პერსონაჟი: მედეა | ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 гру 2019
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ და რთულ პერსონაჟზე, გენიალური ევრიპიდეს „მთავარ ქალზე“, მსოფლიო ლიტერატურის მთავარ ქართველ გმირზე, გრძნეულ, სასტიკ, ინტელექტუალ და დაუმორჩილებელ მედეაზე. არგონავტების მითი, რომელსაც უკვე ჰომეროსიც იცნობს (იგი ახსენებს იასონის ვაჟს, რომელიც ბერძენ გმირს ჰიფსიფილესგან შეეძინა და რომელიც კარგი ღვინით ამარაგებდა ბერძნებს) და მედეას პიროვნება ჰესიოდედან დაწყებული ბერძნული ლიტერატურის დიდი ყურადღებით სარგებლობს. ჰესიოდემ „თეოგონიაში“ მედეას გენეალოგია აღწერა (ტიტანი ჰიპერიონი-ჰელიოსი-აიეტესი-მედეა) და იასონთან მისი ქორწინება წარმოგვიდგინა მოკვდავთა და უკვდავთა ქორწინებათა კონტექსტში; შესაბამისად, ჰესიოდესთან მედეა ქალღმერთია. ასევე უკვდავადაა წარმოდგენილი მედეა პინდაროსთანაც. ევრიპიდესთან მედეა მოკვდავი ქალია, რომელმაც მოღალატე ქმარზე შური იძია. რატომ დააკისრა ევრიპიდემ მედეას ბავშვების განზრახ მკვლელობა, თუკი მანამდე მითის ორი ვერსია იყო მხოლოდ ცნობილი, რომ 1. მედეას ბავშვები შემთხვევით შემოაკვდა და 2. ბავშვები კორინთოსელებმა ჩაქოლეს, როდესაც მათ დედის დავალება შეასრულეს და კორინთოს მეფის ასული, გლავკე შეიწირეს? რა ცნობებს გვაწვდის ამის შესახებ სახელგანთქმული ბერძენი გეოგრაფოსი პავსანია? რამდენად სერიოზულია გენიალური ტრაგიკოსის 5 ტალანტით მოსყიდვის ამბავი? რატომ დახატა „ქალთმოძულედ“ ცნობილმა ევრიპიდემ მედეა პოპულარულ ბერძენ გმირზე, იასონზე ინტელექტითა და ვაჟკაცობით აღმატებული? რატომ მოათავსა იასონი ჰიფსიფილესა და მედეას ღალატის გამო ჯოჯოხეთის მერვე წრეში დანტემ და რატომ არ მოეძებნა იქ ადგილი მედეას? რას ნიშნავს მედეა ჩვენთვის, ქართველებისთვის, როგორც ნაციონალური არქეტიპი? - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 47

  • @nanabubuteishvili2202
    @nanabubuteishvili2202 9 місяців тому +8

    ბატონო ლავან უკიდურესად დიდი პატივისცემა თქვენს ნიჭს, თქვენს განათლებას, დაუღალავ შრომას. ფუფუნებაა საქართველოსთვის თქვენნაირი პიროვნება. გმადლობ ❤

  • @user-kw9sx6sk5k
    @user-kw9sx6sk5k Місяць тому +2

    ბრავო ბ- ნო ლევან

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze9736 18 годин тому

    ჩემი უსაყვარლესი ლექტორი. მა ედნიერებს მისი მოსმენა

  • @nonaavsajanishvili9021
    @nonaavsajanishvili9021 4 роки тому +12

    როგორც ყველა ლექცია ბატონი ლევანის საუკეთესოა გენიოსია ბატონი ლევანი..ყველა ლექციას ვუსმენ 3ჯერ მაინც👍👍👍👍👍👍🥰🌞🌼

  • @tatiagocholeishvili713
    @tatiagocholeishvili713 4 роки тому +18

    მიყვარხართ მთელი გულით და სულით. იცოცხლეთ დიდხანს. ❤❤❤

  • @MariamGoroziaa
    @MariamGoroziaa 5 місяців тому +2

    ვგიჟდები ამ ადამიანზე!💛

  • @leamoore5304
    @leamoore5304 Рік тому +2

    საუკეთესო ხართ! ❤

  • @tamarysvanidze244
    @tamarysvanidze244 2 роки тому +4

    საოცარი ლექცია, კოლხეთზე და არგონავტებზე თუ რამე სადმე არის ყველაფერი წაკითხული და მოსმენილი მაქვს აი , თქვენი ლექცია კი იყო დამაგვირგვინებელი , ბევრი უცნობი რამ გავიგე , დიდი მადლობა 🙏🏻🥰

