მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 38. საქართველოს სამეფო კარის თამაშები: დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 24 лис 2024

КОМЕНТАРІ • 76

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Рік тому +1

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @nellychorgoliani3183
    @nellychorgoliani3183 11 місяців тому +5

    არაჩვეულებრივები ხართ!
    ისტორიის ცოცხალ პროცესში მონაწილედ ვგრძნობ თავს!
    ბ რ ა ვ ო ო ო!
    წარმატებები!❤❤❤❤❤❤❤

  • @samossamoa2812
    @samossamoa2812 9 місяців тому

    დიდებულ საქმეს აკეთებთ.
    დიდი მადლობა.
    წარმატებები!

  • @schizoidman8396
    @schizoidman8396 2 роки тому +5

    საინტერესო იყო.
    იმედია, დიდი ხნის წინ შეპირებულ პოდკასტს ამერიკის სამოქალაქო ომზე მალე ვიხილავთ.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому +3

      სტუმარი მყავს გამოსაჭერი მაგ თემაზე და როგორც კი მოვახერხებთ, აუცილებლად.

  • @johngegeshidze8626
    @johngegeshidze8626 10 місяців тому

    ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. მადლობა, რომ ასეთ თემებს აკეთებთ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, თქვენ რა მიზეზებიც ჩამოთვალეთ თუ რატომ გამოარჩია დემეტრემ უმცროსი შვილი ალბათ მაგ მიზეზებს რამდენიმე კიდევ მეტიც დაემატოს.

  • @makaveli2244
    @makaveli2244 Рік тому +1

    ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა.
    ისე ეს ბექგრაუნდის მუსიკა სრულიად ზედმეტია, ჩემი აზრით.

  • @iraklikharazishvili5880
    @iraklikharazishvili5880 Рік тому +4

    კარგი იყო. განსაკუთრებით ბოლოს როცა თქვით ბაგრატიონების მამაკაცთა ხაზი დასრულდაო ჩავფიქრდი სიცრუეში ვცხოვრობთ😅

    • @besiktsamalashvili8123
      @besiktsamalashvili8123 7 місяців тому

      პრინც დემნას განადგურებით ბაგრატიონების ლეგიტიმაცია სრულდება, ყველა შემდეგი ბაგრატიონი ფეიკი და ყალბია.

  • @gelacharashvili8460
    @gelacharashvili8460 2 роки тому +2

    მაგარია ნიკა საქართველოს სამეფო კარის თამაშები ჯორჯ მარტინს არც დაესზიმრებოდა აქ ისეთი ამბები და ინტრიგები იყო😆👍

  • @zurabegashvili8532
    @zurabegashvili8532 Рік тому

    კარგი კაცი ხარ კარგ საქმეს აკეთებთ მადლობა. მასპინძელს და ყველა სტუმარს

  • @z.j.923
    @z.j.923 2 роки тому +1

    საინტერესო განხილვა იყო კარგი თემა შეირჩა თან

  • @giorgi9594
    @giorgi9594 2 роки тому +8

    ბატონო ნიკა შესანიშნავი იქნება ერთ პოდკასტს მონღოლთა დაპყრობებზე თუ ჩაწერთ და ასევე ძალიან საინტერესო იქნება მონღოლთა მიერ ჩატარებულ აღწერაზე თუ ისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითი და არასწორი ინტერპრეტაცია არსებობს და კარგი იქნება თუ დაუთმობთ ერთ ეპიზოდს მაინც ამ საკითხს.

    • @brdzolisunariani
      @brdzolisunariani 2 роки тому +1

      საინტერესო იქნება. მონღოლეთის იმპერიის დაბადება და შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობა .

  • @fakeaccount3307
    @fakeaccount3307 2 роки тому +2

    კაი საქმეს აკეთებთ წარმატებები🙂

  • @lashaerbelidze3511
    @lashaerbelidze3511 Рік тому +1

    👍👍👍👍👍👍

  • @berka5274
    @berka5274 Рік тому +5

    დიდი პატივისცემა თქვენ. იქნებ საქართველოს, სახელწოდებაზე გადაიღოთ ვიდეო. თუ არ ვცდები მე-10 საუკუნეში დაერქვა სახელი, საქართველო. ზოგადად ვიცით რომ ეს ქართლის დომიმანტობის გამოა მაგრამ დეტალებია საინტერესო

