მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 42. ქართველთა იდენტობა შუა საუკუნეებში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 21 вер 2024
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    -----------------------------------------
    პოდკასტის 42-ე ეპიზოდში, შუა საუკუნეებში ქართველთა იდენტობის საკითხს დავუთმეთ. ვინ იყო „ქართველი" და რას ნიშნავდა „საქართველო" XI-XVIII საუკუნეების ქართველი მემატიანეების, მწერლებისა და მოგზაურებისთვის; რატომ არ არის უნივერსალური შუა საუკუნეების ევროცენტრული ქრონოლოგია; იდენტობის რა მარკერები არსებობდა და როგორ იცვლებოდა ადრეულიდან გვიან შუა საუკუნეებამდე; შეიძლება თუ არა, ომმა დააჩქაროს ხალხის თვითგამორკვევა; რა იყო „პატრიოტიზმი" შუა საუკუნეებში; რა ტერიტორიას აღიქვამდა ქართველი „საქართველოდ" გვიან შუა საუკუნეებში; რატომ ეპასუხებოდა „ქართველოს" დაძახებაზე მხოლოდ ქართლ-კახეთის მოსახლეობა XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს; გაერთიანდებოდა თუ არა საქართველო რუსეთის იმპერიის ფარგლებში რომ არ მოქცეულიყო; რა გავლენას ახდენდა და ახდენს რელიგია იდენტობაზე.
    პოდკასტის სტუმარია, ისტორიის დოქტორანტი, გიორგი მეჭურჭლიშვილი.
    www.podbean.co...

КОМЕНТАРІ • 13

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Рік тому +2

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @shalvakochladze4169
    @shalvakochladze4169 Рік тому +5

    ძალიან კარგი იქნებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის (სომხეთი აზერბაიჯანი) ისტორიაზე ჩაგეწერათ პოდკასტი და ასეთი კუთხიდან შეგვეხედა ჩვენი ისტორიისთვის(აც).
    გმადლობთ.

  • @stradlin26
    @stradlin26 2 роки тому +1

    ძალიან კარგი საკითხი ამოწიეთ. ბევრი გვჭირდება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პრორუსულები ხშირად სპეკულირებენ ამ თემაზე

  • @josefgluklich8267
    @josefgluklich8267 3 місяці тому +1

    რუსეთის რომ მხოლოდ ქართლ კახეთი მიეერთებინა, ტრაქტატის საფუძველზე., რა მოხდებოდა?
    დასავლეთ საქართველოს იგივე ბედი ეწეოდა რაც ართვიბს.
    ასევე გავიხსენოთ ილიას ცნობილი ფრაზა - სამეგრეკოში ვიყავი და ვნახე ნამდვილი საქართველო.
    ეს მან შეგნებულად და გააზრებულად თქვა.
    ამას მეგრელრბი დღესაც სიამაყით ამბობენ.
    ასე რომ ფაქტია რომ რუსეთის იმპერიამ საშუალება მოგვცა ის რაც ადრე ხანცთელმა მოიფიქრა კვლავ ენობრივ და მწიგნობრივ ექსპანსიით გაერთიანებულიყო საქართველო.

  • @tato3696
    @tato3696 2 роки тому +2

    იდენტობის ჩამოყალიბებაში რელიგიას რამდენად დიდი როლი უჭირავს და რელიგიურ ომებზეც თუ ჩაიწერთ მთლიანად შეიკვრება იდენტობის ჩამოყალიბების პირობები.

