რძიანი გოგონა / მოხარშული კრემი / ნაღების კრემი / მარწყვის კონფი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 6 жов 2024
  • რძიანი გოგონა
    ეს არის უნაზესი რძით სავსე ტორტი, რომელიც ცხვება ძალიან ადვილად, მაგრამ რა გემოსია, თქვენ თვითონ უნდა გასინჯოთ.♥️
    წარმოიდგინეთ რამდენი შესქელებული რძე ურევია ამ ტორტში👌
    დასაწყისში მინდა გთხოვოთ შემიფასეთ ვიდეო, ეს არის მინიმალური რამ რითაც თქვენ უხდით მადლობას ბლოგერს ♥️
    ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ ტორტზე
    🍰2 ქილა შესქელებული რძე (760 გ)
    🍰320 გ ფქვილი
    🍰1/2 ჩ.კ სოდა
    🍰1/3 ჩ.კ მარილი
    🍰4 კვერცხი
    🍰ვანილინი
    1. ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად 3 წუთი.
    2. დავუმატოთ შესქ.რძე, ავთქვიფოთ 3 წუთი.
    3. ცალკე ფქვილს დავუმატოთ სოდა და მოვურიოთ, შემდეგ გავცრათ ფქვილი და შევავბვიფოთ მასას.
    4. პრინციპში ცომი მზად არის, პერგამენტზე დავხატოთ 21 დმ წრე და თითო თითო წრეს წავუსვათ 3 ს.კ ცომი, თუ თქვენი პერგამენტი სილიკონიზირებულია მაშინ არ დაგჭირდებათ კარაქის წასმა პერგამენტზე.
    5. ვაცხობთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-8 წუთი.
    6. გაციებულ ფირფიტებს წავუსვათ კრემი, სურვილისამებრ დავუმატოთ კონფი ან ცოცხალი ხილი, დავადოთ მძიმე თეფში და დავასვენოთ 8 საათი მაცივარში.
    7. შემდეგ გავაფორმოთ და ტორტი მზად არის.
    ნაღების კრემი
    ყველაზე მეტად ამ კრემს ელოდებოდით, მაგიტომაც დასაწყისშივე გთხოვთ, დამილაიქეთ ან დამიგულეთ ვიდეო რეცეპტი, ეს მინიმალური რამ არის რითაც თქვენ შეძლებთ ჩემს გახარებას ♥️🥰
    მაშ დავიწყოთ, კრემი არის ნაღების, არის ფაფუკი არის სტაბილური, არის უადვილესი.
    მაგრამ რა თქმა უნდა თავისი ნიუანსებით.
    თუ გინდათ რომ ეს კრემი გამოგივიდეთ, მაშ წაიკითხეთ ყველა პუნქტი, დაიცავით მიმდევრობა და აუცილებლად გამოგივათ 🥰
    1. ნაღები უნდა იყოს 33% მაღლა.
    2. არის ნაღები რომელიც არის გათვალისწინებული მხოლოდ დესერტებისთვის და აქვს სტაბილიზატორი შემადგენლობაში. Parmelat-ის ნაღები სწორედ ასეთი ნაღებია, ცხიმიანობა აქვს 35% და თქვეფისთვის იდეალურია
    3. სანამ ათქვიფავთ მასას ჩადგით პროდუქტი საყინულეში 15 წუთით. რომც გაიყინოს ოდნავ ეს გარკიც არის, ყინულიანი მასა კარგად ითქვეფება.
    4. ჭურჭელი რომელშიც თქვიფავთ უნდა იყოს მშრალი და სუფთა, ჩემი კულინარიული გზის დასაწყისში ჭურჭელს და მიქსერის ფეხებს ვაჩერებდი მაცივარში, შეგიძლიათ ეს ხრიკიც გამოიყენოთ.
