თაფლის ნამცხვარი ,,მედოვიკი"😍🥮🍯

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 вер 2024
  • ‪@katerina888‬
    ცომი:
    ▪️კვერცხი 4 ცალი
    ▪️შაქარი 250 გრ.
    ▪️ კარაქი 120 გრ
    ▪️ თაფლი 3 ს.კ
    ▪️ სოდა 1 ჩ.კ
    ▪️ ფქვილი 500 გრ
    ▪️ ვანილი 1 პაკეტი
    კრემი:
    ▪️ მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
    ▪️ უმი შესქელებული რძე 1 ქილა
    ▪️ კარაქი 250 გრ
    ▪️ ვანილი 1 პაკეტი
    ცხვება 180 გრადუსზე 5 - 6 წუთი

КОМЕНТАРІ • 66

  • @katerina888
    @katerina888  Рік тому +10

    მომზადება:
    ცომი:
    4 კვერცხი და 250 გრ. შაქარი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, დავამატოთ 120 გრ. კარაქი, 3 ს.კ თაფლი, 1 პაკეტი ვანილი და დავდგათ ორთქლზე მოსაშუშად. ვურევთ გამუდმებით, თაფლი და კარაქი კარგად რომ გადნება, ჩავუმატებთ მთელი რაოდენობის ფქვილიდან 1 ჭიქა ფქვილს (ჭიქა არის 250 გრამიანი), მოვურევთ კარგად რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. ნამცხვარს სასიამოვნო ქარვისფერი და გემრიელი თაფლის სურნელი რომ ჰქონდეს, ორთქლზე დაახლოებით 15 წუთი უნდა ვშუშოთ, შემდეგ ჩავამატებთ 1 ჩ.კ სოდას. ცომი აფუვდება, მომენტალურად დაიწყებს შესქელებას და გახდება წელვადი. სწორედ ასეთი უნდა იყოს თაფლის ნამცხვრის ცომი. როგორც კი სოდას ჩავაყრით მაშინვე გადმოვდგამთ, გადავიტანთ ცალკე ჭურჭელში და გავაციებთ. ცომი რომ კარგად გაცივდება შემდეგ შევაზელთ დარჩენილ ფქვილს. სულ სჭირდება 500 გრ ფქვილი, რა თქმა უნდა იმ ერთი ჭიქა ფქვილის ჩათვლითაც, რომელიც ორთქლზე მოშუშვის დროს ვუყავით. ცივ ცომს იმიტომ ვაზელთ ფქვილს რომ ცივი ცომი უფრო ნაკლებ ფქვილს შეიზელს და ნამცხვარიც უფრო ჰაეროვანი და ნაზი იქნება. მომზადებულ ცომს მოვათავსებთ ცელოფანში და გავაჩერებთ საყინულეში ნახევარი საათი. შემდეგ გამოვიღებთ ცომს, დავყოფთ 6 ტოლ ნაწილად, გავაბრტყელებთ ფქვილიან დაფაზე, ამოვჭრით 25 სმ დიამეტრის ფირფიტებს. დარჩენილი ცომის ჩამონაჭრებისგან გამოვაცხობთ მეშვიდე ფირგიტას, რომელსაც დავაბლენდერებთ და ზემოდან მოსაყრელად გამოვიყენებთ. გამოვაცხობთ კალკაჩაფენილ საცხობ ფორმაზე 180 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვის რეჟიმით, 5 - 6 წუთი, როგორც კი ოდნავ შეიფერება ფირფიტა, გამოვიღებთ. ძალიან არ უნდა გამოცხვეს.
    კრემი:
    250 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი გავთქვიფოთ კარგად მიქსერით, შევათქვიფოთ 1 ქილა უმი შესქელებული რძე, 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე და ვანილი. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ კრემი არ აიჭრას.
    ფირფიტებს დავკრემავთ, ზემოდან მოვაყრით ჩამონაჭრებისგან გამომცხვარ დაბლენდერებულ ფირფიტას. გავაჩერებთ რამოდენიმე საათი, უკეთესია მთელი ღამე გავაჩეროთ და შემდეგ დავჭრათ.
    გემრიელად მიირთვით🥰

  • @ninotavartkiladze3146
    @ninotavartkiladze3146 2 роки тому +3

    გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა მადლობა ვიდეოსთვის

  • @ლილე-შ3ღ
    @ლილე-შ3ღ 2 роки тому +1

    მადლობა,შესანიშნავია!

