რა არის და რაში მჭირდება ემოციური ინტელექტი? - სანდრო ჯეჯელავა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 23 чер 2020
  • სანდრო ჯეჯელავა - ემოციური ინტელექტი

КОМЕНТАРІ • 15

  • @likazondler5075
    @likazondler5075 3 роки тому

    ძალიან კარგია🙏

  • @achkhikvazde
    @achkhikvazde 2 місяці тому

    მადლობა

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 місяці тому

      აკაკი, მადლობა, რომ გვიყურებთ!

  • @meritukhashvili1516
    @meritukhashvili1516 3 роки тому

    მოგესალმებით. ძალიან მომწონს ეს პროექტი და გიხდით მადლობას, ამ მეტად რთულ დროში ამხელა ფუფუნებისთვის. კითხვა შემდგომში მდგომარეობს - ემოციური ინტელექტის მესამე კომპონენტი, რომელიც სხვისი თვალით დანახვას გულისხმობს ძალზედ იშვიათია და დასაფასებელია. თუმცა, როგორც კი სხვისი თვალით ხედვას იწყებ, ჩნდება თანადგომის სურვილი. ხშირად მოცემულობიდან გამომდინარე რთულია თანადგომა, ან ვინმეს ხარჯზე ხდება. და, როცა დგება თანადგომის შეწყვეტის დრო, ჩნდება უკმაყოფილება. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ იქნებ ოქროს შუალედი არსებობს? ჩემი აზრით თანადგომას უნდა დავუწესოთ ვადები, რომ ავირიდოთ უკმაყოფილება. მადლობელი დაგრჩებით თუ გაგვიზიარებთ ამასთან დაკავშირებით თქვენს მოსაზრებას.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +4

      მერი, დიდი მადლობა კომენტარისთვის და თქვენი მოსაზრების გაზიარებისთვის! პირველ რიგში მცირე დაზუსტება, ემოციური ინტელექტის მესამე კომპონენტი, ანუ ემპათია ნიშნავს სხვა ადამიანის მდგომარეობაში შესვლას, მიუხედავად იმისა, მოგწონთ ეს ადამიანი და მისი საქციელი, თუ არა. ანუ, შეიძლება თქვენი სცენარით წავიდეთ, როცა ემპათია დახმარების სურვილს იწვევს, თუმცა არსებობს მეორე სცენარი, როდესაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი "უგებს" სრულიად განსხვავებული ფასეულობების და ქცევის ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ არც მანამდე მოსწონდა და არც მერე მოსწონს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რა ვუყოთ დახმარების სურვილს და "სად მთავრდება დახმარება", ეს ალბათ მარადიული თემაა და ყველა ადამიანს საკუთარი "რეცეპტის" შემუშავება მოუწევს. მე პირადად მგონია, რომ რამდენიმე "წრე" უნდა ჩამოაყალიბოთ. პირველი - ის ხალხი (შედარებით ცოტა), ვისაც "ბოლომდე გადაყვებით", რაც არ უნდა მოხდეს. მეორე, რომელსაც შეიძლება თვეების განმავლობაში ეხმარებოდეთ (წლების განმავლობაში დახმარება, მე მგონი, უკვე პირველ წრეში გადადის) და მესამე, რომელსაც შეიძლება კონკრეტული ლოკალური პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროთ. მეოთხე კატეგორია იქნება ხალხი და პრობლემები, სადაც არ ან ვერ ჩაერევით. ჩემი აზრით, ამათი გამიჯვნა და თქვენთვის სწორად ჩამოყალიბება არის კრიტიკული იმისთვის, რომ თქვენი პირადი რესურსი (ენეგრია, დრო, ფული, ნერვები) არ "გაიფანტოს" წვრილ-წვრილ დახმარებებზე და არ მოაკლდეთ იმათ, ვისაც მართლა და ძალიან სჭირდებით. წარმატებას გისურვებთ!

