Zurab Tsıntskıladze "ქასიდეი ბურდე" ( Kaside-i Bürde )

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 тра 2024
  • KANALA ABONE OLMAYI UNUTMAYALIM ➤ ‪@marmaramuzik‬
    Dursun Ali Erzincanlı'nın "Kaside-i Bürde" adlı şiirinin Gürcü versiyonu...
    Şiir Fon Müziği ➤ • DURSUN ALİ ERZİNCANLI ...
    "MARMARA MÜZİK" SOSYAL MEDYA
    Web Site ➤ www.marmaramuzik.com
    UA-cam ➤ / marmaramuzik
    Facebook ➤ / marmaramuzik
    Instagram ➤ / marmaramusic
    Twitter ➤ / muzik_marmara
    "Zurab Tsıntskıladze" Şiirleri ➤ • Zurab Tsıntskıladze
    "Fon Müzikleri" Listesi ➤ • ENSTRÜMANTAL & FON MÜZİĞİ
    ქასიდეი ბურდე
    ორპირი და შურიანი,
    პოეზიისა და ხალხის მოძლე ადამიანები მეუბნებოდნენ:
    ები სელმას ძევ, შენ დაღუპული ხარ.
    თითქოს ჩემი დადრი საკმარისი არ იყო, მუდმივად ყურში ჩამსისინებდნენ:
    ები სელმას ძევ, შენ უკვე მკვდარი ხარ!
    მეც ავდექი და ერთგულ მეგობრებთან წავედი.
    ვისთანაც კი მივედი,
    ამ საქმეში ვერ ჩავერევითო, მითხრეს.
    წადი და შენს თავს თავად მიხედეო,
    ყველამ ზურგი მაქცია.
    მეც მათ ვითხარი, მარტო დამტოვეთ, ჩემს თავს მივხედავ-მეთქი.
    რაც განგებას დაუწერია, ის აღსრულდება.
    ჩვენს ბედს ხომ ერთადერთი ღმერთი განაგებს.
    ან ეს სიცოცხლე რა არის? ათასი წელიც რომ იცოცხლოს ადამიანმა, ბოლოს ხომ მაინც უნდა მოკვდეს? განა ვინმე ამისგან გადარჩენილა?
    ამბავი მოვიდა: „შუამავალს შენთვის საშინელი სასჯელი აქვს გამზადებული...!“
    „საცოდავები ხართ!“ ასეთი იყო ჩემი პასუხი.
    უკვე მის კარებთან ვიყავი.
    გულში მიტევების უსაზღვრო იმედს ვგრძნობდი.
    მოვედი, რათა ბოდიში მომეხადა.
    პატიება მინდოდა მეთხოვა.
    მან იცოდა საიდუმლო.
    მას შეეძლო საპატიო მიზეზები გაეგო.
    ის მიმტევებელი იყო!
    ღვთის გულისათვის, რომელმაც ყურანი მოგივლინა, სადაც უდიდესი ჭეშმარიტება და სიბრძნეა ჩადებული, თავის მართლების საშუალება მომეცი.
    ნუ შეხედავ მათ და ვიცი არც შეხედავ, ვისაც შენი სიტყვების გამო ჩემი შეშურდება.
    შენი გადაწყვეტილება არა მათთვის, არამედ ღვთის კმაყოფილებისთვის იქნება მიღებული. მე დამნაშავე ვარ, მაგრამ ახლა შენს წინაშე ვარ.
    აქ მოსულს, მხოლოდ და მხოლოდ შუამავლის შეწყალება მიშველის. იმ შუამავლის, რომელიც ღვთის ბრძანებებს განუხრელად ემორჩილება.
    მე აქ ვარ და მარჯვენა ხელს გიწვდით, რათა სამართალი აღსრულდეს.
    მხოლოდ მას შეეძლო გადავერჩინე.
    მხოლოდ მას.
    ახლა სიტყვა მხოლოდ მისი იყო.
    მას რომ ეთქვა, დამნაშავე ხარ, სასჯელს იმსახურებო, თავდახრილი შევეგებებოდი ყოველგვარ სასჯელს.
    ეს ყველაზე საშინელი რამ იქნებოდა, რაც კი წარმომედგინა.
    თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ლომების ბუნაგში ვიყავი.
    ბრძოლის დროს ერთ ნაბიჯითაც რომ უკან არასოდეს დაიხევენ, ისეთი ლომების.
    მისი სახელის წინაშე უდაბნოს ლომებსაც ხმა უწყდებათ.
    ლომებს შორისაც წესის დამდგენი ის იყო.
    სულ დაილეწა იარაღი, საჭურველი და მრავალი მამაცი, რომელიც
    საკუთარ მარჯვენას ენდობოდა, ამ ველზე მწერებისა და ფრინველების კერძი შეიქმნა.
    უეჭველად, შუამავალი ყველაზე ბასრი მახვილია, მახვილთა შორის.
    ის ხომ მუდმივ სასუფეველში ცხონებისა და გადარჩენისკენ გზას გვიკვალავს.
    მისი მეგობრები, მექაში ყურეიშთა წარჩინებულნი, რომლებმაც ისლამი მიიღეს.
    მათ ხომ სიმამაცესა და ხელგაშლილობაში ბადალი არ მოეპოვებათ.
    თავდაპირველად გადასახლება აუცილებელი გახდა. ყველა წავიდა, უყოყმანოდ.
    მიატოვეს სამშობლო, ოჯახი და სარჩო საბადებელი.
    ვინც კი დარჩა, საიმისო ძალა არ შესწევდათ, რომ მოწინააღმდეგეს წინ დადგომოდნენ.
    ასე დაუცველად, უმწეოდ, ურწმუნოების მორევში გაძლეს და ამ დღეს ელოდებოდნენ.
    დიახ, ეს ის მედგარი ადამიანები არიან, რომლებიც თავაწეული დააბიჯებენ.
    დავითის მსგავსად რკინის პერანგებით შემოსილან და ისე დადიან.
    მათი აბჯარი თვალისმომჭრელად ელავს და ბრწყინავს.
    ეს მოელვარე შუბები, მტრის განმგმირავნი, არ მედიდურობენ.
    და არც დამარცხებისას კარგავენ იმედს და არც იციან დამარცხება!
    და მიდიან მედგრად, ამაყად.
    საუკეთესო თავის დაცვა, ეს შეტევაა.
    თუ განიგმირებიან, მხოლოდ მკერდში...
    პირს არ იბრუნებენ. არ შეკრთებიან.
    მათგან რომ კრთება, ტალღოვანი, სიკვდილის ზღვაა.
    Şiir : Kab Bin Züheyr
    Müzik : Mustafa Cihat
    Dijital Medya Yönetim & Tasarım
    Barış Abadan & Ruveyda Ebrar
    #ZurabTsıntskıladze
    #marmaramüzik
    #ქასიდეიბურდე

КОМЕНТАРІ • 8