ძალიან საინტერესო ვიდეოები გაქვთ მაგრამ იქნებ ყველა ვიდეოში რომელ სოკოზეც საუბრობთ ისიც თქვათ ყავს თუ არა შხამიანი ორეული რომ არ აგვერიოს დაკრეფის დროს>
ძალიან გემრიელი სოკოა პირველხარისხოვანი ბევრი რგოლი მაქვს ნახული როგორ ეძებენ მესოკოვეები მაგ სახეობას ასე ბევრი და ერთიანად მოფენილი არ მინახავს ძალიან მადლიანი მიწა გვაქვს ყოჩაღთ ბიჭებო კარგი რგოლი გამოგივიდათ
გუშინ მეზობელმა სოკო მომაწოდა ეგეთი არმინახია რაჭაში მაქვს სოფელი და იქ ეგ სოკო არიციან მელანო სოკოაო თუ მელანაა მაინტერესებს ორი სიტყვით რომ მითხრათ რა სოკოა და უსაფრთხო თუაა წინასწარ მადლობა !🙏კალმახა სოკოს გაავს უბრალოდ ასვალტის ფერიაა .კალმახას ისე რაჭაში ჭყუმპლას ეძახიან.
@@mushroomsofgeorgia აქვს მნიშვნელობა, ჯგუფურად მზარდი სოკოს შემთხვევაში მოგლეჯვით აყოლებთ სავარუდო პრიმორდიუმ ეტაპზე მყოფსაც, რაც შესაბამისად უაზროდ ამცირებს როგორც მოსავალს ასევე სპორების მომავალ გავრცელებას და მიცელიმის შრის გაფართოებას (მიცელიუმის განადგურებაზე და ა.შ არ მაქვს საუბარი, ეგ მე მგონი ბევრმა იცის უკვე რომ მნიშვნელობა არ აქვს)
@@nikolozparkosadze9414 მიწის ზევით არსებული ნაყიფსხეული არ არის სოკო, სოკო არის მიწისქვეშ არსებული მიცელიუმი, რომელიც მიწის ზემოდან ისხამს ნაყოფს. ხიდან ვაშლს ყუნწიანად მოვწყვეტთ თუ ყუნწის გარეშე რამე მნიშვნელობა აქვს? არა. ზუსტად ასეთივე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოწყვეტთ თუ ადგილზე მოჭრით სოკოს ნაყოფს. ეს საკითხი 30 წლიანი კვლევით დადასტურდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. სოკოს მოსავლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს სოკოს მოჭრის ან აყვანის ტექნიკას.
@@mushroomsofgeorgia მემგონი არ წაიკითხეთ რა დავწერე - სოკოს მოგლეჯვის შემთხვევაში თან აყოლებთ პრიმორდიუმ ეტაპზე მყოფსაც - ანუ რომელიც ჯერ არ გაზრდილა, საუბარია ჯგუფურად მზარდ სოკოებზე. ასევე კარგია იმ ადგილის გადაფარვა, ისე როგორც იყო. ვაშლზე და ბოტანიკაზე არ გესაუბრებით
@@nikolozparkosadze9414 მომიწევს გამეორება. 1. ჯგუფურად მზარდია თუ არამზარდი სოკო, არ აქვს მნიშვნელობა მოთხით თუ მოჭრით. არც მიცელიუმი ზიანდება ამით და არც სოკოს მოსავლიანობაზე აისახება ეგ ფაქტი. 2. ეს არის დადასტურებული მრავალწლიანი კვლევებით შვეიცარიაში და შვედეთში მიკოლოგების მიერ. 3. მჭადა სოკო ჯგუფურად მზარდი სოკო არაა. 4. სოკოს ამოთხრა არ აზიანებს მიცელიუმის წრეს. კიდევ როგორ ავხსნა? :) მანჭკვალას შემთხვევაში შეიძლება, პრიმორდიუმ ანუ ჯერ განუვითარებელ ეტაპზე მყოფი სოკოებიც გაგყვეს, კი ბატონო, მაგრამ ამ ვიდეოში არაა მანჭკვალა და ის მიწაზე არ იზრდება.
