ფუნთუშა შესქელებული რძის შიგთავსით

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 лис 2021
  • მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ფუნთუშები შიგთავსით, მოხარშული შესქელებული რძე არის საუკეთესო გულსართი ამ საოცრად ადვილი დესერტის თვის
    / kates.dinner
    kates.dinner?ut...
    💕250 მლ რძე
    💕5 გ საფუარი (1 ჩ.კ)
    💕2 გ მარილი (0,5 ჩ.კ)
    💕100 გ შაქარი
    💕100 გ კარაქი
    💕2 კვერცხი + 1 კვერცხი წასასმელად
    💕500 +- გ ფქვილი
    💕300 გ შესქელებული მოხარშული რძე
    თბილ რძეს ვუმატებ საფუარს, შაქარს (ნაწილს) და მარილს, ვტოვებ ამას 10-15 წუთით და ველოდები სანამ საფუარი დაიწყებს თავის რეაქციას.
    შემდეგ ვუმატებთ ყველა ინგრედიენტს რიგ-რიგობით, ბოლოს ვუმატებ ფქვილს და ვზელ რბილ ცომს, ვასვენებ სანამ ამოფუვდება.
    ამოსულ ცომს ვყოფ თანაბარ გუნდებათ მე 16 ცალი გამომივიდა. გაფორმება ამ ფუნთუშების შეგეძლებათ ისე როგორც თქვენ ისურვებთ, გაფორმებული ფუნთუშები ყალიბზე რომ დავდე, დავფარე პარკი და დავასვენე 15 წუთი, შემდეგ წავუსვი კვერცხი და გამოვაცხე 20-22 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში
    უგემრიელესი ფუნთუშები მოხარშული შესქელებული რძის გულით მზად არის

КОМЕНТАРІ •