  • @rozetackvitaria454
    @rozetackvitaria454 8 місяців тому

    ❤არაჩვეულებრივი რეცეპტი, მადლობა.

  • @marikakakabadze3065
    @marikakakabadze3065 2 місяці тому

    კარგია❤

  • @tamrikomigertunovi3802
    @tamrikomigertunovi3802 2 роки тому

    მადლობა👍👍👌👌❤

  • @tamunatamuna3550
    @tamunatamuna3550 2 роки тому +1

    ლამაზი სამზარეულო გაქვთ. ეს ყვავილებიც ძალიან უხდება🥀🥀წარმატებები

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому +1

      დიდი მადლობა❤🥰

  • @ingamenasherov5317
    @ingamenasherov5317 11 місяців тому

    Спасибо❤

  • @tsiratabatadze1332
    @tsiratabatadze1332 2 роки тому +2

    Მადლობა❗
    მომეწონა მეც ვაკეთებ და თქენი ვარიანტიც მაგარია😍👍

  • @iraklisichinava1489
    @iraklisichinava1489 2 роки тому

    დიდი მადლობა

  • @monikagugunava9033
    @monikagugunava9033 2 роки тому +2

    ვცადე თქვენი რეცეპტით.უგემრიელესი გოვიდაა🙏❤️

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому +1

      გაიხარეთ🥰❤

  • @ОлДжи
    @ОлДжи 2 роки тому

    Rogor miyvars.gemrieli iqneba dzalian darcmunebuli var.😘

  • @mananamacharashvili560
    @mananamacharashvili560 2 роки тому +1

    რა კარგია რომ დაუბრუნდით არხს .წარმატებებიიი

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому

      დიდი მადლობა❤🥰

  • @Tamuna_ts
    @Tamuna_ts 2 роки тому +1

    როგორ მიყვარს 🙈❤️

  • @ninosamsiani2980
    @ninosamsiani2980 2 роки тому +1

    უგემრიელესად გამოიყურება 😋

  • @tamunatamuna3550
    @tamunatamuna3550 2 роки тому +1

    ,💕💕💕👍👍👍კარგია ძალიან.👍👍👍ვცდი ამ რეცეპტითაც. მე მაგარი ფირფიტები გამომდის. არადა როგორ მომწონს ფიჭასავით რომ არის ფირფიტის სტრუქტურა.💕💕

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому +5

      ფირფიტები რომ რბილი გამოგივიდეთ, ფქვილი არ უნდა გაუკეთოთ ბევრი და ასევე ცხობისას დიდხანს არ უნდა გააჩეროთ ღუმელში, როგორც კი ოდნავ შეიფერება, უნდა გამოიღოთ❤, მოამზადეთ ამ რეცეპტით, ისეთი ჰაეროვანია, პირში დნება❤

  • @sahileheyderiva1697
    @sahileheyderiva1697 2 роки тому

    Super 👏👏👏

  • @Eka_eka127
    @Eka_eka127 Рік тому

    Dzaan magaria👍❤❤

  • @НатоКортиева-д4щ
    @НатоКортиева-д4щ 2 роки тому

    Квелазе магари да сандо рецепте и гаквт Катерина, укве шемиквардит, гмертма даглоцот❤️

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому

      დიდი მადლობა, გაიხარეთ❤🥰

  • @juliegizarian4318
    @juliegizarian4318 Рік тому

    Super👍🌹

    • @elatavberidze7200
      @elatavberidze7200 Місяць тому

      რატომ უვარდება ხმა ხშირად თქვენს ვიდეოებს?

