თურქული ბორეკი უგემრიელესია და თან ძალიან მარტივი და ბიუჯეტური.

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 17 січ 2023
  • თურქული ბორეკი
    #ბორეკი #borek
    📺 მომზადების ვიდეო ნახეთ ⤵️
    • თურქული ბორეკი უგემრიე...
    თურქული ღვეზელი ბორეკი ზომით 28 სმ. დიაგონალის ფორმისთვის:
    📌150 მლ.რძე
    📌ნახ.ჩ.კ. მარილი
    📌1 კვერცხი
    📌300 გრ. ფქვილი
    📌100 მლ. ზეთი
    გულსართი:
    📌300 გრ. ყველი
    📌 ოხრახუში ( შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტარხუნით ან ისპანახით. ძალიან გემრიელი გამოდის)
    წასასმელად 1 კვერცხის გული და 1ჩ.კ. ზეთი
    მომზადება
    1 კვერცხი, 150 მლ. რძე , ნახ.ჩ.კ. მარილი და 300 გრ.ფქვილი ავურიოთ. მოვზილოთ ცომი.
    ცომი დავასვენოთ 10 წთ.
    შემდეგ გავყოთ თანაბარ ნაწილებად. რაოდენობა გააჩნია ფორმის დიამეტრს.
    ცომის თითოეულ გუნდას ვაბრტყელებთ 20 სმ.- ის დიაგონალზე . შემდეგ სათითაოდ წავუსვათ ზეთი და ერთმანეთზე დავალაგოთ.
    ზეთიანი ფენები დავასვენოთ 10 წთ., შემდეგ კი სათითაოდ გავაბრტყელოთ ხელით, ადვილად ბრტყელდება სიფრიფანა ფენებად.
    თითოეულს დავაყაროთ გულსართი და დავახვიოთ წვრილ რულეტად.
    გულსართი: 300 გრ. ყველი და დაჭრილი ოხრახუში ( შეგიძლიათ ისპანახი ან ტარხუნა. ასევე უგემრიელესია ხორცის გულსართით).
    ფორმის ცენტრიდან ვიწყებთ დახვევას. მომზადების ვიდეოში ჩანს დეტალურად ყველაფერი.
    დახვეული რულეტებით ვავსებთ მთელ ფორმას.
    გადავსვათ 1 კვერცხის გულისა და 1ჩ.კ. ზეთის ნაზავი.
    გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
    უგემრიელესია. განსაკუთრებით უხდება ჩაის ან აირანს.
    ▶️.კონსერვების ალბომი 👉
    • კონსერვები Консервиров...
    ▶️.კერძების ალბომი 👉
    • კერძები Блюда
    ▶️. ნამცხვრები, ტორტები 👉
    • Cakes ნამცხვრები Торти...
    ▶️ კექსების ალბომი 👉
    • კექსები Кексы
    ▶️. ფახლავა, ბაქლავას ალბომი 👉 • ფახლავა, ბაქლავა Пахлава
    ▶️ ქადების ალბომი 👉
    • ქადები Када
    ▶️ ბლინების ალბომი 👉
    • ბლინები,ოლადები, ფანქე...
    ▶️ ღვეზელები, პეროგების ალბომი 👉
    • ღვეზელები, პეროგები Пи...
    ▶️.აჯიკები, სოუსები, საწებლების ალბომი 👉
    • აჯიკა, საწებელი, სოუსები
    ▶️.ლავაშის ადვილი რეცეპტები 👉
    • ლავაშის ადვილი რეცეპტე...
    ▶️. მინანქარი, კრემების ალბომი 👉
    • მინანქარი, კრემი Крема...
    ▶️. ორცხობილების ალბომი 👉
    • ორცხობილები Печенье
    ▶️. სამარხვო რეცეპტების ალბომი 👉
    • სამარხვო Постные
    ▶️.ცომეულის ალბომი 👉
    • ცომეული, ხაჭაპური,აჩმა...
    ▶️. ფუნთუშების ალბომი 👉
    • ფუნთუშები Булочки
    ▶️ კანფეტების ალბომი 👉
    • Candy კანფეტები
    ▶️. სადღესასწაულო რეცეპტების ალბომი 👉
    • სადღესასწაულო Праздничные
    ▶️ ნაყინების რეცეპტების ალბომი 👉
    • ნაყინი ice cream
    ▶️ სასმელების ალბომი 👉
    • სასმელები Напитки
    ▶️საჯანმრთელო ალბომი 👉
    • სასარგებლო Полезное

КОМЕНТАРІ • 6

  • @startstart7108
    @startstart7108 9 місяців тому +1

    გაიხარე.მადლობა.

  • @lelachiqashua5914
    @lelachiqashua5914 Рік тому +1

    ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება, აუცილებლად გავაკეთებ. ძალიან მომწონს თქვენი არხი, სუპერ 👍

    • @shinauruli
      @shinauruli  Рік тому

      მახარებს ეს ფაქტი . გაიხარეთ ❤️

  • @tamrigiorgadze112
    @tamrigiorgadze112 Рік тому +1

    👍👏👍👏👍👏👍❤