Zurab Tsıntskıladze "ნეტა მოსულიყავი" ( Gelseydin )

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 сер 2024
  • KANALA ABONE OLMAYI UNUTMAYALIM ➤ ‪@marmaramuzik‬
    Dursun Ali Erzincanlı'nın "Gelseydin" adlı şiirinin Gürcü versiyonu...
    Şiir Fon Müziği ➤ • Umut Mürare "GELSEYDİN...
    "MARMARA MÜZİK" SOSYAL MEDYA
    Web Site ➤ www.marmaramuzi...
    UA-cam ➤ / marmaramuzik
    Facebook ➤ / marmaramuzik
    Instagram ➤ / marmaramusic
    Twitter ➤ / muzik_marmara
    "Zurab Tsıntskıladze" Şiirleri ➤ • Zurab Tsıntskıladze
    "Fon Müzikleri" Listesi ➤ • ENSTRÜMANTAL & FON MÜZİĞİ
    ნეტა მოსულიყავი
    ძვირფასო!
    როგორც უმმუ მექთუმი…
    შენი ხილვის გარეშე გეხმიანებით.
    თითქოს შენს ყოველ ამოსუნთქვას ვგრძნობდეთ...
    თითქოს, როგორც კი თვალს გავახელთ,
    შენ დაგინახავთ...
    თითქოს გხედავდეთ, ისე მოგმართავთ.
    შენს წინაშე ხმას როგორ ავიმაღლებთ...
    მორიდებით ვსაუბრობთ და მორიდებით ვდუმვართ.
    ეს ჩვენ ვართ, ამ კარებთან დაყუდებულნი...
    ხელგაწვდილი ლოდინის მეტი რაღა დაგვრჩენია...
    წლები გვაშორებს...
    მრავალი წელი...
    ეს წლები რომ არ იყოს...
    მედინამდე ასე შორი გზა რომ არ იყოს...
    შენი სახელის ხსენებაზე გული რომ არ გვეფლითებოდეს...
    ამ კარებთან ლოდინის მეტი,
    რაღა დაგვრჩენია...
    შენ გელოდებით!
    სიზმარშიც რომ იყოს...
    იქნებ გვეღირსო და გიხილოთ...
    ისე გელოდებით...
    როგორც არავის, არასოდეს...
    ნეტა მოსულიყავი...
    შენი მოსვლა, ხომ სამოთხის დარი იქნებოდა.
    ნეტა მოხვიდოდე.
    ნახავდი,
    ბედნიერების ხანიდან მოძღნილ სალამს,
    შენს ნათქვამ სიტყვას: „ძმებო!“
    როგორ ვახარებდით ერთმანეთს!
    ნეტა, მოსულიყავი!
    ჩვენს გაშლილ სუფრასთან გამოგევლო...
    ერთით მეტ თეფშს ნახავდი, ხელუხლებელს...
    ერთით მეტ ჭიქას, ერთით მეტ კოვზს...
    და ცარიელ ადგილს ჩვენს შორის...
    იქნებ მოვიდესო, იმ იმედით დატოვებულს...
    ნეტა, მოსულიყავი!
    ღამ-ღამობით ჩამოგევლო ჩვენს სახლებთან...
    გენახა როგორი სასოებით ზრდიან დედები ჩვილებს.
    ხელახლა რომ დაბადებულიყავი...
    ისევ რომ მოვლენოდი დედამიწას...
    ძვირფასო!
    ნეტა, მოსულიყავი!
    მედინადან მთელს დედამიწაზე გაფანტული შენი მიმდევრების მსგავსად...
    როგორც ეიუბ სულთანი...
    როგორც ქაბ ბინ მალიქი...
    ერთი რომელიმე განთიადისას...
    ჯერ კიდევ ჭაბუკებმა...
    უკანმოუხედავად დატოვეს სამშობლო...
    ერთადერთი მიზნით,
    ღვთის კმაყოფილების მოსაპოვებლად...
    გზას რომ დაადგნენ...
    სირცხვილად მიაჩნდათ უკან მოხედვა.
    აი ასეთ გმირებს ნახავდი.
    შენს მიმდევრებს,
    შენს მამაც გმირებს...
    ვინ იცის, საით, რომელ მხარეში..
    შენდამი სიყვარული რომ უთბობს ხელებს და გულებს!
    ნეტა, მოსულიყავი!
    წყვდიადი ღამის სიბნელეში,
    როდესაც ძილი ასე ტკბილია...
    ნახავდი რაბიათულ აბევიეს მსგავს ახალგაზრდებს,
    ჩადენილ ცოდვებს ცრემლით რომ ნანობენ...
    როგორც ვეისელ ყარანისგან გსურდა...
    ნახავდი ახალგაზრდებს,
    კაცობრიობის სიკეთისთვის მლოცველთ.
    ნეტა, მოსულიყავი!
    იმ ბედნიერების ხანის მსგავსი თუ არ იქნებოდა,
    მისი სურნელება ხომ მაინც ექნებოდა.
    ნახავდი შენს კვალზე,
    შენი მაგალითით აღზრდილ თაობებს...
    ნეტა, მოსულიყავი!
    ეკლებსაც კი ვარდის სურნელება დაჰყვებოდა.
    მალულად გითვალთვალებდი, რადგან...
    თვალს ვერ გაგისწორებდი, როგორც ვაჰში ვერ გისწორებდა თვალს...
    შენი სახლიდან მესჯიდი ნებევიში მიმავალს, მორწმუნეთა დედა აიშე თვალს გაყოლებდა...
    აღფრთოვანებით...
    და ის შენი ერთგული მეგობრები...
    როგორ თავდახრილი გელოდებოდნენ მეჩეთის კარებთან...
    თვალს ვერ გისწორებდნენ, უსაზღვრო რიდით...
    შენ კი ღიმილით უყურებდი...
    შენს გასხივოსნებულ ღიმილს აბუ ბაქარი ხედავდა... ომარიც იქვე იყო...
    შემდეგ ეზანი იწყებოდა...
    მაშინ და ახლაც...
    ყოველი ეზნის ხმაზე...
    სამლოცველოს კარებთან შენს მომლოდინე თვალებს ვხედავ.
    ნეტა, მოსულიყავი!
    ჩვენს წინ ჩაგევლო...
    მხოლოდ დაგვენახე და შორიდან შენი სურნელება გვეგრძნო!
    ძვირფასო!
    როცა სიყვარულით შენსკენ მოფრინავენ,
    ჩვენი ეს მცდელობა გზაზე ცოცვაა
    მთელი სილამაზით მკლავებს გიშლიან,
    ჩვენ რაც დაგვრჩენია, მხოლოდ ლოცვაა.
    ძვირფასო,
    გელოდებით!
    Şiir : Dursun Ali Erzincanlı
    Müzik : Umut Mürare
    Dijital Medya Yönetim - Tasarım
    Barış Abadan & Ruveyda Ebrar
    #ZurabTsıntskıladze
    #marmaramüzik
    #ნეტამოსულიყავი

КОМЕНТАРІ • 6

  • @aysebordini
    @aysebordini Рік тому

    Sir Dursun Ali ERZINCANLI ⭐️⭐️⭐️⭐️⭐️ mascha allah ☝️💚

  • @semacantasci
    @semacantasci Рік тому +1

    ❤️❤️❤️

  • @esmagul1905
    @esmagul1905 Рік тому +1

    Hangi dilde olursa olsun aynı hissiyatı veriyor. Tüyler diken.

  • @zekidamar
    @zekidamar Рік тому

  • @musaoksuz2089
    @musaoksuz2089 Рік тому

    Farsça mi