ფენოვანი ხაჭაპური

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 3 бер 2022
  • ეს არის საოცრება ცომი, მაგის მეშვეობით შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან ბევრი საინტერესო კერძი, დესერტი თუ სამხარი 👍👌
    #ფენოვანიხაჭაპური
    #ფენოვანიღვეზელი
    #ტრუბოჩკა
    #დარიჩინისრგოლები
    #კრუასანი
    #კურნიკი
    #ნაპოლეონი
    #ხორცისღვეზელი
    #ფენოვანილობიანი
    #სალფეტკადესერტი
    #ფახლავა
    ამ სიის გაგრძელება შემიძლია ძალიან დიდხანს,👌 მაგრამ აღარ მოგაბეზოებთ თავს, ეგრევე გადავალ მომზადების წესზე 👇
    1 პორციაზე
    🥐 1 ჭიქა 250 მლ თბილი წყალი
    🥐 1 ჩ/კ მარილი
    🥐 1 ს/კ შაქარი
    🥐 1 ს/კ ძმარი
    🥐 1 ს/კ არაყი
    🥐 1 ს/კ ზეთი
    🥐 1 კვერცხი (შეიძლება კვერცხის გარეშეც)
    🥐 3 ჭიქა (250 მლ) ფქვილი
    🥐 1 მარგარინი 250 გ
    📎აქვე ვიტყვი, რომ ამ ცომის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში, და საყინულეში 3 თვემდე
    1. წყალში ჩავყაროთ : მარილი, შაქარი, ჩავასხათ: ძმარი, არაყი და დავუმატოთ კვერცხი
    2. ავურიოთ მასა და შევაზილოთ გაცრილი ფქვილი, მოვზილოთ ცომი და დავტოვოთ 10 წუთით.
    3. შემდეგ ვაპრტყელებთ და ვუსმევთ რბილ მარგარინს 1/3 ვუსმევთ, ვკეცავთ ისე როგორც არის ნაჩვენები ვიდეოში და ვდებთ საყინულეში 30 წუთით
    4. შემდეგ გამოვიღებთ და ფრთხილად ვაპრტყელებთ და ისევ ვუსმევთ მარგარინს ისევ ვკეცავთ და ისევ საყინულეში 30 წუთით
    5. მესამე ჯერ გამოძიება ცომს ისევ იგივე მეთოდით, ისევ ვიცავთ ფენებს, ისევ ვაპრტყელებთ და ისევ ვუსმევთ დარჩენილ მარგარინს და ისევ ვდებთ საყინულეში, 30 წუთით. 30 წუთში ცომი მზად არის.
    როგორც მიხვდით ფენოვანი ცომი, არც ისეთი რთული მოსაზელია, ასე რომ 🙏♥️
    როგორ ზელთ ამ ცომს თქვენ?
    600-700 გ ჭყინტი ყველს დავუმატე მარილი და კვერცხი, ავურიე
    ცომი გავყავი ორ ნაწილად, ორივე გავაპრტყელე, პირველი ფენა დავადე ყალიბზე, ზემოდან ყველი, შემდეგ გადავაფარე მეორე ფენა ცომის, წავუსვი კვერცხი და გამოვაცხე 200-220 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში, ცხვება ასეთი ხაჭაპური 25-27 წუთი

КОМЕНТАРІ • 3

  • @jacobsartorius4944
    @jacobsartorius4944 2 роки тому

    ძალიან კარგია
    მადლობა

  • @Lia-cv1du
    @Lia-cv1du Рік тому

    ძალიან კარგი რეცეპტია, მადლობ ა>>>>>>>>>>>>>> გამოწერა და ლაიქები ჩემგან>>>>>>>>>>>>>

  • @mzyadvali2081
    @mzyadvali2081 Рік тому

    სად იყიდეთ ასეთი კარგი ცომის საბრტყელებელი, მადლობა