    5. ყველა დეტალი გავითვალისწინეთ ეხლა ვიწყებთ თქვეფას, თავიდან მიქსერს ვრთავთ დაბალ ბრუნვაზე, მერე ნელ ნელა ავდივართ მაქსიმალურზე, მაგალითად 2 წუთი ათქვიფეთ ერთ სიჩქარეზე, მერე თითო წუთი მომდევნოზე და ასე ავალთ ბოლომდე.
    6. როგორ არ გადავთქვიფოთ?
    ეს ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ ვიზუალურად სანამ არ ნახავთ ვერ მიგახვედრებთ სიტყვებით, მაგრამ ვიტყვი ერთს, იგრძნობთ რომ მასა დამძიმდა და მიქსერი უკვე ტოვებს "ნახატს" კრემზე.
    7. მაგრამ სიტკბოს გარეშე ნაღების კრემი რათ მინდა?
    შემეკითხებით, მართალი ხართ, ორიგინალში უნდა დავუმატოთ შაქრის პუდრა, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მქონდა და დავუმატე შაქარი, შაქრის დამატება დავიწყე ნელ ნელა უკვე მე-4 წუთზე დაახლოებით, როდესაც სტრუქტურა შეიცვალა და გასქელდა, მაგრამ მე მაქვს ძლიერი მიქსერი, ესეც უნდა ავღნიშნო
    8. შაქარს ვამატებ ნელ ნელა, 5-6 გ (ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია)
    9. პუდრის დამატების შემთხვევაში, თითო თითო კოვზი სუფრის რომ დაუმატოთ ნაღებს არაფერი მოუვა
    10. ასეთ კრემს ვიყენებ ტორტის გასალესად, გასაფორმებლად, და შიგნით წასასმელადაც.
    11.ამ კრემის შეღებვა შეიძლება ცხიმში გასახსნელი საღებავებით
    12. თუ თქვენი ნაღები არის მზად და თქვენ იწყებთ მუშაობას ტორტზე, ჩადეთ ნაღები მაცივარში იქამდე სანამ დაგჭირდებათ, ან ყინულიან ამანოში.
    13. თუ დატოვებთ ნაღებს ასე მაცივრის გარეშე სტრუქტურა დაეკარგება კრემს, ამ სიტუაციის გასწორება შეუძლებელია, მიქსერით ახლიდან თქვეფა ფატალურია, გაწყაოდება და აღარ ივარგებს, მაგიტომ გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ ეს ფაქტი
    14. ასევე ბევრი კითხვა მოვიდა ნაჯებზე, რომელიც ფხვნილის სახით იყიდება, ის არის ქიმიური დანამატებით
    თუ დაგრჩათ კითხვები, ველოდები კომენტარებში აუცილებლად გიპასუხებთ ♥️
    ნაღების კრემის სანახავად გადადით ბმულზე 📎
    • ნაღების კრემი
    ➡️ Instagram - ...
    ➡️ Facebook -
    / kates.dinner
    ➡️ UA-cam- / @kates.dinner4088
    #ნაღებიანიკრემი
    #როგორავთქვიფოთნაღები
    #ნაღებისტორტი
    #ნაღები #რძიანიგოგონა #გემრიელიტორტი #როგორავაწყოთტორტი #მოხარშულიკრემი #ჯემი #კონფი #მარწყვისტორტი #სეზონურიტორტი #კატიასსამზარეულო #გემრიელი დესერტი

