მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 62. ამერიკის სამოქალაქო ომი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 6 жов 2022
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    ---------------------------------------------------------------------------
    „მწარე პოდკასტის" 62-ე ეპიზოდში, ამერიკის ისტორიას დავუბრუნდით და ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამერიკულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილება და გზა სამოქალაქო ომამდე; პოლიტიკური მანევრები; პარტიების ჩამოყალიბება და მათი დაპირისპირება; შტატების ბრძოლა უფლებებისთვის; მონობა ამერიკაში; განსხვავებები ჩრდილოეთსა და სამხრეთის შტატებს შორის; საგარეო ფაქტორი; მხარეთა ძალები, სისუსტეები და უპირატესობები; სამოქალაქო ომის გამოძახილი თანამედროვე ამერიკაში.
    პოდკასტის სტუმარია, ამერიკის მცოდნე, გიორგი ლაბაძე.
    -----------------------------------------------------------------------------
    მოიწონეთ და გამოიწერეთ (like and subscribe) „მწარე პოდკასტი", რათა დაეხმაროთ გვერდს განვითარებაში
    ვიდეო ეპიზოდების ჩაწერის შესაძლებლობისთვის, მადლობა Radio GIPA FM 94.3

КОМЕНТАРІ • 27

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  9 місяців тому

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @youtubeuser951
    @youtubeuser951 Рік тому +2

    მადლობა საინტერესო საუბრისთვის

  • @eduardishavadze
    @eduardishavadze Рік тому +5

    ამერიკაზე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მეოცე საუკუნემდე ყველაფერს 😄

  • @GeraltOf-Rivia
    @GeraltOf-Rivia Рік тому +3

    გიჟივით ეპიზოდი ❤️

  • @giorgibabutsidze1458
    @giorgibabutsidze1458 Рік тому +4

    საინტერესო და კარგი პოდკასტი გამოვიდა.
    P.S - ჩვენი ერის ნებისმიერი კუთხით შემეცნება უნდა დაეფუძნოს სამოქალაქო ომის შესწავლას. მან განსაზღვრა თუ როგორები ვართ... სამოქალაქო ომმა გვაქცია ისეთებად როგორებიც ვართ, განსაზღვრა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ აპირებთ ჩაწვდეთ ამერიკულ ხასიათს, თქვენთვის აუცილებელია შეისწავლოთ XIX საუკუნის ეს უდიდესი კატასტროფა. ეს იყო ჩვენი ყოფიერების გზაჯვარედინი და ეს გზაჯვარედინი იყო ჯოჯოხეთური.
    - შელბი ფუტი

  • @archilmodebadze1555
    @archilmodebadze1555 Рік тому

    მადლობა!

  • @LevanCH4
    @LevanCH4 Рік тому +2

    ძაან მაგარი თემაა კარგია რომ ამ თემაზე საუბრობთ

  • @juanshery4414
    @juanshery4414 10 місяців тому +1

    👍👍👍👍👍

  • @sabaqara636
    @sabaqara636 Рік тому +3

    va gamarjoba mas

  • @under3258
    @under3258 Рік тому +1

    გამარჯობა, თუ შეილება ამერიკის სახელმწიფოს შექმნაზე , კონსტიტუციის შექმნაზე და მაგალითად ჰამილტონისა vs ჯეფერსონი და სხვა დამფუძნებელი მამები რომ განიხილოთ მადლობელი ვიქნები

  • @fabiofanota8147
    @fabiofanota8147 Рік тому +1

    გამარჯობა,აღფრთოვანებული ვარ თქვენი პოდკატებით უაღრესად საინტერესოა მადლობა ამ დიდი სიამოვნებისთვის. უკაცრავად ვარდების ომზე ხომ არ აპირებთ ეპიზოდის ჩაწერას?

  • @tamarkapanadze3485
    @tamarkapanadze3485 4 місяці тому

    ძალიან საინტერესო საუბარი იყო. შეიძლება, რომ ე.წ. ვოუკიზმსა და საერთოდ, აშშ-ის პოლიტიკასა და საზოგადოებაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს (მაგ. პოლარიზაცია იარაღის, აბორტის, გარემოს დაცვის და ა. შ. თემებზე) ცალკე პოდკასტი დაუთმოთ? მიუხედავად იმისა, რომ აქაც ახსენეთ ეგ თემები, ეს ერთი საუბარი აშკარად ვერ გასწვდა ამდენ საკითხს. თან, ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ საქართველოშიც და ევროპაშიც, ნაკლებად ესმით ამერიკული საზოგადოების შიდა პრობლემები და ამის გამო ბევრი რაღაც გაუგებარი რჩება... არადა, ფაქტია, რომ ბევრი ე.წ. მეისტრიმული თემა სწორედ მანდედან მოდის და მერე ჩვენშიც ვრცელდება :)

  • @jumberkupra
    @jumberkupra Рік тому +2

    შესანიშნავი თემაა ნამდვილად.

