მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 68. კონსტანტინოპოლის დაცემა, ნაწილი II

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 12 гру 2022
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    --------------------------------------------------------------------------
    🟥„მწარე პოდკასტის" 68-ე ეპიზოდში, კვლავ ისტორიკოსი ბექა კვაჭაძე გვეწვია, რათა დაგვესრულებინა კონსტანტინოპოლის დაცემის ისტორია. როგორ მიმდინარეობდა ალყა; ვინ იყვნენ მეთაურები; რა როლი შეასრულეს გენუელებმა, ვენეციელებმა და უნგრელებმა ბიზანტიის იმპერიის განადგურებაში; რა სტრატეგიით შეძლო მეჰმედ II-მ მიზნის მიღწევა; რა გამოხმაურება მოყვა ქალაქის დაცემას ევროპაში; როგორ მოქმედებდნენ რომის პაპები და ევროპელი მონარქები; რისთვის მოიწვიეს ფრანკფურტისა და მანტუის კონგრესები; რა გავლენა მოახდინა კონსტანტინოპოლის დაცემამ საქართველოსა და მსოფლიოზე - ეს თემები პოდკასტში ვრცლად განვიხილეთ.

КОМЕНТАРІ • 36

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  9 місяців тому +1

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @GeraltOf-Rivia
    @GeraltOf-Rivia Рік тому +3

    ეპიკური ეპიზოდი ❤️

  • @manjojambo3173
    @manjojambo3173 4 місяці тому

    ბრავო ❤ მაგარია

  • @dimakvatchantiradze7398
    @dimakvatchantiradze7398 Рік тому +5

    ბექას სტუმრობისას პოდკასტის ხარისხის დონეს საფრთხე არ ემუქრება, უფრო პორიქით 😅Rise of Ottoman კაი სერიალია, დოკუმენტური ეპიზოდებიც აქვს, მამენტ კი გეცოდინებათ .

  • @manjojambo3173
    @manjojambo3173 4 місяці тому

    ძალიან მაგარი ნიჭიერი ადამიანები ხართ❤❤. ასეა ასე იყო და ასე არის .მე პირადად ვიცხოვრე ელადაში და დღესაც ასეა ბარბაროსებად გვთვლიან. არიან რათქმაუნდა ძალიან კეთილი კარგი ხალხიც ,მაგრამ უმეტესობა 70%ისევ ქედმაღალია. კონსტანტინეპოლო თავის გახრწნილობამ, თავის ამპარტავნებამ,თავის მექრთამეობამ დაღუპა. ღმერთი არ ბრძოლობს ეგ ყველაფერი მოიგონეს და იგონებენ. ბრძოლობს ჭკვიანი თავი და მამაცი გული. 2008შიც გაგვწირეს და ეხლაც გაწირულია უკრაინა აი ესაა სიმართლე.ვისაც გონია რომ ამერიკას ჩვენ და უკრაინელები არ ვგონივართ ბარბაროსები😊,.გთხოვთ ეს პოდკასტი მოასმენინეთ,იქნებ გაიგოს მაინც10%. აი ბრიტანელებზე ნაღდია .ხო სხვათა შორის ამერიკელებიც მაგათი ჯიშია😉.სისხლი მაინც სისხლია სულ ყივის .რანიც ვიყავით ელინელებისთვის მაშინ ეხლა ეგენი ვართ ამერიკელებისთვის.მხოლოდ სარგებელიიიიიი.რაც შეეხებათ რუსებს მაგათ ისწავლეს 300წელში მონღოლებისგან როგორ უნდა იცხოვრონ და იბრძოლონ. საერთოდ რასაც ვუყურებ იგრძნობა ჩვენშიც სამწუხაროდ 😢ველური ურდოების სული. ნამდვილი ქართველი არის მშვიდი,ლაღი,უბრალო,კეთილი,მამაცი, მებრძოლი. ასე ვიყავით და ასე ვიქნებით.მე ბოდიში მეგობრებო. ეს ადამიანი ბევრჯერ მოიწვიეთ ❤❤. მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებია,.ერმა რომელმაც აქამდე ვერაფერი შექმნა და ეხლა იქადის იმ ერის სიტყვებია ტყუილია😔. დანარჩენი ვნახოთ.მადლობა❤❤ძალიან აი ძალიან კარგი იყო

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Рік тому +4

    აღარ ვიცი რა ვთქვა. გული მწყდება რომ ასე ისტორიისათვის არასოდეს შემიხედავს..ზღაპრებში გაზრდილი და ისტორია რომ არ იციან,ისეთი თაობები გვყავს.დიდი მადლობა

  • @davitputkaradze5211
    @davitputkaradze5211 Рік тому +1

    იდეალური პოდკასტი იყო, თემის მაქსიმალურად დეტალური განხილვა და გეოპოლიტიკის მდგომარეობის შეფასება იდეალურად იყო ახსნილი
    უღრმესი მადლობა

