ლევან ბერძენიშვილი: რეზო გაბრიაძის „შერეკილები“

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 6 кві 2021
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“, ქართული კინოს შედევრსა და მის ლიტერატურულ პირველწყაროზე საუბარს გთავაზობთ. იგულისხება ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ და მისი პირველწყარო, რევაზ გაბრიაძის მიკრორომანი „უცხო ჩიტი“, რომელიც ბოლო რედაქციით „შერეკილების“ სათაურით გამოსცა ჩვენი დროის ამ უნიჭერესმა მწერალმა, დრამატურგმა, მხატვარმა და რეჟისორმა. მწერლობაში რევაზ გაბრიაძე გენიალური დავით კლდიაშვილის კანონიერი მემკვიდრეა, რომელსაც გაძლიერებული აქვს ლიტერატურული წინაპრის იუმორისა და ჰუმანიზმის ხაზი. „შერეკილები“ ბილდუნგსრომანია, იგი გმირის ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. ერთაოზი, „ჩვეულებრივი ბიჭი“, ზუსტად ისევეა ჩვეულებრივი, როგორც თომას მანისეული ჰანს კასტორპი, რომელსაც მოულოდნელ ტალანტებს გააჩენინებენ მთის გიგანტები. თუკი ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ბიჭი მთაზე განისწავლა, ჩვენი ერთაოზი ჭურში იღებს განათლებას. მწერალი დიდოსტატურად აცოცხლებს „ჭურში ჯდომის“ მეტაფორას და მასწავლებელ-მოსწავლეს ამ შეზღუდულ სივრცეში ახვედრებს ერთმანეთს. ქრისტეფორეს ტყუილად კი არ ჰქვია „უფლის მატარებლის“ სახელი, მისი ვერტიკალური სიყვარული და ენერგია ოკრიბელი მიზანას შთამომავალს სამყაროს მარადიულ ასტრონავტად გადააქცევს. როგორ მოხვდა ერთაოზი ქალაქში, სადაც უყვარდათ სიტყვები: „გენიოზი“, „გრადუზი“ და „ესენცია“; რა იყო ობერკონდუქტორ ტრიფონის სიცოცხლის არსი; იყო თუ არა „იმნაირი“ „ერთი უქორწილოდ მოყვანილი ქალი“ მარგალიტა ამყოლაძე; რა აკავშირებდა ერთმანეთთან ხუტა ოდიშარიასა და ნოშრევან კუჭუხიძეს; რა არის „ხონური ღიმილი“; რა პრინციპმა აიყვანა ზეცაში ცათმფრენი „თამუნია“ და რატომ უდრის სიგრძე სიყვარულს, ხოლო სიგანე - რწმენას,- ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 80

  • @khatunaroinishvili1016
    @khatunaroinishvili1016 2 роки тому +17

    გისმენთ და ვრწმუნდები, ათასი სიცოცხლე არ გეყოფა კაცს, მრავალი მხრიდან შეხედო შესაცნობს, და მილიონი წელი, რომ საერთოდ რამის აზრზე მოხვიდე , მადლობა ბატონო ლევან, მრავალფეროვნებას არ აკლებთ ჩემს წარმოსახვას

    • @anukitsutskiridze8616
      @anukitsutskiridze8616 7 місяців тому

      მე მეგონა რეზო გაბრიაძეზე იტყოდით 😅

  • @zelmaodishvili-tk4rc
    @zelmaodishvili-tk4rc Рік тому +7

    ადამიანი კომპიუტერი, ზენიჭიერი. იცოცხლეთ დიდხანს❤

  • @iakvavilia
    @iakvavilia 3 роки тому +16

    ძალიან ვისიამოვნე. ვერასდროს ვიფიქრებდი ჰანს კასტორფსა და ერთაოზს რაიმე აკავშირებდათ. საინტერესო პარალელებია.
    მადლობა ამ სიამოვნებისათვის.

  • @tamtageldia9428
    @tamtageldia9428 3 роки тому +12

    ყოველთვის მოუთმენლად გელით. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისათვის.

