ლევან ბერძენიშვილი: გალაკტიონის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 23 чер 2019
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi Monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის გენიალური წიგნის, „არტისტული ყვავილების“, რომელსაც წელს 100 წლისთავი შეუსრულდა, კიდევ ერთ მთავარ ლექსზე, რომელსაც ეწოდება „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“. შესაძლოა, გალაკტიონისთვის უცნობი იყო, რომ მართლა არსებობს „ქვიშაში ვარდის“ ფიზიკური ფენომენი, უდაბნოში შემთხვევით მოხვედრილი სითხე ამოზრდის თაბაშირის ფირფიტებს, რომელსაც ვარდის ფურცლების სტრუქტურა აქვთ. „უდაბნოს ვარდი“ მშვენიერი მეტაფორაა გალაკტიონის პოეზიისთვის, რომელიც მართლა ამოიზარდა როგორც განუმეორებელი მოვლენა იმდროინდელი ეპიგონური ქართული პოეზიის უდაბნოში. ლექსი იწყება ღვთისმშობლისადმი მიმართვით. ქრისტიანულ სიმბოლიკაში მზე ჩვეულებრივ, მამა ღმერთს მიემართება, მაგრამ გალაკტიონმა ქართული წარმართული ტრადიციისამებრ, ეს ღვთაება, დედას, ამ შემთხვევაში, ღვთისმშობელს დაუბრუნა. მის პოეზიაში ეს ტრადიციულია („მზეო თიბათვისა...“) რატომაა დანტე ალიგიერისგან განსხვავებით, ჯოჯოხეთში დარჩენილი გალაკტიონი, რატომ არ მოხდება სასიკვდილო სარეცელზე მისთვის ზიარება, როგორ იქცევა ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო ანტიკურობის მუზად, რა წამებისგან იბადება პოეზია, რა არის სიტუაციური მეტაფორა, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 32

  • @giorgitoklikishvili9586
    @giorgitoklikishvili9586 4 роки тому +3

    საინტერესო,უგანთლებულესი და კარგად მოსაუბრე ადამიანი 🙌

  • @ninikavtaradze
    @ninikavtaradze 4 роки тому +3

    დიდი მადლობა ;) უმაგრესი ლექცია იყო.

  • @giorgigeorgekandelaky-nude6044
    @giorgigeorgekandelaky-nude6044 4 роки тому +7

    ძალიან საინტერესოა.
    უფრო მეტი ასეთი გადაცემა გვინდა!
    მადლობა!
    PS. პუშკინი რა შუაშია ვერ გავიგე.
    ეტყობა სტუდიაში ვიღაცა სულელი გოგოშკა კლავიატურას აწვალებდა და რედაქტორს ფეხებზე ჰკიდია.

    • @Megan.Topadze
      @Megan.Topadze 4 роки тому +7

      რა სექსისტური კომენტარია,კაცუშკა შტერი არ გინახავს??? თუ შტერი მარტო გოგუშკები არსებობენ? 🙄🙄🙄🙄 აი მაგალითად შენც ამ წუთას გრანდიოზული დებილიზმი დაწერე მაგ შენი თითუშკებით 🖕

    • @MrNewmanschannel
      @MrNewmanschannel 4 роки тому

      @@Megan.Topadze კაია მეგუშკი :)

  • @nikotablet1614
    @nikotablet1614 4 роки тому +6

    გმადლობთ ბატონო ლევან, ისევ უცნაურად მოახერხეთ ჩემი ატირება. ნათ. ხაიაური

  • @giorgigviniashvili9470
    @giorgigviniashvili9470 2 роки тому +1

    როცა მეგა ტვინი საუბრობს გენიოსის გენიალურ შედევრზე😻😻

  • @inezaj0rjoliani343
    @inezaj0rjoliani343 4 роки тому +1

    გმადლობთ ,ბატონო ლევან ასეთი საინტერესო ლექციისათვის

  • @damianadamiana7539
    @damianadamiana7539 4 роки тому +6

    როგორ შეიძლება ამ კაცს ლიტერატურული უვიცონა დასწამო ვიღაც დებილის მიერ დადებული ორ წამიანი ვიდეოს გამო ლამის ჯვარზე აცვეს .