  • @vajix84
    @vajix84 11 місяців тому

    Free State of Jones კარგი ფილმოა სამოქალაქო ომის თემაზე, მეთიუ მაკკონაგი თამაშობს მთავარ როლს

  • @Tokdnc
    @Tokdnc Рік тому +1

    საჭიროა ჩამოთვლილი წიგნების ახალი ტირაჟი, იმედია მიაწვდენთ ხმას :)

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      დემოკრატიის გაკვეთილების ორტომეული მგონი იშოვება ჯერაც, რობერტ ლიზე წიგნი ძალიან პატარა ტირაჟით გამოვიდა თავის დროზე ისიც კერძოდ, კრეინის წიგნიც ბათუმის გამომცემლობას წესით შემორჩენილი უნდა ჰქონდეს.

  • @archilkitiashvili1227
    @archilkitiashvili1227 Рік тому +1

    სამოქალაქო ომის ცენტრალური საკითხი იყო მონათმფლობელობა და შესაბამისად ადამიანის უფლებები, ამაზე მგონი ყველა სერიოზული ისტორიკოსი თანხმდება. ფედერალურ და საშტატო მთავრობებს შორისაც ყველაზე პრობლემური საკითხი ზუსტად ეს იყო (განსაკუთრებით ახალი შტატების შემოერთებისას იქმნებოდა ხოლმე პრობლემები, თუ სწორად მახსოვს). ამიტომაც იყო, რომ ლინკოლნის პრეზიდენტად არჩევა, ფაქტობრივად მყისიერი საბაბი გახდა სამხრეთული შტატების მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.
    რაც შეეხება თანამედროვე "ვოუკიზმს", კი ბატონო, თანამედროვე მემარცხენე ფლანგი ზედმეტად რადიკალურია, კომიკურობამდეც კი. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეგრეგაციის კანონები (ე.წ. "Jim Crow") 1960-იან წლებამდე არსებობდა, ასე რომ რასიზმის პრობლემა არც ისე არქაული და ანაქრონისტულია თანამედროვე ამერიკაში.
    ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სტუმარი ამ ყველაფრის ცოტა შერბილებას (ალბათ გაუაზრებლად) ცდილობდა.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      სტუმარი იცნობს ამერიკაში სეგრეგაციის ისტორიას, მაგრამ მოსალოდნელი მონათმფლობელობაზე ხანგრძლივი საუბრის ნაცვლად, არჩია სხვა დეტალებისთვის მიექცია ყურადღება მაინც, რომელიც ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. ამაზე უამრავი ინფორმაციაა, ვიდეოები, ფილმები და ა.შ. ასე რომ, ვფიქრობ, ის ფაქტორებიც საინტერესოა რასაც სტუმარი მიმოიხილავს.

    • @archilkitiashvili1227
      @archilkitiashvili1227 Рік тому

      @@BitterPodcast კი, საინტერესო ნამდვილად იყო. უბრალოდ, თანამედროვე სამყაროში (ალბათ თავადვე "ვოუკების" ნაწარმოები თვითდაზიანებითი საჯარო პოლიტიკის ხელშეწყობით) გაჩნდა ასეთი დამოკიდებულება და პრაქტიკა, რომ სეგრეგაციისა და რასიზმის მნიშვნელობის ე.წ. "downplaying" ხდება, რაც ქართველებშიც შემიმჩნევია. სწორედ ამიტომ, თუნდაც ამისთვის არ დაგეთმოთ მთელი ეპიზოდი, უბრალოდ სათანადო ხაზგასმა კარგი იქნებოდა (თუმცა ნახსენები იყო ნამდვილად, ამას არ უარვყოფ), მით უმეტეს, რომ ამერიკის შიდა პოლიტიკა ძალიან ხშირად ზუსტად ამის გარშემო ტრიალებდა და დღემდე ტრიალებს, სამოქალაქო ომამდეც და ომის შემდეგაც.

