სოფოკლე - ტრაგედიის მწვერვალი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 19 жов 2021
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს პერიკლესის მეგობარსა და თანამოაზრეზე, საზღვაო კავშირის ხაზინადარზე, სტრატეგოსზე, პრობულოსზე და, რაც მთავარია, ანტიკურობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურაზე, გენიალურ ტრაგიკოსზე, სოფოკლეზე. ამ უნიჭიერეს შემოქმედს თავისი მოღვაწეობის მანძილზე ტრაგიკოსთა ასპარეზობებზე ოცი გამარჯვება მოუპოვებია და, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, არასოდეს გასულა მესამე ადგილზე ანუ ერთხელაც არ დამარცხებულა. რა შემატა სოფოკლემ ძველ ბერძნულ ტრაგედიას; რა იყო მის მიერ თეატრში დეკორაციების შემოტანის მნიშვნელობა; რატომ დაამატა სოფოკლემ ტრაგედიას მესამე მსახიობი; რატომ გაზარდა გუნდი თორმეტიდან თხუთმეტამდე და, ამავე დროს, რატომ შეზღუდა გუნდის ფუნქცია; რატომ ხატავდა იგი ადამიანებს ისეთებს, როგორიც ისინი უნდა იყვნენ; რატომ ამთხვევდა ტრაგედიაში ამოცნობისა და გარდატეხის (ანაგნორისმოსისა და პერიპეტიის) მომენტებს; როგორ აღწევს იგი ძრწოლისა და თანაგრძნობის მეშვეობით განწმენდას (კათარსისს); რატომ გადარჩა მისი ასზე მეტი ტრაგედიიდან მხოლოდ შვიდი, - ამ და კიდევ ბევრ ამგვარ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 9

  • @ketevannutsubidze6156
    @ketevannutsubidze6156 7 місяців тому +1

    ამოუწურავია თქვენი ცოდნა,მადლობა!❤

  • @Sophieza377
    @Sophieza377 2 роки тому +2

    სასიამოვნო მოსასმენია, მიუხედავად იმისა რომ დღის განმავლობაში დრო არ მაქვს მაინც ვახერხებ როგორმე მოვუსმინო.. მადლობა ბ-ნ ლევან..
    პ.ს ძალიან მოკლებული ვარ მსგავს საუბრებს-პოდკასტებს და ჩემთვის ფუფუნებაა თქვენი მოსმენა…

  • @levanisabiashvili3859
    @levanisabiashvili3859 2 роки тому +4

    ვიცოდი დღეს რაღაც გამიხარდებოდა ..♥️♥️♥️♥️

  • @eleneshonia4935
    @eleneshonia4935 2 роки тому

    დიდი მადლობა ბატონო ლევან ❤️❤️❤️❤️თქვენ ჩვენი განძი ხართ❤️❤️❤️

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze9736 21 годину тому

    აღფრთოვანებით ვუსმენ ამ გენიოსს.მაოცებს მისი ცოდნის სიღრმე

  • @Matso88
    @Matso88 2 роки тому +4

    მიყვარს ბატონი ლევანის ყველა ვიდეო ,მაგრამ განსაკუთრებით როცა ბერძნულ მითოს და ლიტერატურას ეხება 🥰

  • @konseigu
    @konseigu 2 роки тому +1

    Spotify ზე და მსგავს პლატფორმებზე როგორც პოდკასტი რატომ არ გადის?

  • @sallykuzanashvili1371
    @sallykuzanashvili1371 2 роки тому

    ♥️♥️♥️

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 2 роки тому

    💙👏👏