КОМЕНТАРІ • 15

  • @kates.dinner4088
    @kates.dinner4088  3 роки тому +1

    ნაღების კრემი
    ყველაზე მეტად ამ კრემს ელოდებოდით, მაგიტომაც დასაწყისშივე გთხოვთ, დამილაიქეთ ან დამიგულეთ ვიდეო რეცეპტი, ეს მინიმალური რამ არის რითაც თქვენ შეძლებთ ჩემს გახარებას ♥️🥰
    მაშ დავიწყოთ, კრემი არის ნაღების, არის ფაფუკი არის სტაბილური, არის უადვილესი.
    მაგრამ რა თქმა უნდა თავისი ნიუანსებით.
    თუ გინდათ რომ ეს კრემი გამოგივიდეთ, მაშ წაიკითხეთ ყველა პუნქტი, დაიცავით მიმდევრობა და აუცილებლად გამოგივათ 🥰
    1. ნაღები უნდა იყოს 33% მაღლა.
    2. არის ნაღები რომელიც არის გათვალისწინებული მხოლოდ დესერტებისთვის და აქვს სტაბილიზატორი შემადგენლობაში. Parmelat-ის ნაღები სწორედ ასეთი ნაღებია, ცხიმიანობა აქვს 35% და თქვეფისთვის იდეალურია
    3. სანამ ათქვიფავთ მასას ჩადგით პროდუქტი საყინულეში 15 წუთით. რომც გაიყინოს ოდნავ ეს გარკიც არის, ყინულიანი მასა კარგად ითქვეფება.
    4. ჭურჭელი რომელშიც თქვიფავთ უნდა იყოს მშრალი და სუფთა, ჩემი კულინარიული გზის დასაწყისში ჭურჭელს და მიქსერის ფეხებს ვაჩერებდი მაცივარში, შეგიძლიათ ეს ხრიკიც გამოიყენოთ.
    5. ყველა დეტალი გავითვალისწინეთ ეხლა ვიწყებთ თქვეფას, თავიდან მიქსერს ვრთავთ დაბალ ბრუნვაზე, მერე ნელ ნელა ავდივართ მაქსიმალურზე, მაგალითად 2 წუთი ათქვიფეთ ერთ სიჩქარეზე, მერე თითო წუთი მომდევნოზე და ასე ავალთ ბოლომდე.
    6. როგორ არ გადავთქვიფოთ?
    7. ეს ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ ვიზუალურად სანამ არ ნახავთ ვერ მიგახვედრებთ სიტყვებით, მაგრამ ვიტყვი ერთს, იგრძნობთ რომ მასა დამძიმდა და მიქსერი უკვე ტოვებს "ნახატს" კრემზე.
    7. მაგრამ სიტკბოს გარეშე ნაღების კრემი რათ მინდა?
    8. შემეკითხებით, მართალი ხართ, ორიგინალში უნდა დავუმატოთ შაქრის პუდრა, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მქონდა და დავუმატე შაქარი, შაქრის დამატება დავიწყე ნელ ნელა უკვე მე-4 წუთზე დაახლოებით, როდესაც სტრუქტურა შეიცვალა და გასქელდა, მაგრამ მე მაქვს ძლიერი მიქსერი, ესეც უნდა ავღნიშნო
    8. შაქარს ვამატებ ნელ ნელა, 5-6 გ (ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია)
    9. პუდრის დამატების შემთხვევაში, თითო თითო კოვზი სუფრის რომ დაუმატოთ ნაღებს არაფერი მოუვა
    10. ასეთ კრემს ვიყენებ ტორტის გასალესად, გასაფორმებლად, და შიგნით წასასმელადაც.
    11.ამ კრემის შეღებვა შეიძლება ცხიმში გასახსნელი საღებავებით
    12. თუ თქვენი ნაღები არის მზად და თქვენ იწყებთ მუშაობას ტორტზე, ჩადეთ ნაღები მაცივარში იქამდე სანამ დაგჭირდებათ, ან ყინულიან ამანოში.
    13. თუ დატოვებთ ნაღებს ასე მაცივრის გარეშე სტრუქტურა დაეკარგება კრემს, ამ სიტუაციის გასწორება შეუძლებელია, მიქსერით ახლიდან თქვეფა ფატალურია, გაწყაოდება და აღარ ივარგებს, მაგიტომ გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ ეს ფაქტი
    14. ასევე ბევრი კითხვა მოვიდა ნაჯებზე, რომელიც ფხვნილის სახით იყიდება, ის არის ქიმიური დანამატებით
    თუ დაგრჩათ კითხვები, ველოდები კომენტარებში აუცილებლად გიპასუხებთ ♥️