  • @archilmodebadze1555
    @archilmodebadze1555 Рік тому

    როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა

  • @arturmuradyan2316
    @arturmuradyan2316 2 місяці тому

    როგორც ვარიანტი, დავითი გრძნობს მოახლოებულ სიკვდილს, ამავე დროს იცის ძმის ამბიციების შესახებ. ხვდება რომ მის შვილს კარგი დღე არ ელის, ითვალისწინებს ასევე რომ გიორგის არ ჰყავს მემკვიდრე, შესაბამისად ძმას ეუბნება იმეფეო შენი გაისწორეო ოღონდ როცა დრო მოვა ჩემს შვილს დაუთმეო. ასე ვთქვათ არასწორ გათვლას აკეთებს

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze5439 2 роки тому +1

    ძალიან საინტერესო იყო, აი რუკებიც რომ დაურთოთ ხოლმე ან გეოგრაფიული აღწერები ამ ყველაფერს საერთოდ მაგარი იქნება.

  • @giokv3500
    @giokv3500 2 роки тому +1

    მაგარი გადაცემა გაქვთ წარმატებები

  • @MrDatio
    @MrDatio Рік тому

    საინტერესო განხილვაა, მადლობა შრომისთვის.
    ვახტანგ ჭელიძეს თავის ნაშრომში საინტერესო არგუმენტი მოაქვს "ორბელთა ვერსიის" წინააღმდეგ: დემნა რომ მეფობისთვის ემზადებოდეს, რატომ შეირთავდა ფეოდალის, თუნდაც ყველაზე გავლენიანი ფეოდალის შვილს, როცა ჩვენი მეფეები საკუთარი ქვეშევრდომი ფეოდალის ოჯახიდან არ ირთავდნენ ცოლს

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      საინტერესო ვერსიაა, თუმცა, ყველაფერი სტანდარტულად და წესის მიხედვით რომ არ ხდება დავითის მემკვიდრეების ომი აჩვენებს ამას და სამწუხაროდ, წყაროების უდიდესი ნაკლებობა ხელს გვიშლის უფრო ზუსტად განვსაზღვროთ ეს საკითხები.

    • @tamarkapanadze3485
      @tamarkapanadze3485 10 місяців тому

      დიდგვაროვანთა ქორწინებები ყოველთვის გარიგებული იყო და შესაბამისად, დემნასათვის შეიძლებოდა იმიტომ მიეცათ ცოლად დიდგვაროვნის ქალიშვილი, რომ ტახტზე პრეტენზიები არ გასჩენოდა. თუმცა, მაგასაც ვერ ვიტყვით, რომ აბსოლუტური მოთხოვნა იყო, მეფეს მეფის ასული მოეყვანა ცოლად. მაგალითად, დავით ულუსაც და ნარინსაც ცოლებად ქვეშევრდომთა ქალიშვილები ჰყავდათ (დავით ულუს სულაც ქვრივი ჰყავდა ცოლად). დემეტრე მეორის მესამე ცოლი (გიორგი ბრწყინვალის დედა) ასევე ქვეშევრდომის შვილი იყო და ა. შ. ამის მიზეზი შეიძლება იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებაც ყოფილიყო, ან, შეიძლება, მას შემდეგ, რაც ლაშა-გიორგის გაუჩნდა შვილი აზნაურის ქალისაგან და ეს შვილი ტახტზეც ავიდა, მეფის ასულზე ქორწინების წესს აზრი დაეკარგა....

  • @dimitrisesiashvili7976
    @dimitrisesiashvili7976 2 роки тому +1

  • @davidkvinikadze1216
    @davidkvinikadze1216 Рік тому

    დიდი მადლობა საინტერესო ანალიზის და ინტერპრეტაციისათვის. ერთი თხოვნა მაქვს ეგება მივყვეთ ტრადიციას და მეფე არ შეიძლება იყოს ბაბუა, თოვლის კიდევ ჰო და აი მეფის არა რა.😊

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      არ შეიძლება იყოს ბაბუა? ანუ?