  • @datob1489
    @datob1489 Рік тому +3

    როცა ნასტუდენტარი ფიზიკოსის, ბიძია-ბაბუას (ვასილ ჩხაიძე) "ჭურში ჯდომაზე" არისტოფანე ახსენეთ, მას უყვარდა ასეთი მეტაფორები, გამახსენდა რომ მიმინოში, ვასილ ჩხაიძის გმირს, მღებავს არისტოფანე ჰქვია :)

  • @vikaj6247
    @vikaj6247 3 роки тому +9

    რა სუფთა იყო ცა უჩვენოდ..🥀🥀აუცილებლად წავიკითხავ! მადლობა ბ-ნო ლევან!❤❤

  • @vikamzhavanadze5787
    @vikamzhavanadze5787 2 роки тому +7

    ამის შემდეგ როგორ შეიძლება ბატონი რეზოს ეს შედევრი არ წაიკითხო კაცმა! მადლობა, ბატონო ლევან! მართლა საოცრებაა თქვენი ყოველი გადაცემა! ❤️

  • @vazhanatroshvili7523
    @vazhanatroshvili7523 2 роки тому +2

    მადლობა, საინტერესო იყო

  • @Player-ub9tg
    @Player-ub9tg 2 роки тому +5

    მართლაც რომ ყველაფერში ნიჭიერი იყო რეზო გაბრიაძე. ძალიან კარგი გადაცემაა

  • @shorenakostava9906
    @shorenakostava9906 3 роки тому +24

    მადლობა ბატონო ლევან, ყველა თქვენი გადაცემა საოცრებაა❤️

  • @Chkhitoooo
    @Chkhitoooo 3 роки тому +11

    ეხ, თამუნია, თამუნია.. 💐

  • @dianatsitsakishvili9285
    @dianatsitsakishvili9285 3 роки тому +4

    მადლობა ბატონო ლევან ♥️♥️♥️

  • @tamarchumburidze1969
    @tamarchumburidze1969 5 місяців тому

    უღრმესი მადლობა ბატონო ლევან!❤❤❤.

  • @uchakhurtsilava3554
    @uchakhurtsilava3554 3 роки тому +3

    Uhkvianeci adamiani

  • @sandronatadze
    @sandronatadze 3 роки тому

    ვისი გამოცემაა ეს წიგნი? ელ. ვერსია ვიცი და ბეჭდური სად შეიძლება მოინახოს?

  • @vazhasarjveladze4406
    @vazhasarjveladze4406 3 роки тому +5

    "სანტა ესპერანსა" განიხილეთ, უკეთეს რაიმეს ვერც განიხილავთ

  • @gvirila259
    @gvirila259 6 місяців тому

    ეჰ,როგორი ყურადღებით ვუსმენდი! სად მედეა,სად ბანძიდან იტალიაში ფულის საშოვნელად წასული ეფროსინე ,პელაგია,ვარდუშა და ა.შ

  • @paatagulordava3688
    @paatagulordava3688 2 роки тому

    სად ვიყიდო ეს წიგნი? ბიბლიუსში არ არისო

  • @maaskharuldze1941
    @maaskharuldze1941 Рік тому +3

    მიყვარხართ ბატონო ლევან..ვგუჟდები რეზო გაბრიაძეზე❤❤❤❤❤❤

  • @pikriaberekashvili2054
    @pikriaberekashvili2054 3 роки тому +2

    Madloba batono levan.

  • @ranshaw1837
    @ranshaw1837 3 роки тому +2

    არ წამიკითხავს, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ფილმს ჯობია. :)

  • @lerinozadze8660
    @lerinozadze8660 2 роки тому +2

    კლასიკოსის სიდიადე!

  • @ingakharebava9472
    @ingakharebava9472 2 роки тому +1

    მადლობა ცოტაა მიყვარს 🥰

  • @GiorgiBughadze
    @GiorgiBughadze 11 місяців тому +1

    👍👍👍👍👍👍

  • @kabukabu9373
    @kabukabu9373 2 роки тому +4

    ასმათი არ იყო როსკიპი, ფატმან ხათუნია მაგი :))

    • @Player-ub9tg
      @Player-ub9tg 2 роки тому +1

      ლევან ბერძენიშვილს ჩვენგან არ ესწავლება ვეფხისტყაოსნი. ალბათ მექანიკური შეცდომა დაუშვა 😅

  • @giorgigelenidze728
    @giorgigelenidze728 7 місяців тому

    დიდებული❤

  • @nanabuadze9373
    @nanabuadze9373 3 роки тому +3

    ვისაც ეზარება და უნდა "შერეკილების' წაკითხვა, მოუსმინეთ ლევან ბერძენიშვილის საუბრე
    ბს, ამ წიგნის ირგვლივ და მერე აღარ დაგეზარებათ წაკითხვა. უდიდესი სიამოვნებაა, ნუ მოიკლებთ.......

