ევრიპიდეს „მედეა“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 7 лют 2021
  • ლიტერატურულმა გადაცემა „წახნაგებმა“ შექმნა ახალი რუბრიკა „მედეა“, რომლის ეგიდით უნდა გავიდეს რამდენიმე გადაცემა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟზე, რომელსაც ძველ, ახალ და უახლეს დროში მიეძღვნა უამრავი ტრაგედია, ოპერა, ბალეტი, ფილმი და ა.შ. იგულისხმება ევრიპიდეს, ლუკიუს ანევს სენეკას, პიერ კორნელის, იუჯინ ო’ნილის, ჟან ანუის ტრაგედიები; აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის პოემები, მოზრდილი ნაწყვეტები პინდაროსისა და ოვიდიუსის შემოქმედებაში და ა.შ. დღეს ვისაუბრებთ იმ კოლოსზე, რომლის სცენაზე გამოჩენამ ეს უზარმაზარი ტალღა გამოიწვია - ევრიპიდეს ტრაგედია „მედეაზე“, რომელიც ძვ.წ. 431 წ. დაიდგა ათენში და ავტორს სიხარული ვერ მოუტანა - მაყურებელმა პიესა არ მიიღო და მან ტრაგიკოსთა შეჯიბრებაზე ესქილეს ვაჟ ევფორიონისა და სოფოკლეს შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, რაც, ფაქტობრივად, ჩავარდნას ნიშნავდა. თეატრის გამომგონებელმა, თესპისმა, თავის დროზე ერთი მსახიობის თეატრი შექმნა. ეს იყო ერთი მსახიობი, რომელიც ნიღბების მეშვეობით რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებდა. ესქილემ შემოიყვანა სცენაზე მეორე მსახიობი და სათავე დაუდო უშუალო კონფლიქტს ტრაგედიაში, ხოლო სოფოკლემ მსახიობების რიცხვი სამამდე გაზარდა და ასეც დარჩა კლასიკურ ბერძნულ ტრაგედიაში. ევრიპიდე ცნობილი იყო როგორც ნოვატორი და მითოსისთვის საბურველის ჩამომხსნელი, ესქილეს ნახევრად ღმერთებისა და სოფოკლეს გმირების შემდეგ ევრიპიდემ სცენაზე აიყვანა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არნახული ემოციური მუხტით აღჭურვა. ნოვატორულია „მედეაც“, მასში ევრიპიდემ მოულოდნელად ორი მსახიობის კონცეფცია დააბრუნა, რომ მედეა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო სცენაზე, რომ გვეგრძნო მისი დომინაცია: მედეა და იასონი (სამჯერ), მედეა და კრეონი, მედეა და ეგევსი...

КОМЕНТАРІ • 8

  • @levanisabiashvili3859
    @levanisabiashvili3859 3 роки тому +5

    აუ რა მაგარია ♥️♥️♥️

  • @MariamGoroziaa
    @MariamGoroziaa 5 місяців тому

    დიდი ლევან ბერძენიშვილი!❤❤❤❤❤❤❤❤

  • @tamartamunanemsadze7750
    @tamartamunanemsadze7750 3 роки тому +13

    ანუ მედეამ კი არ გასწირა, მედეამ გაითვალა , რომ ტაძარში შეაფარებდა შვილებს. უბრალოდ ბერძნები იყვნენ გათახსირებულები და ამიტომ იკადრეს ყველაფერი. კარგია , რომ დავიწყეთ მედეაზე საუბარი ქართველებმა. ევრიპიდეს დამსახურება არ არის, რომ მედეა დიდი ქალია. ევრიპიდემ ეგ დაწერა მედეას შავი პიარიათვის და იმისთვის, რომ ბერძნებისთვია ბავშვების მკვლელების დაღი ჩამოერეცხა. ევრიპიდეს მედეაზე არ უფიქრია. უბრალოდ მედეა იყო ძალიან გაბედული ქალი და არ ჯდებოდა მისივე ეპოქის სტანდარტებში და ამიტომ დღემდე მედეა არის მედეა. მედეა არ არის ცნობილი ევრიპიდეს გამო. მედეა არის დიდი. ევრიპიდეს არ უფიქრია მედეაზე , როცა ამ ტრაგედიას წერდა. ევრიპიდეს უნდოდა რომ ბავშვების კვლელწბის დაღი ჩამოერეცხა მაშინდელი ბერძენი საზოგადოებისათვის. ზოგადად, ტრაგედია ჟანრი იწერებოდა როგორ შოკური თერაპია აღვირახსნილი და ყველაფრის მკადრებელი მაშინდელი ბერძნული საზოგადოებისათვის. ყვავის ტრაგედიები იმ ეპოქაში. რაც ბერძნებმა გააკეთეს ეს მაგათთვისაც კი იყო შოკი. რამ შეიძლება საშოკოს ასეთი უმორალო საზოგადოება თუ არა უფრო მეტმა ტრაგედიამ და რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ტრაგედია , ვიდრე ბავშვების მკვლელობაა? რა თქმა უნდა მეტი ტრაგედიაა, როცა დედა კლავს საკუთარ შვილებს. ეს იყო ევრიპიდეს მხატვრული ხერხი იმ დროინდელი მორალურად გახრწნილი ბერძნული საზოგადოების თან გამოსაფხოზლებლად და თან ამ დაღის ჩამოსარეცხად. მედეას არ ჭირდება ევრიპიდე. მედეა არის დიდი და მიუხედავად იმისა , რომ მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგ იყო სა ევრიპიდემ შავი პიარიც აუგორა, მედეამ გაუძლო დროს. მედეას არ ჭირდება გათეთრება...მედეა იყო სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, მეფის ასული და ნუ ვუდგებით ოცდამეერთე საუკუნის სტაბდარტებით. იმ დროს ძლიერი დინასტიები იშორებს მე მეტოქეებს. მედეა არ არის სახლში ჩამჯდარი დიასახლისი და შვილებსაც ზრდის მებრძოლებად. არანაირი ბრალი არ მიუძღვის არაფერში. ვერ გაითვლიდა, რომ ბერძნები ტაძარს შელახავდნენ.

    • @tamarysvanidze244
      @tamarysvanidze244 2 роки тому +1

      სრულიად გეთანხმებით , მედეას არ მოუკლავს მისი შვილები ქართველი ქალი მაგას არაფრის გამო არ იზამს აი გიჟმა ისტერიკიანმა ბერძენმა კი თავისუფლად შეიძლება გააკეთოს ეგ!

  • @bybargin
    @bybargin 3 роки тому +7

    ეს რა ქენი ევრიპიდე, მსოფლიო რომ გადიკიდე?
    ჩარჩოები დაამსხვრიე, კანონები დაიკიდე...!
    ქალის ტრაგიკული ტვირთი ბერძნულ მხრებზე აიკიდე.
    დაგვძაფრ, დაგვშანთ, გაგვაოგნე, ჰო მოგვნუსხე აი კიდე...
    😋

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 3 роки тому +1

    💥👏👏

    • @salvatoregus1558
      @salvatoregus1558 2 роки тому

      I guess it's kinda randomly asking but does anyone know of a good website to stream new movies online ?