  • @davittchumburidze-g2n
    @davittchumburidze-g2n 10 місяців тому

    პრობლემის ყველაზე ნორმალური მოგვარება იქნებოდა თამარი და დემეტრე რომ დაექორწინებინათ, გასაგებია ბიძაშვილები იყვნენ,მაგრამ საქმის მოგვარებისთის იდეალური იქნებოდა და სამართლიანიც

  • @giokv3500
    @giokv3500 2 роки тому

    რაღაც მაინტერესებს შეგიძლიათ ფინანსური საკითხებიც განიხილოთ? არის რამე წყარო ვინ იღებდა გადასახადებს საქართველოს სამეფოში რამდენს რა ვალუტა იყო რამდენი პროცენტით იღებდნენ გადასახადებს ? და საკუთარებას აფორმებდნენ ? რა ღირდა სავაჭრო საქონელი რომელიც იყიდებოდა ქალაქებში და იარაღი აღჭურვილობა ჯარისკაცებს ან სხვებს რა თანხას უხდიდნენ ფეოდალები და კიდევ ფულს ზარაფხანაში ჭრიდნენ? რით არეგულირებდნენ მის რაოდენობას ეკონომიკაში და მეზობელ სახელმწიფოებში რა ვალუტები იყო?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому

      კიბატონო, შეიძლება ეგ თემაც სამომავლოდ გავითვალისწინებ.

    • @giokv3500
      @giokv3500 2 роки тому

      @@BitterPodcast გაიხარეთ წარმატებები

  • @giulitsereteli6859
    @giulitsereteli6859 Рік тому +2

    საინტერესო გადაცემა იყო. მადლობა. შეუძლებელია, თამარს არ სცოდნოდა მამამისის ვერაგული მიზნების და მოქმედებების შესახებ. ფაქტიცაა, რომ დათანხმდა ბიძაშვილის გაწირვაზე, ბაგრატიონთა გვარის დასასრულზე და ტახტის ფლობაზე. რას ფიქრობთ თამარის წმინდანად შერაცხვაზე ამ კუთხით?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +1

      გამარჯობა, მადლობა რომ გვისმენთ. წმინდანად შერაცხვა სპეციფიკური და ინდივიდუალური რამეა. პიროვნების მნიშვნელობაზე, მის მოღვაწეობასა და მიღწევებზეა უფრო დამოკიდებული, როდესაც ისტორიულ პირებზე ვსაუბრობთ; თამარის შემთხვევაში, მისი მმართველობა ოქროს ხანად ითვლება, რა დროსაც საქართველო პოლიტიკურ რუკაზე თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. მისი მემატიანეები განსაკუთრებულ ღვთისმოსავობას მიაწერენ, ადიდებენ, სამების მეოთხე იპოსტასს უწოდებენ; ეს ყველაფერი კი უკვე არის საკმარისი საფუძველი მისი წმინდანად შერაცხვის.

    • @manjojambo3173
      @manjojambo3173 Рік тому

      საინტერესოა მაგის მერე გვეტირა დედა😢

    • @tamarkapanadze3485
      @tamarkapanadze3485 10 місяців тому

      @@manjojambo3173 მაგის მერე მონღოლები მოვიდნენ და საქართველოს კი არა, ბევრ სხვა ძლიერ სამეფოსაც უტირეს დედა :)

  • @makrineabuladze
    @makrineabuladze 11 місяців тому +1

    აბულაძე ითვლება აბულეთისძეების გვარიდან??

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  11 місяців тому

      ვერ გეტყვით, შეიძლება. გენეალოგიის მკვლევარებს ეცოდინებათ თუ არის რამე უშუალო წყაროები მაგაზე.

  • @altefritz6945
    @altefritz6945 Рік тому

    ესეც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ვიტყოდი, დემეტრეს მეფობის პერიოდი ყველაზე საინტერესოა ერთიანი საქართველოს ისტორიაში. ერთი, რასაც დავამატებდი: ვარდან არეველცი ამბობს, რომ 1130 წელს ეწყობა აჯანყება (ცვატას ან დავითის) და დამარცხების მერე 1132 წელს კლავს დემეტრე ივანე აბულეთისძეს. ქართლის ცხოვრებაში კი წერია, რომ ივანე აბულეთისძეს მეფე კლავს 1145 წელს და 1150 წელს კიდევ ერთი აჯანყება ეწყობა ამჯერად ნამდვილად დავითის მიერ. მოკლედ სრული ბუნდოვნებაა ამ მხრივ და, სამწუხაროდ, ამ თარიღების ლოგიკური ბმა ვერ ხდება და ვერც ამ განსხვავებების ახსნა. ერთი რა კითხვაც მაქვს: ვახტანგ ჭელიძე ქრონიკებში ივანე აბულეთისძეს და თირქაშს მოიხსენიებს ორბელებად, ამბობს, რომ ორბელთა ორი შტო დაუპირისპირდა ერთმანეთსო და ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ? ჯაბა სამუშიასაც ვკითხე და მანაც ორბელი იყოო და რას ფიქრობთ ამაზე?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +1

