მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 14. დავით IV აღმაშენებელი და მისი ეპოქა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 24 лис 2024

КОМЕНТАРІ • 89

  • @giorgishaburishvili926
    @giorgishaburishvili926 11 місяців тому +10

    მადლობა. იშვიათია ქართულ ინტერნეტსივრცეში, ისტორიული მოვლენების განხილვა და შეფასება ყოველგვარი პათეტიკის და მიკერძოების გარეშე. წარსული ამბების რეალისტური აღქმა აბრუნებს მათ მითოლოგიური სივრციდან რეალისტურში რაც თავისთავად არათუ აკნინებს არამედ პირიქით შეუდარებლად ფასეულს ხდის მათ!

  • @Cadimma.
    @Cadimma. Рік тому +6

    თქვენს პოდკასტებს ვუსმენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია უმეტესი ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქ მოსმენილი და ძალიან მადლობელი ვარ რომ თქვენს ცოდნას უზიარებთ ხალხს და ახდენთ სფეროს პოპულარიზაციას ამ არხმა შემაყვარა ისტორია :*

  • @lashagagnidze9660
    @lashagagnidze9660 10 місяців тому +5

    ძალიან კარგი არხია და მადლობა ამისთვის. ამ პოდკასტში დამაკლდა სტრუქტურა თხრობის, დავითზეა და ფაქტიურად არ არის დავითზე. სიამოვნებით მოვოსმენდი მეტ დეტალს, რა რეფორმები იყო, როგორი იყო სოციუმი, კულტურა, რეგიონები როგორ იყო დაყოფილი და ა.შ. ძირითადად სხვა ისტორიკოსებთან მიმართულებით იყო ფაქტების მოყვანა. იმედია სწორად გამიგებთ. წარმატებები, ნამდვილად საჭირო არხია

  • @АдвокатвТбилиси

    მადლობა ბიჭებო, კარგი იყო♥️🇬🇪👍

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Рік тому +1

    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    patreon.com/BitterPodcast515
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @giorgi9594
    @giorgi9594 3 роки тому +7

    კიდევ ერთი შესანიშნავი ეპიზოდი იყო.ბატონო ნიკა ისე ძაან კარგი იქნება მომავალში ერთი-ორ ეპიზოდს თუ ჩაიწერთ ვინმე თანამედროვე სამხედრო ისტორიის სპეციალისტთან ერთად და ისაუბრებთ მეორე მსოფლიო ომზე გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე.

  • @Giorgigujabidze93
    @Giorgigujabidze93 Рік тому +9

    მართალია გაზვიადება ვიცით ყველაფრის, ზღაპრის გმირი გამოგვყავს ხოლმე, სიმართლე ჯობია ვილაპარაკოთ, ეგ კი არ აკნინებს ვინმეს არამედ პირიქით

  • @kokigogitishvili9790
    @kokigogitishvili9790 3 роки тому +4

    გმადლობთ საინტერესო ლექციისთვის და სოსო მარგიშვილის ასე წარმოჩენის თვის.

  • @tika.baramidze
    @tika.baramidze 3 місяці тому +1

    საინტერესო არხი გაქვთ ❤❤ მადლობა.

  • @iraklikharazishvili5880
    @iraklikharazishvili5880 23 дні тому

    სჯობს კრიტიკული თვალით შევხედოთ ჩვენს ისტორიას. და მითუმეტეს ეს უფრო საამოყოს ხდის ჩვენს დღევანსელ არსებობას

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Рік тому +4

    როგორი დიდი სიამოვნებით გისმენთ❤️ჩემთვის ისტორია ხდება უფრო ნამდვილი,ადამიანური და არა მითი.ბავშვები უნდა გაიზარდოს ნამდვილ ისტორიაზე და არა მითებზე..

  • @iraklipiranishvili3352
    @iraklipiranishvili3352 3 роки тому +1

    ძაან ვისიამოვნე. მადლობა !!!

