ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის 7.5 მილიონი ევროს CESL საინვესტიციო პროექტი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 26 чер 2024
  • ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის 7.5 მილიონი ევროს CESL საინვესტიციო პროექტი საქართველოს 4 რეგიონის 16 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
    ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL), რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.
    ამ დიდი და სოლიდური პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.
    7.5 მილიონი ევროს CESL პროექტი თავისი კონცეფციიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ძირითადად 4 რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი, 16 მუნიციპალიტეტთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის 4 წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გრძელდება. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები გამიზნულია ხელი შეეწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოვებასა და თანამშრომლობას.

КОМЕНТАРІ •