ტირამისუ,Tiramisu,тирамису,უგემრიელესი და უნაზესი იტალიური დესერტი ტირამისუ,десерт тирамису,на кофе

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 19 чер 2021
  • ტირამისუ, უგემრიელესი და უნაზესი იტალიური დესერტი ტირამისუ
    გამარჯობათ მეგობრებო მე ვარ გიგა,ამჟამად ვცხოვრობ გერმანიაში,ვარ თვითნასწავლი მზარეული.მე გღეს თქვენ მოგიმზადეთ უგემრიელესი და უნაზესი იტალიური დესერტი ტირამისუ..ეს არ არის კლასიკური ტირამისუს რეცეპტი,კლასიკური ტირამისუს რეცეპტს იხილავთ ჩემს ბლობზე.
    ინგრედიენტები:
    1.ნაღები ძალიან ცივი 1 ლიტრი
    2.მასკარპონე 500 გ
    3.ესპრესო 250-300 მლ
    4.შაქარი 250 -300 გ
    5.ამარეტო,შავი რომი,ან მარსალა დააახლოებით 70-80 მლ
    6.სავოიარდის ბისკვიტები ანუ ქალბატონის თითები დაახლოებით ერთნახევარი შეკვრა,მაგრამ გააჩნია რაოდენობას თუ რამდენი ცალია შეკვრაში.დაუკვირდით ვიდეოს
    7.მარწყვი 350-400 გ
    8.შაქრის პუდრი დეკორაციისათვის
    9.კაკაო რაოდენობა თქვენზე არის დამოკიდებული
    10.მე გამოვიყენე დაახლოებით 3 წვეთი ლიმნის ესენცია,ექსტრაქტი წვენი და ესენცია განსხვავდება ერთმანეთისაგან.თქვენ შეგიძლიათ არ გამოიყენოდ.
    ------------------
    ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია დიდი ზომის ფორმაზე,გარდა სავოირდის ბისკვიტებისა,რათქმაუნდა დიდი ფორმისთვის დაგვჭირდება უფრო მეტი რაოდენობა ბისკვიტების.
    ------------------
    1.დაიმახსოვრეთ აუცილებლად აკონტროლოდ მიქსერი თქვეფის დროს,იმოტომ რომ იცით მასკარპონეც და ნაღებიც არის მაღალ ცხიმოვანი,და არის საშიშროება რომ სწრაფად თქვეფის დროს კრემი ჩავარდეს,შეეცადეთ თქვიფოდ საშუალო სისწრაფეზე შესქელებამდე
    როდესაც შესქელდება ცოტათი მოვუმატოთ სისწრაფეს,რომ მივაღწევთ სასურველ კონსტიტენციას დავუწიოთ ცოტათი და კიდევ რამოდენიმე წამით განვაგრძოთ თქვეფა.
    შეეცადეთ რომ კრემი არ იყოს ძალიან სქელი,იმიტომ რომ ბისკვიტები უბრალოდ არ მიიღებენ კრემის მასას ,რომ ვთქვათ თანაბრად არ გადანაწილდება კრემის და ესპრესოს ფუნქცია,ბისკვიტები დარჩება უბრალოდ მძლავრი ყავის არომატით,რაც არის არასასიამოვნო მირთმევის დროს.
    ------------------
    2.კიდევ ერთი აუცილებლობის დაცვა,დაიმახსოვრედ ესპრესო არ გამოიყენოდ ცხლად რათა კარგავს ფუნქციას ,ის კარგად უნდა გაგრილდეს და შემდეგ დავუმატოთ ალკოჰოლი,როგორც მოგეხსენებად,ალკოჰოლი კარგადვს ყველანაირ თვისებას როდესაც ცხელთან არის შეხებაში..
    ----------------------
    მაცივარში ვაჩერებ დაახლოებით 4-5 საათით
    ---------------------
    დაიმახსოვრეთ არასოდეს არ მოაყაროდ კაკაო მთლიან მასას თუ არ აპირებთ მის მთლიანად გამოყენებას,რამდენ ნაჭერსაც გამოიყენებთ იმ ნაჭრებს მოაყარეთ,ისიც იმ დროს როდესაც ამოიღებთ ფორმიდან.იმიტომ რომ ტირამისუ კაკაოს მოყრის შემდეგ მალევე ფუჭებადი პროდუქტია..უბრალოდ მოჭერით ნაჭერი მოაყარეთ კაკაო და დანარჩენი მასა დააბრუნეთ მაცივარში,დამიჯერეთ ამ ტექნიკით დაახლოებით 2 დღე ძლებს.