    • @Ryan-ez3jf
      @Ryan-ez3jf 2 роки тому

      მეორედ ვუსმენ :)მაგრამ,პირველად წაკითხულს და მოსმენილს სხვა სიამოვმება აქვს.გაიხარეთ

  • @tamarkapanadze3485
    @tamarkapanadze3485 3 роки тому +5

    იმდენად მიყვარს წიგნიც და ფილმიც (წიგნი კიდევ უფრო ადრე წავიკითხე, ვიდრე ფილმს ვნახავდი), რომ თავიდან ბოლომდე ვუსმინე და, იმედგაცრუებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საყურადღებო პარალელი გააკეთა მსოფლიო ლიტერატურასთან... ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანს საბჭოთა ბანაკები ჰქონდეს გამოვლილი, დისიდენტური წარსული ჰქონდეს და ვერ ხვდებოდეს პარალელს ციმბირის ბანაკებთან (=ჭური) და სხვაგვარად მოაზროვნეების ფსიქიატრიულებში "მკურნალობასთან".... წიგნის შინაარსიც შეეშალა ერთგან (ქრისტეფორესა და ერთაოზის სტუმრობა მარგალიტასთან).. წიგნის დასასრულსაც, ფაქტობრივად, ვერანაირი ინტერპრეტაცია ვერ გაუკეთა, ფატმანისა და ასმათის ერთმანეთში არევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოკლედ-უფრო მეტად უკმაყოფილო დავრჩი ამ ანალიზით, ვიდრე კმაყოფილი.
    ოდიშელიძე-ოდიშარიაზე ტყუილად ედავებით. წიგნში ოდიშარიაა ხუტას გვარი, ფილმში არის ოდიშელიძე.

    • @ingakharebava9472
      @ingakharebava9472 2 роки тому

      არადა პირიქით საინტერესო იყო ზუსტად არასაბჭოთა ჭრილში დანახული ეგ წიგნი. მგონი ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო რაც შეეძლო გაეკეტებინა თორემ რაც თქვით მანდ ვართ უმეტესობა. ჩემთვის ეს იყო ნაბიჯი წინ ზუსტად ტქვენეული განხილვიდან.

  • @user-pt3cy8pl9x
    @user-pt3cy8pl9x 2 роки тому +1

    💖💖💖💖

  • @pikriaberekashvili2054
    @pikriaberekashvili2054 3 роки тому +1

    Filmi romlis naxvac ar mbezrdeba.yvela sityva saintereso,iumorit savse da sigrmiseulia.martlac shedevria.

  • @nanoiobidze19
    @nanoiobidze19 3 роки тому +1

    ❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @user-kw9sx6sk5k
    @user-kw9sx6sk5k Місяць тому

    Შენი ერᲗაოზი ვარ მარგალიტა

  • @neshfox9519
    @neshfox9519 3 роки тому +6

    Შერეკილებზე მაგარი ქარᲗული ფილმი არ გადაᲦებულა ჯერ..

    • @badgeologist
      @badgeologist 3 роки тому +1

      წიგნი მაინც ჯობია))) მარტო ჩხუბის პროცესის აღწერაა სასწაული

  • @user-ld9es3ic6v
    @user-ld9es3ic6v 3 роки тому +1

    🥰🥰🥰🥰🥰🥰

  • @sofosofio3876
    @sofosofio3876 5 місяців тому

    რა ღირსი ხარ მაგის განხილვის

  • @tamosiradze3298
    @tamosiradze3298 Рік тому

  • @nodovicosettembrini7936
    @nodovicosettembrini7936 3 роки тому

    ბერლინ ალექსანდერ პლაც,იქნებ ამ ფილმზე და წიგნზეც ისაუბროთ. ახალი ეკრანიზაციაც გამოვიდა

  • @user-zk9rv7bw6n
    @user-zk9rv7bw6n 3 роки тому +3

    ხუტა არის ოდიშელიძე და არა ოდიშარია

    • @levanishukhoshvili2318
      @levanishukhoshvili2318 3 роки тому +1

      არა, ოდიშელიძე მარგარიტას ქმარია-ტრიფონი.