@@antarctica7111 სოკოებს ყველა რეგიონში სხვადასხვა სახელებს ეძახის ხალხი და ხშირად სხვადასხვა სოკოს ერთსა და იმავე სახელს ეძახიან სხვადასხვა ადგილზე, რაც ქმნის დომხალს. არსებობს სოკოების შემსწავლელი მეცნიერება - მიკოლოგია. გვყავდა ერთი შესანიშნავი მიკოლოგი ივანე ნახუცრიშვილი, რომელსაც ეკუთვნის უამრავი კვლევა ჩვენს ქვეყანაში. ასევე მას ეკუთვნის ერთადერთი სამეცნიერო-პოპულარული ენით დაწერილი წიგნი სოკოების შესახებ - "საქართველოს სოკოები", სადაც აღწერა საქართველოში გავრცელებული 250-ზე მეტი სოკო. მიკოლოგიის მეცნიერებაში ყველა სოკოს აქვს თავისი აკადემიური სახელწოდებები: ქართულ ენაზე, ინგლისურ ენაზე და სხვ. ამის გარდა არსებობს მსოფლიოში ყველასთვის გასაგები და საერთო, ლათინური სახელწოდებები. აკადემიური სახელწოდება გვეხმარება სწორ კომუნიკაციაში. მაგალითად Lactarius sanguifluus ჩემთვისაც და კანადელის სოკოს მოყვარულისთვისაც ერთი და იგივე სოკოს აღნიშნავს. ასევე უნდა იყოს ქართული სახელწოდებებიც. ის რომ თქვენთან ამა თუ იმ სოკოს რაღაცას ეძახიან, არ ნიშნავს, რომ ეგ მაგ სოკოს სახელია :) ამ ვიდეოს აღწერაშიც მაქვს ჩამოთვლილი სოკოების აკადემიური სახელწოდებები და აქაც შემიძლია დაგიწეროთ. არ მეზარება. დასავლეთ საქართველოსკენ "მჭადა"-ს სახელით მოიხსენიებენ Lactarius volemus-ს. მოძებნეთ ინტერნეტში. მისი რეალური ქართული აკადემიური სახელწოდება არის ჭეჭკეტა. ამ სახელით იძებნება ყველა წყაროში. რაც შეეხება "მჭადა" სოკოს - ის აკადემიურ წყაროებში არის Lactarius deliciosus :) ესეც მოძებნეთ ინტერნეტში. ასევე არსებობს ორაგულისფერი მჭადა - Lactarius salmonicolor, რომელიც იზრდება მხოლოდ სოჭებთან. უხვად ვკრეფთ ხოლმე რაჭაში სოჭის ტყეებში. და ასევე გვაქვს სისხლმდინარი მჭადა - Lactarius sanguifluus და ნახევრად სისხლმდინარი მჭადა - Lactarius semisanguifluus. შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში ყოველი მათგანი ლათინური სახელწოდებებით :)
რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენგან მჭირდება სოკოების დასახელებების სწავლება? რადგან ვამბობ, რომ ასე ჰქვია, ესე იგი ასეც არის. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთსა და იმავე სოკოს სხვადასხვა სახელებს ეძახიან. ეგ "კუთხური" სახელწოდებები არ გამოდგება საკომუნიკაციოდ, ზუსტად მაგის გამო, რომ სხვადასხვაგან სხვადასხვა სახელს იყენებენ. დასავლეთ საქართველოში ჭეჭკეტას - Lactarius volemus-ს ეძახიან მჭადილოს, მჭადიოს, მჭადოს. მაგრამ მაგ სოკოს ქართული აკადემიური სახელწოდება არის ჭეჭკეტა. მოძებნეთ ინტერნეტში ეს სახელი და ნახავთ ბევრ წყაროს. მჭადა არის Lactarius deliciosus (ასევე: L.salmonicolor, L.sanguifluus, L.semisanguifluus), რომელიც იზრდება წიწვნარ ტყეებთან სიახლოვეს მინდვრებში, ტყის პირებზე და იშვიათად ტყეშიც. მოძებნეთ ინტერნეტში ეს ინფორმაცია და გაეცანით აკადემიურ წყაროებს. და სხვა დროს სანამ ვინმეს რამეს შეუსწორებთ, გირჩევთ, კარგად ისწავლოთ ეგ საკითხი.
ძალიან საინტერესო ვიდეოები გაქვთ მაგრამ იქნებ ყველა ვიდეოში რომელ სოკოზეც საუბრობთ ისიც თქვათ ყავს თუ არა შხამიანი ორეული რომ არ აგვერიოს დაკრეფის დროს>
ძალიან გემრიელი სოკოა პირველხარისხოვანი ბევრი რგოლი მაქვს ნახული როგორ ეძებენ მესოკოვეები მაგ სახეობას ასე ბევრი და ერთიანად მოფენილი არ მინახავს ძალიან მადლიანი მიწა გვაქვს ყოჩაღთ ბიჭებო კარგი რგოლი გამოგივიდათ
მჭადა სოკოები
რაჭაში “ფიჭვი-სოკო“ს ვეძახით, ხოლო “მჭადო“ს სხვა სოკოს ვეძახით , არყა სოკოსთან ერთად მოდის, ნუ ერთ დროს, სეზონზე.
შეგიძლიათ გვითხრათ ეგ ადგილი არ მისული მუხათწყარომდეა თუ უნდა გავიაროთ მუხათწყარო?