    მომზადება
    1.მოვამზადედ ყველა ინგრედიეტს წინასწარ
    2.ნაღებს და მასკარპონეს მაცივრიდან გამოვიღებ იმ შემთხვევაში თუ უკვე ვიწყებ მათ ტქვეფას ,რათა არ გათბეს.
    3.კრემის ათქვეფის დროს თუ შეხედავთ რომ კრემს უჭირს ამოსვლა,შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ხერხს ,ჯამში მოათავსოდ ყინულები,და შემოდგათ ზემოდან ის მეორე ჯამი რომელშიც თქვიფავთ ნაღებს და მასკარპონეს.თუ კი საკმაოდ ცივი არის ინგრედიენტები დამიჯერეთ ,ყველაფერი ეს საჭირო არ იქნება უბრალოდ გათქვიფედ..
    4.მე როდესაც ტირამისუს მომზადებას ვაპირებ ,ინგრედიენტებს ვინახავ მაცივარში დაახლოებით 3-4 დღით ადრე მომზადებამდე,რათა იყოს ძალიან ცივი.
    5.ნაღები უნდა იყოს სქელი როდესაც მაცივრიდან გამოიღებთ,ეს იმის ნიშანია რომ ის საკმაოდ არის გაცივებული.
    6.გათქვეფის დროს გაითვალისწინეთ სიჩქარე მიქსერის,.დაიმახსოვრეთ აუცილებლად აკონტროლოდ მიქსერი თქვეფის დროს,იმოტომ რომ იცით მასკარპონეც და ნაღებიც არის მაღალ ცხიმოვანი,და არის საშიშროება რომ სწრაფად თქვეფის დროს კრემი ჩავარდეს,შეეცადეთ თქვიფოდ საშუალო სისწრაფეზე შესქელებამდე
    როდესაც შესქელდება ცოტათი მოვუმატოთ სისწრაფეს,რომ მივაღწევთ სასურველ კონსტიტენციას დავუწიოთ ცოტათი და კიდევ რამოდენიმე წამით განვაგრძოთ თქვეფა.
    შეეცადეთ რომ კრემი არ იყოს ძალიან სქელი,იმიტომ რომ ბისკვიტები უბრალოდ არ მიიღებენ კრემის მასას ,რომ ვთქვათ თანაბრად არ გადანაწილდება კრემის და ესპრესოს ფუნქცია,ბისკვიტები დარჩება უბრალოდ მძლავრი ყავის არომატით,რაც არის არასასიამოვნო მირთმევის დროს.
    7.შეეცადეთ დაბალ სიმძლავრიანი მიქსერით არ მოამზადოთ რათა ,დრო დაგჭირდებათ მეტი და ამასობაში შეიძლებ მასკარპონე და ნაღები უკვე გათბეს,ეს ნიშნავს იმას რომ ის არ ამოვა და მოგიწევთ უბრალოდ კარაქის გაკეთება.
    8.ბისკვიტების ფორმაში ჩალაგების დროს გაითვალისწინეთ :
    ერთი ფენა უნდა იყოს აუცილებლად შვეული..ანუ ერთ ფენას დავდებთ განზე ერთს შვეულად.,ეს არის აუცილებელი რათა, რომ მოვჭრით ფორმიდან ამოღების დროს არ დაგვეშალოს..
    9.როდესაც ბისკვიტებს ჩაალაგებთ და მოგრჩებად ადგილები ანუ ბოლომდე ფორმა არ შეივსება აუცილებლად შეეცადეთ კარგად შეავსოდ ფორმა,უბრალოდ ბისკვიტები დაჭერით სასურველ ფორმაზე და ზომაზე,აუცილებლად ბოლომდე უნდა შეივსოს ფენა ..
    კრემის დასხმის დროს რომ ბისკვიტებმა არ იმოძრაონ..
    მასა უნდა იყოს კარგად შეკრული.როდესაც დარჭმუნდებით რომ პისკვიტების ფენა კარგად შეიკრა ,სწორედ მაშინ დაასხით კრემი,და თანაბრად გადაანაწილედ..
    10.უნდა გამოვიდეს აუცილებლად ორი ფენა.
    11.მარწყვი არის დანამატი რეცეპტში,ასერომ თქვენ როგორც გენებოთ ისე გამოიყენეთ,გინდ ფენებს მოალაგეთ ზემოდან გინდათ გვერდებზე ისე როგორც მე გამოვიყენე ,უბრალოდ ჩავალაგე ფორმაში გვერდებზე.
    12.ორივე ფენის მოზადების შემდეგ დავახუროდ კულინარიული პარკი და დავასვენოდ მაცივარში 4-5 საათით.
    Tiramisu,тирамисудесерт тирамису,на кофе
    amzn.to/3wSDDRp

