პურის უგემრიელესი ვიდეო რეცეპტი/ хлеб

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 3 вер 2021
  • #პური
    დილამშვიდობისა ♥️ მგონი პირველად ვდებ დილით პოსტს, ასე რომ დამიჭირეთ მხარი, არ დაიზაროთ
    ✍️დღეს ვაცხობთ პურს, დაგვჭირდება მინიმუმ ინგრედიენტი, და მაქსიმუმ მონდომება ♥️
    🍞550 გ ფქვილი
    🍞0,5 ჩ.კ საფუარი
    🍞0,5 ჩ.კ შაქარი
    🍞1 ჩ.კ მარილი
    🍞2 ს.კ ზეთი
    🍞წყალი 350 მლ
    ✍️ცომის მოსაზელად გავცრათ ფქვილი, კარგი იქნება თუ პირველი ხარისხის ფქვილით მოზელთ ცომს, ჩემს შემთხვევაში იყო უმაღლესი. ფქვილს ვუმატებ შაქარს, მარილს და საფუარს თითებით ვურევ მშრალ ინგრედიენტებს, შემდეგ ვუმატებ თბილ წყალს და ვიწყებ მოზელვას, ვზელ დიდხანს 10 წუთი მინიმუმ, შემდეგ შევაზელ ზეთს, და დავტოვებ 1 საათით ასაფუებლად.
    ამოფუებულ ცომს ვახვევ და ნაკერით ზემოთ ვდებ ფორმაში, რომელიც არის გადაფარებული ჩაის ტილოთი, ვაცმევ ბახილს და ვტოვებ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში, დილით კი გადამაქვს სინიზე ნაკერს ვაქცევთ ქვეშ, ვაცხობ 35 წუთი 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ყინულის დამატებით.
    პური მზად არის ♥️
    #хлеб
    Если вы любите горячий свежий хлеб, то вам точно сюда, это самый простой и универсальный рецепт хлеба
    🍞550 г муки
    🍞0,5 ч.л дрожжи
    🍞0,5 ч.л сахара
    🍞1 ч.л соли
    🍞2 ст.л растительного масла
    🍞350 мл воды
    ✍️В просеянную муку добавляю сухие ингредиенты и перемещиваю пальчиками, далее добавлю теплую воду и месю тесто, месим его в течении 10 минут, вмесив масло. Далее дам отлежаться тесту, понадобится час времени, а потом закручу тесто в жгут защипаю края, положу его в форму укрытой хлопчатобумажным полотенцем, надену пакет или чистый бахил как в моем случае, оставлю на ночь в холодильнике, а утром перенесу тесто на поднос швом в низ, можно будет нарезать хлебушек по желанию. Выпекаю 35 минут при температуре 220 градусов с добавлением льда
    Все! Хлебушек готов ♥️

КОМЕНТАРІ • 1

  • @qetisandodze9972
    @qetisandodze9972 2 роки тому

    ძალიან მაგარია!♥️👍