ძალიან მაგარი ვიდეოა ასეთი და ამდენი სოკო თან ასე მრავალფეროვსნი ძალიან იშვიათად მინახავსარადა ფანი ვარ სოკოსი და უამრავ ბლოგს ვუყურებ მათზე ულამაზესი ბლოგია წარმატებები
ალბათ ღმერთი სამყაროს და ადამიანებს რომ ჰქმნიდა ანგელოზები ეხმარებოდნენ და ზოგი სოკოს ზოგი ხილის სახეობებს და ზოგი ანგელოზები მწერებს იგონებდნენ :) ყველა სოკო არ გასინჯოთ, თორემ ასეთი აზრები დაგებადებათ თავში :)
ძალიან კარგი წამოწყებაა, საჭირო და შემეცნებითი. ყოველთვის მინდოდა შემევსო ციდნა ამ საკითხღან დაკავშირებით. ბიოლოგი ვარ და განათლება რუსულ ენაზე მივიღე. კარგია როცა თარგმნით სოკოს სახელწოდებებს.
არსებობს ბევრნაირი ლიტერატურა, მათ შორის ქართულ ენაზეც. პირველი ნაბიჯები არის რომელიმე ილუსტრირებული წიგნით სოკოების შესახებ საფუძვლების და შესავალის სწავლა. შემდეგ ამავე წიგნიდან 5-10 სახეობის დეტალურად შესწავლა. მოგვიანებით აუცილებელია ვინმე მცოდნე პირთან ერთად ბუნებაში გასვლა და პრაქტიკულად ძებნა და სოკოების იდენტიციფირება. ასევე არსებობს უამრავი საინტერესო საიტი, ბლოგი, ვიდეო ბლოგები, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, რომელსაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, იქაც ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაა სოკოების შესახებ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ დამწრები მოყვარულებისთვის სოკოების შესასწავლი კურსის გაკეთებას და მაგასაც გაიგებთ ამ არხიდან.
სალამი. არა, ნიყვის ხელოვნურად მოყვანა მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე გამორიცხულია. ნიყვი და სხვა ტყის სოკოები არიან მიკორიზული სახეობები - მიკოს ბერძნულად ნიშმავს სოკოს, რიზა - ნიშნავს ფესვს. მიკორიზული სოკოები ამყარებენ სიმბიოტურ კავშირს ტყეში არსებულ ხეებთან. სოკოს მიცელიუმის ქსელი უკავშირდება ხის ფესვებს მიწის ქვეშ და ამ კავშირის წყალობით ერთმანეთში ცვლიან ნივთიერებებს. მაგალითად: ხე თავისით ვერ მოიპოვებს მიწიდან ფოსფორს, სოკო ამ კავშირის წყალობით აწვდის მას ფოსფორის საჭირო რაოდენობას. ასევეა სოკოს, შემთხვევაშიც, არის რაღაც ნივთიერებები, რასაც ხე აძლევს სოკოს. ასეთი ტიპის კავშირი ტყეების ბუნებრივი ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია, ამის გარეშე ტყეები ვერ იარსებებს. ვერც მიკორიზული სახეობის სოკოები ვერ იარსებებს ტყის გარეშე. ქამას მსგავსი კავშირი არ სჭირდება რომ გაიზარდოს. არც კალმახას - კალმახა საერთოდ დამშლელი სოკოა, მკვდარ ხის მასაზე იზრდება და მას ჭამს. არც მას სჭირდება რაიმე ტიპის კავშირი ცოცხალ ხესთან. არის კიდევ რამდენიმე სოკო, რომლის ხელოვნურად კულტივირებაც ხდება, მათგან არცერთი არაა მიკორიზული სოკო. ამიტომ, ნიყვი, დათვის სოკო, ხახვილო და მათი მსგავსი ტყის უამრავი სოკო, მხოლოდ ტყეში შეგვიძლია ვნახოთ.
ფსიქოტროპული სოკოების შეგროვება, მოყვანა, გავრცელება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და ჩვენს ბლოგზე მსგავს ინფორმაციას არ გავცემთ. საქართველოში ფსილოციბინის შემცველი სოკოები ბუნებაში არ გვხვდება, არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი არ გვაქვს.
მიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი არხი. საქრთველოში ტრიუფელი არის და აქტიურად მოიპოვებენ კიდეც. ზოგადად ტრიუფელი 20-მდე სახეობისაა, მაგრამ მათგან 3 სახეობაა ყველაზე ძვირფასი. ამ სამიდან ყველაზე იაფია ზაფხულის საჭმელი ტრიუფელი, რომლის კილოგრამიც 350-400$ ღირს. სწორედ ეს ტრიუფელია ყველაზე გავრცელებული ჩვენთან და ტრიუფელზე მონადირეებიც სწორედ მას მოიპოვებენ ყველაზე აქტიურად. სხვა ორი უფრო ძვირი სახეობებია შავი ტრიუფელი (კგ. ფასი 2500-4000$) და თეთრი ტრიუფელი (4000-8000$). ეს ორი უკანასკნელი საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად დარეგისტრირებული ჯერჯერობით არ არის :)
მადლობა საინტერესო და შემეცნებითი ვიდეოს დადებისთვის.
