საქართველოს რჩეული შვილები: რუსთაველი, ილია, ვაჟა, აკაკი, "გალა"...., თქვენ შემოგნატრით ჩვენი ქვეყანა. დიდება და მადლობა უფალს, საქართველოს საუკეთესო შვილებისათვის.
V არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა, ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა. სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი, სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა, და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს, შარავანდედი გადაჰფენოდა. მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი, თითქო მათშიგან ჩასახებულა თვით სათნოება, კდემით მოსილი; თითქო ნელისა სიხარულითა სამოთხის ღია კარს შეჰხარიან და სულთან ერთად უფლისა მიმართ სასოებითა მიისწრაფიან. ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს, მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა ძლევით მოსილსა და განდიდებულს. VI წამება მისი ღმერთს შეუწირავს, ვედრება მისი ღმერთს უსმენია და სასწაული ნიშნად მადლისა მღაღადებელზედ მოუვლენია. ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა, ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი და მუნით თურმე გადმოდენილა შუქი მზისა და მთვარის ნათელი. ოდეს უბაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ მზე სხივგაფენით ამოვიდოდა, იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა. როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა, და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი უფლის ბძანებით ზედ შეირჩენდა. ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი, ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრებდა... და თვის სიწმიდეს ყოველდღე თურმე ამ სასწაულით შეიმოწმებდა. VII ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი, გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა და დაფიქრებით გადმოჰყურებდა მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა. მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად მთისა გადაღმა არ დასულიყო და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი, იმრგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო. ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი, წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა და განმსჭვალული მისით ღრუბელი შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა. ამა უბიწო დიადის ხილვით წარტყვევნილ იქმნა განყენებული და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას, შესცქერდა მზესა განცვიფრებული. უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი, დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ, და მყინვარიდამ, ვითა ვეშაპი, შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ. VIII დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი, ცაზედ განერთხო და გაიშალა, და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო, ჭექა-ქუხილით დაიგრიალა. შეირყა მთელი და ცა და ქვეყანა იმა ჭექით და იმა ქუხილით, ცა აირია, დაბნელდა უცებ და წამოვიდა სეტყვა შხუილით. ქუხვა და ჭექვა, ელვა და სეტყვა, არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა, ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა, ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, - ესე ყოველნი, ერთად რეულნი, ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა, თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს დღეს მას საშინელს განკითხვისასა. ამ დროს ის მწირი სენაკში იყო, ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა და ხელაღპყრობით ევედრებოდა წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა. IX უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა... ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა. ყური ათხოვა, - და თითქო ვიღაც ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა. ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა... ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა, და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით, შესაფარებელს ბინას ითხოვდა. თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას? მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის, მორიდებული ამ რისხვას ღვთისას! ჰკითხა: - „ვინა ხარ? კაცი თუ მავნე, აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“ - „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა, მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან. ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს და ზედ დაეცეს დედამიწასა? და დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა“. X - „მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის, ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს; თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან, მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს. ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!.. ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს, ნუ შეშინდები... კიბეა იგი და ზედ რგოლები საფეხურად აქვს.“ და იმ ბნელაში იგი წვალებით ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა. მუნ დახვდა მწირი.. რაა? ვინ არის? ვერ გაარჩია სიწყვდიადითა. - „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ, გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა... სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს, შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა“. წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს... იქ უფრო, ვიდრე გარედ, ბნელოდა, მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული, ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰსჩდოდა.
დიდებულია!
მადლობა დამდგმელ რეჟისორს!
მადლობა გურამ საღარაძეს და მონაწილეებს!❤
აუ ძალიან მაგარია, დიდი მადლობააა
საქართველოს რჩეული შვილები: რუსთაველი, ილია, ვაჟა, აკაკი, "გალა"...., თქვენ
შემოგნატრით ჩვენი ქვეყანა.
დიდება და მადლობა უფალს, საქართველოს საუკეთესო შვილებისათვის.
და სულ მწყინს შოთას შემდეგ ბარათაშვილი არიხსებიება რომელმაც შობა ამდენი დიდებული პოეტი
დიდება ჩვენს უფალს ❤❤❤
ილია ჭავჭავაძე არ იყო გენიოსი ის გენიოსზზე ბევრად მეტი იყო ილია ჭავჭავაძე არის ყველაზე დიდი ქართველი❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
სიამოვნებით ვუსმენ, ალბათ ყოველ კვირას... დიდება ჩვენს გენიოსებს ❤
გენიოსი ილია.დიდებული პროექტია.აჩვენეთ,მოასმენინეთ ახალ თაობას,გაითავისონ დიდებული წინაპრის შემოქმედება უფრო ღრმად. უღრმესი მადლობა.
