მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 67. კონსტანტინოპოლის დაცემა, ნაწილი I

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 лис 2022
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    -------------------------------------------------------------
    🟥„მწარე პოდკასტის" 67-ე ეპიზოდი, პირველია ორ ნაწილიანი სერიიდან, რომელიც შეეხება ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, კონსტანტინოპოლის დაცემას. ისტორიკოსების ნაწილი, 1453 წელს, შუა საუკუნეების დასასრულად და ახალი ეპოქის დასაწყისადაც მიიჩნევს. აღმოსავლეთ რომის იმპერიის ბოლო, დიდი ბასტიონის დაცემას, მეტად საინტერესო წინაპირობები და შედეგები მოყვა მსოფლიო მასშტაბით. რა პოლიტიკური წესრიგი სუფევდა XV საუკუნის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში; რატომ იყო ბიზანტიის იმპერია დაცემისთვის განწირული; რამ გამოიწვია ნიკოპოლისისა და ვარნას ბრძოლებში ქრისტიანთა მარცხი; როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიები; რა წარმოდგენები ჰქონდათ ევროპელ ჰუმანისტებს ბიზანტია-ოსმალეთის კონფლიქტსა და „ახალი რომის" მოსალოდნელ დაცემაზე; როგორ მოემზადა ოსმალთა სულთანი მეჰმედ II კონსტანტინოპოლის ასაღებად - ამ საკითხებზე, პოდკასტში, ისტორიკოსთან, გვიანი შუა საუკუნეების მკვლევართან, ბექა კვაჭაძესთან ერთად ვისაუბრეთ.

КОМЕНТАРІ • 21

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  8 місяців тому

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @KakhaKolkhi
    @KakhaKolkhi Рік тому +4

    ძალიან საინტერესო იყო, ნიკა.
    მადლობა შენ და შენს სტუმარს! ველოდები შემდეგ ეპიზოდს კონსტანტინეპოლზე, მითუმეტეს, რომ მისმა დაცემამ უშუალო ზეგავლენა საქართველოზეც მოახდინა

  • @davitputkaradze5069
    @davitputkaradze5069 Рік тому +5

    ძალიან კარგი ეპიზოდი იყო აბსოლიტურად სხვა მხრიდან გვაჩვენებს კონსტანტინოპოლის დაცემის ისტორიას

  • @sheloshim
    @sheloshim 10 місяців тому +1

    დიდი მადლობა! საყვარელი თემაა... ჯულიუს ნორვიჩიც საინტერესოდ წერს....

  • @Blackandblue787
    @Blackandblue787 Рік тому +2

    ძალიან კარგი ეპიზოდი იყო.

  • @ninotalakhadze
    @ninotalakhadze 3 місяці тому

    სულ სხვა თვალით დავინახე ეს თემა❤

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Рік тому +2

    დიდი მადლობა,ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად.გული მწყდება რომ ახლა ვსწავლობთ ისტორიას. თან გასაგებად .სულ გული მწყდებოდა,ასეთი დიდებული ადგილი როგორ დათმო ევროპამ.თან ისიც იყო რომ დასავლეთი დიდი ხნის მანძილზე ძარცვავდა კონსტანტინოპოლს,რამაც ბიზანტიის იმპერიის დასუსტება გამოიწვია.

  • @zurajachvliani6583
    @zurajachvliani6583 Рік тому +2

    ძალიან კარგია, მაგარ საქმეს აკეთებთ. უბრალოდ ერთი პატარა სურვილი მექნება, როცა მოვლენას აღწერთ - გადაადგილებას, ალყას, ტერიტორიის დაპყრობას და ა.შ. თუ ვიზუალურად გრაფიკული სურათი გვექნება ამ ყველაფრის ძალიან კარგი იქნებოდა აღსაქმელად.

  • @MCVANEKONCXI
    @MCVANEKONCXI Рік тому +1

    საინტერესო იქნება მეჰმედზე და სულეიმანზე ცალკე პოდკასტი. და ვინმე გამორჩეული თუ ჰყავდათ, კარგად გამორჩეული. ბაიაზიდი იგივე

  • @gioxachidze3674
    @gioxachidze3674 Рік тому +2

    დიაოხზე და კოლხაზე ჩაწერეთ რა თუ შეიძლება

  • @jesiejackson
    @jesiejackson 6 місяців тому +1

    mamlukebis imperiazec gadaiget 1444 wlidan dacemamde

  • @stradlin26
    @stradlin26 Рік тому

    ძალიან კარგი იყო

    • @beqakvachadze1696
      @beqakvachadze1696 Рік тому +1

      ეგ ძალიან რთული კითხვაა, მეორე ნაწილის ბოლოს ვეცდებით პასუხი გავცეთ.

  • @mariusmarius
    @mariusmarius Рік тому

    ave caesar morituri te salutant! ბოლო ბოლო რომი დაეცა თუ საბერძნეთი ამ ფაქტით ?:) ყველა თავის თავს რომს რო უწედებ ეგა სასაცილო, რუმინელებისა არ იყოს 😀 , კიდევ კარგი ფრანგებმა მეცნირებმა ბიზანტია დაარქვეს 😀. კარგი იყო იმედია part 2 ზე უფრო გაშლით თემას

    • @nugzarmikeladze
      @nugzarmikeladze Рік тому +1

      ამ შემთხვევაში არავინ არაფერს არ იბრალებს. 395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო 476 წელს დაეცა დასავლეთ რომის იმპერია, აღმოსავლეთ რომის იმპერიამ გააგრძელა არსებობა 1453 წლამდე. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ბერძნული ენა იყო დომინანტური. საბერძნეთი როგორც ერთი სახელმწიფო გაჩნდა 19-ე საუკუნეში, ანტიკურ ხანაში საბერძნეთი დაყოფილი ქალაქ სახელმწიფოებად.

    • @mariusmarius
      @mariusmarius Рік тому

      @@nugzarmikeladze მინიმუმ ორი გაეთინება არსებობს რომის სახელით რომის დაცემის შემდეგ, საღვრთო რომის იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერია .ეს კითხვა რიტორიკული იყო უბრალოდ:) ,რომი გაცილებით ადრე დაეცა 476 წელზე ჩემი აზრით , მაგრამ მისი გავლენა იმდენად დიდი იყო მაშინდელ სამყაროზე რომ ყველა რომთან აიგივბდა თავს

    • @nugzarmikeladze
      @nugzarmikeladze Рік тому

      @@mariusmarius დასავლეთ რომი შეიძლება უფრო ადრე დაცემულად მივიჩნიოთ მაგრამ აღმოსავლეთ რომს დაცემულად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე. იმპერატორ კონსტანტინემ გადაიტანა დედაქალაქი ამიტომ ნამდვილად რომის იმპერიის გაგრძელებაა ბიზანტია, განსხვავებით საღვრთო რომის იმპერიისგან.

  • @user-uj2lp1vc9g
    @user-uj2lp1vc9g Рік тому

    👍👏

  • @user-uj2lp1vc9g
    @user-uj2lp1vc9g Рік тому

    👍👏