საინტერესო ვიდეოა. განსაკუთრებით მომეწონა მარწყვიოს და მისი მატყუარას შედარება. მადლობა
ძალიან მაგარი ვიდეოა ასეთი და ამდენი სოკო თან ასე მრავალფეროვსნი ძალიან იშვიათად მინახავსარადა ფანი ვარ სოკოსი და უამრავ ბლოგს ვუყურებ მათზე ულამაზესი ბლოგია წარმატებები
გაიხარეთ ბევრი სახეობის სიკოები ვიცი მარწყვიო არ ვიცოდი❤❤❤❤.
ალბათ ღმერთი სამყაროს და ადამიანებს რომ ჰქმნიდა ანგელოზები ეხმარებოდნენ და ზოგი სოკოს ზოგი ხილის სახეობებს და ზოგი ანგელოზები მწერებს იგონებდნენ :) ყველა სოკო არ გასინჯოთ, თორემ ასეთი აზრები დაგებადებათ თავში :)
მადლობა რაკარგად აგვიხსენით
რა ბედნიერებაა ამდენი სოკო ერთად.ძალიან ვისიამოვნე.ნეტა თქვენსავეთ ერკვეოდენ და არ ანადგურებდენ ტყეს.ჩემთვის დიდი სიამოვნებაა სოკოს კრეფა.მადლობთ❤
ძალიან კარგი წამოწყებაა, საჭირო და შემეცნებითი. ყოველთვის მინდოდა შემევსო ციდნა ამ საკითხღან დაკავშირებით. ბიოლოგი ვარ და განათლება რუსულ ენაზე მივიღე. კარგია როცა თარგმნით სოკოს სახელწოდებებს.
მადლობა, მიხარია თუ მოგწონთ 😊
ჭეჭკეტა მიჭამია მეც ბავშვობაში უმად :)))
გაიხარე მეგობარო კარგი ვიდეოა
მიხეილ დიდი მადლობა ესეთი განმარტებითი ვიდწოსათვის შეგიწიოს უფალმა
გამარჯობა, დიდი ინტერესი მაქვს ამ სფეროსი , თუ გაქვთ შესაძლებლობა რომ ერთ წასვლაზე წამიყვანოთ თქვენთან ერთად
🍷
ტრუფელი?
თქვენ გაიხარეს აუცილებელ და საინტერესო საქმეს აკეთებთ
მადლობა :)
ხელს რატომ კიდებთ შხამიან სოკოებს...
დიდი მადლობა,მომწონს დალაგებულად,გარკვევით და მოკლედ რომ საუბრობთ.
გამარჯობა სოკოების შესწავლა მინდა და როგორ შეიძ₾ება რო ვისწავლო?
არსებობს ბევრნაირი ლიტერატურა, მათ შორის ქართულ ენაზეც. პირველი ნაბიჯები არის რომელიმე ილუსტრირებული წიგნით სოკოების შესახებ საფუძვლების და შესავალის სწავლა. შემდეგ ამავე წიგნიდან 5-10 სახეობის დეტალურად შესწავლა. მოგვიანებით აუცილებელია ვინმე მცოდნე პირთან ერთად ბუნებაში გასვლა და პრაქტიკულად ძებნა და სოკოების იდენტიციფირება.
ასევე არსებობს უამრავი საინტერესო საიტი, ბლოგი, ვიდეო ბლოგები, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, რომელსაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, იქაც ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაა სოკოების შესახებ.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ დამწრები მოყვარულებისთვის სოკოების შესასწავლი კურსის გაკეთებას და მაგასაც გაიგებთ ამ არხიდან.
rogor movamzadot egac gvitxari xolme plis
მომზადების ვიდეობიც რომ გადაიღო კარგი იქნება
სალამი . ნიყვის ხელოვნურად მოყვანა თუა შესაძლებელი?