      ცვატა ისე არასწორი წაკითხვის ბრალია. ცოტას ნიშნავს სინამდვილეში. ცოტა რომ წამოიზრდებაო ამას გულისხმობდა დავითი სინამდვილეში ანდერძში, მაგრამ, არასწორ ინტერპრეტაციას მოყვა „ცვატას" სახელად ქცევა. საერთოდ, საგვარეულოებზე საერთო აზრი არ არსებობს. ზოგს ბაღვაშების განაყოფებად მიაჩნია ყველა ეგ ფეოდალური გვარი, სხვა ფიქრობს რომ სხვა საგვარეულოებია და ასე შემდეგ. მართლაც დიდი ბუნდოვანებაა. შესაძლოა მართლაც ერთი შტოს განაყოფები იყოს.

  • @tornikekvitatiani3222
    @tornikekvitatiani3222 9 місяців тому

    შონო ❤❤❤

  • @tato8293
    @tato8293 7 місяців тому

    ალტერნატიული ისტორია რომ ჩაწეროთ პოდკასტზე სუფთა თქვენი აზრი ლაშა გიორგის რო გაემარჯვა მონღოლებთამ

    • @historical90
      @historical90 3 місяці тому

      ძალიან საინტერესო იქნებოდა

  • @giorgi88987
    @giorgi88987 2 роки тому +1

    Apple podcast-ზე რომ დაემატოთ, კარგი იქნება მეგობრებო ;)

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому

      მე თვითონ ეიფლის პროდუქტს არ ვიყენებ და ვერ მოვახერხე სხვანაირად მანდ დარეგისტრირება ჯერჯერობით.

  • @ketevaniashvili8755
    @ketevaniashvili8755 Рік тому

    საინტერესოა რატომ თავიდანვე არ მოიცილა გიორგიმ ძმისშვილი,ან რატომ იჩქარა ბიძის სიკვდილამდე ტახტის დაკავება დემნამ?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      წყაროების უდიდესი სიმცირის და არსებულის კონტროვერსიულობის გამო, ეგეც მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება განვიხილოთ.

  • @Giorgigujabidze93
    @Giorgigujabidze93 Рік тому

    ძალიან კარგია მეგობრებო, მაგრამ დასკვნა გავაკეთოთ ხოლმე ბოლოში, გიორგი მესამის პოლიტიკამ რა გავლენა იქონია საბოლოო ჯამში საქართველოს ერთიანობის საქმეში, მერე გარე საფრთხეებში..

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      ეს ეპიზოდი არ იყო უშუალოდ გიორგი მესამის პოლიტიკაზე, რა თანმიმდევრობით რა მოხდა სამოქალაქო ომში, ამის ახსნის მცდელობაა. თუ იქნება ცალკე ეპიზოდი, იქ ავხსნით მაგას აუცილებლად.

  • @kakhaaleksidze2027
    @kakhaaleksidze2027 Рік тому +1

    "აბულეთი"-ს ძე
    "თირქაშ"...
    რა სახელებია? რა ჯიშის და ჯილაგის არიან? ეს სახელი (თირქაშ) ქართველ კაცს რატომ უნდა დაერქმია თავისი შვილსთვის? არც რელიგიური (ქრისტიანული) და არც ქართული ეროვნული (თუკი იყო ქართველი) თვალსაზრისით ამ სახელს გამართლება არ აქვს! ამიტომ ჩნდება კითხვა - რა ჯიშის და მოდგმის იყო ეს ხალხი?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      შემოსული სახელებია, არქმევდნენ და არქმევენ საქართველოში აღმოსავლურ, ირანიდან, შემდეგ მთლიანობაში ისლამური სამყაროდან, ასევე მომთაბარე ხალხებისგან შემოსულ სახელებსაც კი. ასევე, ფეოდალურ სამყაროში ზუსტი ეთნიკურობის განსაზღვრა ყოველთვის ადვილი არაა; თუმცა, აბულეთისძეები ძირძველი ქართული ფეოდალური სახლი იყო.

