Zurab Tsıntskıladze "შენი მსგავსი" ( Senin Gibi )

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 23 чер 2023
  • KANALA ABONE OLMAYI UNUTMAYALIM ➤ ‪@marmaramuzik‬
    Dursun Ali Erzincanlı'nın "Senin Gibi" adlı şiirinin Gürcü versiyonu...
    Şiir Fon Müziği ➤ • Dursun Ali Erzincanlı ...
    "MARMARA MÜZİK" SOSYAL MEDYA
    Web Site ➤ www.marmaramuzik.com
    UA-cam ➤ / marmaramuzik
    Facebook ➤ / marmaramuzik
    Instagram ➤ / marmaramusic
    Twitter ➤ / muzik_marmara
    "Zurab Tsıntskıladze" Şiirleri ➤ • Zurab Tsıntskıladze
    "Fon Müzikleri" Listesi ➤ • ENSTRÜMANTAL & FON MÜZİĞİ
    შენი მსგავსი
    ვისაც უყვარხარ, შენნაირი უნდა იყოს.
    შენსავით, ჩემო სულთანო,
    ღვთისმსახური უნდა იყოს.
    ლოცვა...
    ლოცვა, ხომ თვალის სინათლეა.
    შენ რომ ლოცვის დრო მიჰრაბს მიუახლოვდები,
    ას ოცდაოთხი ათასი შუამავალი მარჯვნივ დაგიდგება.
    მარცხვნივ კი შენი რჩეული მეგობრები...
    და მწკრივებად მრავალი ანგელოზი...
    შემდეგ მილიონობით წმინდანი...
    მოკრძალებით უკან დადგებიან.
    მორწმუნენი, რიგებად, მწკრივებად...
    სულიერი და უსულო, ყველა არსება...
    შენ ლოცვაზე ხარ!
    შენ უკან კი სამყაროა.
    ხელებს აღაპყრობ...
    ნათელმოსილ ხელებს...
    უზენაესის წინაშე დგახარ!
    მსრუველი შენ ხარ, ღმერთი კი- მწყალობელი!
    შენ ისურვე, შუამავალო!
    ღმერთი მოგმადლის, რომ კმაყოფილი იყო.
    შენ ისურვე, შუამავალო!
    შენი ვედრება გულებს გვიწვავს.
    შენ ისურვე, შუამავალო!
    სამყარო შენ ვედრებას შეუერთდება.
    „მოჰმადლე, მოჰმადლე, ღმერთო!
    შუამავლის სურვილი ჩვენც აგვისრულე, ღმერთო!
    ვისაც უყვარხარ, შენნაირი უნდა იყოს.
    შენსავით მამაცი უნდა იყოს!
    გახსოვს, ღამე იყო... მედინაში, ერთ- ერთი ღამე...
    გარეთ უკუნი სიბნელე იყო.
    ხალხმა, საიდანღაც მოსული ხმა გაიგონა.
    საშნელი ხმა იყო.
    იმ ხმის საშინელაბას მხოლოდ ისინი მიხვდებიან, ვინც გაიგონა.
    მედინას ხალხის შიშისგან ქუჩებში გამოცვივდნენ.
    ყველანი იქით იყურებოდნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა.
    ნაბიჯს ვერავინ დგამდა...
    ვერც აბუ ბაქარი დგამდა ნაბიჯს...
    ვერც ომარი, ვერც ალი...
    სწორედ ამ დროს შენ გამოჩნდი...
    იქ დგახარ, საიდანაც ხმა მოდიოდა.
    თეთრ ცხენზე ამხედრებული...
    ხმალი გერტყა...
    ნუ გეშინიათ, ხალხო, უთხარი და ყველანი დაამშვიდე.
    შენი მეგობრების თვალში, შენ
    მამაცთა შორის უმამაცესი იყავი.
    ბრძოლის დროს მტერთან ყველაზე ახლოს შენ მიდოდი.
    როდესაც გაცხარებული ბრძოლის დროს
    ჯარი აირეოდა და დაფანტვას იწყებდა,
    შენ ერთ ნაბიჯსაც არ დგამდი უკან.
    როდესაც ცხენით მტრის რიგებს მიუახლოვდებოდა,
    ხმამაღლა შეძახებდა:
    სად გარბიხართ?
    მე ღვთის შუამავალი ვარ!
    მე აბდულლაჰის ძე მუჰამმედი ვარ!
    დიახ, შენ მამაცთა შორის,
    უმამაცესი იყავი!