მუხათწყაროს შემდეგ არის ფიჭვნარი ტყეები
@@mushroomsofgeorgia გუშინწინ პირველად ამ სეზონში ვიყავი სოკოზე არ მისული მანგლისამდე (იქ ხშირად დავდივართ სოკოზე), ვერც ერთი სოკო ვერ ვნახე 😞
@@technoking7186 სამწუხაროა. ხვალ ვაპირებდით მანდ წასვლას, ორბეთისკენ, მაგრამ ვინც იყო ყველა ამბობს, რომ სოკო არ ჩანსო და გადავიფიქრეთ :(
@@mushroomsofgeorgia კი კი , არ არის საერთოდ. იმედი მაქვს, იწვიმებს და ამოვა სოკო მანდაც ))
გუშინ მეზობელმა სოკო მომაწოდა ეგეთი არმინახია რაჭაში მაქვს სოფელი და იქ ეგ სოკო არიციან მელანო სოკოაო თუ მელანაა მაინტერესებს ორი სიტყვით რომ მითხრათ რა სოკოა და უსაფრთხო თუაა წინასწარ მადლობა !🙏კალმახა სოკოს გაავს უბრალოდ ასვალტის ფერიაა .კალმახას ისე რაჭაში ჭყუმპლას ეძახიან.
ვერ ვხვდები, რომელ სოკოზე საუბრობთ. ფოტოების და ვიზუალის გარეშე ვერაფერს გეტყვით. თქვენთვის უცნობი სოკოები საერთოდ არ უნდა მიირთვათ, ამიტომ გადაყარეთ.
სოკო ადგილზე უნდა მოჭრა სადაც არის ამოსული შენ კალათთან კი არ უნდა ასუფთავო
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადგილზე მოჭრით, კალათთან გაასუფთავებთ თუ სახლში გაარჩევთ :) მაგის შესახებაც გვიდევს ვიდეო და გადახედეთ 😊
@@mushroomsofgeorgia აქვს მნიშვნელობა, ჯგუფურად მზარდი სოკოს შემთხვევაში მოგლეჯვით აყოლებთ სავარუდო პრიმორდიუმ ეტაპზე მყოფსაც, რაც შესაბამისად უაზროდ ამცირებს როგორც მოსავალს ასევე სპორების მომავალ გავრცელებას და მიცელიმის შრის გაფართოებას (მიცელიუმის განადგურებაზე და ა.შ არ მაქვს საუბარი, ეგ მე მგონი ბევრმა იცის უკვე რომ მნიშვნელობა არ აქვს)
@@nikolozparkosadze9414 მიწის ზევით არსებული ნაყიფსხეული არ არის სოკო, სოკო არის მიწისქვეშ არსებული მიცელიუმი, რომელიც მიწის ზემოდან ისხამს ნაყოფს. ხიდან ვაშლს ყუნწიანად მოვწყვეტთ თუ ყუნწის გარეშე რამე მნიშვნელობა აქვს? არა. ზუსტად ასეთივე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოწყვეტთ თუ ადგილზე მოჭრით სოკოს ნაყოფს. ეს საკითხი 30 წლიანი კვლევით დადასტურდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. სოკოს მოსავლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს სოკოს მოჭრის ან აყვანის ტექნიკას.
@@mushroomsofgeorgia მემგონი არ წაიკითხეთ რა დავწერე - სოკოს მოგლეჯვის შემთხვევაში თან აყოლებთ პრიმორდიუმ ეტაპზე მყოფსაც - ანუ რომელიც ჯერ არ გაზრდილა, საუბარია ჯგუფურად მზარდ სოკოებზე. ასევე კარგია იმ ადგილის გადაფარვა, ისე როგორც იყო. ვაშლზე და ბოტანიკაზე არ გესაუბრებით
@@nikolozparkosadze9414 მომიწევს გამეორება. 1. ჯგუფურად მზარდია თუ არამზარდი სოკო, არ აქვს მნიშვნელობა მოთხით თუ მოჭრით. არც მიცელიუმი ზიანდება ამით და არც სოკოს მოსავლიანობაზე აისახება ეგ ფაქტი. 2. ეს არის დადასტურებული მრავალწლიანი კვლევებით შვეიცარიაში და შვედეთში მიკოლოგების მიერ.
3. მჭადა სოკო ჯგუფურად მზარდი სოკო არაა. 4. სოკოს ამოთხრა არ აზიანებს მიცელიუმის წრეს.
კიდევ როგორ ავხსნა? :)
მანჭკვალას შემთხვევაში შეიძლება, პრიმორდიუმ ანუ ჯერ განუვითარებელ ეტაპზე მყოფი სოკოებიც გაგყვეს, კი ბატონო, მაგრამ ამ ვიდეოში არაა მანჭკვალა და ის მიწაზე არ იზრდება.