    • @kakhaaleksidze2027
      @kakhaaleksidze2027 Рік тому

      ​@@BitterPodcastთუ მაინც და მაინც უცხოური სახელი უნდა დაარქვა შვილს, რაღა თარშაქ თუ რაღაც უბედურება, ან სადაური სახელია, რას ნიშნაავს ... ხოო... რა ვიცი, რა ვიცი...

    • @ninootarishvili7923
      @ninootarishvili7923 Рік тому +1

      სადაც ქართველი კაცი შვილს თემურის არქმევს, რა გასაკვირია?

    • @manjojambo3173
      @manjojambo3173 Рік тому

      თირქაში თარაში ეს ქართული სახელებია მერე შემოვიდა არაბული და ბერძნული სახელები მეგობარო

    • @manjojambo3173
      @manjojambo3173 Рік тому

      რა გიორგიოს, დიმიტრიუს ელინური არაა თუ რა თამარიც არაა ქართული ანდრეას ,ლუკას და კიდევ ბევრი

  • @Oskara77
    @Oskara77 2 роки тому

    ჩემი მესიჯები რარტომ იშლება?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому

      არ დაიპოსტა ეტყობა. არ მინახავს თქვენი კომენტარი ამის გარდა. ასევე, ზოგჯერ კომენტარს notifications-ში აჩვენებს და მერე ვიდეოს ქვემოთ არ არის ხოლმე, რაღაცას ახარვეზებს youtube.

    • @Oskara77
      @Oskara77 2 роки тому +1

      @@BitterPodcast სამჯერ დავაკომენტარე :)

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому

      აი, ახლა გამოჩნდა ერთი კი, სხვა კომენტარებს არ მიჩვენებს რატომღაც youtube.

    • @Oskara77
      @Oskara77 2 роки тому

      @@BitterPodcast მე უბრალოდ რომ გამოვთვალე დავით მეხუთის ასაკი და გიორგი მესამის ასაკი, როგორც საშუალო ასაკით ცხოვრობდნენ, სავარაუდოდ დავითის და გიორგის შორის სხვაობა 10 წელზე მეტი იყო, თუ ისინი პირველი და მეორე შვილი იყვნენ ერთი ცოლისგან დიდი სხვაობა გამოდის და სავარაუდოდ სხვადასხვა ცოლებისგან ყავდათ

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому

      შესაძლოა. ინტერპრეტაციაა უკვე, რადგან დეტალები ძალიან გვაკლია. ჩვენც საკმაოდ ვისაუბრეთ მაგ ვერსიაზე, რადგან ნამდვილად არის ეჭვის საფუძველი.

  • @dato5229
    @dato5229 Рік тому

    რა უბედურებაა ამდენი რეკლამა? ვერ მოუსმენ ადამიანი ნორმალურად უნდა იდგე და უყურო რეკლამა როდის ამოვარდება და ეს ყოველ 5 წუთში ხდება! მონეტიზაცია რომ გათიშოთ არა?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      პოდკასტი Spotify, Anchor, google podcasts პლატფორმებზეც დევს აუდიო ფორმატში, ყველანაირი რეკლამის გარეშე და აპლიკაციითაც მარტივად მოუსმენთ (გაცილებით კომფორტულია იუთუბზე) და აპლიკაციის გარეშეც. p
      s. ადბლოკერი ჩართეთ.

  • @besiktsamalashvili8123
    @besiktsamalashvili8123 7 місяців тому

    რატომ არ შეეხეთ ვახტან-ცვატას " შეთქმულებას თუ პროვოკაციას დემეტრეს წინააღმდეგ რომელიც 12 წლის ცვატას განადგურებიტ დასრულდა.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  7 місяців тому

      რანაირად არ შევეხეთ, არის მაგაზე საუბარი. რა ცნობებიცაა იმის მიხედვით ითქვა. რაც შეეხება ცვატას, ეგეთი სახელი არ არსებობს, დავითის ანდერძის არასწორი წაკითხვის შედეგია, ცოტა წერია და სახელად გაიგეს. ვახტანგი ერქვა უბრალოდ, არანაირი ცვატა არ არსებობს. მეორე ნაწილიც აქვს ასევე ამ პოდკასტს.