ზაზა ბურჭულაძე, ვარდის სურნელი - საუკუნის წიგნი (პირველი) | ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 лют 2023
  • ▶ გადაცემის II ნაწილი ნახეთ ბმულზე 👉 • ზაზა ბურჭულაძე, ვარდის...
    🌹 რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ზაზა ბურჭულაძის უკანასკნელი წიგნის, ოცდამეერთე საუკუნის შედევრის, „ვარდის სურნელის“ შესახებ. წიგნი შარშან გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ვიზიონური წიგნი, რომელმაც ბავშვების ჟლეტა და საზარელი ომი იწინასწარმეტყველა, ორმოცდაათი წლის მწერლის opus magnum, მთავარი წიგნია. იგი იწყება ფრაზით: „ბავშვების ჟლეტა სისასტიკეა, მაგრამ რამე ხომ უნდა ვუქნათ მათ!“ და წიგნის სამების წარმოდგენით: ზაზა-მარიკა-სტელა, სიტყვების თამაშში დრო-სარკე-ფოკუსი. ზაზას ფიქრები, რომელსაც გადაცემაში ცრუ ცნობიერების ნაკადს ვუწოდებთ (როგორც ფეხბურთშია „ცრუ ათიანი“) ნამდვილად დროს იკვლევს, მარიკა სარკეა, ან როგორც სხვა ადგილასაა ნათქვამი, პირდაპირი ეთერი, ხოლო სტელა მოდალობა, როგორობა ანუ ფოკუსი, მას შეგვიძლია ვაჩუქოთ მისი მეგობრის, ზოი პოდესვას მშობლის, მილო პოდესვას შემოქმედება, რომანი რომანში...

КОМЕНТАРІ • 39

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  Рік тому +5

    🌹 ზაზა ბურჭულაძესთან გასულ წელს ბერლინში ჩაწერილი ინტერვიუ ნახეთ ბმულზე 👉 ua-cam.com/video/-ker-l9QRiI/v-deo.html

  • @ninougrekhelidze2677
    @ninougrekhelidze2677 Рік тому +14

    მადლობა რომ არსებობს ეს გადაცემა, ,,სასუნთქი მილია ლიტერატურის მოყვარულთათვის,,
    მადლობა ,ბატონო ლევან!!

  • @dav1977vili
    @dav1977vili Рік тому +6

    მოვა დრო და ქვეყანა დააფასებს ბატონი ლევანის ამაგს ისე, როგორც ის ამას იმსახურებს! ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, იმაზე მეტს აკეთებს ეს ერთი კაცი, ვიდრე მთელი განათლების სამინისტრო ერთად აღებული...

  • @sj3222
    @sj3222 Рік тому +4

    კარგი წიგნია, ძნელად წასაკითხი, მაგარი ძალისხმევა დამჭირდა.

  • @nikaokriasvili7500
    @nikaokriasvili7500 Рік тому +3

    დიდი მადლობა ბატონ ლევანს!

  • @marimari5679
    @marimari5679 Рік тому +4

    უდიდესი პატივისცემა ბატონ ლევანს ❤️❤️

  • @gurambarbakadze3422
    @gurambarbakadze3422 Рік тому +5

    ბატონო ლევან, ჟაკ ფრესკოს შემოქმედებას თუ იცნობთ? ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი მასთან დაკავშირებით

  • @makharra
    @makharra Рік тому +3

    ❤❤❤

  • @ekaterinak6268
    @ekaterinak6268 Рік тому +2

    საერთოდ ზაზას ტექსტები მეტად არის ევროპული ლიტერატურა და ეს წიგნი მართლაც ისე ეხმიანება თანამედროვე სამყაროს. ჩვენ ვხოცავთ ბავშვებს, ვცხოვრობთ ნაგავში, ვართ მარკეტინგის მსხვერპლნი. და როგორ ასდის გორილას, რომელსაც მეზობელი უვლის, ვარდის სურნელი.