    ვისაც უყვარხარ, შენი მსგავსი უნდა იყოს
    შენნნარი ხელგაშლილი უნდა იყოს.
    შენ ხალხისთვის სიკეთის კეთებისას,
    ყველაზე ხელგაშლილი იყავი.
    როდესაც რამეს გთხოვდნენ,
    უარს არასოდეს ამბობდი.
    შენ ყველას მიმართ მზრუნველი იყავი.
    სიღარიბის არასოდეს გეშინოდა.
    არადა, ვინ იცის, რამდენი ღამე
    მშიერს გაგიტარებია.
    შენ რომ მოგესურვებინა, მთები ფერხთით გეახლებოდა.
    რომ მოგესურვებინა, სამოთხის სუფრას გაგიშლიდნენ.
    შენ რომ მოგესურვებინა,
    როგორც ებუ თალიბის სუფრაზე იყო,
    შენს გარეშე საჭმელს არავინ შეეხებოდა.
    სადაც შენ არ იქნებოდი,
    იმ სუფრასთან არავინ დაჯდებოდა.
    მაგრამ, ვინ იცის, რამდენი ღამე
    შიმშილისგან ვერ დაგიძინია.
    შენ ასეთი ხელგაშლილი იყავი!
    ერთხელ ბილალის სახლში სტუმრად მიხვედი
    ბილალს ოთახის ერთ კუთხეში ხურმა მოეგროვებინა.
    ეს რა არისო, ჰკითხე ბილალს.
    ხურმაა, ღვთის შამავალო!
    შენი სტუმრებისთვის ვინახავ ამ ხურმას...
    მაშინ ასე უთხარი ბილალს:
    დააპურე, ბილალ, დააპურე!
    ნუ შეგეშინდება, რომ ღმერთი წყალობას მოგაკლებს.
    შენ ყველაზე ხელგაშლილი იყავი.
    ვისაც უყვარხარ, შენნაირი უნდა იყოს.
    შენნაირად,
    მიმდევრების მიმართ უსაზღვრო სიყვარულით
    განმსჭვალული.
    მიმდევრები ძალიან გიყვარდა, შუამავალო.
    ძალიან სწუხდი, როცა ისინი ცოდვას ჩაიდენდნენ.
    მორწმუნეთა მიმართ,
    ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი იყავი, შუამავალო!
    მხოლოდ ისინი კი არ გიყვარდა, ვისაც შენი ხილვა ეღირსა,
    მომავალი მორწმუნენიც გიყვარდა. ყველა გიყვარდა!
    შუამავალო!
    ერთ დღეს მეგობრებს მიესალემა და ასე უთხარი:
    მოწმე იყავით, რომ
    ამ სალმით ყველა იმ მორწმუნეს ვესალმები,
    რომლებიც განკითხვის დღემდე დედამიწაზე იცხოვრებენ!
    შენი სალამი ჩვენამდეც მოვიდა.
    მოვიდა და სიცოცხლე შგვმატა!
    ჩვენც სალამს გიძღვნით.
    მშვიდობა იყოს შენდა, ღვთის შუამავალო!
    მშვიდობა იყოს შენდა, ღვთის რჩეულო!
    მშვიდობა შენს ოჯახსა და მეგობრებს!
    მეგობრებმა შენ გნახეს...
    შეგიყვარეს და დაგაფასეს.
    ჩვენ კი ისინი ვნახეთ, ვისაც უყვარხარ.
    თვალები ვნახეთ,
    რომლებიც შენი სახელის ხსენებაზე ცრემლიანდება.
    ჩვენ მორწმუნეთა სახეები ვნახეთ.
    ამით ნუგეში ვჰპოვეთ.
    ჩვენი ნუგეში შენ ხარ, შუამავალო!
    ასეთი ძვირფასი და შემგონებელი.
    მოსიყვარულე, ხელგაშლილი...
    და შენი გამჩენი ღმერთი!
    რაოდენ მოწყალეა!
    რაოდენ ხელგაშლილია!
    რაოდენ შემწყნარებელია!
    რაოდენ მოსიყვარულეა!
    რაოდენ ვუყვარვართ ჩვენ!
    Şiir : Dursun Ali Erzincanlı
    Müzik : Umut Mürare
    Dijital Medya Yönetim - Tasarım
    Barış Abadan & Ruveyda Ebrar
    #ZurabTsıntskıladze
    #marmaramüzik
    #შენი მსგავსი
    #şiir

КОМЕНТАРІ • 6