    • @katerina888
      @katerina888  Місяць тому

      @elatavberidze7200 სამწუხაროდ ძველ ვიდეოებზეა ასე, მუსიკის გამო. დაწვრილებითი რეცეპტი მიწერია პირველივე კომენტარში და შეგოძლიათ ისარგებლოთ🥰

  • @allachka9213
    @allachka9213 Рік тому

    Momcons medoki😍😍😍👏

  • @ninakhurtsidze5043
    @ninakhurtsidze5043 2 роки тому

    Madloba. Momewona

  • @elene.52
    @elene.52 2 роки тому

    ძალიან გემრიელია😊😊

  • @mziabochorishvili84
    @mziabochorishvili84 2 роки тому

    👍👍👏👏

  • @maripapava5521
    @maripapava5521 Рік тому

    😮🎉

  • @tamarjavashvili8488
    @tamarjavashvili8488 2 роки тому +1

    ძალიან მომწონს ცხობის პროცესი დღეს ვცდი არ ვიცი რა გამომივა😀❣❣

  • @TeonaEnuqidze-uq8yn
    @TeonaEnuqidze-uq8yn Рік тому +1

    ხმა რატომ არა აქვს?

  • @maikocherkezishvili2513
    @maikocherkezishvili2513 2 роки тому

    მოგესალმებით! დღეს ვაპირებ ამ რეცეპტით გამოცხობას. თხოვნა მაქვს, იქნებ, მირჩიოთ, სად შევიძინო მსგავსი საჭრელი ცომის ?

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому +1

      მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით ❤. ეს არის ტორტის საცხობი გასახსნელი ფორმა რომლის შეძენაც შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში სადაც ქვაბები, ტაფები და სამზარეულოს აქსესუარები იყიდება. ცომი შეგიძლიათ ამოჭრათ ასევე ქვაბის ან ტაფის სახურავით რომელიც იქნება 25 სმ. დიამეტრის.

  • @nino2392
    @nino2392 2 роки тому

    Madloba gadasarevia

  • @elene.52
    @elene.52 2 роки тому

    😍😍😍😍😍

  • @НатоКортиева-д4щ
    @НатоКортиева-д4щ 2 роки тому

    👍👍👍👍👍🙏❤️

  • @natelamuradashvili8805
    @natelamuradashvili8805 2 роки тому +2

    მომეწონა ხელთათმანებით მუშაობთ

  • @maiamikeladze5703
    @maiamikeladze5703 Рік тому +1

    ვიდეოს ხმა არ აქვს

  • @indiraoragvelidze9917
    @indiraoragvelidze9917 Рік тому +1

    ხმა არ აქვს თქვენს ვიდეოს

  • @liabogveradze828
    @liabogveradze828 Рік тому

    სტანდარტულ ჟარონაზე რომ გამოვაცხოთ, ე.წ. აჩმის ჟარონას ვეძახუთ,რამდენი ფენა გამოვა ამ რეცეპტის მიხედვით? ან 6 -7 ფენა რომ გამოვიდეს სტანდარტულ ჟარონაზე რა რაოდენობის ინგრედიენტები დაგვჭირდება?
    წინასწარ მადლობა❤

    • @katerina888
      @katerina888  Рік тому

      მოგესალმებით, სტანდარტულ ჟარონაზე არ გამომიცხვია და ვერ გეტყვით ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას. ისე მინიმუმ 2 - 3 ჯერ მეტი რაოდენობა მაინც დასჭირდება❤

  • @xatunatsiklauri7727
    @xatunatsiklauri7727 2 роки тому

    120 გრ კარაქი სწორად გიწერიათ? ჩემი 120 გრ ერთი ბეწოდ გამოიყურება და თქვენ რასაც გვიჩვენებთ ორი იმდენი ჩანს თქვენი მაგიტომ შემეპარა ეჭვი

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому +2

      კი, ყველაფერი სწორად წერია, ეს არის უზუსტესი რეცეპტი, თუ ყველაფერს ზუსტად რეცეპტის მიხედვით გააკეთებთ, გამოდის უგემრიელესი, ზუსტად ისეთი როგორიც ვიდეოშია❤.
      P.S. ვიდეოთი ზუსტ ზომებს ვერ განსაზღვრავთ, რადგან კამერა ცვლის ზომებს (ადიდებს), ვიდეო თვალსაჩინოებისთვისაა, ზუსტი ზომები და რაოდენობები რეცეპტშია მოცემული🥰

    • @xatunatsiklauri7727
      @xatunatsiklauri7727 2 роки тому

      @@katerina888 მადლობა პასუხისთვის. გავაკეთე რაღაც სასწაული გამომივიდა.

