შაქარლამა- გაიხსენეთ საბჭოთა შაქარლამის გემო.მარტივი და სწრაფი რეცეპტი ისევ და ისევ შინაურულისგან

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 16 чер 2021
  • შაქარლამა ბოთლით 😁🤗
    📽️ ვიდეორეცეპტი: • შაქარლამა- გაიხსენეთ ...
    ბავშვობიდან ძალიან მიყვარს შაქარლამა, ეს სიყვარული ჩემ შვილებსაც გადავეცი😉😁 და ეს უგემრიელესი ორცხობილები მათთვისაც უსაყვარლესია . გამოცხობისთანავე მაგიდას ირგვლივ შემოუსხდებიან და გულდასმით იყოფენ და ახრამუნებენ❤️
    მოგეხსენებათ, ეს უსაყვარლესი და უგემრიელესი ნამცხვარი ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია. დღეს გაგიზიარებთ რეცეპტს, რომლითაც შაქარლამა გამოდის ზუსტად ისეთი როგორიც საბჭოთა დროს იყო , ჩემი ბავშვობის დროინდელი შაქარლამა. თან მათი ცხობისას ისეთი სურნელი დგას- საოცარი.
    ინგრედიენტები:. (18 ცალისთვის)
    ☑️1 კვერცხი
    ☑️200 გრ.კარაქი ან მარგარინი
    ☑️ 120 გრ.შაქარი
    ☑️ვანილი ( აუცილებლად)-1 პაკეტი
    ☑️მარილი-
    ☑️2,5 ჭ.(250-იანი) ფქვილი
    ☑️ შაქრის პუდრა
    ☑️ნახევარი ჩ.კ. გამაფხვიერებელი
    მომზადება:
    ☑️ოთახის ტემპერატურის 200 გრ. კარაქი ან მარგარინი , 120 გრ.შაქარი ( ნახევარი ჭ. 250-იანი ), მარილი, 1 ვანილი გავსრისოთ ერთმანეთში, შემდეგ დავამატოთ 1 კვერცხი და ავურიოთ.
    ☑️ 2ჭ. ფქვილში ჩავყაროთ ნახევარი ჩ.კ. გამაფხვიერებელი ( შინაურულს ვიყენებ და აი ისიც
    • გამაფხვიერებლის მომზად... )
    და დავამატოთ კვერცხის მასას.
    ☑️მოვზილოთ ცომი, ის გადავიტანოთ ნახევარ ჭიქა ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გავაგრძელოთ მოზელვა.
    შემდეგ ჩავდოთ 20 წთ. მაცივარში.
    ☑️ცივი ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ სასურველი ცომის შაქარლამები. მე ბოთლის ძირი ამოვჭერი და მისგან ყვავილის ფორმის ორცხობილები გავაკეთე.
    ( იხილეთ ვიდეორეცეპტში). შეგიძლიათ ძველი შაქარლამის ნახევარმთვარის ფორმაც მისცეთ. არჩევანი თქვენზეა.
    🔥🕓 ეს ლამაზი ფორმის ორცხობილები ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე.
    ☑️ არ ვაწითლებთ.
    ☑️გამომცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან ამოავავლოთ შაქრის პუდრაში არეულ სახამებელში.
    უგემრიელესია. გამოაცხვეთ და ჩემსავით გაიხსენეთ ძველი შაქარლამის გემო.
    🧑‍🍳🏠📺მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ :
    ☑️ფეის-გვერდი: / shin2975
    ☑️ ინსტაგრამ- გვერდი: shinauruli_home...

КОМЕНТАРІ • 9

  • @ninojachvadze8736
    @ninojachvadze8736 4 місяці тому +1

    დიდი მადლობა!

    • @shinauruli
      @shinauruli  4 місяці тому +1

      არაფრის ❤️

  • @qristinekekelia9534
    @qristinekekelia9534 Рік тому +1

    მაგარი რეცეპტიიაა

  • @mziaqatamadze3047
    @mziaqatamadze3047 Рік тому +2

    ✌️❤️

  • @daneliasbidzashvilisdzmakacisd

    მოგესალმებით..ოველთვის სიამოვნებით გადევნებთ თვალს..👍👍👏👏
    ისე კვერცხი რომ არ დავამატოთ,ხომ შეიძლება..სამარხო გამოვა მარგარინით..

    • @shinauruli
      @shinauruli  Рік тому

      დიახ, ამ შემთხვევაში შეიძლება. ფხვიერი ცომია. მიხარია რომ უყურებთ და მოგწონთ ❤️.

  • @user-ql8ks3iz5g
    @user-ql8ks3iz5g Рік тому +1

    ბოთლიდან ცომის გამოღების პროცესი მაინტერესებდა ყველაზე მეტად.

    • @shinauruli
      @shinauruli  Рік тому

      ადვილად ამოდის, ცომი ხომ ცხიმიანია.დაარტყით ზემოდან და ვარდება ადვილად