    • @labadzeprod
      @labadzeprod Рік тому

      მადლობა ვრცელი კომენტარისთვის.
      თუმცა მონობის საკითხის ერთადერთ ცენტრალურობაში სამოქალაქო ომის გარშემო ვერ დაგეთანხმებით და არც ყველა სერიოზული ისტორიკოსი არ თანხმდება მაგაზე.
      რადგან 1860-იანი წლების კონგრესის დებატების ჩანაწერებს რომ გადახედოთ, ასევე სამხრეთ შტატების საკანონმდებლო ორგანოების, სამხრეთებელი თავად არიან სეცესიის ინიციატორები და ძირითადი მიზეზი არის ეკონომიკური პრობლემები და ასევე ჩრდილოეთის შტატების მხრიდან სამხრეთზე კანონმდებლობის თავს მოხვევის მცდელობები, რაზეც პოდქასტში ფართოდ ვისაუბრეთ. ასე რომ, სამხრეთის გამოყოფის მცდელობის გამო ჩრდილოეთს მოუწია ომის გამოცხადება, რათა კავშირი შეენარჩუნებინა. ხოლო ჩრდილოეთიდან ომის წამოწყების ძირითადი მოტივი შეერთებული შტატების იდეის შენარჩუნება და გადარჩენა იყო და არა უფლებების დაცვა უპირატესად. რადგან უფლებების საკითხი ჯერ კიდევ დეკლარაციიდან იწყება, თუმცა კავშირის მთლიანობის მიზნიდან გამომდინარე, როგორც 1776 წლის, ისე კონსტიტუციის და ისე ომამდე პერიოდებში, არ მოხერხდა მისი იმპლემენტაცია. იმავე 1860 წლისთვის, კავშირის მთლიანობას ეჭვქვეშ კვლავ არ დააყენებდნენ და ჩრდილოეთიდან ომს არ ატეხდნენ მონების გასათავისუფლებლად, თუმცა სამხრეთს ჩრდილოეთისგან თავს მოხვეულმა კანონებმა მეტი შანსი აღარ დაუტოვა, როგორც ამას თავად თვლიდნენ.
      რაც შეეხება 1960-იანებს, გეთანხმებით რომ დიად საზოგადოებამდე ჯიმ ქროუ აქტუალური იყო, მაგრამ დღეს ძალიან მეეჭვება რასიზმის ისეთი პრობლემა, რომ ის სერიოზული გამოწვევა იყოს შავკანიანი ამერიკელისთვის როგორც უფლებების ისე მოპყრობის თვალსაზრისით. მე მსგავსი რამ არ შემხვედრია. შეიძლება თქვენ უკეთ იცით.

    • @archilkitiashvili1227
      @archilkitiashvili1227 Рік тому +1

      @@labadzeprod გეთანხმებით. ერთადერთი ცენტრალური საკითხი არ ყოფილა. ზოგადად, ალბათ ისტორიაში არაფერია ისე მარტივად, რომ "ერთადერთ მიზეზამდე" დაიყვანებოდეს. ამ კომენტარით უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდოდა (რაც დავწერე კიდეც), რომ ცოტა შერბილებული მომეჩვენა ამ საკითხის მნიშვნელობა, რაც ასეთ ზოგადი, მიმოხილვითი ხასიათის პოდკასტში ცოტა არასწორი მგონია.
      რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკასა და კანონმდებლობის თავს მოხვევას, სამხრეთული ეკონომიკა, თუ სწორად ვიცი, დიდწილად ზუსტად მონათმფლობელობის ინსტიტუტს ემყარებოდა. აქვე "შემოდის" კონგრესმენების რაოდენობის განსაზღვრის ე.წ. 3/5-ის წესი, რომელიც მონათმფლობელ შტატებს რაოდენობრივ უპირატესობას ანიჭებდა კონგრესში (რაც ზუსტადაც საკანონმდებლო საკითხებშია მნიშვნელოვანი) და ა.შ. ერთი სიტყვით, უამრავი, ერთი შეხედვით სრულიად არარელევანტური, პრობლემა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ნაწილობრივ მაინც, მონათმფლობელობამდე დადის.
      თანამედროვე სისტემურ რასიზმზე ვერაფერს გეტყვით, რაც თავად არ იცით (ერთადერთი იმას დავამატებ, რომ, თუ არ ვცდები, "თეთრი" გარეუბნებისა და "შავი" გეტოების კულტურა პოსტსეგრეგაციულია, ყოველ შემთხვევაში, 70-იანებშიც გაგრძელდა აქტიურად). თუმცა, ზოგადად, როდესაც ქვეყანას "ასეთი" ისტორია აქვს. ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვისაც "ჯიმ ქროუ" საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, ჯერ კიდევ ცოცხალია და ზოგიერთი არც ისე ასაკოვნი, როდესაც დღემდე ამხელა საპროტესტო მოძრაობებს ვხედავთ, როგორიც იყო "Black Lives Matter", არ მგონია მთლად ყველაფერი რიგზე იყოს. საქართველოში, ამ ყველაფრის მიმართ ცოტა ცინიკური და ნეგატიური დამოკიდებულება არაერთხელ შემიმჩნევია, რაც ამ საკითხის სათანადოდ ვერშეფასების შედეგი მგონია. ეს თქვენ პირადად არც გეხებათ, უფრო ზოგადი, პრეტენზიაა :)).

  • @amorazmiashvili-dx7hp
    @amorazmiashvili-dx7hp 11 місяців тому

    საწყალი გიორგი ლობაძე როგორ რცხვენია მემგონი რო ლობაძეა შეურაწყოფას აეავის ვაყენებ უბრალოთ ქრისტი ლობაძის გამო რომელიც ატცხვენს თავის გვარს და არამარტო გვარს არამედ ქვეყანას

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  11 місяців тому

      ვინ არის ქრისტი ლობაძე?

    • @amorazmiashvili-dx7hp
      @amorazmiashvili-dx7hp 11 місяців тому

      ცუდი ტრანსგენდერია რომელიც საქაეღველოს და ჩვენ რელიგიას აგინებს და ლანძღავს ბოდიში თუ რამე გაწყენინეთ ძალიან მიყვარს თქვენი პოტკასტები

    • @fantasycity2277
      @fantasycity2277 2 місяці тому

      ​@@amorazmiashvili-dx7hpრა შუაშია ? 😂