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому

      გაიხარეთ❤🥰

    • @malomalo6320
      @malomalo6320 Рік тому

      ხმა რატო არ აქვს

  • @ziurishavadze1034
    @ziurishavadze1034 2 роки тому

    Exla tqveni videos meshveobit vaketeb medoks. Zustad ise rogorc videoshi gvixsnit. 500grami fqvili ki ara 700gramic ar agmochnda sakmarisi. Xom sheizleba zustad tqvat ingredientebis raodenoba. Ase bevri shegkavt shecdomashi.samcuxaroa

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому +7

      მე ზუსტად 500 გრ. ფქვილს ვუკეთებ ყოველთვის და როგორც ვამზადებ, ისე გადმოგეცით. გაციებულს თუ შეაზელთ მეტი არ სჭირდება. ფქვილით არასდროს ვტვირთავ იმიტომ რომ ფენები ფუმფულა იყოს. ცოტა ხელზე დაგეკრობათ მაგრამ მაცივარში მაგრდება და კარგად ბრტყელდება. მეორეც, ფქვილი სხვადასხვა ფირმისაა და სხვადასხვა წებოვნება აქვს, შეიძლება სულ ცოტა განსხვავება იყოს, მეტი არაფერი.

  • @NataliaMarsagishvili
    @NataliaMarsagishvili 8 місяців тому

    ვიდეოს ხმა არ აქვს?

    • @katerina888
      @katerina888  8 місяців тому

      კი, აქვს ხმის ხარვეზი, მაგრამ ზუსტი რეცეპტი წერია პირველივე კომენტარში.

  • @lazginerbek326
    @lazginerbek326 3 місяці тому

    Xma ratom ar aqvs yvelaze mnishvnelovani firfitebis moxarhvis procesi gamorha arada ra kargi receptia

    • @katerina888
      @katerina888  3 місяці тому

      მოგესალმებით. პირველივე ჩამაგრებულ კომენტარში მიწერია დაწვრილებითი რეცეპტი, ზედმიწევნით მაქვს აღწერილი ყველა დეტალი, შეგიძლიათ ისარგებლოთ🥰

  • @tsiratabatadze1332
    @tsiratabatadze1332 2 роки тому

    Ექვსად გაყავი ცომი და მეშვიდე საიდან გაჩდა თან იმხელა 🤷

    • @katerina888
      @katerina888  2 роки тому +2

      ვიდეოს თუ მოუსმინეთ იქ ვთქვი, რომ თითოეული ცომის გაბრტყელების შემდეგ ჩამონაჭრებს ვაერთებ და ვიღებ მეშვიდე გუნდას, რომელსაც ასევე ვაბრტყდლებ, ვაცხობ, შემდეგ ვაბლენდერებ და ვიყენებ ზემოდან მოსაყრელად.

    • @tsiratabatadze1332
      @tsiratabatadze1332 2 роки тому +1

      Ეხლა გავიე ჩამონაჭრებისგან გამოაცხე მეშვიდე ფირფიტა მოსაყრელად👍👌

  • @mananafanculaia6766
    @mananafanculaia6766 2 роки тому

    მედოკი

    • @irmarevishvili4413
      @irmarevishvili4413 8 місяців тому

      მედოვიკი,ეს რუსული სიტყვაა თაფლიანი ანუ.

  • @grigolgersamia7546
    @grigolgersamia7546 Рік тому

    რეცეპტი არაა მარტივი, ხმა ნახევარზე მეტ ვიდეოს არააქვს, თან ბოლოს და ბოლოს ნაჭერი მაინც იყოს ესთეტიური 🙄