  • @lufteze2916
    @lufteze2916 Рік тому +1

    იმედია ბურჭულაძე იმაზე ოდნავ მაინც უფრო ღრმაა და საინტერესო წერისას, ვიდრე საუბრისას ინტერვიუებში

    • @user-vg1qh9zi7p
      @user-vg1qh9zi7p 9 місяців тому

      არა, ზუსტად იგივეა!

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  Рік тому +1

    გადაცემის II ნაწილი ნახეთ ბმულზე 👉 ua-cam.com/video/2hvBdE4Zv7c/v-deo.html

  • @lasha2222
    @lasha2222 Рік тому

    სუპერ

  • @damienkobulashvili2501
    @damienkobulashvili2501 Рік тому +3

    ყველა წიგნიაქვს რამის მიმოხელული, ყველა ავტორი და ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები და არასდროს უსაუბრია მილტონზე, იქნებ მიაწვდინოთ ხმა ერთი ლექცია მიუძღვნას მილტონის-დაკარგულ სამოთხეზ, ნუთუ არიმსახურებს?

  • @ingatodua8986
    @ingatodua8986 Рік тому +1

    Batono levan sainteresoa tkveni mosmena.mixaria rom gvanebivrebt.

  • @katemargiani391
    @katemargiani391 Рік тому

    ძალიან დავინტერესდი, აუცილებლად წავიკითხავ, ვნახოთ თუ ვიშოვი ამერიკაში ან ამერიკიდან, მადლობა

  • @dima_khanjaliashvili
    @dima_khanjaliashvili 10 місяців тому

    მე ვერ ჩავწვდი ამ წიგნს, ბუნდოვნად გასაგებია სავარაუდო იდეა და აზრი, თუმცა რავიცი. ოდესმე შეიძლება ხელმეორედ მივუბრუნდე.

  • @MABEST469
    @MABEST469 Рік тому +1

    1770 წლის 6 აგვისტოს რუსეთის არმიამ ტოტლებენის მეთაურობით მწვანეყვავილიდან დაბომბა ქუთაისის სიმაგრე. დაინგრა ბაგრატის ტაძრის გუმბათი, დაინგრა სვეტები და სარკმლები.(2013-2023 წლებში) რუსული არმია წულუკიანის მეთაურობით აგრძელებდა შეტევას

    • @MABEST469
      @MABEST469 Рік тому

      თუ ქვეყანაში დღის წესრიგი გამუდმებით იცვლება, ხანდახან საათობითაც კი, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გმართავენ უცოდინარი და არაკომპეტენტური! და, ალბათ, უარესი, თქვენ გმართავენ მოღალატეები, რომლებიც მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან!”

  • @achkhikvazde
    @achkhikvazde Рік тому

    მადლობა

  • @user-ob1kc4wx8f
    @user-ob1kc4wx8f Рік тому +4

    საუკუნე, რომელშიც ოთარ ჭილაძემ "გოდორი" დაწერა, და ბურჭულაძის "ვარდის სურნელი" ითვლება მთავარ ნაწარმოებად...🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️😆😆

    • @humptydumpty9406
      @humptydumpty9406 Рік тому +5

      მემგონი ბერძენიშვილს ლიტერატურაში თქვენზე მეტი ესმის. როგორმე.

    • @user-ob1kc4wx8f
      @user-ob1kc4wx8f Рік тому +1

      @@humptydumpty9406 შეიძლება ამ თემაზე ჯანსაღი კამათი.🙃❤️

    • @rolanddeschain9880
      @rolanddeschain9880 Рік тому

      ბურჭულაძის წიგნი უფრო ახლოა თანამედროვე ქართულ სამყაროსთან გინდა თავისი ლექსიკით,თემებით,აზროვნებით ამიტომ თავისუფლად შეიძლება ეწოდოს 21 საუკუნის საუკეთესო ქართული წიგნი
      მეოცე საუკუნეში ეგეთი დათა თუთაშხია იყო ვფიქრობ
      მაგაზე ბრძნული და ფილოსოფიური ნაწარმოები ქართულ მწერლობაში უიშვიათესია

  • @tamaskakabadze437
    @tamaskakabadze437 Рік тому +1

    ეს არ იყო დედაჩემზე მიდგებაო რომ დაწერა?