  • @Lali....
    @Lali.... 6 місяців тому

    ძალიან საინტერესო იყო👍

  • @YourSecretSanta-uh6yu
    @YourSecretSanta-uh6yu 6 місяців тому

    ძალიან კარგი არხია ,ბევრი რაიმე მოვისმინე და გავიგე წარსულის ისტორიაზე,გაიხარეთ.❤❤❤❤

  • @ratitskhakaia9094
    @ratitskhakaia9094 2 роки тому +2

    კარგი გაკვეთილია💙👌

  • @KakhaKolkhi
    @KakhaKolkhi 3 роки тому +2

    ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი ლექცია იყო, ბრავო ✌️

  • @natoaltunashvili3808
    @natoaltunashvili3808 5 днів тому

    გენია იყო დავითი და რთულია ჩაწვდე ბოლომდე.... მითუმეტეს დღევანდელი ადამიანისთვის ბევრი რამე წარმოუდგენელია.

  • @KakhaKolkhi
    @KakhaKolkhi Рік тому

    მაგარი იყო! ბრავო! ლაშა - გიორგის და რუსუდანის ეპოქაზე რომ ჩაწეროთ მიმოხილვა, ჯალალ ედ დინის და მონღოლების შემოსვლაზე კავკასიაში, ძალიან საინტერესო იქნება იმ მიზეზების მიმოხილვა, რამ განაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს დაცემა და დასუსტება.

    • @KakhaKolkhi
      @KakhaKolkhi Рік тому

      და ასევე, რომის პაპთან და დასავლეთთან ურთიერთობაზე ცალკე პოდკასტს თუ ჩაწერთ და რუსულ "პრავასლავნიკურ" მითებს და ანტიდასავლურ პროპაგანდას თუ დაამსხვრევთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არაფერი საერთო არ გვაქვს დასავლეთთან, ძალიან კარგი იქნება. მიხეილ თამარაშვილის წიგნი "ისტორია კათოლიკობისა საქართველოში" ამისთვის კარგი მასალაა.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      აქ არის საუბარი ამაზეც. სხვათაშორის, ზოგს არ ესიამოვნა. ua-cam.com/video/ylis9YQTn-8/v-deo.html

  • @juanshery4414
    @juanshery4414 Рік тому +1

    👍👍

  • @rgeocomrade
    @rgeocomrade 3 роки тому +3

    დიდი მადლობა. ერთი თხოვნა - პროგრამაში ხმის ბალანსი თუ შეიძლება კარგი იქნება

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  3 роки тому +2

      შევეცდები. დისტანციურად ჩაწერის ბრალია.

  • @subelianikoba
    @subelianikoba Рік тому

    კარგია ❤

  • @ebitaful
    @ebitaful 10 місяців тому

    ყივჩაღები რა ხალხი იყო წვრილთვალიანები,ქერები შერეულები თუ????

