მოვასწრებ 1 საათში მთელი კვირის საკვების მომზადებას? | Meal Prep Vlog | მარტივი და ჯასაღი რეცეპტები

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 20 жов 2024
  • მოგესალმებით მეგობრებო,
    დღევანდელი ჩვენი ვიდეო მთლიანად დაეთმობა Meal Prep-ს (მთელი კვირისთვის კერძებისა თუ კონკრეტული ინგრედიენტების მომზადებას).
    ეს ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც დროის დასაზოგად მთელი კვირის განმავლობაში, ისე ჯანსაღი ჩვევების გამოსამუშავებლად. უკვე გარეცხილი და დაჭრილი ბოსტნეული თუ მწვანილი, რომ მაცივარში გელოდება საჭირო დროს, მართლა დიდი კომფორტია მერწმუნეთ.
    აქვე დაგიტოვებთ ვიდეოში მომზადებული კერძების რეცეპტებს:
    1. გოგრის კრემ-სუპი
    500 გრ გოგრა
    1 ს/კ ზეითუნის ზეთი
    1 თავი ხახვი
    2 კბილი ნიორი
    ჯანჯაფილი (მე არ გამომიყენებია, მაგრამ უხდება)
    200 მლ ქოქისის რძე
    მარილი და პილპილი
    გოგრას ვაცხობთ ღუმელში ან ვხარშავთ. ვაბლენდერებთ მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად და ვუმატებთ რძეს.
    2. იდეალურად მოხარშული ბრინჯი
    1 ჭიქა კარგად გარეცხილი ბრინჯი
    1 3/4 ჭიქა ადუღებული წყალი
    გაზზე ვდგამთ ქვაბს, ვყრით ბრინჯს, ვაყრით მარიკს. ვასხამთ ადუღებულ წყალს ზუსტი პროპორციით და ვაჩერებთ თავდახურულ ქვაბში 14 წუთი.
    გამოდის იდეალური ფანტია ბრინჯი.
    3. ბრინჯი ბოსტნეულით (აქ ყველაფერი ჩემი გემოვნებით გამოვიყენე).
    ტაფაზე ნოვასხი ზეითუნის ზეთი. გადავიტანე ხახვი, სტაფილო, ყაბაყი და ბულგარულები. შეგიძლიათ დაამატოთ ნიორიც. გარგად რომ მოითუშება ამატებთ ბრინჯს. ურევთ და ამატებთ სასურველ სოუსს (მე სოიო გამოვიყენე) და სუნელებს.
    4. პასტის და თინუსის სალათი
    ვხარშავთ 100 გრ პასტას. კარგად ვაციებთ და ვამატებთ სასურველ ბოსტნეულს. მე ზეთისხილი და სიმინდის კონსერვიც გამოვიყენე. კარგად ამოურიეთ და გადაანაწილეთ კონტეინერებში.
    5. ღამენათევი შვრიისა და ჩიას პუდინგი
    3 ს/კ შვრია
    1/2 ს/კ ჩია
    1/2 ჭიქა რძე (მე ქოქოსის გამოვიყენე)
    თაფლი, მიწისთხილის პასტა, ქიშმიში, კაკაო, თხილეული და სხვა ინგრედიენტები გემოვნებით.
    6. Salad Jars
    ბოსტნეული
    ზეითუნის ზეთი
    ლიმონის წვენი
    მარილი
    დავჭრათ არც ისე წვრილად ჩვენთვის სასურველი ბოსტნეული (4-5 განსხვავებული სახეობა, რომელიც გიყვართ).
    ქილის ფსკერზე ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და მარილი.
    შემდეგ კი ფენებად მოვათავსოთ ბოსტნეული. გამოდი უმარტივესი სალათების ქილა მთელი კვირისთვის. შეგიძლიათ დაუმატოთ მოხარშული კუსკუსი ან ქინოა.
    მოკლედ, ეს იყო დღევანდელი ჩვენი Meal Prep ♥️ თუ რამე კითხვა გექნებათ დაგელოდებით კომენტარებში 🥰
    გახსენებთ, მოკლე ფორმატის ვიდეოებისა და საინტერესო ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩემს ინსტაგრამზე - www.instagram....
    და ფეისბუქზე - www.facebook.c...
    უფასო ვარჯიშებისთვის კი შემომიერთდით ტელეგრამზე - t.me/+K3Z67rCk...
    #niniinasaridze #იოგა #fitnesstrainer #mealprep #mealprepideas #vlog #niniinasaridze #healthyfood

КОМЕНТАРІ • 20