ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე უმსხვილესი ბრილიანტი აღმოაჩინეს

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 17 вер 2024
  • აფრიკის სახელმწიფო ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე უმსხვილესი ბრილიანტი აღმოაჩინეს. 1 111- კარატიანი ბრილიანტი ბოტსვანას დედაქალაქიდან 500 კილომეტრის დაშორებით, ბრილიანტების მწარმოებელი კანადური კომპანიის მაღაროში აღმოაჩინეს, რაცბოტსვანაში ნაპოვნ ბრილიანტებს შორის ყველაზე მსხვილი ბრილიანტია და გარდა ამისა, ბოლო 100 წელზე მეტი დროის მანძილზე აღმოჩენილი უმსხვილესი ბრილიანტია.
    ახალი ბრილიანტი 222 გრამია და მისი ღირებულება ჯერ შეფასებული არ არის. ბოლოს მსოფლიოს უმსხვილესი 3 106 კარატიანი ბრილიანტი სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს იქნა ნაპოვნი, რომელიც შემდგომში 9 ბრილიანტად დაყვეს და ბევრი მათგანი ბრიტანეთის მონარქების ძვირფასეულობას ამშვენებს.

КОМЕНТАРІ •