  • @giorgigventsadze
    @giorgigventsadze Рік тому

    მადლობა ასეთი დეტალური განხილვისთვის. მე როგორც რიგითმა მსმენელმა ისე მოვუსმინე და ინტუიციურად მივხვდი დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, რომ ზოგადად ისტორიის ფაქტები რაღათქმაუნდა გაზვიადებულია და ამაში გასაკვირი არაფერია. დღესაც კი ციფრული სამყაროს ვითარებაში, სადაც ყველაფრის გადამოწმებაა შესაძლებელი, ზვიადდება ან კნინდება ფაქტები დამკვეთის სასარგებლოდ. ისტორია ხომ ერთი დიდი მხატვრული ნაწარმოებია. მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, იმის წარმოდგენა თუ როგორ შეხედავდა დავით აღმაშენებელი ამ გაზვიადებულ ფაქტებს? რას ეტყოდა თავის ისტორიკოსს, ან რას იტყოდა ზოგადად არაობიექტურობაზე? მიიწერდა ამ არარეალურ ფანტაზიას და დაემსგავსებოდა დღევანდელ და გუშუნდელ პიარ ხელისუფლებას თუ არა? აი ეს მაინტერესებს.
    ისე კი ბოლოს რომ გეთქვათ რამდენი ვიყავით და რამდენი იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ ცუდი არ იქნებოდა, მეცოდინებოდა მომავალი ბრძოლებისთვის რიცხოვნობის დადგენის ფორმულა.
    დ ი დ ე ბ ა ვინც კიდევ გვაბრძოლებს ი მ ე დ ი თ.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      მადლობა რომ გვისმენთ. შუა საუკუნეებში არსებობს განსაზღვრული მასშტაბები. როგორც ჰანს დელბრუკმა თავის დროზე დაამტკიცა ეს, შემდეგ კი, ლოგისტიკის, დემოგრაფიისა და ეკონომიკის კვლევით კიდევ უფრო ნათელი გახდა, შუა საუკუნეებში დიდი იმპერიების საველე არმიების რიცხოვნობაც კი არ სცდება 3-4 ათეულ ათასს; რადგან მეტის მართვა, კომუნიკაცია, მომარაგება, ხანგრძლივი შენახვა და კონტროლი, წარმოუდგენელი ხდებოდა იმ დროში არსებული საშუალებებით; შესაბამისად, რიცხვები 2-3 ათეულ ათასს უდიდესი ბატალიების დროსაც კი არ ცდება (როგორიც იყო მანასკერტი და ჰატინი, მაგალითად), ზოგი კი უფრო მცირეა (ჰასტინგსი, კურტრე, კრესი, პუატიე, აზენკური და ა.შ.); ამ მასშტაბებშია ჩასასმელი საქართველოს ისტორიის დიდი ბრძოლებიც. ეს არანაირად არ აკნინებს ამ ბრძოლების მნიშვნელობას, რადგან როგორც არასწორად იგებენ, გონიათ სხვა ბრძოლებშია ასტრონომიული რიცხვები და დიდგორი მცირდება ზედმეტი ნულების მოშორებით; რეალურად, სხვა ბრძოლებიც ამ და უფრო მცირე მასშტაბის იყო და ეს ბრძოლა იმ დროისთვის იყო დიდი და მნიშვნელოვანი. უზუსტესი რიცხვების დადგენა კი ძალიან რთულია, რადგან შუა საუკუნოვანი (ანტიკურებიც უმეტესად) ავტორები, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არასდროს და ვერასდროს ასახელებენ ზუსტ რიცხვებს. ამ ეპიზოდსაც მოუსმინეთ და ნათელი გახდება ეს საკითხი: ua-cam.com/video/Z7wZictfJPw/v-deo.html

    • @giorgigventsadze
      @giorgigventsadze Рік тому

      @@BitterPodcast მადლობა

  • @verulashvili6768
    @verulashvili6768 Рік тому +2

    გიწერიათ კი არა გადაცემის მსვლელობისას თქვით .სხვა რამეც დავინახე -მაგრამ თქვენგან ვსწავლობ" ხარვეზი გვაძლიერებს სიმართლე მწარეა" დავამთავრე! მე რიგითი ქართველი ვარ თქვენამდე სად მოვალ არც მაქვს პრეტენზია !ღმერთმა ხელი მოგიმართოთ(თუ გწამთ) ქვეყნის სასიკეთო საქმეში!

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      კერძოდ რა ვთქვით ისეთი, რაც არ დასტურდება ისტორიულად ან ჩვენ დროზეა და არა შუა საუკუნეებზე? :) ტერიტორია ხშირად იცვლის ბატონ-პატრონს, გადადის სხვადასხვა დინასტიის ხელში. დროის გარკვეული მონაკვეთები შეიძლება იქ კვირიკიანთა დინასტია იყოს და სხვა დროს სხვამ დაიკავოს, კვირიკიანებს წინ სხვა უსწრებდა და ასე შემდეგ. ამაში გასაკვირი და სასწაული, მე მგონი, არაფერია. უნდა გადავლახოთ ეს დაუცველობის აღქმა და შიში, ისტორიის სწორად გადმოცემით არ ხდება პოლიტიკური ცვლილებები, არამედ, ძალთა ბალანსით. მხოლოდ იმის წერა და ლაპარაკი, რაც გულს მოგვეფონება და გვსიამოვნებს,, ხოლო რაც არ გვაწყობს იმ ისტორიის უბრალოდ დამალვა, არ არის მეცნიერება და არც კარგი მოუტანია აქამდე ქვეყნისთვის.
      მადლობა კეთილი სურვილებისთვის.

  • @sopio_li
    @sopio_li 10 місяців тому +2

    1:17:34 რეგულარული არმიისს შესაქმნელად არ ჩამოიყვანა???