    • @Player-ub9tg
      @Player-ub9tg 2 роки тому

      ფილმში არის ოდიშელიძე, წიგნში არის ოდიშარია

  • @salomebudagashvili4413
    @salomebudagashvili4413 3 роки тому

    ხომ არ იცით ეს წიგნი სად შეიძლება რომ შევიძინო

    • @ketevanberdzenishvili2515
      @ketevanberdzenishvili2515 3 роки тому

      არის ელ ვერსია , დაგუგლეთ და ნახავთ 👍

    • @salomebudagashvili4413
      @salomebudagashvili4413 3 роки тому

      @@ketevanberdzenishvili2515 ხომ არ იცით წიგნის სახით გამოვა თუ არა?

    • @ketevanberdzenishvili2515
      @ketevanberdzenishvili2515 3 роки тому

      არ ვიცი, ვიკითხე მინდოდა წამითხვა და ვერ ვნახე. შემდეგ ელ ვერსიით წავითხე.

    • @salomebudagashvili4413
      @salomebudagashvili4413 3 роки тому +1

      @@ketevanberdzenishvili2515 დიდი მადლობა❤️

    • @DavidNamdvili
      @DavidNamdvili 3 роки тому +4

      აგერ PDF ფორმატით:
      drive.google.com/file/d/1qP5fS6f7fUctduPXanzzMOHDBs1YrXG0/view?usp=drivesdk

  • @mariamgivishvili6449
    @mariamgivishvili6449 3 роки тому +3

    ესეც მორიგი შერეკილი....ასმათს და ფატმან ხათუნს ვერ არჩევს🙄

    • @giorgitoklikishvili9586
      @giorgitoklikishvili9586 3 роки тому +1

      შე საცოდაობავ 😅

    • @toko3656
      @toko3656 8 місяців тому

      გახდები 80 წლის და რა ყლეც გემახსოვრება ნახავ😂

  • @2grdemla
    @2grdemla 10 місяців тому

    ხუტას გვარი რატომ გადაუკეთეთ ვერ გავიგე?! ოდიშელიძე იყო და არა ოდიშარია...

  • @user-kw9sx6sk5k
    @user-kw9sx6sk5k Місяць тому

    რა გვᲭირს Ჩვენ ბრეგვაᲫეებს ასეᲗი უსაᲨველო.

  • @mtvarisapirtskhalaishvili5528
    @mtvarisapirtskhalaishvili5528 3 місяці тому

    რუსული სკოლა აქვს დამთავრებული ქუთაისში, გენიოსია

  • @bybargin
    @bybargin 3 роки тому +19

    ლევან ბერძენიშვილი -
    ქათველი ერის სინდისი.
    ადამიანი, რომელზეც შეიძლება ითქვას რომ, სულისკვეთებით არის ილია ჭავჭავაძე 2
    (ერთს უკვე ვესროლეთ).
    კაცი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

    • @mastermobile6292
      @mastermobile6292 3 роки тому +5

      გეთანხმებით!💙

    • @shengeliashengelia8080
      @shengeliashengelia8080 3 роки тому +5

      ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია👌

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 3 роки тому +12

      შენი სინდისი იყოს თუ გინდა, ერს თავი დაანებე :)

    • @gagaimnaishvili7298
      @gagaimnaishvili7298 3 роки тому

      ავადმყოფი ხარ

    • @longines8160
      @longines8160 3 роки тому

      @@magnumopus7502 და ერი ვინ არის. ვისგან შედგება. ადამიანებისგან ხომ არა. რატო განაცალკავე ერისგან. მაგალითად 30% ს მოწონს ბერძენიშვილი, 70%ს არა, 70% არის ერი? და 30% ვინაა

  • @sofosofio3876
    @sofosofio3876 5 місяців тому

    ნადირალა ხარ შე ნაბიჭვარო

  • @kamamuka
    @kamamuka 2 роки тому +2

    რა სისულელეებს ყვება 🤦‍♂️სოფლის ლიტერატურის მასწავლებელი უკეთესად გაარჩევს ან ნაწარმოებებს

    • @toko3656
      @toko3656 9 місяців тому

      Მაგარი ქარტულის მასწავლებლები გვყავს