  • @liaevgenidze2569
    @liaevgenidze2569 Рік тому

    1 წლუს წინ დამილაიქებია👌🥰..არაჩვეულებრივია გოგონებო და დაწვრილებით ახსნილი.... ბრავო ქეთი!!! წარმატებები!!🌹❤️🙏🇬🇪

  • @kates.dinner4088
    @kates.dinner4088  3 роки тому +2

    მოხარშული კრემი
    🍰10 ს.კ ფქვილი
    🍰2 ჭიქა (250 მლ მოცულობის)
    🍰220 გ კარაქი
    🍰მარილის მწიკვი, ვანილი
    1. პირველ რიგში შევაერთოთ მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი და შაქარი)
    2. მერე დავუმატოთ რძის ნახევარი პორცია და კარგად გავხსნათ, მთავარია კორკოშები გაიხსნას, ეს მნიშვნელოვანია
    3. კორკოშებს რომ გავხსნით შეგვიძლია დარჩენილი რძის დამატება.
    4. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ.
    5. როდესაც ადუღდება, დავაყოვნოთ ცეცხლზე 1 წუთი და გადავდგათ ცეცხლიდან.
    6. ეხლა კი საინტერესო მომენტი, თუ ტოვებთ სანამ გაცივდება იმავე ქვაბში, მაშინ გადააფარეთ პარკი ისე რომ ეხებოდეს კრემს
    7. ან გადაასხით სხვა ჭურჭელში და მუდმივად მოურიეთ (ხის ჯოხით), მალე რომ გაცივდეს. მორევა მნიშვნელოვანია!!! თუ დავტოვებთ მორევის და გადაფარვის გარეშე ზედაპირი ექნება გამხმარი და თქვეფის დროს გაიკეთბს კორკოშებს.
    8. როდესაც ფაფა გაცივდება, ვიწყებთ კარაქის თქვეფას, კარაქი უნდა იყოს იმავე ტემპერატურის რა ტემპერატურის არის თვითონ ფაფა, მაგიტომ გირჩევთ გვერდი გვერთ დადოთ, თუ კარაქი გქონდათ მაცივარში ხოლო ფაფა ოთახში, ის აუცილებლად ააჭრელებს კრემს, გაითვალისწინეთ ეს მომენტი.
    9. კარაქს ვთქვიფავთ 5 წუთი მინიმუმ! თუ კარაქი არ იქნება ათქვეფილი კარგად - კრემი აიჭრება. ათქვეფილ კარაქს ვუმატებთ ფაფას თითო თითო კოვზს და ვთქვეფავთ და ასე ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ ძირიდან კრემის მორევა, ხშირ შემთხვევაში, თუ ათქვეფის დროს არ ურევთ კრემს, ძირზე რჩება გაუხსნელი კარაქი
    10. კრემი მზად არის ბოლოს ვუმატებთ 1 მწიკვ მარილს და ვდგამთ მაცივარში სტაბილიზირებისთვის.
    11. ამ კრემს ვიყენებ ტორტის და სხვა და სხვა ნამცხვრების წასასმელად, ტორტის გალესვა ამით არ შეიძლება!
    12. ეს არის კლასიკა, რომლის შეცვლა შესაძლებელია, თუ დავუმატებთ: კარამელს, ან კაკაოს ფხვნილს, ან თუნდაც კონიაკს, ბევრჯერ დამიმატებია ხსნადი ყავა, ასევე შეიძლება ამ კრემის შეღებვა ცხიმში ან წყალში გასახსნელი საღებავებით

  • @izatevdorashvili4387
    @izatevdorashvili4387 3 роки тому

    ვიზუალურად ნაზი და კოპწიაა🥰 გემოც წარმომიდგენია როგორი იქნება😋👍💜

  • @mariamititvinidze9241
    @mariamititvinidze9241 2 роки тому +1

    გამარჯობა კაწ❤
    შეიძლება ტაფაზე გამოვაცხოთ ფირფიტები ?
    მაფლობა წინასწარ
    სუპერ გოგო ხარ როგორც ყოველთვის ❤❤