  • @Zoeyrexo
    @Zoeyrexo Рік тому +1

    უკაცრავად ზურტაკეთის ხეობაში გავიზარდე და იქ არცერთი სამარხი არ მინახავს:/ დმანისში ხრამის ხეობაზე საუბრობთ? თუ სხვა

  • @ილიანოზაძე
    @ილიანოზაძე 3 роки тому +2

    აუ მინდა პოდკასტი გადაიღოთ 1918-21 წლის პერიოდზე და შეეხოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სეპარატიზმის საკითხებსაც

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  3 роки тому +2

      მაგის დროც მოვა, თემის სპეციალისტებთან ერთად ჩავიწერ.

  • @Kirval100
    @Kirval100 2 роки тому +3

    მოკლედ ყველაფერი საპირისპიროთ რო ვიცით ქართველებმა ზოგი აქებს და ადიდებს თქვენ კი პირიქით ყველანაირად აკნინებთ. სიმართლე სადღაც შუაშია ალბათ. მაგრამ ამ "შუაშითაც" რო იყოს ძალიან სერიოზული ტიპი გამოდის ამ გადმოსახედიდან.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому +3

      ოდნავაც არ ვაკნინებთ :) პირიქით, რეალობაში უფრო დიდი ჩანს. ნუ, თუ უქარქაშო ხმლებს შევადარებთ, კი, ვაკნინებთ. მეორე ეპიზოდს მოუსმინეთ იმპერიასა და ძალაუფლებაზე XII საუკუნის საქართველოში.

    • @Kirval100
      @Kirval100 2 роки тому +2

      @@BitterPodcast ლამის ყველაფერზე გაუმართლა დაემთხვას ამბობდით და მაგიტომ დამრჩა ეგ შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი თავისით ხდებოდა და უბრალოდ იყენებდა სიტუაციას. ჩემი აზრით მასე უბრალოდ გამართლებებით მასეთი სახელმწიფოები არ ყალიბდება. დრო მომეცემა აუცილებლად უყურებ უბრალოდ სხვა ისტორიკოსებს უფრო მეტად ებრძოდით ვიდრე დავითი გაინტერესებდათ ეგ უფრო დავინახე. ისე კი წარმატებები საინტერესო იყო, მეტად ღრმად დავინახე დავითი და უფრო დიდი იყო როგორც პოლიტიკოსი ვიდრე ზოგადად ჩანს.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому +2

      @@Kirval100 არანაირად არ ვაკნინებთ მეგობარო. არამგონია ჩემზე მეტად ბევრს უყვარდეს დავითი როგორც სარდალი და პოლიტიკოსი. მაგრამ ბიოგრაფია ჰიმნოგრაფიად და ჰაგიოგრაფიად არ უნდა იქცეს. ყველა დიდ ლიდერს უჩნდება შანსი, შესაძლებლობა და სწორედ მან იცის ამ შანსის გამოყენება, ყველას კი არ შეუძლია. დავითმა გამოიცნო რა როდის უნდა გაეკეთებინა და იმიტომ გაიმარჯვა და იმიტომაა ყველაზე დიდი მეფე საქართველოს ისტორიაში. სხვა მონარქებსაც მისცემიათ შანსი, მაგრამ შანსს გამოყენება უნდა. მაგალითად, გიორგი I-მა შეცდომა დაუშვა ბიზანტიასთან მიმართებით, უდროო დროს ეომა და ბევრიც დაკარგა. ვერ გამოიცნო ბასილის შესაძლებლობები და დრო ვერ შეარჩია. ჩვენ გარემო, ატმოსფერო, სიტუაცია აღვწერეთ და არა რეგიონულ კონტექსტში და 1 წყაროს ფონზე, არამედ ახლო აღმოსავლეთის მასშტაბებში ვაჩვენეთ რა ხდებოდა, თორემ ასობით ვიდეოებია ინტერნეტში სადაც მოყოლილია მოკლე, სტანდარტული ვერსია.

