ლევან ბერძენიშვილი: გალაკტიონის „თოვლი“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 25 січ 2025

КОМЕНТАРІ • 35

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 6 років тому +30

    მადლობა საინტერესო ინტერპრეტაციისთვის. ბედნიერი ვარ, რომ იმ ქვეყანის შვილად მომავლინა ღმერთმა, რომლის ენაზეც გალაკტიონი წერდა

  • @woolfvirginia765
    @woolfvirginia765 5 років тому +7

    სულ სხვანაირი და უძლიერესი ინტერპრეტაციაა ლექსის. აი რატომ ვერასდროს ვერ ვიგებდი სკოლის პერიოდში გალაკტიონს. სკოლაში ამას ესე არ ასწავლიან სამწუხაროდ.
    ბატონი ლევანის წყალობით მართლა აღმოვაჩინე ვინ იყო გალაკტიონი თურმე. მადლობა დიდი ბატონი ლევან ამ გადაცემისთვის

  • @mishkuniusi1
    @mishkuniusi1 6 років тому +34

    მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
    ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
    მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
    და სიყვარულის ასე მოთმენა.
    ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
    დღეები რბიან და მე ვბერდები!
    ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
    უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
    ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
    იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
    მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
    შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
    ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
    უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
    იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
    შენი მანდილი ამ უდაბნოში...
    ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
    ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
    მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
    და ზამბახების წყებად დაწვენა.
    თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
    და დაღალული სიზმრით დამთოვა.
    როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
    როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
    არის გზა, არის ნელი თამაში...
    და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
    მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
    ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
    მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
    მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
    მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
    და თმების ქარით გამოქროლება.
    მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
    ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
    თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
    და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
    თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
    და დაღალული ფიფქით დამთოვა.
    როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
    როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 6 років тому +13

    სიცარიელეში დანახული სისავსე, სიცივით შეგრძნებული სითბო, წყურვილით მოკლული წყურვილი

  • @lelapirosmanishvili8074
    @lelapirosmanishvili8074 3 роки тому +2

    აპოლინერის გარდა, შექსპირს არ გაგონებთ? 97-ე სონეტს, რომელშიც ასევე არის სიყვარულის სიკვდილი და აღდგომა, "hope of orphans and unfather'd fruit" მადლობა, საინტერესო იყო ძალიან

  • @katekate7499
    @katekate7499 5 років тому

    მადლობა ❤

  • @dima_khanjaliashvili
    @dima_khanjaliashvili 5 років тому +1

    ტერენტი გრანელის ,,ეჭვიანობა ვნებაზე" - ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი ინტერპრეტაცია.

  • @EReijnen
    @EReijnen 6 років тому +7

    მე ეს ლექსი სხვანაირად მესმის. თუმცა ლიტერატორებთან კამათს არ ვაპირებ.

  • @ingakharebava9472
    @ingakharebava9472 5 років тому +1

    რომ ჩაიწეროს ამ სერიის სხვა ლექსები რა უნდა გაკეთდეს? ველი რა ხანია

  • @galagala3730
    @galagala3730 3 роки тому +1

    სისულეეა. გალაკტიონმა სტალინს მიუძღვნა ლექსი და ამ სასტავს იმიტომ არ მოსწონს. გალაკტიონმა იცოდა პოეზიიის ენა და ყველა მძლავრი პოეტი ამ ენაზე საუბრობს. იგივე ტერენტი გრანელი "მემენტო მორი" -ა" არის საერთაშორისო პოეზიის ლათინური ლირიკა. ამუტომ არ შეილება ვთქვათ რომ მან მოიპარა ეს სიტყვები, რადგან ისედაც უამრავი პოეტი იყენებს. როგორც გალაკტიონი ფერებით საუბარს.

  • @imedajikhvashvili8156
    @imedajikhvashvili8156 6 років тому +6

    ნამეტანი კაი

  • @SilentChaosMusic
    @SilentChaosMusic 5 років тому +2

    ულტრაიისფერ სხივებს ხედავდა თავლზე , მარტივადაა საქმე

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  2 роки тому

    გადაცემის ამ ეპიზოდში საუბარია გალაკტიონის დამოკიდებულებაზე მის მასწავლებელთან, რომელსაც იგი მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს გენიოსად მოიხსენიებდა, ნიკოლოზ ბარათაშვილთან. იხილეთ ვიდეო აქ: ua-cam.com/video/NXxEqvOU5oQ/v-deo.html

  • @zeppelinlt9310
    @zeppelinlt9310 5 років тому

    Tbilisis ganxilvac iyo, batoni levanis is video waishala vegar vipove, ikneb vinmem icodet linki

  • @nodarimikiashvili2692
    @nodarimikiashvili2692 6 років тому +1

    მადლობა, იქნებ "თბილისის" განხილვაც დადოთ

    • @Radio-Tavisupleba
      @Radio-Tavisupleba  6 років тому

      გამარჯობა ნოდარ, ლიტერატურული წახნაგების ფეისბუკ ჯგუფში შეგიძლიათ თავად შესთავაზოთ ლევან ბერძენიშვილს თქვენთვის საინტერესო თემა: facebook.com/groups/LiteraturuliTsakhnagebi/ 😊

    • @nairajijavadze2687
      @nairajijavadze2687 6 років тому

      Batono levan gmadlobt!yoveltvis didi siamovnebit gisment!amjerad zalian kargi iyo shedareba giom apolineris,,mirabos xidsa''da galaktionis ,,tovlss shoris!

    • @beqabeqa8606
      @beqabeqa8606 6 років тому

      აქ ამბობს რომ უკვე განვიხილეთო და იქნებ დადოთ :)

    • @OtoMagaldadze
      @OtoMagaldadze 4 роки тому

      @@beqabeqa8606 ua-cam.com/video/_Sq5HrPkw8k/v-deo.html

  • @mariezen9188
    @mariezen9188 6 років тому

    მეც მქონდა პროტესტის გრძნობა სკოლაში როდესაც "თოვლი" პირველად გავიარეთ. აბა როგორ შეიძლება თოვლი იისფერი იყოს? 😊

    • @Anime_reviews1
      @Anime_reviews1 2 роки тому +1

      მშრალად გადმოცემული გაკვეთილების ბრალია ეგ...სათანადოდ არ დაგაინტერესათ მასწავლებელმა.

  • @Mariam505_
    @Mariam505_ 2 роки тому

    16:00

  • @nairajijavadze2687
    @nairajijavadze2687 6 років тому +3

    Batono levan gtxovt gilgameshis eposze gvelaparakot

  • @Mariam505_
    @Mariam505_ 2 роки тому

    12:00

  • @nairanaira1884
    @nairanaira1884 3 роки тому

    Brwyinvalea

  • @marishkaadamadze9831
    @marishkaadamadze9831 5 років тому +1

    შენ რატო ლაპარაკობ შენ .............

  • @nkestebaro3966
    @nkestebaro3966 3 роки тому

    ჰგი