სოლონი - ბრძენი და პოეტი - ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 лис 2020
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს ანტიკურობის ერთ-ერთ ცნობილ ბრძენზე, პოეტზე, სტრატეგოსზე, პოლიტიკოსზე, რეფორმატორსა და მოგზაურზე, თავისი ქალაქ-სახელმწიფოს არქონტ-ეპონიმზე ძვ.წ. 594-593 წლებში, სოლონ ათენელზე. სოლონმა დაიწყო, როგორც პოეტმა. პირდაპირ აკრძალული თემისთვის მიუმართავს - კუნძული სალამისი ახსენა პოეზიაში, თუმცა ეს კანონით აკრძალული იყო. შემდეგ ამ ლექსს მოაყოლა ბრძოლა სალამისისთვის, რომელიც ათენის გამარჯვებით დამთავრდა. სოლონი აქტიურ პოლიტიკაში იყო ერთი წელი, იმოგზაურა ათი წელი, მაგრამ პოეტი იყო ყოველთვის. სოლონი განსაკუთრებული პოეტია, რომელმაც შეძლო რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის შერწყმა პოეზიაში. ამის მაგალითად გამოდგება სოლონის ცნობილი ლექსი "ადამიანი ცხოვრების შვიდწლეულებზე". როგორ აღმოაჩინა
    სოლონმა ადამიანის ცხოვრების მიჯნის თარიღები; რა საიდუმლო გაანდეს მას ძველმა ეგვიპტელმა ქურუმებმა; რატომ და როგორ აწყენინა სოლონმა ლიდიის მეფე კროისოსს; რა ფორმულირება შემოგვთავაზა სოლონმა ადამიანის მოღვაწეობის შესაფასებლად; როგორ აქცია სოლონმა პოლიტიკა პოეზიის საგნად; როგორ იქცა სოლონი დავით აღმაშენებლისა და პოლ ვალერის ფარულ მასწავლებლად; რატომ შედის ეს ბრძენი პოეტი ბერძენ ბრძენთა ყველა შვიდეულში, რომელშიც თვით სოკრატეც ვერ ხვდებოდა ხოლმე; რატომ გამოისყიდა ყველა ათენელი მონა უცხო ქალაქ-სახელმწიფოებიდან ათენის სახელმწიფო ბიუჯეტით; რატომ გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან სოლონმა, როგორც
    ქვეყნის მეთაურმა, ყველა, ვინც კი სამოქალაქო დაპირისპირებაში
    მონაწილეობდა; რატომ გააძევა სოლონმა სახელმწიფოდან ყველა, ვინც სამოქალაქო დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, - ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 7

  • @tamtageldia9428
    @tamtageldia9428 3 роки тому +11

    რა დიდ სიამოვნებას მანიჭებს თქვენი ლექციები ბატონო ლევან!

  • @tamunatamuna5055
    @tamunatamuna5055 3 роки тому +6

    შესანიშნავია!

  • @TatoGURIELI
    @TatoGURIELI 3 роки тому +7

    ბატონო ლევან არსად არაა ჰეგელზე რაიმე ვიდეო ჩანახატი. მისი პორტრეტი
    და ეგებ მიუძღვნათ ერთი ვიდეო კურსი 🙏🏻🙏🏻

  • @ninochitadze8421
    @ninochitadze8421 2 роки тому

    ძალიან საინტერესო მოღვაწე გაგვაცნო ბატონმა ლევანმა,დიდი მადლობა მას😊 ამასაც ვიტყვი, შოთა რუსთაველმაც ხომ თავადვე იცოდა რას წერდა? ეს ღირსებაც ეკუთვნის ჩვენს საამაყო რუსთაველს✨✨✨

  • @sheloshim
    @sheloshim Рік тому +2

    სოლონისთვის ნახევარი საათი ძალიან ცოტაა...

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 3 роки тому +3

    💙

  • @gregory2708
    @gregory2708 2 роки тому

    დანტე აგილერი