  • @GorgasaliV.-pt1kk
    @GorgasaliV.-pt1kk Рік тому

  • @José-ernandes
    @José-ernandes Місяць тому

    საქართველოს დაშლა სამეფო- სამთავროებად რომ განიხილოთ თუ შეიძლება

  • @prometheus5770
    @prometheus5770 Рік тому +2

    ნახატი საიდანაა?
    ...ჯრუჭის ფსალმუნნიდან ყოფილა, ბიბლიური მეფე სოლომონი

  • @NataLeeCat
    @NataLeeCat 4 місяці тому

    დამაფიქრებელი ეპიზოდია 🫤უცნაურად კი გაწყდა ბოლოში.🙄

  • @whiteboarinn
    @whiteboarinn 2 роки тому +1

    ბევრი ვეძებე და ინფორმაცია ვერსად ვნახე, საინტერესო თემაა რით განსხვავდებოდა ანტიკური, ფარნავაზამდელი ეგრისისა და ქართლის სამეფოების სოციალური მოწყობა შუა საუკუნეების ფეოდალური მონარქიებისგან, თუ საერთოდ განსხვავდებოდა რამით. შუა საუკუნეებში ყველასთვის კარგადაა ნათელი სოციალური მოწყობის ძირითადი პრინციპი - მეფის მიწები განაწილებული აქვთ მსხვილ და მცირე ფეოდალებს, ამ ფეოდალებს გარდა თავად მიწისა მემკვიდრეობაშივე ერგებათ გლეხები, სოციალური ფენა, რომელიც მათ მიწებს ამუშავებს. ამისთვის ისინი თავის ბატონს გადასახადს უხდიან, თავის მხრივ ფეოდალები კი გადასახადს უხდიან მეფეს. ასეთი იყო ანტიკური პერიოდის სამეფოებიც, თუ რაიმე განსხვავება არსებობს - ამაზე ვერ ვნახულობ ინფორმაციას და მგონი არც არხზე გაქვთ მსგავსი ვიდეო. ან რომ ჩაწეროთ, ან ლიტერატურა მირჩიოთ, ან უბრალოდ მოკლე პასუხი გამცეთ, მადლობელი ვიქნებოდი.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому +2

      ამ წიგნს გირჩევდით Георгий Меликишвили, К истории древней Грузии (Тбилиси, 1959). ასევე, უშუალოდ წყაროში, სტრაბონის გეოგრაფიაშიც შეგიძლიათ ნახოთ როგორ იყო მოწყობილი ანტიკური საზოგადოება იბერიაში.
      მნიშვნელოვანი სხვაობაა ფეოდალიზმსა და ანტიკურ საზოგადოებას შორის. გვიანდელი, უკვე ფეოდალიზმის ხანაში დაწერილი ქართული წყაროები ქმნიან მსგავს წარმოდგენას და განწყობას, რომ ანტიკურობაშიც ასე იყო, სინამდვილეში, ანაქრონულია უბრალოდ. ეგრისს რაც შეეხება, ის გვიანანტიკური სახელმწიფოა და იმავე დროის იბერიასთან ერთად, ადრეული ფეოდალიზმის სტადიაში იქნებოდა. სამწუხაროდ, სამეფოს მოწყობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ, წყაროებიდან არ გვაქვს ბევრი ცნობა, რადგან, ეგრის-ლაზიკას, ძირითადად, ბიზანტია-ირანის ომების აღწერაში ვხვდებით, სადაც აქცენტი სწორედ იმპერიების ამ ომებზეა.

    • @ghlighvacherqezishvili6613
      @ghlighvacherqezishvili6613 9 місяців тому +1

      ანტიკურ ხანაში იყო მონათმფლობელობა ნაწილობრივ, ფეოდალურში ბატონ-ყმობა!...

  • @avtandilrukhadze219
    @avtandilrukhadze219 2 роки тому

    კარგი იქნება ჩვენი ქართული სამეფო-სამთავროების ქვეიდენტობებზეც რომ გააკეთოთ პოდკასტი, მათი წარმოშობის ისტორიაზე და მიზეზებზე. მარტო დასავლეთ საქართველო რომ ავიღოთ ძალიან ბევრი სამეფო-სამთავრო არსებობდა, მაგ. ეგრისის სამეფო, აფხაზეთის სამეფო, შემდეგ გვიან საუკუნეებში იმერეთის სამეფო, ოდიშის, გურიის და აფხაზეთის სამთავრეობი და ა.შ.