    • @Kirval100
      @Kirval100 2 роки тому

      @@BitterPodcast კი მესმის, მაგრამ უფრო დაუფასებლობა იყო, პირველი 10 წელი არაფერს აკეთებდაო ამბობთ და შეუძლებელია გულხედაკრეფილი მჯდარიყო ასეთი გაქანების ტიპი, შეიძლება მაგ დროს ყივჩაჭებსაც ასახლებდა ნელა ნელა შეიძლება სავაჭრო გზებს იცავდა და წმენდდა, შიდა თემას ალაგებდა ეკლესიასთან და სხვა თავადებთან, მაგრამ ასე არაფერს აკეთებდა პირველი 10 წელი უბრალოდ შეუძლებელია. მაგ სარკაზმზე ვამბობ თქვენი მხრიდან რო აკნინებდით. ზოგადად კი დიდი ინფორმაცია მივიღე ნამდვილად კარგი რაღაც შეგიქმნიათ. უბრალოდ რამდენიმე რჩევა იქნება აპარატურა უფრო სწორად მიკროფონი რო კარგი იყოს სუ სხვა ჟღერადობა იქნებოდა და თავებად რო დაყოთ ხოლმე უკეთესი იქნება რადგან ზოგჯერ წინ გადახტებოდით ზოგჯერ უკან, და თანმიმდევრობა ცოტა დარღვეული იყო. ასევე შესაბამის თემებზე რო საუბრობთ ვიდეო თუ არა სლაიდი და ფოტოები რო დაურთოთ რაზეა საუბარი კარგი იქნება ხოლმე. წარმატებებს გისურვებთ ნამდვილად საინტერესო რაღაცას აკეთებთ

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому

      @@Kirval100 არაფერს აკეთებდაში იგულისხმება აქტიური და ღია სამხედრო მოქმედებები, რომელიც 1099 წელს, ხარკის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო. მანამდე წყაროები უბრალოდ არაფერს გვეუბნებიან მათ შორის დავითის მემატიანე არაფერს წერს და ღია ინტერპრეტაციით ვვარაუდობთ უბრალოდ რა ხდებოდა. აპარატურაზე ის პრობლემაა რომ დისტანცურად ვიწერთ და სხვადასხვა მიკროფონებია. ბოლო დროს ტექნიკურად ვამუშავებ და ხმას ვუწევ ხოლმე და არაუშავს. თუ სტუმარსაც კარგი მიკროფონი აქვს, მაგალითად, 30 წლიან ომზე პოდკასტი ნახეთ, მაშინ მართლა კარგად ისმის და არც ტექნიკურად დამუშავება სჭირდება ხოლმე.

  • @levanitkemaladze1891
    @levanitkemaladze1891 2 роки тому +1

    მონღოლთა დაპყრობებზეც დადეთ

  • @verulashvili6768
    @verulashvili6768 Рік тому

    არისტოტელეს ლოგიკა? მასხარაშვილს სადმე უწერია ლორე სომხეთიაო?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +1

      და ჩვენ სად გვიწერია აქ ლორე სომხეთიაო? ტაშირ-ძორაგეტის სამეფო მდებარეობდა მანდ კვირიკიანების დინასტიით სათავეში და ჩვენ გამოვიგონეთ ანუ ეგ სამეფო და არ არსებობდა? მოძებნეთ მაინც ან ნებისმიერ თქვენთვის ავტორიტეტულ ისტორიკოსს კითხეთ ლორეს ანუ ტაშირ-ძორაგეტის სამეფო რას წარმოადგენდა. ეგ სამეფო მუდმივად კი არ იყო, XI საუკუნეში იყო და XII დასაწყისში და მერე საქართველომ მიიერთა.

  • @levannutsubidze982
    @levannutsubidze982 Рік тому

    იქნებ სტატიების ლინკები დადოთ.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +2

      კი, მითითებულია აღწერაში

  • @Tokdnc
    @Tokdnc 2 роки тому

    პოდკასტის დროს სტატიის ლინკები ახსენეთ კარგი იქნებოდა ნამდვილად :)

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  2 роки тому +1

      გამარჯობა, ეს ლინკები ნახეთ:
      dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68870
      independent.academia.edu/MamukaTsurtsumia
      samxedro-istoria.blogspot.com/2020/07/12-1121.html
      კონკრეტულად რომელიმე თუ გინდათ მომწერეთ და ვეცდები დაგილინკოთ რაც ელექტრონულად შესაძლებელია

  • @-.7379
    @-.7379 Місяць тому

    საჭოჭმანო საკითხებს რო ჩამოთვლით, იქვე ამ საკიტხებთან ერთად ახსენებთ წმიდა გიორგის მიერ აღსრულებულ სასწაულსაც, ბრძოლის ველზე მის აშკარა შეწევნას... ამასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      მაგას არა, ეგ 100% ზუსტი და დადასტურებულია.