КОМЕНТАРІ • 37

  • @qetino.b.7603
    @qetino.b.7603 3 роки тому +2

    მეც დიდი მოყვარული ვარ და ჩემი ჰობია - კულინარია. გაიხარეთ, დამწყები დიასახლისებისთვის რა კარგია, რომ ყველაფერს დაწვრილებით ხსნით. არაჩვეულებრივია ყველა თქვენი ვიდეო. წარმატებეს გისურვებთ გიგა. ❤❤❤

    • @chefgigabakes2735
      @chefgigabakes2735  3 роки тому +1

      მადლობა

    • @maiatsintsabze3324
      @maiatsintsabze3324 2 роки тому

      თუ შეგიძლიათ რომ გვასწავლოთ სარკისებური მინანქარი წინასწარ გიხდი მადლობას

  • @natiajiniyashvili8851
    @natiajiniyashvili8851 2 роки тому

    ძალიან კარგად ხსნით. მომწონს თქვენი ახსნილი რეცეპტები და სიამოვნებით ვაცხობ თქვენი რეცეპტით. გვასწავლეთ ქალბატონის თითებიც. 👍

  • @papermakings8674
    @papermakings8674 Рік тому

    👍👏

  • @gvantsajishkariani8688
    @gvantsajishkariani8688 3 роки тому +1

    Öffentlich kommentieren…
    Არაჩვეულებრივი რეცეპტია, მე ტირამისუს გაკეთებისთანავე ვაყრიდი ხოლმე კაკაოს და მთლიანად კრემში ერეოდა, სერვირებამდე ისევ თავიდან მიწევდა ხოლმე კაკაოს მოყრა, კარგი რჩევა იყო გიგა👌❤️ შემდეგში ამ რეცეპტით მოვამზადებ, წარმატებები შენს საქმიანობაში👏❤️💙

  • @sofiopkhakadze1403
    @sofiopkhakadze1403 Рік тому

    ყოჩაღ გიგა,საოცრად ხსნით ყველა რეცეპტს,წარმატებები, მამათქვენის ყოფილი მოსწავლე ვარ 🥰

  • @nukanuka1592
    @nukanuka1592 2 роки тому

    მადლობა საინტერესო ვიდეო იყო❤

  • @nanagavashelishvili9214
    @nanagavashelishvili9214 Рік тому

    გამარჯობა
    თუ არ შეწუხდებით მომწერეთ რეცეპტი ბისკვიტის
    წინასწარ დიდი მადლობა❤