ჩვენ ამას მჭადას,არ ვეძახით. წითელო სოკოა მჭადა,სხვა არის
თქვენთან სად?
@@mushroomsofgeorgia ხაშურში
@@antarctica7111 სოკოებს ყველა რეგიონში სხვადასხვა სახელებს ეძახის ხალხი და ხშირად სხვადასხვა სოკოს ერთსა და იმავე სახელს ეძახიან სხვადასხვა ადგილზე, რაც ქმნის დომხალს. არსებობს სოკოების შემსწავლელი მეცნიერება - მიკოლოგია. გვყავდა ერთი შესანიშნავი მიკოლოგი ივანე ნახუცრიშვილი, რომელსაც ეკუთვნის უამრავი კვლევა ჩვენს ქვეყანაში. ასევე მას ეკუთვნის ერთადერთი სამეცნიერო-პოპულარული ენით დაწერილი წიგნი სოკოების შესახებ - "საქართველოს სოკოები", სადაც აღწერა საქართველოში გავრცელებული 250-ზე მეტი სოკო. მიკოლოგიის მეცნიერებაში ყველა სოკოს აქვს თავისი აკადემიური სახელწოდებები: ქართულ ენაზე, ინგლისურ ენაზე და სხვ. ამის გარდა არსებობს მსოფლიოში ყველასთვის გასაგები და საერთო, ლათინური სახელწოდებები. აკადემიური სახელწოდება გვეხმარება სწორ კომუნიკაციაში. მაგალითად Lactarius sanguifluus ჩემთვისაც და კანადელის სოკოს მოყვარულისთვისაც ერთი და იგივე სოკოს აღნიშნავს. ასევე უნდა იყოს ქართული სახელწოდებებიც. ის რომ თქვენთან ამა თუ იმ სოკოს რაღაცას ეძახიან, არ ნიშნავს, რომ ეგ მაგ სოკოს სახელია :) ამ ვიდეოს აღწერაშიც მაქვს ჩამოთვლილი სოკოების აკადემიური სახელწოდებები და აქაც შემიძლია დაგიწეროთ. არ მეზარება.
დასავლეთ საქართველოსკენ "მჭადა"-ს სახელით მოიხსენიებენ Lactarius volemus-ს. მოძებნეთ ინტერნეტში. მისი რეალური ქართული აკადემიური სახელწოდება არის ჭეჭკეტა. ამ სახელით იძებნება ყველა წყაროში.
რაც შეეხება "მჭადა" სოკოს - ის აკადემიურ წყაროებში არის Lactarius deliciosus :) ესეც მოძებნეთ ინტერნეტში.
ასევე არსებობს ორაგულისფერი მჭადა - Lactarius salmonicolor, რომელიც იზრდება მხოლოდ სოჭებთან. უხვად ვკრეფთ ხოლმე რაჭაში სოჭის ტყეებში.
და ასევე გვაქვს სისხლმდინარი მჭადა - Lactarius sanguifluus და ნახევრად სისხლმდინარი მჭადა - Lactarius semisanguifluus. შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში ყოველი მათგანი ლათინური სახელწოდებებით :)
მჭადა ყავისფერია თეთრი რძით და მართლაც მჭადისგემო აქვს უმად იჭმევა ეგ არის ფიჭვის სოკო სტაფილოსფერი რძით და უმად არ იჭმევა
რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენგან მჭირდება სოკოების დასახელებების სწავლება? რადგან ვამბობ, რომ ასე ჰქვია, ესე იგი ასეც არის. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთსა და იმავე სოკოს სხვადასხვა სახელებს ეძახიან. ეგ "კუთხური" სახელწოდებები არ გამოდგება საკომუნიკაციოდ, ზუსტად მაგის გამო, რომ სხვადასხვაგან სხვადასხვა სახელს იყენებენ.
დასავლეთ საქართველოში ჭეჭკეტას - Lactarius volemus-ს ეძახიან მჭადილოს, მჭადიოს, მჭადოს. მაგრამ მაგ სოკოს ქართული აკადემიური სახელწოდება არის ჭეჭკეტა. მოძებნეთ ინტერნეტში ეს სახელი და ნახავთ ბევრ წყაროს.
მჭადა არის Lactarius deliciosus (ასევე: L.salmonicolor, L.sanguifluus, L.semisanguifluus), რომელიც იზრდება წიწვნარ ტყეებთან სიახლოვეს მინდვრებში, ტყის პირებზე და იშვიათად ტყეშიც.
მოძებნეთ ინტერნეტში ეს ინფორმაცია და გაეცანით აკადემიურ წყაროებს. და სხვა დროს სანამ ვინმეს რამეს შეუსწორებთ, გირჩევთ, კარგად ისწავლოთ ეგ საკითხი.