სალამი. არა, ნიყვის ხელოვნურად მოყვანა მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე გამორიცხულია. ნიყვი და სხვა ტყის სოკოები არიან მიკორიზული სახეობები - მიკოს ბერძნულად ნიშმავს სოკოს, რიზა - ნიშნავს ფესვს. მიკორიზული სოკოები ამყარებენ სიმბიოტურ კავშირს ტყეში არსებულ ხეებთან. სოკოს მიცელიუმის ქსელი უკავშირდება ხის ფესვებს მიწის ქვეშ და ამ კავშირის წყალობით ერთმანეთში ცვლიან ნივთიერებებს. მაგალითად: ხე თავისით ვერ მოიპოვებს მიწიდან ფოსფორს, სოკო ამ კავშირის წყალობით აწვდის მას ფოსფორის საჭირო რაოდენობას. ასევეა სოკოს, შემთხვევაშიც, არის რაღაც ნივთიერებები, რასაც ხე აძლევს სოკოს. ასეთი ტიპის კავშირი ტყეების ბუნებრივი ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია, ამის გარეშე ტყეები ვერ იარსებებს. ვერც მიკორიზული სახეობის სოკოები ვერ იარსებებს ტყის გარეშე.
ქამას მსგავსი კავშირი არ სჭირდება რომ გაიზარდოს. არც კალმახას - კალმახა საერთოდ დამშლელი სოკოა, მკვდარ ხის მასაზე იზრდება და მას ჭამს. არც მას სჭირდება რაიმე ტიპის კავშირი ცოცხალ ხესთან. არის კიდევ რამდენიმე სოკო, რომლის ხელოვნურად კულტივირებაც ხდება, მათგან არცერთი არაა მიკორიზული სოკო.
ამიტომ, ნიყვი, დათვის სოკო, ხახვილო და მათი მსგავსი ტყის უამრავი სოკო, მხოლოდ ტყეში შეგვიძლია ვნახოთ.
რას უშვებით ამდენ სოკოს?😀
ჩვენ გვაქვს ტყის სოკოების დისტრიბუციის კომპანია და ცნობილ შეფ-მზარეულებს ვამარაგებთ კონკრეტული სახეობის სოკოებით :) დიდ ნაწილს თვითონ მოვიხმართ
სად არის ეს ამდენი სოკო?
თიანეთისკენ, საბადურის ტყე
რას ფიქრობთ ფსილოციბინ სოკოებზე,უსაფრთხოა მათი ჭამა?სად მოიპოვება უფრო
ფსიქოტროპული სოკოების შეგროვება, მოყვანა, გავრცელება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და ჩვენს ბლოგზე მსგავს ინფორმაციას არ გავცემთ. საქართველოში ფსილოციბინის შემცველი სოკოები ბუნებაში არ გვხვდება, არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი არ გვაქვს.
და სატანის სოკო? Boletus satanas? ვიდეოს წინაყდაზე ეგ არის გამოტანილი და ვიდეოში კი არ არის :(
სამწუხაროდ სატანას სოკოზე თიანეთში ვიდეო არ ჩამიწერია :(
გამარჯობა,მომწონს შენი ვიდეოები,მაინტერესებს იმერეთში და საერთოდ საქართველოში ტრიუფელის სოკო თუ მოიპოვება,და თუ მოიპოვება შავი თუ თეთრი?
მიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი არხი. საქრთველოში ტრიუფელი არის და აქტიურად მოიპოვებენ კიდეც. ზოგადად ტრიუფელი 20-მდე სახეობისაა, მაგრამ მათგან 3 სახეობაა ყველაზე ძვირფასი. ამ სამიდან ყველაზე იაფია ზაფხულის საჭმელი ტრიუფელი, რომლის კილოგრამიც 350-400$ ღირს. სწორედ ეს ტრიუფელია ყველაზე გავრცელებული ჩვენთან და ტრიუფელზე მონადირეებიც სწორედ მას მოიპოვებენ ყველაზე აქტიურად.
სხვა ორი უფრო ძვირი სახეობებია შავი ტრიუფელი (კგ. ფასი 2500-4000$) და თეთრი ტრიუფელი (4000-8000$). ეს ორი უკანასკნელი საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად დარეგისტრირებული ჯერჯერობით არ არის :)
მგელი ხოარაა მანდ?
ჯერ არ შეგვხვედრია 😀
aufff ra kargia mec minda sokoebis mogroveba zalian
me megona es soko saqartveloshi ar ikooo rusetshia oxrad beli grib qviaa ra magariaaa
დათვის სოკო ძალიან ბევრგანაა საქართველოში გავრცელებული. წელს საერთოდ დათვის სოკოს რეკორდული მოსავალი იყო თიანეთში, იმერეთში, აბასთუმანში
სალამი ხმა არ ისმის თითქმის.
ახლაც ჩავრთე ჩემთან რამდენიმე მოწყობილობაზე, ჩემთან ხმა კორმალურად ისმის :/ არ ვიცი, როგორ დაგეხმაროთ.
მარწყვიო წერეწოს მაგრად ჰგავს,როგორ უნდა გაარჩიო ?