გალაკტიონის მეტრიკიდან | ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 24 тра 2022
  • გადაცემა “წიგნები” რუბრიკით “ქართული” ყურადღებას ამახვილებს გალაკტიონის მეტრიკაზე. ამ საუბარს ვიწყებთ მაღალი შაირის გალაკტიონისეული ვარიაციებით. ესაა რვამარცვლიანი ლექსი (მუხლების შეფარდებით 4/4, „ქარი დასცხრა სიბობოქრის“), ე.წ. ბოლოდაქტილური „კოჭლი“ შაირი (4/3, „ჩამავალ მზეს, ჩამავალს“), თერთმეტმარცვლიანი ბოლოდაქტილური ლექსი (4/4/3 „პოეზია, უპირველეს ყოვლისა“), „ბალადური“ კომბინაცია 8/7 (4/4//4/3 „გადმოფრენას ეს ყორანი//მადათოვზე აპირებს). ვიწყებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ ქმნის რუსთაველისა და გურამიშვილის დიდი მოსწავლე არნახულ რიტმულ მრავალფეროვნებას, როგორ აგებს ახალ მუსიკას ან როგორ იყენებს ახალ კომბინაციებს, ჯაზურ სინკოპეს და რანაირად ახამებს ხმების გენიოსი ბგერწერას მეტრულ სიუხვესთან.

КОМЕНТАРІ • 19

  • @vikaj5739
    @vikaj5739 2 роки тому +8

    გალაკტიონი ხომ გენიალურია და მიყვარს, მაგრამ თქვენი გულიანად გადმოცემული ნებისმიერი სიტყვა,აზრი და წინადადება ხომ ასმაგად მაყვარებს მასაც და თქვენს თავსაც!😍😍
    მადლობა!

  • @paataratiani8483
    @paataratiani8483 2 роки тому +3

    უღრმესი მადლობა ბატონო ლევან❤️🙏🙏

  • @v2v2v
    @v2v2v 2 роки тому +10

    თქვენი შრომა დასაფასებელია, მაგრამ ვინ მოგვცა ჩვენ მაგდენი ტვინი!😥 ბ-ნო ლევან ❤️

  • @georgekandelaky8322
    @georgekandelaky8322 2 роки тому +2

    დიდი მადლობა!

  • @hasdrubalbarca4114
    @hasdrubalbarca4114 2 роки тому +2

    ბატონო ლევან მურმან ლებანიძის - ყვავილების მდინარეც რომ განიხილოთ
    ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა: იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა ❤️

  • @levanisabiashvili3859
    @levanisabiashvili3859 2 роки тому +4

    იმედია ექსპო ჯორჯიაში ისევ მექნება თქვენი ხილვის ბედნიერება ❤️

    • @levanisabiashvili3859
      @levanisabiashvili3859 2 роки тому +3

      მართლა შევხვდი ❤️❤️❤️❤️

  • @tamunatamuna5055
    @tamunatamuna5055 2 роки тому +1

    შესანიშნავია!

  • @rusudanmzhavia4255
    @rusudanmzhavia4255 9 місяців тому

  • @nukrishatakishvili2447
    @nukrishatakishvili2447 2 роки тому +2

    Perfect 👌👌👌

  • @gigirioniinoir4736
    @gigirioniinoir4736 Рік тому

    ბატონო ლევან თუ შეიძლება გაბაონის აივნიან ქალაქსე ისაუბროთ თუ რათქმაუნდა ამის საშვალება გამოჩდება, მადლობა თქვენ ამ ძალიან ძალიან კარგი საუკეთესო საუბრებისთვის, რომ იცოდეთ ემიგრაცის როგორ მიოლებს თქვენი ეს საუბრები წიგნებზე და დიდ ლიტერატურაზე❤

  • @davitgolodze1076
    @davitgolodze1076 Рік тому

    მადლობა ბატონო ლევან✊

  • @TatoGURIELI
    @TatoGURIELI 2 роки тому +1

    ძმა კაცი ♥️

  • @solomonpage345
    @solomonpage345 Рік тому +3

    იცი რაზე მეცინება?
    ამ კაცის სიღრმეს რომ ხალხი ნაპირიდან უყურებს.

  • @user-pt3cy8pl9x
    @user-pt3cy8pl9x 2 роки тому

    ❤🧡💛❤

  • @user-jb8lt4zq8w
    @user-jb8lt4zq8w 2 роки тому +2

    ცოტა ხმას რომ აუწიოთ იდიალური იქნება

  • @user-zo1co9qi7l
    @user-zo1co9qi7l Рік тому

    შოკში ვარ

  • @giorgiabuladze2938
    @giorgiabuladze2938 Рік тому

    მაგალითი თუ როგორ შეიძლება იყო უზომოდ განათლებული, მაგრამ , მაგრამ , მაგრამ.....