სააღდგომო პასკა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 14 кві 2021
  • სააღდგომო პასკა @თამრიკო კიკაბიძე -ს რეცეპტით
    ბევრს ვფიქრობდი ისევ ჩემი რეცეპტი გამეზიარებინა თქვენთვის, მაგრამ სოციალური ქსელების მონიტორინგის მერე მივხდი, რომ ყველაზე მოთხოვნადი სააღდგომო პასკის რეცეპტი იყო ქალბატონი თამრიკოსი. მაგიტო, წელს არჩევანი შევარჩიე ამ რეცეპტზე, პლიუს დედაჩემის რეცეპტი ძალიან გავს ამ რეცეპტს.
    გამოიწერეთ ჩემი კულინარიული გვერდები სხვა სოციალურ ქსელებში, დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥️♥️🥰🙏
    ➡️ Instagram - kates.dinner?ig...
    ➡️ Facebook -
    / kates.dinner
    ➡️ UA-cam- / @kates.dinner4088
    მაშ ასე, მისი აღმატებულება პასკა
    ☘️ 10 კვერცხი
    ☘️ 1200 გ შაქარი
    ☘️ 3 კგ ფქვილი
    ☘️ 4 ს.კ საფუარი
    ☘️ 1 ლ. რძე
    ☘️ 250 გ მარგარინი
    ☘️ 250 გ კარაქი
    ☘️ 1 ჭიქა ზეთი (200 მლ)
    ☘️250 გ ქიშმიში
    ☘️250 გ წუკატი (სურვილით)
    ☘️1 ლიმნის ცედრა
    ☘️ვანილი
    ☘️0,5 ჩ.კ მუსკატის კაკალი
    ☘️0,5 ჩ.კ ილი
    ☘️0,5 ჩ.კ მიხაკი
    ☘️0,5 ჩ.კ დარიჩინი (სურვილით)
    ☘️200 მლ რომი (ან კონიაკი)
    1. ქიშმიში, ცუკატი, ლიმნის ცედრა, ვანილი, მუსკატის კაკალი, ილი, მიხაკი და დარიჩინი დავუმატე რომი, მოვურიე და შევახვიე პარკში იქამდე სანამ ცომი აფუვდება.
    2. ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ 1 ჩ.კ შაქარი (ვიღებთ ამ შაქარს იმ პორციიდან, რომელიც არის განკუთვნილი პასკისთვის)
    3. მეორე ნახევარ ლიტრაში ვამატებთ ცხიმს: კარაქს, მარგარინს და ზეთს. ვდგამთ დაბალ ცეცხლზე.
    4. ვიღებთ ორ ჯამს და ვანცალკავებთ კვერცხის გულს ხილისგან, ერთ ჯამში ცილაა, მეორეში გული.
    5. ვიწყებთ ცილის თქვეფას, ამოყვანილი ცილას ვუმატებთ 10 სუფრის კოვზ კვერცხს, ისევ იმ საერთო შაქრიდან. შაქარს ვამატებთ ეტაპობრივად, თითო დამატების შემდეგ ვთქვეფთ 2-3 წუთი.
    6. გუგლში ვამატებთ დარჩენილ შაქარს და ვთქვეფთ გათეთრებამდე.
    7. ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთში, ნიუანსი იმაშია რომ არევა უნდა მოხდეს ფრთხილად, რათა ბეზეს ჰაეროვანი სტრუქტურა არ ჩამოაგდეს გულის უმძიმესი მასა, ხელის ერთი და იგივე მოძრაობით ვურევთ ერთმანეთში.
    8. მაშ ასე, კვერცხიანი მასა მზად არის, საფუარი გააქტიურდა, ცხიმიანი მასაც გადნა.
    9. ვიწყებთ მოზელვას, დიდ თასში გავცრათ ფქვილი, დავუმატოთ, ჯერ საფუარი, შემდეგ ცხიმიანი მასა, და ბოლოს კვერცხიანი მასა. ცომის მეზელვა ადვილი არ არის, კარგად უნდა დაამაშუვოთ, ვზელთ იქამდე სანამ ცომი გაერთიანდება და დაეკვრება ხელებს. ვტოვებთ 6-8 საათით. სასურველია ღამე მოზილოთ, რათა საფუარის ცომს უყვარს სიჩუმე და სიწყნარე, უფრო კარგად ამოდის.
    10. დილით დაუმატეთ ქიშმიშიანი მასა, ისევ მოვზილოთ და განვათავსოთ ფორმებში, ნახევრად უნდა აივსოს. მე გამომივიდა 5 ფორმა (თითო იწონის 1500 გ) ამ ფორმებს ვაფასებთ პარკს და ისევ ვდგავთ 7-8 საათით, შემდეგ ვაცხობთ 1 საათი 150 C° მე მქონდა ჩართული მხოლოდ ქვედა წვა კონვენციით. ჩემი ფორმები რადგან იყო დიდი, დამჭირდა 1,5 საათი
    #პასკა #პასკისრეცეპტი #პასკისვიდეორეცეპტი #თამრიკოკიკაბივესპასკა #გემრიელია #გემრეილირეცეპტები

КОМЕНТАРІ • 11

  • @makagongade7670
    @makagongade7670 3 роки тому +1

    Mac dzaan mometsona Notio da dzaan gemrileic ikneba Tsarmatebebiiii LAIK FROM BTILISI

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  3 роки тому +1

      უღრმესი მადლობა ♥️🙏

  • @anigozalishvili4158
    @anigozalishvili4158 2 роки тому

    გამარჯობა,ფორმები რამდენ გრამიანია?

  • @user-Gvapisima
    @user-Gvapisima 3 місяці тому

    სველი საფუარი რამდენი უნდა? და ღუმელი წვა თავიდანვე ორივე წვა უნდა?

  • @tikoekvtimishvili9488
    @tikoekvtimishvili9488 2 роки тому

    Საფუარს რძეს და შაქარს ფქვილი არ უნდა ცოტა?

  • @ninoj3909
    @ninoj3909 3 роки тому

    მასწავლეთ რა ზემოდან თეთრი გლაზური რომ გავაკეტე პუდრისგან და ხილისგან არ შრება პასკაზე რომ წაუსვი , როგორ უნდა გავაკეტო რომ გაშრრეს და ხრაშუნა იყოს ?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  3 роки тому +1

      სალამი, თქვენ რაც თქვით არის აისინგი, ასეთ მასას უნდა 6-9 მდე გაშრობა ასე რომ დაელოდეთ, მე კი დავდებ აუცილებლად პასკისთვის წასასმელ აისინგს

  • @natiakarumidze6211
    @natiakarumidze6211 3 роки тому +1

    ვსიო გადაწყვეტილია, წელს თქვენს რეცეპტს ვიყენებ ☺️ ფაფუკი გამოდის თუ ნოტიო და მძიმე?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  3 роки тому

      სალამი, ძალიან სასიხარულოა, გამოდის ნოტიო, მძიმე და რაც ძალიან კარგია არ არის მშრალი, თავისუფლად შეიჭმება 1-2 ნაჭერი და არ მიაყოლო სითხე ♥️

  • @user-Gvapisima
    @user-Gvapisima 2 роки тому

    1. მაინტერესებს ცუკატები რომიანად დაამატეთ თუ გადაწურეთ?
    2. ცხიმიანი რძის მასა რა ტემპერატურის უნდა გადავურიოთ? თუ არ აქვს მნიშვნელობა?

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      რომიანად დავამატე, ხოლო ცხიმი გრილდება სანამ ამ ყველაფერს ვამზადებთ