შენ ირჩევ ქალაქს, მე კი უფრო განცდა მაქვს სოფლის 🎶🎙🦉 - ნიკა კვესელავა✨️

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 жов 2024

КОМЕНТАРІ • 29

  • @m0ntena
    @m0ntena 9 днів тому

    საღოლლ

  • @dalbashvili
    @dalbashvili 3 місяці тому +7

    მეორე დღეა ვუსმენ ძალიან მომეწონა❤️ მეთქი კიდევ ბევრს ჩაწერს და მოვისმენთთქო და რონწავიკითხე რომ გარდაცვლილი ყოფილა გული დამწყდა❤️ ღმერთმა გაანათლოს მისი სული❤️

  • @cagadrakonax3705
    @cagadrakonax3705 3 місяці тому +8

    მადლობა , ამ ლექსის გაცოცხლებისთვის ❤❤❤ , მარადიული ხსოვნა მის სპეტაკ სულს 🥺

  • @tomaamot1022
    @tomaamot1022 3 місяці тому +6

    ამ სიმღერისთვის სიმღერის ავტორს მადლობა🫠❤️❤️❤️ კვესალავა განუმეორებელია❤️

  • @marinmarin19561
    @marinmarin19561 3 місяці тому +6

    👍კარგად მღერით...მელანქოლია,როცა სიცოცხლე დუღს....🌃 😴 🏞

  • @NikolozShengelia-ow4pl
    @NikolozShengelia-ow4pl 3 місяці тому +2

    სიკვდილი არაფერია ❤ შენ მუდამ ცოცხალი იქნები ნიკუშ❤

  • @Filmebiqartulad20
    @Filmebiqartulad20 2 місяці тому +2

    ❤ გენიალური ლექსი გაცოცხლება❤

  • @iraklitatrishvili1444
    @iraklitatrishvili1444 3 місяці тому +1

    საღოლ❤

  • @ZuraZura-wb1bu
    @ZuraZura-wb1bu 3 місяці тому +1

    Ორ ღობეში, ჭეშმარიტება უფალია❤

  • @aleqsaleqs3069
    @aleqsaleqs3069 3 місяці тому +1

    3 dgea tiktokze usmen dzlivs vipove mtliani versiaa❤❤

  • @Filmebiqartulad20
    @Filmebiqartulad20 2 місяці тому +1

    2024❤

  • @farnaizoria9282
    @farnaizoria9282 2 місяці тому +1

    😢 au gardaicvala 😢😢

  • @shotomagradze
    @shotomagradze 28 днів тому

    Salo ❤(- -)❤ madloba.

  • @tatiaTVfamilyvlog
    @tatiaTVfamilyvlog 3 місяці тому +4

    Ნიკუშ😢😢შენ მუდამ ემახსოვრები ჩვენს გულებს😢😢😢😢

  • @nikoloznaskidashvili8514
    @nikoloznaskidashvili8514 3 місяці тому +1

    ნათელი მის სულს❤
    შემსრულებელი ვინაა?

  • @gurjigorda-1121
    @gurjigorda-1121 Місяць тому

    ❤️

  • @besokurashvili1637
    @besokurashvili1637 3 місяці тому

    ❤❤❤

  • @darkzomb2722
    @darkzomb2722 2 місяці тому +1

    შენი ხმა სამოთხეში ისმის

  • @gvantsa01
    @gvantsa01 3 місяці тому

    💚💚💚

  • @Aaaav94
    @Aaaav94 2 місяці тому +1

    გაზრებით მილიონიდან მხოლოდ 1თუ იაზრებს ამ სიტყვებს და არა მხოლოდ ამ ლექც არამეტ ყველა სხვა დიდი ადამინების ფრაზებს და ნათქვამს;) ესა დიდი ტრაგედია ამ ქვეყნის...

  • @NinoMuladze-y5e
    @NinoMuladze-y5e 3 місяці тому +3

    რა დასანანია ამ ბიჭის არ ყოფნა

  • @tomaagdgomelashvili6371
    @tomaagdgomelashvili6371 3 місяці тому +1

    მეგობარო, შეგიძლია ტექსტი რომ დაგვიწერო?

