ოსტრი - ყველაზე გემრიელი რეცეპტი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 лис 2021
  • ინგრედიენტები
    საქონლის ხორცი - 1,5 კგ
    ხახვი - 3
    პომიდვრის საწებელი
    ტომატ-პასტა - 3 ს.კ
    ნიორი - 3 კბ
    მარილი
    წითელი წიწაკა, დაფქული
    მწვანე წიწაკა 1 ცალი
    ქინძი - 1 კონა
    ოხრახუში - 1 კონა
    ნიახური ცოტა
    მომაზადება
    ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. ცოტა ხანში დავაყაროთ ხახვი, მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და განვაგრძოთ შუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დავამატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ თავსახური, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა. თუ წყალს დაიშრობს, ხორცი კი ჯერ მზად არ არის, მაშინ ცოტაოდენი წყალი დავამატოთ.
    როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადავწუროთ. ხორცს დავუმატოთ დაკონსერვებული პომიდვრი და ტომატ პასტა. დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ თავისივე წვენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსტრის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვენი ნელ-ნელა დაუმატეთ, რომ კერძის კონსისტენცია აკონტროლოთ. სულ ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა.
    #ოსტრი #ostri #კულინარია #YourCookingShow
    გამოგვიწერეთ:
    Subscribe: / @yourcookingshow
    Facebook: / cooking-show-103483361...

КОМЕНТАРІ • 7

  • @user-oe5rs3jw1x
    @user-oe5rs3jw1x 2 місяці тому +4

    😂😂😂 მაგარი რეცეპტი ლა, პირდაპირ ყველაფერი დაწვრილებით არის აღწერილი 😂 ღადაობთ? რა ინგრედიენტები რამდენი და რომელი უნდა იყოს რა გავიგო.

    • @YourCookingShow
      @YourCookingShow  2 місяці тому

      აღწერაში წერია დეტალურად

  • @lanakvirkvelia2633
    @lanakvirkvelia2633 5 місяців тому

    კი კარგი იქნება

  • @iraklipsuturi6668
    @iraklipsuturi6668 2 роки тому +2

    🎉🎉💥💯💯

  • @relaxyotdyh
    @relaxyotdyh 6 місяців тому

    Спасибо, вкусное блюдо.)))

  • @cookingwithmimmo
    @cookingwithmimmo Рік тому +1

    რეცეპტი ძალიან მომწონს