პერსონაჟი: ოიდიპოსი - ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 9 чер 2019
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უნივერსალურ პერსონაჟზე, ოიდიპოსზე. ოიდიპოსი ბევრი ლიტერატურული ნაწარმოების გმირია, ჰომეროსით დაწყებული და ევრიპიდეთი დამთავრებული, მაგრამ ყველაზე უკეთ მას სოფოკლეს ე.წ. თებეს ციკლის ტრაგედიებიდან ვიცნობთ: „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონისში“ და „ანტიგონე“. ჰომეროსს ორივე პოემაში ჰყავს ოიდიპოსი ნახსენები და ირკვევა, რომ მასთან ეს პერსონაჟი არც თებედან გაუძევებიათ და, რაც მთავარია, მას არც თვალები დაუთხრია. სოფოკლესეული ოიდიპოსი ამ პერსონაჟის მთავარი ვარიანტია, თვალების დათხრა კი სწორედ ამ მოვლენის უნიკალურობის გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს ის აქტია, რომელიც ადასტურებს, რომ ოიდიპოსი კი გაწირეს ღმერთებმა, როგორც საკუთარი სათამაშო, მაგრამ მან მაინც იპოვა გზა, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნეში ნიცშე ზეკაცის გზად მონათლავს - მან გაიარა მანძილი ცოდვის გზით ზეადამიანამდე და ღმერთამდე. ოიდიპოსი მოკვდა კოლონოსში როგორც ადამიანი და იმავ წამს უკვდავი ღმერთი გახდა. სხვათა შორის, სწორედ კოლონოსში დაიბადა ლიტერატურაში ოიდიპოსის უკვდავმყოფელი სოფოკლე. რატომ დაითხარა ოიდიპოსმა თვალები, რატომ არ შეაშფოთა ეს პერსონაჟი, მამისტოლა კაცი რომ ჰყავდა მოკლული და დედისტოლა ქალი - ცოლად მოყვანილი, რატომ არ ისურვა კორინთოსში მეფედ დაბრუნება, რა არის მისი უნივერსალურობა - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 14

  • @likazondler5075
    @likazondler5075 4 роки тому +9

    რა სასიხარულოა ისეთი თანამოქალაქის არსებობა როგორიც ბ. ლევანია . მადლობა, ამ კარგ პროექტს და რა თქმა უნდა გენიალურ , ლევან ბერძენიშვილს.

  • @alexanderthegreat4461
    @alexanderthegreat4461 2 роки тому +5

    ყველა დროის უდიდესი ქართველი მოაზროვნე!ბრავო ბნლევან!

  • @ekashatirishvili2189
    @ekashatirishvili2189 3 роки тому +2

    zalian saintereso iko,arachvrulebrivi analuzi.didi madloba 👍

  • @elenekucia9579
    @elenekucia9579 4 роки тому +2

    👍👍👍👍👍

  • @marimari5679
    @marimari5679 3 роки тому +1

    დიდი მადლობა ბატონო ლევან 😘😘

  • @natiakurtanidze777
    @natiakurtanidze777 Рік тому

    ტრაგედიათა ტრაგედია

  • @balubaluza215
    @balubaluza215 4 місяці тому

    ლაბლაკიდების მითი რა არის? ვინმემ მიპასუხეთ

  • @ima-rik
    @ima-rik 4 місяці тому

    ქართველი კაცები რომ მიხვდებიან რომ ცოლში დედა და მომვლელი კი არა ქალი და პიროვნება უნდა ეძებონ და უყვარდეთ მერე გვეშველება.

  • @t.ts.2508
    @t.ts.2508 5 років тому +4

    romeli sulit avadmyopi adzlevs dislike-s

  • @tubezv
    @tubezv 5 років тому

    ანუ ყველანი ყლ...ები ვართ? :D თუ ადამიანის სიდიადის საიდუმლებაც ამაშია? უკაცრავად შეუსაბამო კომენტარისთვის.