეთი ბუნდოვანი.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  9 місяців тому

      ორივე მხარის არგუმენტები წაკითხული მაქვს და ბაგრატ IV-ს ვერსია უფრო გავრცელებულია ზოგადად, რაც, შესაძლოა, ზემოხსენებულმა ხარვეზებმა განაპირობა. ყველაზე დიდი სისულელე კი, რაც გავრცელდა, იყო, ლიპარიტმა კალო გაალეწინა ვარანგებსო, ეს რომ ამოიკითხეს მატიანეში, როცა, უბრალოდ საკვებით მოამარაგა და გაუშვა.

    • @solomonioramashvili2931
      @solomonioramashvili2931 9 місяців тому

      @@BitterPodcastგეთანხმებით, რომ უფრო მეტად გავრცელებული აბსურდული ვარიანტია. თუმცა რის საფუძველზე, ძნელად ასახსნელია. უფრო ურაპატრიოტული ამბავი უნდა იყოს (მძვინვარე ვიკინგებიც კი დამარცხებული გვყავს).
      ის ფრაზა კი "მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს" - თანამედროვე ქართულით იქნება "დააჭერინა (დატყვევებულ აბუსერს და სხვა დიდებულებს) ლიპარიტმა ხორბლის გასაცხრილი ცხრილები და ვიკინგების თვალწინ ხორბალი გააცხრილინა". ანუ სამსახური ნარჩევი (მსხვილი) ხორბლით აუნაზღაურა, თანაც აბუსერი და სხვა დიდებულებიც დაამცირა (თუ მისცნა ზმნა - დატყვევებულ დიდებულებს მიემართება).

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  9 місяців тому

      რამდენი ისტორიკოსიცაა, იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს მაგ ეპიზოდის.

  • @Undertaker_07
    @Undertaker_07 2 роки тому

    იაპონიაზეც რომ ჩაწეროთ

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому +2

      ყველაფერი იქნება ნელნელა 😇

  • @sandrobirbichadze286
    @sandrobirbichadze286 2 роки тому

    შემდეგში იქნებ ინდიელებზე ჩაწეროთ, ვფიქრობ საინტერესო იქნება ❤

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому +1

      საქართველოში ერთი სპეციალისტი მეგულება ინდიელების მცოდნე და ჯერ ვერ "გამოვიჭირე".