ჭაბუკა მახარაძის ოქროსა და ვეცხლის მედალი რუმინეთში კარატეს ევროპის ჩემპიონატიდან

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 13 гру 2022
  • რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მსოფლიოს ერთობრივი კარატეს ფედერაციის (WUKF) ორგანიზებით 2022 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართა XIII ევროპის ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც 30-მდე ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდიც მონაწილეობდა.
    რუმინეთში ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 მედალი მოიპოვეს: ჭაბუკა მახარაძემ 1 ოქროსა და 1 ვერცლის მედალი აიღო უფროსებს შორის ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიებში და ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონის ტიტული თავის სპორტულ კარიერაში უკვე მეხუთედ მოიპოვა. წარმატებით იასპარეზა 10 წლის ანდრია საათაშვილმა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა სპორტსმენმა, ამჯერად, მან რუმინეთში კარატეს ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ კუმიტეში III ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
    2022 წელი განსაკუთრებით ნაყოფიელი აღმოჩნდა ჭაბუკა მახარაძის სპორტულ კარიერაში, აგვისტოში მან ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა და მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
    ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მედალი.

КОМЕНТАРІ •