    • @Ulysses-1922
      @Ulysses-1922 2 роки тому

      "წანაკითხი" და "მონასმენი" , რა არის? -_^

    • @tamarysvanidze244
      @tamarysvanidze244 2 роки тому

      @@Ulysses-1922 ჩავასწორე 🤩🙏🏻

    • @Ulysses-1922
      @Ulysses-1922 2 роки тому

      @@tamarysvanidze244 , სორი 😂

  • @ninotsiklauri6238
    @ninotsiklauri6238 3 роки тому +2

    ყველაზე მეტად საინტერესო იყო გადაცემა მედეაზე✋✋✋✋✋❤❤❤❤❤

  • @Gi_Ko
    @Gi_Ko 4 роки тому +5

    ძალიან კარგი კაცი ბრძანდებით
    ძალიან კარგ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევით
    მალობთ

    • @altabelo5732
      @altabelo5732 Рік тому +1

      შენ კარგი კაცის მნიშვნელობა არ გცოდნია ჩემო ძმაო.რადგან ნაკითხია იმას არ ნიშნავს რო კარგი ადამიანია.ადამიანს სანამ არ გამოცდი პირადად,საიდან მოგაქვს რო კაი ადამიანია

    • @Gi_Ko
      @Gi_Ko Рік тому +3

      @@altabelo5732 ჩემო ძმაო, მე მაგის კონკრეტულად ამ საქმეს ვაფასებ და მაგიტომ ვამბობ, და არა მაგის ნასწავლობით.
      ეხლა ყველამ იცის ჯორდანო, მესსი, ჰარი პოტერი, ჰაგი ვაგი და რა ვიცი კიდევ ვინ და რა. მაგრამ ვინმეს ახსოვს ცოტნე დადიანი, გიორგი სააკაძე, გოსტაშაბიშვილი თუ სხვა ?!
      თავის დროზე აკაკი წერეთელმა და იაკობ გოგებაშვილმა მოკიდეს ამას ხელი და გაახსენეს ხალხს სახელოვანი მამა-პაპა. დღეს კი რეიტინგული და პოპულარულია ან პოლიტიკაზე პროფესორობა და დედის გინება, ან სხვის ფეხბურთზე რეპორტაჟი, ანდაც ეკლესიაზე თუ გეი ქალაჩუნებთან ინტერვიუები და სუპერ-პუპერ შოუები.
      ნასწავლი მართლა ბევრია, მარტო ნაგავი კი არა, უფრო მეტიც რომ არის.
      და ეს მათი საქმიდან ჩანს, რაც ზოგი შენ იცი, ზოგი მე და ზოგიც სხვამ. მაგრამ უნდა თქვა, ამან ესა და ეს ჭამა და ამიტომ დედააფეთქებული არისო. თუარადა, 1 ფუთი მარილი ვისთანაც არ უჭამია კაცს, ყველაზე ვერ იტყვი ამიტომ არ არის კარგი კაციო. ასე არაა ?

  • @dr.1875
    @dr.1875 2 роки тому +1

    ძაან კაია არველოდი. ბრავო👍

  • @tatiagocholeishvili713
    @tatiagocholeishvili713 4 роки тому +19

    მედეა როგორ იქნება გაღმერთებული, როცა ქვეყნის უმრავლესობამ არც კი იცის ამ გმირის შესახებ.

