ბორხესის მინიატურები | ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 25 лип 2022
  • რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ დღეს ისაუბრებს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტზე, ხორხე ლუის ბორხესსა და მის მინიატურებზე. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწერალი მცირე ფორმის ნამდვილი ჯადოქარი იყო. ჩვენს პოდკასტში მიმოვიხილავთ ბორხესის ისეთ შედევრებს, როგორიცაა „ალეფი“, „ბაბილონური ლატარია“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“ და სხვ. „პიერ მენარი, ავტორი დონ კიხოტისა“ ბორხესის, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილი ტექსტია, რომელიც სამართლიანად ითვლება პოსტმოდერნიზმის ღია მანიფესტად. მისი აზრი ისაა, რომ ვინმე მწერალი, პიერ მენარი, მიზნად ისახავს, გადაწეროს „დონ კიხოტი“. უფრო სწორად, კი არ გადაწეროს, არამედ გადაიაზროს, ისე რომ XVII საუკუნის ტექსტი, რომელშიც ერთი ასოც არ არის შეცვლილი, შეივსოს ახალი აზრით...

КОМЕНТАРІ • 6

  • @tinarukhadze2082
    @tinarukhadze2082 Рік тому +5

    მიყვარს თქვენი მოსამენა 💗 მადლობა, ბატონო ლევან

  • @ereklekakhidze9641
    @ereklekakhidze9641 Рік тому +3

    ძაან მიყვარს ამ კაცის მოსმენა

  • @rusudanbaladze4469
    @rusudanbaladze4469 Рік тому +4

    დორის ლესინგზე იქნება საინტერესო :)

  • @dftffullh1242
    @dftffullh1242 Рік тому +3

    ჩვენ, გვიყვარს ბატონი ლევანი...გივი კი გვეცოდება.☺

  • @tamunatamuna5055
    @tamunatamuna5055 Рік тому +2

    💝💖💗