ილია ჭავჭავაძე , იყო ძალიან დიდი . მე ყოველთვის მახსოვს ის. ვფიქრობ ის მარად და ყველგან ჩვენთანაა!!!
დიდი მადლობა ამ ჩანაწერისთვის !
ძალიან მიყვარს განდეგილი.
ua-cam.com/video/CWo5i8mmB0c/v-deo.html
ავტორებო მადლობაა
დიდი მადლობა ყველას, ვინც ხორცი შეასხით ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძის იდეას.გულითადი მადლობა ყველა მონაწილეს.
მე ვისწავლე განდეგილი და ძალიან მსიამოვნებს მისი ასეთი თავგანწირვა.უფალო შეგვეწიე დაგადაგვაფარე მარადის შენი კალთა ამინ.
დიდება მამა ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით და სულიწმინდის ძალით! ამინ! 12ჯერ და უსასრულოდ!
Yojax
მეამაყებით და მადლობელი ვარ ამ ვიდეოსთვის
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
Ulamazeci Kartuli Ena!
მადლობთ🙏
ანუ ბიძინას თანადგომით😂😂😂😂 ნეტავ თვითონ თუ მოუსმინა😂😂😂😂
Madloba qartus
V
არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს
სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,
ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.
სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი,
სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,
და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,
შარავანდედი გადაჰფენოდა.
მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,
თითქო მათშიგან ჩასახებულა
თვით სათნოება, კდემით მოსილი;
თითქო ნელისა სიხარულითა
სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლისა მიმართ
სასოებითა მიისწრაფიან.
ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით მოსილსა და განდიდებულს.
VI
წამება მისი ღმერთს შეუწირავს,
ვედრება მისი ღმერთს უსმენია
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.
ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,
ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი
და მუნით თურმე გადმოდენილა
შუქი მზისა და მთვარის ნათელი.
ოდეს უბაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ
მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,
იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში
სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.
როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბძანებით ზედ შეირჩენდა.
ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,
ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრებდა...
და თვის სიწმიდეს ყოველდღე თურმე
ამ სასწაულით შეიმოწმებდა.
VII
ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.
მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად
მთისა გადაღმა არ დასულიყო
და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,
იმრგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.
ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,
წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა
და განმსჭვალული მისით ღრუბელი
შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.
ამა უბიწო დიადის ხილვით
წარტყვევნილ იქმნა განყენებული
და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას,
შესცქერდა მზესა განცვიფრებული.
უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,
დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,
და მყინვარიდამ, ვითა ვეშაპი,
შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.
VIII
დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,
ცაზედ განერთხო და გაიშალა,
და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,
ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.
შეირყა მთელი და ცა და ქვეყანა
იმა ჭექით და იმა ქუხილით,
ცა აირია, დაბნელდა უცებ
და წამოვიდა სეტყვა შხუილით.
ქუხვა და ჭექვა, ელვა და სეტყვა,
არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,
ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,
ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, -
ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.
ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.
IX
უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...
ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.
ყური ათხოვა, - და თითქო ვიღაც
ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.
ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...
ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,
და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,
შესაფარებელს ბინას ითხოვდა.
თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა
ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?
მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის,
მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!
ჰკითხა: - „ვინა ხარ? კაცი თუ მავნე,
აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“
- „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,
მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.
ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს
და ზედ დაეცეს დედამიწასა?
და დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე
და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა“.
X
- „მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,
ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;
თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან,
მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.
ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..
ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,
ნუ შეშინდები... კიბეა იგი
და ზედ რგოლები საფეხურად აქვს.“
და იმ ბნელაში იგი წვალებით
ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.
მუნ დახვდა მწირი.. რაა? ვინ არის?
ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.
- „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,
გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...
სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს,
შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა“.
წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...
იქ უფრო, ვიდრე გარედ, ბნელოდა,
მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,
ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰსჩდოდა.
Chveni brilianti gandegili da brilianti msakhiobe I!
❣️✨
❤️❤️❤️
0:57
3:14
ვიხ ახმოვანებს?
გურამ საღარაძე, ზინა კვერენჩხილაძე და ნიკა წერედიანი
გენიალურია
чеми сакварели калбатони Зинаида Кверенхиладзе. вечная память
ქართულად დაწერე ბლიად რა
Es Teas gverdia?ise girchevdit Ilias mkvlelobis gamodzieba weretlis 43/3 bina 18idan dagewyot.Rad unda amas gamodziebaz!!!Gamura gaxda Dadian Chavchavadzis geni
Didebuli. Sibrzne
ცრემლი მომადგა , შევკრთდი ემოციებმა ამიტაცა
კარგია მაგრამ პირველი სტუმარმასპინძელი
მადლობთ
ბიძინას და მის ჯიშს რა ვუთხარი მე,🤦 არაფერი არ გინდოდეს ამათი,მოღალატეები👎