ლევან ბერძენიშვილი: კაცი, რომელიც იყო მადამ ბოვარი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 лип 2018
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვს“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ დიდ შედევრზე, გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარიზე“. ამ წიგნს მართლაცდა უცნაური ბედი აღმოაჩნდა. მსოფლიო ლიტერატურისთვის უცხო არ არის პატიმარი მწერლების ხვედრი (მარტო სერვანტესისა და დოსტოევსკის ხსენებაც იკმარებდა), მაგრამ ამ შემთხვევაში პატიმრობა დაემუქრა წიგნს, რომელიც, საჟურნალო ვერსიის გამოცემის შემდეგ სასამართლო განხილვის საგანი გახდა. პურიტანული წრეები მის აკრძალვას მოითხოვდნენ, რა თქმა უნდა, მაღალი მორალური მოსაზრებებით. და ეს ხდებოდა განათლებულ საფრანგეთში. ფლობერის ქვეყანამ თავი არ მოიჭრა და „მადამ ბოვარი“ გაამართლეს, იგი მალევე გამოიცა წიგნად და პირველი დღიდანვე იქცა სიყვარულზე დაწერილი წიგნების მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერად. ფლობერმა ერთხელ თქვა, მადამ ბოვარი მე ვარო და მკითხველს თავსატეხი გაუჩნდა, თუ როგორ გადაიქცა ავადმყოფური იერის ულვაშებიანი კაცი მინიატურულ და უდახვეწილეს ემა ბოვარიდ. როგორ იქცა ქალიშვილი რუო მადამ ბოვარიდ, რა კავშირშია ერთმანეთთან ქმრის უნიჭობა, პროფესიაში ხელმოცარულობა და ცოლის ღალატი, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ლამაზი ქალი ცბიერი მევალის მარწუხებში, რატომ ვერ იპოვა ემამ თანაგრძნობა ყოფილ საყვარლებში, რამ მიიყვანა ტრაგიკულ ნაბიჯამდე - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 20

  • @woolfvirginia765
    @woolfvirginia765 5 років тому +4

    ბატონო ლევან, დიდი მადლობა ამ საინტერესო გადაცემისთვის. ყოველთვის ვუყურებ ხოლმე თქვენს ლექციებს და ლიტერატურულ საუბრებს.
    იქნებ ერთი გადაცემა მიგეძღვნათ ემილ ზოლას შემოქმედებისთვის, კერძოდ ტერეზა რაკენისთვის. ახლა ვკითხულობ და ამ ნაწარმოებმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
    მადლობა.

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze9736 2 місяці тому

    შესანიშნავი ანალიზი შესანიშნავი ჩართვებით დიდი მადლობა ბატონო ლევან

  • @mariamnatsvlishvili4711
    @mariamnatsvlishvili4711 Рік тому +1

    სრულ ვერსიას სად ვუყუროთ?

  • @Manana131
    @Manana131 5 років тому +1

    უჰ, ძალიან კარგი იყო

  • @rosaodishvili5855
    @rosaodishvili5855 5 років тому +4

    მგონი საუბარი არ დასრულებულა. ძალიან ადრე შეწყდა.

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch. 5 років тому +8

    და ასე გაწყვეტა რა უბედურებაა?!!

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze9736 2 місяці тому

    მეც ვერ გავიგე ამ კომენტარის ავტორს რისი თქმა უნდა

  • @gikasmith5511
    @gikasmith5511 5 років тому +3

    უვიცი ომე, რომელიც წიგნების დაწერით იმუქრება....."ნაცნობი ტიპაჟი" :)

  • @tamarakasradze9731
    @tamarakasradze9731 3 роки тому

    ასე გაწყვეტა როგორ შეიძლება?

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch. 5 років тому +1

    და რატო რატო, თუ ემა სოფლელი იყო და ფერმაში ცხოვრობდა, რა არის გასაკვირი იმაში რომ ცხენზე ჯდომა ცოდნოდა სოფლელ გოგოს?.. მიქარავს ნაბოკოვი...

  • @giorgilabadze1936
    @giorgilabadze1936 5 років тому +1

    ჰმმ... მაშინ სტენდალი ეშაფოტზე უნდა გაეყვანათ ჟულიენის და მადამ დე რენალის გამო, თან მაშინ ივლისის რევოლუცია ჯერ არც იყო მომხდარი... :დ

  • @newopportunity2080
    @newopportunity2080 5 років тому

    გაგრძელება არარის?

  • @lianahoffmann2115
    @lianahoffmann2115 Рік тому

    Saidan Modis CHALCHO uzneoba tu Ära eshmakigan ,Zeit aseti zignebs zwawen ,imitom Rom nakopi uzneobaa, Jesu ambobs :rasaz Ar akws nakopi zezchlshi daizweba

  • @geoberaia6007
    @geoberaia6007 5 років тому +2

    რუსთაველი პიონერი რომ არის და სერიოზული ადგილი რომ აქვს მსოფლიო ლიტერატურაში, ეს ბერძენიშვილის მეტი იცის ვინმემ მსოფლიოში?

    • @giorgi9814
      @giorgi9814 5 років тому

      რას გულისხმობ? ამით რისი თქმა გინდა?

    • @user-uh4in9zu2b
      @user-uh4in9zu2b 2 роки тому

      სამწუხაროდ არა.

  • @4tsrsgs
    @4tsrsgs 5 років тому +6

    უკაცრავათ, თემის გარეთ, მაგრამ არ შეიძლება ეს ადამიანი, ნორმალურ ფონზე დასვან ?! არ უხდება თემებს ასეთი იაფ ფასიანი გაფორმება ((

    • @levankebuladze6364
      @levankebuladze6364 5 років тому

      მართლა რა საშინელი ფონია )))

    • @marinamagradze8028
      @marinamagradze8028 5 років тому +8

      მე პირიქით, ძალიან მომწონს ამ გადაცემის ფონები :)

    • @4tsrsgs
      @4tsrsgs 5 років тому

      ე.ი. ტყუილად არ უშრომიათ, გადაცემის სამხატვრო ნაწილს ))