    • @ekaterinak6268
      @ekaterinak6268 Рік тому +1

      თქვენ ეგ წაიკითხეთ, თუ გადმოცემით იცით, როგორც იცის საზოგადოებამ ბევრი რამ

  • @natadiakvnishvili8430
    @natadiakvnishvili8430 Рік тому

    მეგონა სამოსელ პირველს იტყოდა 🥺

    • @rolanddeschain9880
      @rolanddeschain9880 Рік тому

      აბდაუბდა უაზრო წიგნია
      მეორე ნახევარში როცა ყაჩაღებს დაუპირისპირდნენ მარტო ეგ იყო ღირებული ნაწილი მაგ წიგნში
      მთავარი პერსოც კაი ჩამოკრული როჟაა

  • @amadeusarshilava4976
    @amadeusarshilava4976 Рік тому

    Germaneli kritikosebisgan am nacarmoebma cudi shepasebebi Miigo.
    Sadac ar aris kulminacia, siujeturi gardatexa da titkos monotonurad ikitxeba

    • @aniluka7601
      @aniluka7601 Рік тому

      ცუდი შეფასებაც იყო, საშუალოც და კარგიც. გერმანულად წიგნი საკმაოდ შემოკლებულია. რითიც დაზარალდა მთელი ტექსტი.

  • @lianahoffmann2115
    @lianahoffmann2115 Рік тому

    Shesziret eklesiashi ,mgwdeli EKLESIA Ar Aris, ist msachuria gmertis. Ilozet damotqwit Didi tchownit mamao tshweni. Moichseniet apostolebi da prophetebi abelidan -zachariamde da shesziret mati sachelit gwino da zchwari, korkoti ....

  • @lianahoffmann2115
    @lianahoffmann2115 Рік тому

    CHALCHO gaigwidzet,sikwdili gindat?tu gadartshena, isrunet sulis gadartshenase, sikwdili ESHMAKIsaa, Alph Luckau und Andrea bisonni auf UA-cam. Raz gmertma sheqmna ist Aris gansachilweli da Ära raz adamianis chelit Aris sheqmnili. MSE da mtwarea Ar Aris GMERTI,es ESHMAKis oinebia, Ar shezdet da Ar mousminot arawis, iszawlet Alph Luckau stan ertad sachareba, Rom gadatmrtshet

  • @mananakokhtashvili6739
    @mananakokhtashvili6739 Рік тому +1

    👎👎👎

  • @tornikekhvtisiashvili8536
    @tornikekhvtisiashvili8536 Рік тому +4

    ვინც ყურებას გეგმავთ, გაფრთხილებთ, რომ სადღაც 17-18 წუთიდან უკვე ბეზეს კონდიციის თეთრი დორბლი აქვს ტუჩზე ბატონ ლევანს

    • @EggBrooo
      @EggBrooo Рік тому +3

      Ყველაზე ცუდი ის არის რომ მე ამ დროს ტორტს ვჭამდი... (ბელას ტორტს)

  • @worldmusicofficial2547
    @worldmusicofficial2547 Рік тому

    არაკაცო მოღალატე ქვეყნის

  • @iliakartsivadze796
    @iliakartsivadze796 Рік тому +1

    ვიღას აინტერესებს წიგნი ან მისი შინაარსი დღევანდელ საქართველოში,რეგვენებით გამოიტენა ქვეყანა!წაკითხულ-მოსმენილიდან აზრი ვერ გამოუტანიათ!პედოფილზე რომ იყოს ნაწარმოები დაწერილი,ავტორს აგინებენ პედოფილობის გამო.მსგავსი რეგვენი პარაზიტები იშვიათია ჩვენ რომ გვყავს,პაჩკა-პაჩკა!