  • @izochikvanaia4719
    @izochikvanaia4719 3 роки тому +1

    არაჩვეულებრივი ვიდეოები გაქვთ მე რომ მიყვარს ისე ხსნით დაწვრილებით და გასაგებად გულით მადლობაა❤❤👏👏👏

  • @user-og5op9tn3w
    @user-og5op9tn3w Рік тому

  • @ketizhgenti4342
    @ketizhgenti4342 2 роки тому

    შესანიშნავი ნახელავია.🤗
    გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

  • @user-bj5fg8xn1w
    @user-bj5fg8xn1w 2 роки тому

    Auuu ra magariaa.miindaa😀

  • @tamarbenyeshua1615
    @tamarbenyeshua1615 Рік тому

    ძალიან დიდი მადლობა ❤

  • @tamrigiorgadze112
    @tamrigiorgadze112 3 роки тому +2

    Მინდა გითხრათ, რომ გარდა კულინარისა, არაჩვეულებრივი პედაგოგიც ბრძანდებით. Მადლობა თქვენ👏👏👏👍

  • @maiamaia190
    @maiamaia190 2 роки тому

    მომეწონა ვიდეო უმუსიკოდ! 🌟 რეცეპტზეც გმადლობთ. 💕ძალიან კარგად ხსნით.გთხოვთ გვასწავლოთ ქალბატონის თითებიც.

  • @user-rt7dr8xq8c
    @user-rt7dr8xq8c 2 роки тому

    მომეწონა ძალიან კარგად გვიხსნი ძალიან მადლობა

  • @lelanikuradze3781
    @lelanikuradze3781 2 роки тому

    👍👍👍👍👍👍👍

  • @ingakurshitashvili1896
    @ingakurshitashvili1896 3 роки тому

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @shineshine7232
    @shineshine7232 2 роки тому +1

    არაჩვეულებრივია,დადეთ სავოიარდის თქვენი რეცეპტიც💕

  • @mziachikashua
    @mziachikashua Рік тому

    mainteresebs tiramisus momzadeba romelic kvercxit mzaddeba

  • @qetipacinashvili2823
    @qetipacinashvili2823 2 місяці тому

    ნაღები ცალკე იყიდება?

  • @maiatsintsabze3324
    @maiatsintsabze3324 2 роки тому

    ძაააან მაგარი ხარ

  • @user-rt7dr8xq8c
    @user-rt7dr8xq8c Рік тому

    მოგესალმებით ბისკვიტის რეცეპტი?

  • @likaberodze1731
    @likaberodze1731 2 роки тому

    👍👍🍰ველოდებით უფრო მეტ ვიდეოს თქვენგან😇

    • @chefgigabakes2735
      @chefgigabakes2735  2 роки тому

      დიდი მადლობა,მალე იქნება

  • @ketevanbabukhadia4346
    @ketevanbabukhadia4346 2 роки тому +1

    კრემში საბაიონი სადაა?

    • @chefgigabakes2735
      @chefgigabakes2735  2 роки тому

      sabaglione არის იტალიორი დესერტი,რომელსაც ტირამისუსთან შეხება არ ააქვს.sabaglione მზადდება მარსალათი.

    • @ketevanbabukhadia4346
      @ketevanbabukhadia4346 2 роки тому +1

      @@chefgigabakes2735 გიგა, საბაიონი არის სოუსი, რომელიც გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი დესერტი, ასევე აუცილებელი კომპონენტია ტირამისუს კრემისთვის, ბაზაა, პრაქტიკულად და მართალია, მარსალა ემატება. კლასიკური ტრადიციული ტირამისუს კრემი საბაიონის გარეშე წარმოუდგენელია. ასევე, საბაიონს იყენებენ “სენტ ონორეს” კრემისთვისაც. პატივისცემით 😍

