ტორტის ბისკვიტი(ცხელი წყლით) ტორტის გაფორმება ხაჭოს კრემით.Cake decoration.

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 5 вер 2024
  • გამოვაცხოთ 6 კვერცხიანი ეგრეთ წოდებული ცხელი წყლის ბისკვიტი. კვერცხი უნდა ავიღოთ პირველი კატეგორიის თითო კვერცხის წონა უნდა იყოს 62-65 გრ. უკეთესია შაქარს და ფქვილს თუ აწონავთ. დავწერ კოვზობითაც თუმცა ეს შედარებით არზუსტი იქნება.
    ინგრიდიენტების და ცხობის ტემპერატურის დაცვის შემთხვევაში გამოდის საუკეთესო ბისკვიტი.
    კვერცხი და ცილა შეგიძლიათ გათქვიფოთ როგორც ერთად ასევე ცალკცალკე მთავარია კვერცხის მასა სამჯერ მაინც გაიზარდოს და ამოფუვდეს. ასევე მნიშვნელოვანია ცხობის საუკეთესო რეჟიმის დაჭერა თქვენი საცხობისთვის.
    ექსპერიმენტებმა და საუკეთესო შედეგის მიღწევამ არ უნდა შეგეშინოთ,მას აუცილებლივ მიაღწევთ.
    გამოვაცხე ორი ბისკვიტი სულ 12 კვერცხი გამოვიყენე და გავაფორმე ხაჭოს კრემით . ხაჭოს კრემი არის რაღაც საოცრება... მოსამზადებლად და გასაფორმებლად ადვილი ,გემრიელი და ბევრად ეკონომიური ყველ კრემთან შედარებით. გემოთი კი ვერც კი გაარჩევთ...
    ხაჭოს კრემის რეცეპტს ნახავთ აქ:
    Cottage cheese cream: // • ხაჭოს კრემი,ტორტების გ...
    ბისკვიტი, ინგრედიენტები:
    6 კვერცხი
    230 გრ. შაქარი(9ს.კ.)
    6 ს.კ. ცხელი წყალი
    250 გრ. ფქვილი(12ს.კ)
    ვანილი
    საცხობი ფორმა 22 სმ.
    ცხვება 170C-ზე 35-40 წუთი
    აქვე დავწერ 4 და 8 კვერცხიანის ინგრიდიენტებს.
    1) 4 კვერცხი
    150 გრ შაქარი
    4 ს.კ. ცხელი წყალი
    160 გრ ფქვილი
    ვანილი
    2) 8 კვერცხი
    300 გრ. შაქარი
    8 ს.კ. ცხელი წყალი
    320 გრ. ფქვილი
    ვანილი
    Cake biscuit (with hot water) Cake decoration
    With cottage cheese cream
    Biscuit, Ingredients:
    6 eggs
    230 gr. Sugar
    6 tbsp. hot water
    250 gr. flour
    Vanilla
    Baking form 22 cm.
    Bake at 170C for 35-40 minutes

КОМЕНТАРІ • 4

  • @yummy-artcafe
    @yummy-artcafe 3 роки тому +2

    🥰👍 მადლობა რეცეპტისთვის

  • @LotirArt
    @LotirArt 3 роки тому +2

    ვაუუ... კარგია ძალიან 👍

  • @EB-li5om
    @EB-li5om Рік тому +1

    ეს ვიდეო უცხო არხისაა და შენ რატო ახმოვანებ ვითომ რო აკეთებ??😏

    • @culinaryinfo
      @culinaryinfo  Рік тому

      ეს ვიდეოც ჩემი გადაღებულია და ეგ ტორტიც ჩემი გამომცხვარია.❤❤❤სხვა ჩემი ვიდეოებიც ნახეთ და მიხვდებით