    • @-.7379
      @-.7379 Місяць тому

      ხო, ალბათ ყველაფერს მტკიცებულებები არ ჭირდება, არი რაღაც საკითხები რაც რწმენას განეკუთვნება.... მაგალითად ბასიანის ბრძოლაშიც არი მოხსენიებული წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის შეწევნა. ჟამთა აღმწერელიც ამბობს მსგავს ისტორიას. მგონი კონსტანტინოპოლის არაბებისგან გადარჩენაზეც .....

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      ჰო

    • @-.7379
      @-.7379 Місяць тому

      მგონი ერთი კომენტარი წაშალა ვიღაცამ🤔 ყოველ შემთხვევაში აქ ვეღარ ვხედავ... ნეტა რატო?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა და იმიტომ.

  • @MrZe1963
    @MrZe1963 Рік тому

    არამარტო პირველი ჯვაროსნული ომი, ვის აქვს უკეთესად განხილული იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა მახლობელ აღმოსავლეთში, აბა დააკვირდით. თან მისი კონსულტანტი იყო გიორგი წერეთელი.

  • @zurabartmeladze2595
    @zurabartmeladze2595 2 місяці тому

    21 საუკუნეში 145000000 რუსეთმა 6 თვეზე მეტი მოუნდა 300000 ჯარისკაცის მოგროვებას! შუა საუკუნეში 600000 კაცის ლოჯისტიკას ვინ გააკეთებდა? უბრალოდ ზღაპრების მოსმენა უფრო სიამოვნებას გვანიჭებს ვიდრე რეალობის.

  • @verulashvili6768
    @verulashvili6768 Рік тому +1

    როინ მეტრეველის კრიტიკაა თუ დავითის ეპოქის განხილვა? 1089 წლიდან 1099 წლამმდე დავითი ნადირობდა, თევზაობდა,ფარიკაობდა, კიდევ რას აკეთებდა ცალკე გადაცემას ხომ არ მიუძღვნით? ისე მაგარი ტენდენციაა ამ ბოლო დროს რითაც ვამაყობთ და თავი მოგვაქვს ქართველებს რამენაირად დავამციროთ- მთელი ცოდნა,ნიჭი და უნარი ამ საქმეს მოვახმაროთ! ისტორია იწყება 21 საუკუნეში მიდით ლორე სომხურია ულაპარაკოთ მიდით! მიაწექით!

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +4

      ხო აქედან ეგ აზრი თუ გამოიტანეთ მარტო, ლოგიკა გიჭრით აშკარად. დადექით და იკითხეთ სიმონ მასხარაშვილი. არავინ გაძალებთ ისტორიის კრიტიკული ანალიზის მოსმენას.

  • @TamarMebonia
    @TamarMebonia 7 місяців тому

    ამ თემასთან დაკავშირებით ერთ ციტატას გაგიზიარებთ ერთი მოთხრობიდან, რომლის სიუჟეტიც დიდგორის ომამდე ცოტა ხნით ადრე ვითარდება. მოგეწონებათ 😇 "ჩემი წყაროების თანახმად რიცხვოვნობით დიდად გვჭარბობენ - სულ ცოტა, *რვაასი ათასით მეტი* ეყოლება სულთანს." 😶‍🌫

  • @lalinozadze8363
    @lalinozadze8363 10 місяців тому

    ზედმეტად ხომ არ გადავვარდით " კვლევებში" ბიჭებო?! თქვენ გაჯეტებზე გაზრდილი თაობა დავითის დიდებულებას ეხებით მხოლოდ მიწიერის გასაღებით და რატომღაც სულიერი გავიწყდებათ.

  • @juanshery4414
    @juanshery4414 Рік тому

    👍👍👍👍👍👍👍👍