  • @pilo772
    @pilo772 Рік тому +3

    მოკლედ, გადასარევი პოდკასტია და გაიხარეთ. მოკლე აზრი რაც მე გამოვიტანე ამ თემიდან
    1. ბიზანტია ჩვენთვის დაახლოებით იგივე არსი იყო რაც დღეს რუსეთია
    2. როცა ჩვენ გვიჭირდა თავის დროზე თითი თითზე არ დაუდიათ რამით მაინც დაგვხმარებოდნენ.
    3. იმდენი ქნეს რომ ევროპა მოიძულეს და როცა დასჭირდათ დახმარება კაციშვილმა არ გაატოკა საჯდომი. მიუხედავად იმისა რომ კარგადაც ხვდებოდნენ რომ შემდეგი სამიზნეები თავადვე იქნებოდნენ.
    4. გენუელები იყვნენ მოღალატე მუწუკები შავიზღვისპირეთში.
    5. როცა ბოლო ბოლო დაეცა კონტანტინოოლი და ქრისტიანული სამყაროს საკმაოდ დიდი ნაწილი გაშავდა. ერთადერთი რაც ქნა ევროპამ შეიკრიბნენ არასრულად აქა იქა და შეშფოთება და აღშფოთება გამოხატეს მომხდარის მიმართ... პრაქტიკულად იგივე სირობა რაც 2008-13 წლებსი ხდებოდა ჩვენთან მიმართებაში.
    არაერი არ იცვლება.

  • @sherxansherxan250
    @sherxansherxan250 Рік тому +5

    ორივე ნაწილი უზადო იყო თხოვნა მაქ კიდევ 1 პოდკასტი ჩაწერო ბექასთან ერთად მამა შვილ სელიმის და სულეიმანის დიდ ეპოქებზე...

  • @Blackandblue787
    @Blackandblue787 Рік тому +3

    ესეც შესანიშნავი იყო, ეს ორი ეპიზოდი, ძაან კარგად აჩენს გეოპოლიტიკას, როგორ უნდა მოხდეს ისტორიის გააზრება და ა.შ

  • @SeBBasTTaN
    @SeBBasTTaN 5 місяців тому

    👏👏👏👏❤️

  • @ltdconstructor8009
    @ltdconstructor8009 Рік тому +1

    უმნიშვნელოვანესი თემა და შესანიშნავი სტუმარი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ასე ზუსტად აღწერა და დაგვანახა ის შეცდომები, რომლის გამოც მსგავსი ტრაგიკული მოვლენა მოხდა ევროპის კონტინენტისათვის

  • @joshjosh.8221
    @joshjosh.8221 Рік тому +1

    საქართველოს უახლოეს ისტორიაზეც თუ ჭაწერთ პოდკასტს კარგი იქნება, მაგალითად აფხაზეთზე.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому

      გამარჯობა. ვინაიდან მე უახლეს ისტორიასთან პროფესიულად შეხება თითქმის არ მაქვს, ვერ ვიწერ უახლეს ისტორიაზე იმდენად, უფრო პრე-მოდერნის ჩათვლით ვიწერ, თუმცა ვნახოთ მომავალში.

  • @user-nl4de8wb5k
    @user-nl4de8wb5k 5 місяців тому

    პიუს მეორის სიტყვა თუ შეიძლება

  • @akakisaralidze653
    @akakisaralidze653 Рік тому +1

    WW2 დადეთ!!!

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze5439 Рік тому

    ძალიან საინტერესოა თქვრბი პოდკასტები და ყველა სერიას ვადევნებ თვალს, მაგრამ რამდენი რეკლამაა ყოველ ორ წუთში რეკლამა ამოდის :/

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +2

      იუთუბის პოლიტიკაა სამწუხაროდ, ძალიან გაზარდეს რეკლამების რაოდენობა.აუდიო პლატფორმებზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ურეკლამოდ, Spotify-ზე მაგალითად.

  • @ltdconstructor8009
    @ltdconstructor8009 Рік тому

    ამ ვიდეოს თქვენს გვერდზე რომ გადავდივარ ვერ ვხედავ და რატოა ასე ?

  • @MCVANEKONCXI
    @MCVANEKONCXI Рік тому

    ფიცკარალდო

  • @avtandilrukhadze219
    @avtandilrukhadze219 Рік тому

    ოსმალებმა კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მალევე მოიცალეს ჩვენთვის?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +1

      საკმაოდ

    • @avtandilrukhadze219
      @avtandilrukhadze219 Рік тому

      @@BitterPodcast სიხოისტას ბრძოლის შემდეგ დაიპყრეს ჩვენი სამეფო-სამთავროები, თუ მანამდეც გვაწუხებდნენ?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +1

      XVI საუკუნის მეორე ნახევარში უკვე დომინანტები იყვნენ კავკასიაში. განსაკუთრებით, სიმონ I დატყვევების შემდეგ.

    • @avtandilrukhadze219
      @avtandilrukhadze219 Рік тому

      @@BitterPodcast გასაგებია, მოკლედ თემურ ლენგის ეპიქის დასრულებიდან ოსმალების გამოჩენამდე დაახლოებით ერთი საუკუნე ვიყავით თავისუფალი სერიოზული გარეშე მტრებისგან. არადა მაგ დროს მოხდა ქვეყნის დაშლა სამეფო-სამთავროებად. მოკლედ ამ ფეოდალურმა წყობამ დააქცია საქართველო

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Рік тому +2

      ყარა ყოინლუს და აყ ყოინლუს ვერ უმკლავდებოდნენ ცალ-ცალკე დაშლილი სამეფოები. მათ შემდეგ კი, სეფიანთა ირანიც ჩამოყალიბდა, ასე რომ, საკმაოდ ძლიერი იმპერიების ინტერესის არეალში იყო კავკასია მაინც

  • @user-uj2lp1vc9g
    @user-uj2lp1vc9g Рік тому

    👍👏