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 2 роки тому +2

      უი, რა კარგი კომენტარია. მთელი ცხოვრება სხვების დახმარებას ვცდილობდი, რამდენადაც შემეძლო და ძალიან ხშირად, იმედგაცრუებულად და გამოყენებულად ვგრძნობდი თავს, როცა მსგავსი საჭიროებისას მათგან იგივეს არ ვღებულობდი (აქ თუნდაც ელემენტარული, მეგობრისგან დროის და ყურადღების დათმობაც კი იგულისხმება). ამიტომ, მართალია, ზომიერების გრძნობა / ოქროს შუალედი ყველგან და ყველაფერში საჭიროა. ცხოვრება გვასწავლის, ვინ რას და რა დოზით იმსახურებს.
      როგორც უკვე გიპასუხეს, ემპათია თანაგრძნობას ნიშნავს, მოსმენას, გაგებას, მის მდგომარეობაში შესვლას. როგორც კი თანადგომის და დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, სულ მცირე, ეცადეთ თქვენ არ შესთავაზოთ ( მქონია მომენტი, როცა უთქვამთ, ვინ გეხვეწებოდაო 😀), თვითონ მათ დაელოდეთ. ზოგი ამას მანიპულაციებით იწვევეს ჩვენში და მერე ვრჩებით გამოყენებული. ემოციური ინტელექტის შემადგენელი ნაწილი ისიცაა, რომ გამოვიცნოთ, ვინ მანიპულირებს და თავს გვაცოდებს გამორჩენის მიზნით და ვინ მართლა განსაცდელშია.
      კიდევ ერთს ვიტყვი. კახა ბენდუქიძის შვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ერთხელ მამამ მითხრა, არასოდეს არ შესთავაზო სხვას დახმარება, თუ თვითონ არ გთხოვაო. მაშინ ძალიან მწარედ მენიშნა ეს სიტყვები, რადგან მორიგი დაუფასებლობის განცდა მქონდა. ხშირად, თქვენი ინიციატივით შეთავაზებეულ დახმარებას ან რჩევას ნაკლებად ენდობიან და აფასებენ, ჩემი დაკვირვებით. ამიტომ თავი დაიფასეთ, უფრო სწორად, უფრო მაღალი ემოციური ინტელექტით იმოქმედეთ. წარმატებები! 😍

  • @user-jw8nz3cl6p
    @user-jw8nz3cl6p 4 місяці тому

    რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეს არის კარგად აღზრდილი ადამიანი. ემპათიის სწავლა არა მგონია შესაძლებელი იყოს. ემპათია ან გაქვს ან არა. მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს იმ ადამიანს, რომელსაც სიტუაციის მიხედვით შეუძლია მართოს თავისი და სხვისი ემოციები. ანუ მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანი ხვდება რა დროს უნდა გამოხატოს თანაგრძნობა, რა დროს უნდა გამოხატოს იგნორი და ა. შ.

  • @tornikevashakmadze6380
    @tornikevashakmadze6380 22 дні тому

    და როგორ გავაუმჯობესოთ ემოციური ინტელექტი ?

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  15 днів тому

      თორნიკე, გირჩევთ ჩვენს UA-cam ვიდეოს: "ემოციური ინტელექტის უნივერსიტეტი"
      გიზიარებთ ვიდეოს ბმულს: ua-cam.com/video/GWFIwJ9vlDE/v-deo.html

  • @Tinamaria2114
    @Tinamaria2114 2 роки тому

    ემპათიის სწავლება რამდენადაა შესაძლებელი? რაღაც ეჭვი მეპარება, სწავლებადი იყოს 🤔

    • @Tinamaria2114
      @Tinamaria2114 2 роки тому

      ნუ, შეიძლება თავი მოიკატუნოს მავანმა, ვითომ თანაგიგრძნობს და სიტყვიერად გამოხატოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მართლა გულით თანაგიგრძნობს?

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 роки тому +1

      უამრავი ტრენინგია ემოციური ინტელექტის მიმართულებით. მათ შორის, ემპათიასაც ავითარებს ადამიანებში. ეს უნარები ნამდვილად სწავლებადია. გულითაა, თუ უგულორ, ამას ემპათია არ გულისხმობს, რადგან კოგნიტიური (ტვინის) უნარია.

  • @gida8996
    @gida8996 3 роки тому

    ამდენი ანლაიქი რატო აქ 😏

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 роки тому +3

      ლაიქი და ანლაიქი ძმები არიანო - ხალხური სიბრძნეა :)