    • @mziaqartvelishvili2153
      @mziaqartvelishvili2153 3 роки тому +2

      მსოფლიოში სტალინის შემდეგ ყველაზე ცნობილი პიროვნებაა

    • @ninaashley1971
      @ninaashley1971 2 роки тому

      @@mziaqartvelishvili2153 ıöhkyb
      Kmyyuğğu

    • @ninaashley1971
      @ninaashley1971 2 роки тому +1

      Ğunuyh

  • @natiasanamashvili3601
    @natiasanamashvili3601 2 роки тому +1

    უსაზღვრო პატივისცემა ჩემგან ბატონო ლევან

  • @makamaka829
    @makamaka829 4 роки тому

    ❤❤❤❤❤

  • @deokupatori
    @deokupatori 2 роки тому

    ❤❤❤❤❤❤❤

  • @user-oh6rn8bk7o
    @user-oh6rn8bk7o 6 місяців тому

    მადლობა ბატონო ლევან პოლიტ დევნილი ლონდონიდან გისმენთ .
    ჩემ ისტორიაზე ფილმი დააფინანსა ევრო კავშირმა დევს იუთუბზე ;
    რა ხდება როდესაც საქმეში იუსტიციის საბჭოს მდივანი მონაწილეობს.
    ასევე იხილეთ დოკუმენტური ფილმი იუთუბზე ; ჰეროკრატია 2 ივანიშვილის რეჟიმი.
    The regime in Georgia 2017 Tamar Khachapuridze.

  • @user-yf6hz7mk3n
    @user-yf6hz7mk3n 9 місяців тому +1

    დიდი მადმობა ბატონო ლევან

  • @tamarysvanidze244
    @tamarysvanidze244 2 роки тому +2

    საბერძნეთში ბერძნებს მედეა ბერძენი ჰგონიათ :( და ქართველებმა საერთოდ არაფერი იციან მედეაზე :(

  • @user-by4yl3un4g
    @user-by4yl3un4g 7 місяців тому

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @nikyankee1080
    @nikyankee1080 Рік тому

    Aba Elizabeth
    Aba ekaterine
    Aba tamari
    P.s.
    My name is Ledi GaGa ...

  • @void5186
    @void5186 3 роки тому

    გენიალურია ევრიპიდე :))

  • @user-pk3xs7ui8w
    @user-pk3xs7ui8w 2 місяці тому

    ღმერთისგან ნაბოძები ნიჭი. ზე ნიჭირი საოცრება

  • @kappgiga
    @kappgiga 4 роки тому +12

    სამწუხაროდ ძალიან დაბალ ხმაზეა ჩაწერილი.

    • @tatiagocholeishvili713
      @tatiagocholeishvili713 4 роки тому +6

      მეც ეს თხოვნა-შენიშვნა მაქვს. სხვა ყველაფერი გენიალურია. ჩვენ ბატონ ლევანზე და მის გადაცემებზე დამოკიდებული ხალხი ვართ. იცოცხლეთ დიდხანს ბატონო ლევან.❤

    • @mariamman
      @mariamman Рік тому

      გზაში მინდოდა მოსმენა და დავიტანჯე

  • @chadbroski
    @chadbroski 3 роки тому

    @E for epic

  • @khatunajabakhidze2560
    @khatunajabakhidze2560 2 роки тому

    tavis dzmas rom dachexavs adamiani is ratom unda gaagmerto an brdzeni ratom unda gegonos an ratom unda gegonos msxverpli galatis. tavad mogalate iyo tavisi fesvebis

  • @datob1489
    @datob1489 Рік тому

    მედეას მიერ შვილების დახოცვა ბერძნებმა თვითონ მოიფიქრეს და დაწერეს, ჩვენ რას გვერჩიან? 😁

  • @malkhazchanturia8726
    @malkhazchanturia8726 8 місяців тому

    ითამაშოს და დაანებოს თავი თანხებს. თვეში 150 000ევრო არაა ცოტა ქართველი ფეხბურთელისთვის. რეალობას გავუსწოროთ თვალი, კვარა არაა ავტორიტეტი არც ნაპოლიში და არც სხვაგან, გარდა ეროვ
    ვნული ნაკრებისა.

  • @mayquelhuaranca8496
    @mayquelhuaranca8496 3 роки тому +2

    Que mierda dice
    Pero lo siento si se trata de DIOS

    • @LalaLala-ok6ro
      @LalaLala-ok6ro 3 роки тому

      Oye, eso no es una Mierda,este hombre es un filóloga grande i cuenta un parte de la historia Georgia y es muy interesante. Si no lo sabes te explico que Georgia es un país muy antiguo, con la historia inmensa, con la naturaleza bellísima, y la gente georgiana son muy hospitalarias
      Deberías que visitarlo este país ,te quedarás muy contento.