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому +1

      გამარჯობა ჩემო ძვირფასო, ტაფაზე არ მიცდია ამ ფირფიტების გამოცხობა, ასე რომ ვერ გეტყვი როგორი გამოვა ❤️❤️

  • @tamuniatamunia7639
    @tamuniatamunia7639 2 роки тому

    საინტერესოაა❤️❤️❤️

  • @liaevgenidze2569
    @liaevgenidze2569 3 роки тому

    👍🌟❤️

  • @kates.dinner4088
    @kates.dinner4088  3 роки тому

    კონფი
    იგივე ჯემი, ამ ტორტში მე გამოვიყენე მარწყვის კონფი. სასწაულად მოუხდა, უგემრიელესი გახდა. ❤️
    📎1 კგ მარწყვი
    📎600 გ შაქარი
    1. გარეცხილ მარწყვს ვდგავარ დაბალ ცეცხლზე სქელძირიან ქვაბში, არანაირი დანამატების გარეშე. პერიოდულად ავიღოთ ქაფი, საჭყლეტით ადვილად მიიღებთ საოცარ სტრუქტურას. თუ უფრო ერთგვაროვანი მასა გჭირდებათ, მაშ გაატარეთ საცერზე და ის გახდება პასტისებური.
    2. როდესაც მარწყვი დაიწყებს დაშლას მაშინ დავუმატოთ შაქარი და ისევ დავტოვოთ ცეცხლზე, შაქრის დამატების მერე ისევ ამოუვა ქაფი, რომლის აღება აუცილებელია, სტრუქტურა გახდება ოდნავ მუქი, სწორედ მაგიტომ მე ვამატებ ბოლოს, რომ იყოს მარწყვი ხასხასა წითელი ფერის.

  • @mak712.
    @mak712. Рік тому

    მოხარშული კრემის ინგრედიენტების პროპორციები არ გიწერიათ

  • @mari197811
    @mari197811 Рік тому

    კომფს რატო ვუშვებით და არა ცოცხალ მარწყვს.რა განსხვავებააა

  • @maribeqaia6116
    @maribeqaia6116 2 роки тому

    გამარჯობა.ეს ბისკვიტის ფირფიტები რითი განსხვავდება ჩვეულებრივი კლასიკური ბისკვიტისგან?მგონია რომ უფრო საწვალებელია 12 ფირფიტას ხო ერთდროულად ვერ გამოვაცხობთ...

    • @kates.dinner4088
      @kates.dinner4088  2 роки тому

      ეს არ არის კლასიკური ბისკვიტი, აქვს სხვა გემო, სხვა ტექსტურა სხვა ტექნიკა, ვერც ერთ ეტაპში ვერ შევადარებ კლასიკურ ბისკვიტს

    • @liaevgenidze2569
      @liaevgenidze2569 Рік тому

      ქეთიმ სწორად აგიხსნსთ, მარი🥰 ..სგუშონიანი ბისკვიტი, რა თქმა უნდა უფრო გემრიელია და სტრუქტურაც სხვა აქვს...👌🥰..

    • @liaevgenidze2569
      @liaevgenidze2569 Рік тому

      ამ ბისკვიტის ცომი არის არაჩვეულებრივი!!! 👌🥰 2 ფენა შეგიძლიათ გამოაცხოთ:1---თეთრი...1--- კაკაოთი...ჭრით შუაში თითოეულს და გამოდის 4 ფენა სულ....კრემავთ და გვერდებზე აყრით ოთხივე ბისკვიტის , გვერდებზე ჩამონაჭრების ნაფხვენებს... გამოგდით არაჩვეულებრივი ტორტი " დღე და ღამე"...ან ერთი ფდრის ბისკვიტი მოამზადეთ---ან თეთრი ან შავი👌🥰❤️