  • @TengoMtchedlidze
    @TengoMtchedlidze 4 роки тому +3

    ღვთისმშობელი ,,მზედ' მოიხსენიება დემეტრე_დამიანეს ,, ღვთისმშობლის იამბიკოში'( მე_10 საუკუნე)___შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, ......და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული...

  • @user-fe4tm9jr7v
    @user-fe4tm9jr7v 4 роки тому +8

    ამ ლექციამ გალაკტიონი,კიდევ უფრო მაღლა აამაღლა ჩემში !

  • @ingakalmaxelidze5626
    @ingakalmaxelidze5626 4 роки тому +4

    მზის სხივს კოცნიდაო კატუნია-რამხელა სითბო ჩადო ამ აზრში ბ.ლევანმა.

  • @malkhazchanturia8726
    @malkhazchanturia8726 4 роки тому +14

    ეს არის ამ კაცის საქმე. რა უნდა პოლიტიკაში? არ ყავს ვინმე მრჩეველი?

    • @osamabinladen2254
      @osamabinladen2254 4 роки тому +1

      პოლიტიკაში რო იყო რა გააფუჭა

    • @tenoteno4205
      @tenoteno4205 4 роки тому +7

      პოლიტიკაში იმიტომაა რომ იცის რააა ლიტერატურა რაა თავისუფლება რაა ტოტალიტარიზმი ფუნდამენტალიზმი... რა მოგვიტანა 37 მა , სსრკმა, ნაციზმმა და რა გველის რელიგიური დიქტატის ქვეშ ! და ეს რომ უნდა აგვცდეს ამიტომაა პოლიტიკაში... მას უნდა საქართველო იყოს თავიუფალი, პიროვნება იყოს თავისუფალი და არა მონა , ზომბი, სხვისი მდევნელი

  • @user-jt1uu8gv6n
    @user-jt1uu8gv6n 2 місяці тому

    Კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო
    Ბრავო ბატონო ლევან

  • @asagvetadze5995
    @asagvetadze5995 Рік тому

    როგორ დამამშვიდა ამ გადაცემამ მადლობა ლევანს

  • @nikaokriasvili7500
    @nikaokriasvili7500 3 місяці тому

    გაიხარეთ, ბატონო ლევან!

  • @lelukako3511
    @lelukako3511 4 роки тому +1

    მოვკვდი ტირილით. 😔❤️

  • @vanokurasbediani5281
    @vanokurasbediani5281 20 днів тому

    👍👍👍👍👍

  • @ingakharebava9472
    @ingakharebava9472 4 роки тому

    სადაა ახალი ლექციები გალაკტიონზე ☹☹

  • @user-qc7ls6fy3c
    @user-qc7ls6fy3c Рік тому

    ბრავო! დავტკბი...

  • @giorgibandzeladze1528
    @giorgibandzeladze1528 4 роки тому

    👍

  • @nanoiobidze19
    @nanoiobidze19 4 роки тому

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @dedaaded5741
    @dedaaded5741 3 роки тому

    ♥️♥️♥️♥️

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch. 4 роки тому +1

    გალაკტიონზეა გადაცემა და პუშკინი რა შუაშია სათაურში?!!.. გააფრინეთ “თავისუფლებამაც” და არტარეამაც?!!!!

  • @badgeologist
    @badgeologist 4 роки тому +4

    აბა, პუშკინიო?))

  • @gregoryexplorer5095
    @gregoryexplorer5095 10 місяців тому

    მასონთა ლოჟის შესასვლელში რო დამჯდარა ეს ნაBoazარი

  • @KetevanKemoklidze
    @KetevanKemoklidze 4 роки тому +2

    პუშკინი რა შუაშია?