    • @chefgigabakes2735
      @chefgigabakes2735  2 роки тому +3

      @@ketevanbabukhadia4346 ქეთევან სპეციალურად ტქვენტვის ჩავწერ შემდეგში ვიდეოს პირდაპირ იმ იტალიური რესტორნიდან ერთ ერთ საუკეთესო იტალიელ შეფმზარეულთან ერთად,ვისთანაც ერთად უკვე 2 წელი არის რაც ვსწავლობ და ვმუშაობ..არასოდეს საბაგლიონე არ გამოგვიყენებია და არც ვიყენებთ..რა არის საბალიონე ხომ კარგად იცით_?როგორ კეთდება ორიგინალი ტირამისუ იცით ალბად.ტირამისუს კლასიკური რეცეპტი შედგება კვერცხის გულისაგან,შეიძლება გამოიყენო ასევე ცილაც ,რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ,მარსალა შავი რომი ან ამარეტო,და ასევე ვიყენებთ სხვა ალკოჰოლსაც გააჩნია შემკვეთს..მასკარპონე ,ნაღები ვანილის ექსტაქტი,ლიმნის წვენს ვიყენებთ იმ შემთხვევაში როდესაც ინგრედიენტად ემატება კვერცხის ცილა..მე პირადად კრემში ვუმატებ შავ რომს და ვანილის ექსტრაქტს...მაგრამ აქ როგორც მივუთითე ეს არის არა კლასიკური რეცეპტი,ანუ ხელმისაწვდომი ყველასათვის,იმიტომ რომ შავი რომი არის ძალიან ძვირი,ასევე მარსალაც და ამარეტოც..ვიდეოშიც კარგად არის ახსნილი.ასე რომ მადლობა კომენტარისათვის,წარმატებებს გისურვებთ,ტირამისუს ძალიან ბევრი სახეობა შემიძლია შემოგთავაზოდ.
      ასე რომ არ მესწავლება რა არის sabalioni და რას და სად გამოიყენებენ.

    • @ketevanbabukhadia4346
      @ketevanbabukhadia4346 2 роки тому

      @@chefgigabakes2735 კარგად ვიცი კი, მე არ ვჭამ ტირამისუს, რომლის კრემში ცილას იყენებენ. მხოლოდ საბაიონით. ეჭვი არ მეპარება თქვენი შეფის პროფესიონალიზმში, მაგრამ მეც იტალიელი შეფის, პაოლო რიზილიონესგან მაქვს ნასწავლი ის რეცეპტი, რომლითაც ვსარგებლობ. ტირამისუზე ლექცია შემიძლია წავიკითხო, იმდენი მაქვს ნაძებნი მისი რეცეპტები და ისტორიაც. მე არ ვდავობ, ყველა შეფს თავისი რაცეპტი აქვს, მეც ჩემი ფავორიტი რეცეპი მაქვს შესაბამისად და მხოლოდ მას ვაღიარებ საუკეთესოდ 😉. თორემ სხვა ძალიან ბევრი რეცეპტი და ხერხი არსებობს მისი უდიდებულესობა “ტირამისუს” მოსამზადებლად 🤩

    • @ayamikel6189
      @ayamikel6189 Рік тому

      იცი რამაინტერრსებს ძვირფასო?მილანში რომ მივდუვარ ერთი კაფე მაქვს სადაც ყველაზე გემრიელ ტიეამისუს აკეთებენ?მოყვითალოა და სქელი უფრო ჭიქაში,სხვა ადგილებში სადაც მოვირთვი თეთრი და თხელი კონსისტენციაა რომელიც არ მომეწონა,ბევრო რეცრპტი ვნახე აქ მაგრამ მიმსგავსებულიც ვერავინ გააკეთა,თეთრი და თხელი გამოსდის ყველას

  • @user-dm8xl1mg6s
    @user-dm8xl1mg6s 3 роки тому