    • @BUMERANGI2020
      @BUMERANGI2020  3 місяці тому +5

      შენ ირჩევ ქალაქს, მე კი უფრო პროვინციისკენ...
      მიმიწევს გული და უვადოთ მინდა დარჩენა,
      მანძილი შორი,არჩევანი დონეზე სუსტი,
      მიზანი ერთი,არსებობა გადასარჩენად.
      შენ ირჩევ ქალაქს, მე კი უფრო განცდა მაქვს სოფლის
      და არც არასდროს შეველევი ალბათ ამ ფენას,
      ისტორიების ფურცლებიდან იხევა გვერდი,
      მონადირეებს უმადლოდე ხოხბის აფრენას.
      ***
      ვერ იტან სოფელს,თუმცა მაინც რა იცი სოფლის,
      ცვრიან ბალახზე დაწინწკლული წუთების წყება,
      შენ უნდა ნახო სიოს სუნთქვა აპრილის თვეში
      და კაკლის ხის ქვეშ დაღლილი მზე რარიგად წვება.
      შენ უნდა ნახო ალუბლების ამოფეთქება,
      დამსკდარ ტუჩებზე ღიმილები ბროწეულების,
      ტყისკენ გაკვალულ ბილიკებთან გადამწვანება
      და სიცილები ნაადრევად მოწეულები.
      შენ უნდა ნახო ოქროსფერი ყანების სუნი,
      გადაფრენილი თოლიები ჰაერზე მაღლა,
      ჭალებთან უცხოდ მონაბერი მელანქოლია
      და ჩრდილში მჯდარი მოხუცების სახეზე დაღლა.
      შენ უნდა ნახო ალიონის შემოგებება
      და რძისფერ ნისლში გახვეული ოდა სახლები,
      ჭიშკარს ჩავლილი,ჩადენილი სოფლის ნახირი
      ორღობეებში,წკმუტუნი და ყეფა ძაღლების.
      გლეხის ნამღერი ,,მაფშალია“ ,,დიდოუ ნანა“
      ქარს გააშეშებს ფეხშიშველას,გზად რომ მირბოდეს,
      ჭადრების ცეკვა მონატრებულ კითაბანებთან
      არ შეიძლება ერთხელ მაინც რომ არ გინდოდეს...
      სოფლის ბოლოში წყაროებზე წყურვილის მოკვლა,
      გამჭოლი მზერა უცხო მგზავრის,თვალებთან ახლოს,
      ბოსტანში ,,ზაგარ“ მიღებული ნორჩი კიტრები,
      როგორ მეზობლობს მწვანილებთან შენ უნდა ნახო.
      იქვე საბძელთან მოკრიახე კრუხი წიწილებს,
      ესაუბრება მონდომებით და თან სცემს ბოლთას,
      სოფლის გადაღმა ღელის პირას ტირის ტირიფი,
      დღესაც არ ვიცი რაზე დარდობს ან რაზე მოსთქვამს.
      ან რაზე ვამბობ ახლა ამდენს,ვერ იტან სოფელს,
      აძაგებ თუმცა ქალაქელო,რა იცი სოფლის,
      შენი სამყარო ერთ მუჭაში ჩააბეტონეს,
      ნოტიო ჰაერს ინაწილებ და მაინც გყოფნის.
      თამბაქო,ყავა და ყოველდღე უხეში სექსი,
      ერთფეროვანი შოპინგებით დღეების ცვეთა,
      დროის ჟამთასვლა დამარხული დონეზე დაბლა,
      მეპატიება სოფლელ პოეტს მეტი რომ ვერ ვთქვა...
      იმაზე მეტი, შენში უფრო არის ლირიკა,
      ვთამდაბლობ თუმცა (შეამჩნიე თანდათან ვხდები),
      შენ ქალბატონო, დამტვერილი ქუჩებით ცოცხლობ,
      მე სულდაჭრილი პროვინციის კალთაზე ვკვდები.
      ერთია ზეცა,მზეც, მთვარეც და ვარსკვლავთაცვენაც,
      შენ მაკიაჟის სუნი აგდის,მე უფრო ოფლის,
      ჭეშმარიტება უფალია და მაინც ასე.
      შენ ირჩევ ქალაქს, მე კი უფრო განცდა მაქვს სოფლის.
      ნიკა კვესელავა 🖤

  • @monikachikobava970
    @monikachikobava970 3 місяці тому +2

    ❤❤❤რა მოუვიდა?

  • @KobaChavleshvili
    @KobaChavleshvili Місяць тому

    თანამედროვე პოეზიის გენიოსი... ალბათ გალას ეპაექრება საიქიოს.😢😢😢😢

  • @kaxaberiberandze8380
    @kaxaberiberandze8380 3 місяці тому

    ❤️🫶👌🇬🇪

  • @__mamuka__5542
    @__mamuka__5542 Місяць тому

    2024❤

  • @xatunagerliani8269
    @xatunagerliani8269 3 місяці тому

    🤍